განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-66-18
(027310318002)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 ივნისი, 2018 წელი ხ-–----ი
ხ-–----ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლ--–ი ბესტავაშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან ავთანდილაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ბ----ა ქ---------–--ლი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ--–ა კ-------–--ლი, დ----------–-------–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ-----–-------------------------ში, ალ--------------–---ის ქუჩის № 6-ში
ადვოკატი - თ-------–----ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
გ--–ა კ-------–--ლმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ??????? ????????? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 31 მარტს ქ-----–-------------------------ში, ალ--------------–---ის ქუჩის №6-ში გ--–ა კ-------–--ლსა და დედამისს, ლ---–ა კ-------–--ლს შორის, გ--–ა კ-------–--ლის მიერ სხვადასხვა მავნე ნივთიერებების მოხმარების გამო წარმოიქმნა კონფლიქტი, რომლის დროსაც მან (ბრალდებულმა) თავისა და სხეულის სხვა მიდამოებში ხელის დარტყმით ლ---–ა კ-------–--ლს მიაყენა შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი. ძალადობის ფაქტს შეესწრო გ--–ა კ-------–--ლის და, ლ--–ი კ-------–--ლი, რომელიც ჩაერია კონფლიქტში, რის გამოც გ--–ა კ-------–--ლმა მასაც ჯერ ხელის დარტყმით, შემდეგ კი მუცლის არეში ფეხის ჩარტყმით მიაყენა შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ გ--–ა კ-------–--ლმა ჩაიდინა ის დანაშაულებრივი ქმედება, რაც ბრალად ერაცხება, ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს (საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ): მოწმეთა დაკითხვის ოქმები, ბრალდებულის აღიარება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ექსპერტის №--------- დასკვნა.
3. სამართლებრივი შეფასება:
ერთობლიობა იმ მტკიცებულებებისა, რაც საქმეშია წარმოდგენილი და რომელთა შეფასებაც სასამართლოს მიერ მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ გ--–ა კ-------–--ლმა დედის, ლ---–ა კ-------–--ლისა და დის, ლ--–ი კ-------–--ლის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ--–ა კ-------–--ლისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ აღიარებს ჩადენილს, ინანიებს; საქმეს ერთვის დაზარალებულთა განცხადებები, საიდანაც ირკვევა, რომ მათ (დაზარალებულებს) ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ, შეურიგდნენ მას და არ არიან მისი მკაცრად დასჯითა და პატიმრობაში ყოფნით დაინტერესებული; თუმცაღა, აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დანაშაულებრივი ქმედება განხორციელდა ორი პირის მიმართ, რაც, თავისმხრივ, ქმედების, გარკვეულწილად, მძიმე შედეგზე მიუთითებს. საქმეშია ადმინისტრაციული წარმოების მასალები, საიდანაც ირკვევა, რომ გ--–ა კ-------–--ლის მხრიდან თავისი დედისა და დის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას ადრეც ჰქონია ადგილი.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
5.3. გ--–ა კ-------–--ლი ნასამართლევია - ხ-–----ის რაიონული სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენით მას მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის - სასჯელის სახით დაენიშნა ჯ----------- ლარის ოდენობით. როგორც საქმის განხილვისას დადგინდა, მითითებული ჯარიმა გადახდილი.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
5.5. გ--–ა კ-------–--ლს, იმის გათვალისწინებით, რომ იგი აღიარებს ჩადენილს, ინანიებს, შეურიგდა დაზარალებულებს, რომელთაც მოცემულ ეტაპზე მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ, სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა ორი წლის ვადით, რაც ჩაითვლება პირობითად - სასამართლოს მიაჩნია, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, საზოგადოებისაგან იზოლირების გარეშეც შესაძლებელია, ბრალდებულმა მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და, ამასთან, მიღწეულ იქნეს სასჯელის მიზანი, რაც გულისხმობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 293-ე მუხლების გამოყენებით, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ--–ა კ-------–--ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაშიც ჩაეთვალოს 2018 წლის 31 მარტიდან 8 ივნისის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა;
2. დანიშნული სასჯელი, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალოს პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
3. გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
4. გ--–ა კ-------–--ლის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და იგი სხდომის დარბაზიდანვე გათავისუფლდეს პატიმრობიდან;
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქუჩა №7ა) ხ-–----ის რაიონული სასამართლოს (ხ-–----ი, მერაბ კოსტავას ქუჩა №15) მეშვეობით.
მოსამართლე
ლ--–ი ბესტავაშვილი