გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.07.2018
საქმის ნომერი
330210017001800573
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
25.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3----17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 ივნისი 2018 წ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - თამარ ჩიხლაძე

სხდომის მდივანი - ანი ნადარეიშვილი

 

მოსარჩელე - ნ---- ს--------–--ე-ნ-----–--–---–ი

მოსარჩელის წარმომადგენელი - მა---------------

მოპასუხე - ა---- კ----------ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ა---- კ----------ისათვის ნ---- ს--------–--ე-ნ-----–--–---–ის სასარგებლოდ 7 780 აშშ დოლარის დაკისრება.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი: 2--- წლის 0- ო----------- მხარეებს შორის დაიწერა სესხის ხელწერილი, რომლის მიხედვითაც 2--- წლის დ--------–- ა---- კ----------ს უსასყიდლოდ, სესხის სახით გადაეცა 36 500 აშშ დოლარი. აღნიშნული ხელწერილის გაფორმებამდე ა---- კ----------მა დაფარა 6 500 აშშ დოლარი,რაც აღნიშნულია ხელწერილში, ხოლო 30 000 აშშ დოლარი უნდა დაებრუნებინა 2--- წლის თ--------––-, მაგრამ 2--- წლის 2--------- დააბრუნა 18 000 აშშ დოლარი.

 

მოსარჩელის განმარტებით, ა---- კ----------ს გადასახდელი ჰქონდა 12 000 აშშ დოლარი, თუმცა სხვადასახვა დროს ნაწილ-ნაწილ მიწოდებული თანხის სახით გადახდილი აქვს 9 500 ლარი. მაშინდელი დოლარის კურსი შეადგენდა 2.30-ს 9500 ლარი, აღნიშნული კურსით არის 4 130 აშშ დოლარი, ე.ი. აღნიშნული ძირითადი თანხიდან გადასახდელი დარჩა 7 870 აშშ დოლარი, რაც ლარებში დღევანდელი კურსით შეადგენს 21062 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

ა---- კ----------მა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2--- წლის დ--------–- აღებული თანხა 36 500 აშშ დოლარი ნაწილ-ნაწილ მაგრამ სრულად დაფარული აქვს. მოსარჩელე ქირით ცხოვრობდა ნ--–------- ქუჩა N---ში და სამი წლის განმავლობაში თავად უხდიდა 350 აშშ დოლარის ოდენობით თანხას. აღნიშნულის შესახებ არ დგებოდა ხელწერილი, თუმცა აღნიშნულის დადასტურება ბინის მესაკუთრეს შეუძლია. ამასთან, ორჯერ გადაატანინა ავეჯი შ------–- საკუთარი სახსრებით სადაც ორი წელი ინახავდა. გარდა ამისა, ყოველთვე აძლევდა ეგრეთ-წოდებულ კვების ფულს 440 ლარს, ხოლო მის შვილს, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა ყოველ დღესასწაულზე დამატებით უგზავნიდა საკვებს და არსებობდა ბევრი სხვა მსგავსი ეპიზოდი.

 

მოპასუხის განმარტებით, ბოლოს ნ---- ს--------–--ე-ნ-----–--–---–ს მის თანმხლებ პირებთან, შვილთან ს-------- ნ-----–--–---–თან და ს--------ს მეგობარ გ------- ა-------თან ერთად გადასცა 18 000 აშშ დოლარი, რითიც სრულად დაიფარა მისი ვალი. მოსარჩელემ იქვე განმარტა, რომ პრეტენზია აღარ ჰქონდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2--- წლის დ--------–- ა---- კ----------ს სესხის სახით გადაეცა 36 500 აშშ დოლარი. აღნიშნულზე 2--- წლის 0- ო----------- შედგა ხელწერილი და დავალიანების ოდენობად განისაზღვრა 30 000 აშშ დოლარი, ვინაიდან ხელწერილის გაფორმებამდე მოპასუხემ უზრუნველყო 6 500 აშშ დოლარის დაფარვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელწერილი (ს.ფ 14)

- მხარეთა ახსნა - განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები)

 

3.1.2. ა---- კ----------ს მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე გადახდილი აქვს 18 000 აშშ დოლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა - განმარტება (სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.1.3. 2---–2--- წლებში ა---- კ----------ს ნ---- ს--------–--ე-ნ-----–--–---–ისათვის გადახდილი აქვს 9 500 ლარი და 7 560 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- გაწეული ხარჯის ჩამონათვალი (ს.ფ 15)

- მხარეთა ახსნა - განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმები)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. ა---- კ----------ის მიერ 2----2--- წლებში ნ---- ს--------–--ე-ნ-----–--–---–ისათვის გადახდილი თანხები, როგორც 9 500 ლარი, ასევე 7 560 ლარი შეადგენს მხარეთა შორის 2--- წლის 0- ო----------- გაფორმებული სესხის ხელშეკრულების დასაფარად გადახდილ თანხებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, რათა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

