განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-84-18
(038130418001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ივნისი, 2018 წელი ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლალი ბესტავაშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან ავთანდილაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ბაჩანა ქარქუზაშვილი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - რ----- ხ---------ი, დაბადებული 1991 წლის 25 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, რეგისტრირებული ხაშურში, მელიქიშვილის ქუჩის №39-ში, ფაქტობრივად მცხოვრები ხ-–----–----–----------------ის №47-ში
ადვოკატი - მარიამ ინდუაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი
სხდომის სახე - საჯარო
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
რ----- ხ---------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ??????? ????????? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 15.00 საათზე, ხაშურში, დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერთან რ----- ხ---------მა ჩაიდინა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის, მ-----------–-–---–ის მიმართ ძალადობა, კერძოდ, ხელი გაარტყა სახის არეში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, რის შემდეგაც რ----- ხ---------მა ხ-–----–----–----------------ის №47-ში მდებარე ნაქირავებ ბინაში მისვლისას კვლავ განაგრძო ძალადობა მეუღლის მიმართ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით - მეუღლეს, მ-----------–-–---–ს მუშტი დაარტყა სახისა და ტანის არეში, რამაც დაზარალებული ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. რ----- ხ---------ი, მას შემდეგ, რაც მ-----------–-–---–ი, მისგან თავის დაღწევის მიზნით, გამოიქცა ქუჩაში, გამოჰყვა უკან და მან კვლავ განაგრძო დაზარალებულის ფიზიკური შეურაცხყოფა.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ რ----- ხ---------მა ჩაიდინა ის დანაშაულებრივი ქმედება, რაც ბრალად ერაცხება, ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს (საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ): მოწმეთა დაკითხვის ოქმები, ბრალდებულის აღიარება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ექსპერტის №002536218 დასკვნა.
3. სამართლებრივი შეფასება:
ერთობლიობა იმ მტკიცებულებებისა, რაც საქმეშია წარმოდგენილი და რომელთა შეფასებაც სასამართლოს მიერ მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ რ----- ხ---------მა მეუღლის, მ-----------–-–---–ის მიმართ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ჩაიდინა ძალადობა, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
რ----- ხ---------ისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს ჩადენილს, ინანიებს; შეურიგდა დაზარალებულს; მას შემდეგ, რაც შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება და გათავისუფლდა პატიმრობიდან, კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია; იგი მატერიალურად ეხმარება ოჯახს, სადაც ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი იზრდება. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დანაშაული ჩადენილია არასრულწლოვანის თანდასწრებით, რაც, გარდა იმისა, რომ მაკვალიფიცირებელი ნიშანია, ქმედების კიდევ უფრო მძიმე შედეგზე მიუთითებს.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
წარსულში (2008 წელს) რ----- ხ---------ი გასამართლებულია განზრახი დანაშაულისათვის, რომელიც ჩაიდინა თვრამეტ წლამდე ასაკში. რაც შეეხება დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 3 აპრილის განაჩენით რ----- ხ---------ისთვის დამატებითი სასჯელის სახით დანიშნულ ჯარიმას (2000 ლარი) - გარდა იმისა, რომ მითითებული დამატებითი სასჯელი დანიშნული აქვს ასევე თვრამეტ წლამდე ასაკში, საქმის მასალებიდან არ ირკვევა, 2007 წლის 3 აპრილის განაჩენზე (დამატებითი სასჯელის ნაწილში) არის თუ არა ამოწერილი სააღსრულებო ფურცელი, დადებით შემთხვევაში, კონკრეტულად რა გარემოებების გამო ვერ მოხდა აღსრულება. მხოლოდ ცნობა, რომ მითითებული ჯარიმა გადახდილი არ არის, არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც დაბრკოლება პირობით მსჯავრდებისთვის; მით უმეტეს, რომ დამატებითი სასჯელის დანიშვნიდან გასულია 11 წელზე მეტი.
რ----- ხ---------ს, იმის გათვალისწინებით, რომ იგი აღიარებს ჩადენილს, ინანიებს, შეურიგდა დაზარალებულს, სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაითვლება პირობითად - სასამართლოს მიაჩნია, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, საზოგადოებისაგან იზოლირების გარეშეც შესაძლებელია, ბრალდებულმა მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და, ამასთან, მიღწეულ იქნეს სასჯელის მიზანი, რაც გულისხმობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 293-ე მუხლების გამოყენებით, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ----- ხ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაშიც ჩაეთვალოს 2018 წლის 13 აპრილიდან 23 მაისის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა;
დანიშნული სასჯელი, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალოს პირობითად 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით;
გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
რ----- ხ---------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქუჩა №7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს (ხაშური, მერაბ კოსტავას ქუჩა №15) მეშვეობით.
მოსამართლე
ლალი ბესტავაშვილი