განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100118002514022
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე №1/241-18 19 ივლისი, 2018 წელი
ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,თამარ ბერუაშვილის მდივნობით,პროკურორ - მ-----– ბ-----–---–ის,ადვოკატ - ი----- გ--------ის,ბრალდებულ - გ------- ს---------ის
მონაწილეობით, სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №011190518001 საქმე გ------- ვ-–---------- ძე ს---------ის (დაბადებული 195- წლის 27 ა-----–-, პირადი №5----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: გორის რაიონის სოფელ ფ-–-------–-) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 18 მაისის და 2018 წლის 19 მაისის ეპიზოდები);
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
გ------- ს---------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალსწინებული შედეგი (2018 წლის 18 მაისის და 2018 წლის 19 მაისის ეპიზოდები); მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2018 წლის 18 მაისის და 2018 წლის 19 მაისის ეპიზოდები).
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 18 მაისს, დაახლოებით 19:30 საათზე, გორის რაიონის სოფელ ფ-–-------–- მდებარე მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში გ------- ს---------მა განახორციელა ოჯახში ძალადობა მეუღლის - დ--–- ბ----–---–ის მიმართ. კერძოდ, გ------- ს---------მა საყოფაცხოვრებო საკითხზე წარმოშობილი შელაპარაკებისას ხელი რამოდენიმეჯერ დაარტყა მკერდის არეში დ--–- ბ----–---–ს, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც დ--–- ბ----–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 19 მაისს, დაახლოებით 08:30 საათზე, გორის რაიონის სოფელ ფ-–-------–- მდებარე მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში გ------- ს---------მა განახორციელა ოჯახში ძალადობა მეუღლის - დ--–- ბ----–---–ის მიმართ. კერძოდ, გ------- ს---------მა საყოფაცხოვრებო საკითხზე წარმოშობილი შელაპარაკებისას სახის და თავის არეში რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი, ასევე ტანის არეშიერთხელ დაარტყა ნიჩაბი დ--–- ბ----–---–ს, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება. ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც დ--–- ბ----–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
წინასასამართლო სხდომაზე, ასევე, საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულმა გ------- ს---------მა თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია.
სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ, ამდენად მათ, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
გ------- ს---------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ტანსაცმლის ამოღების ოქმებით, სისხლის ნიმუშის აღების ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო გ------- ს---------ის ბრალეულობას დადასტურებულად მიიჩნევს და თვლის, რომ მის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 18 მაისის და 2018 წლის 19 მაისის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულები.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. გ------- ს---------ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, შეურიგდა დაზარალებულს, რომელსაც პრეტენზია არ გააჩნია მის მიმართ, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ წარდგენილი ბრალდების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების (არ არის ნასამართლევი) და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მან აღიარა წარდგენილი ბრალდება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულს მის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია, ისინი განაგრძობენ თანაცხოვრებას, გ------- ს---------ს, საბოლოოდ სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რომლის პირობით ჩათვლაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- ს---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 18 მაისის და 2018 წლის 19 მაისის ეპიზოდები) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 18 მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 18 მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 19 მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 18 მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 19 მაისის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 18 მაისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 18 მაისის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 18 მაისის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, გ------- ს---------ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაევალოს მსჯავრდებულ გ------- ს------------ პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება ჩააბას იგი ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.
3. პირობით მსჯავრდებულ გ------- ს---------ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და მისადმი დახმარება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. გ------- ს---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 19 მაისიდან 2018 წლის 05 ივლისის ჩათვლით.
5. საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ამოღებული ნიჩაბი და სისხლის ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს;
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: შალვა კაკაურიძე