წინამდებარე შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მხარეთა ახსნა-განმარტებებით და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მხარეთა შორის სასესხო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა. ამასთან, მხარეები სადაოდ არ ხდიან იმ გარემოებას რომ 2---–2--- წლებში ა---- კ----------ის მხრიდან სხვადასხვა დროს ხდებოდა თანხის გადახდა კერძოდ, ნაწილობრივ გადახდილმა თანხის ოდენობამ შეადგინა ერთის მხრივ 9 500 ლარი, ხოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ყოველთვიური ხარჯის სახით 420 ლარის გადახდამ შეადგინა 7560 ლარი. მხარეებს არც სასამართლო სხდომაზე და არც წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დაუდასტურებიათ მათ შორის რაიმე სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა.

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (ვებ. გვერდი www.geostat.ge ) მონეტარული სტატისტიკის თანახმად 2--- წლის აშშ დოლარი/ლარი კურსის საშუალო მაჩვენებელია 1.7659, 2--- წლის - 2.2702, 2--- წლის - 2.3667.

 

ამდენად, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში აშშ დოლარი/ლარი კურსის საშუალო მაჩვენებელი 2----2--- წლებისათის შეადგენს 2.1342, შესაბამისად აღნიშნული კურსით მოპასუხის მიერ გადახდილია 7 993.63 აშშ დოლარი. (17060/2.1342=7 993.63)

 

3.2.2. ა---- კ----------ის დავალიანება ნ---- ს--------–--ის მიმართ შეადგენს 4 006.4 აშშ დოლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, რათა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში თანხის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 30 000 აშშ დოლარის ოდენობით, მხარეები სადაოდ არ ხდიან 18 000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტს. სასამართლომ სხვადასხვა დროს გადახდილი თანხებით დაადგინა მოპასუხის მხრიდან 7 993.63 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი.

 

შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას დავალიანების 7 870 აშშ დოლარის ოდენობით არსებობის შესახებ და დადგენილად მიიჩნევს მოპასუხის დავალიანების ოდენობად 4006.4 აშშ დოლარს.

 

საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა სადავო ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები არ უთითებენ.

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ---- ს--------–--ე-ნ-----–--–---–ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-ე, 624-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ქმნიან სასესხო ურთიერთობების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების შემადგენლობას, ვინაიდან სესხის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ფულის ან გვაროვნული ნიშნით განსაზღვრული სხვა ნივთის მსესხებლისათვის საკუთრებაში გადაცემა, მსესხებლის მიერ იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთის დაბრუნების პირობით. სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა, რეალურად მიიჩნევა ხელშეკრულება, რომელიც დადებულად ითვლება არა შეთანხმების მიღწევის მომენტიდან, არამედ ნივთის რეალურად გადაცემიდან. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს, მარტო შეთანხმება სესხის თაობაზე ჯერ კიდევ არ ნიშნავს ხელშეკრულების დადებას. რეალური ხელშეკრულება დადებულად ითვლება რეალური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების შემდეგ. სადავოობის შემთხვევაში, სესხის ზეპირი ხელშეკრულების დადების დროს, მხარემ უნდა ამტკიცოს არა სესხზე შეთანხმების არსებობა, არამედ სესხის სახით თანხის რეალურად გადაცემა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეებს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელე ნ---- ს--------–--ე- ნ-----–--–---–მა ა---- კ----------ს ასესხა 36500 აშშ დოლარი. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოებები, რომ მოპასუხე ნაწილ-ნაწილ საერთო ჯამში (25 993.63 აშშ დოლარი) იხდიდა სესხის თანხას, პერიოდულად 2--- წლამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულები-სათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ სესხის სახით გადაცემული 36500 აშშ დოლარი არასრულად არის დაბრუნებული, კერძოდ, მოპასუხის დავალიანება შეადგენს 4006.4 აშშ დოლარს.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე კი, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული სასესხო სამართლებრივი ვალდებულებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა 4006.4 აშშ დოლარის ნაწილში არის საფუძვლიანი და იგი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ - ა---- კ----------ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა გადახდეს სესხის თანხა - 4 006.4 აშშ დოლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 632 ლარი, სასამართლო გადაწყვეტილებით კი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ 4006.4 აშშ დოლარის, რის გამოც, მოპასუხე ა---- კ----------ს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 322.32 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ---- ს--------–--ე-ნ-----–--–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

ა---- კ----------ს ნ---- ს--------–--ე-ნ-----–--–---–ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 4 006.4 აშშ დოლარის გადახდა;

2. ა---- კ----------ს ნ---- ს--------–--ე-ნ-----–--–---–ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 322.32 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჩიხლაძე