გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.03.2018
საქმის ნომერი
160210117001854344
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
15.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

160210117001854344

# 2/239-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 მარტი, 2018 წ. ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ია ლაბაძე

სხდომის მდივანი ვერიკო ნინიაშვილი

მოსარჩელე - ჯი-–---------–----–---–ი

წარმომადგენელი - მზ---------–---–ი

მოპასუხე - ვა---–----------ი

წარმომადგენელი - მი----–----------–---–ი

მოპასუხე - შო-----------

დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ, 2016 წლის 05 ოქტომბერს აღწერილი და დაყადაღებული შემდეგი მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ყადაღისაგან გათავისუფლება: 1. გე-105-05721- მომცრო ზომის ხბო (მამრ) 2. გე-105-05723 - პატარა ხბო; 3. გე-101-77046 - მოზრდილი ხბო (მდედრ); 4. გე-101-74160 - დეკეული; 5. გე-101-77053 - დეკეული; 6. ორი ცალი 90კგ-იანი ღორი; 7. ორი ცალი 60 კგ-იანი ღორი; 8. ერთი ცალი 110 კგ-იანი კერატი (იხ. სარჩელი, ტომი 2, ს.ფ. 1-14).

1.2. ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ, 2017 წლის 22 თებერვალს აღწერილი და დაყადაღებული შემდეგი მსხვილფეხა პირუტყვის ყადაღისაგან გათავისუფლება: 1. გე-101-74166; 2. გე-05-53256 ; 3. გე-05-53250; 4. გე-05-53243 ; 5. გე-05-53230 ; 6. გე-05-53231; 7. გე-101-77028 ; 8. გე-101-77033 ; 9. გე-101-74171; 10. გე-101-74169 ; 11. გე-05- 73247 ;12. გე-101-74168 (იხ. სარჩელი, ტომი 1, ს.ფ. 1-14).

 

1.3. ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ, 2017 წლის 30 მარტს აღწერილი და დაყადაღებული შემდეგი მსხვილფეხა პირუტყვის ყადაღისაგან გათავისუფლება: 1. გე-05-53247 (იხ. სარჩელი, ტომი 3, ს.ფ. 1-14).

 

სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

ჯი-–---------–----–---–მა და მისმა ოჯახმა 2015 წლის დასაწყისში შეიძინა მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი და მოსავლელად მიაბარა გი----------------ეს; აღმასრულებლის მიერ დაყადაღდა ჯი-–---------–----–---–ის კუთვნილი მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი შო----------ის ვალის დაფარვის მიზნით. მოსარჩელე ითხოვს მისი კუთვნილი პირუტყვის ყადაღისაგან გათავისუფლებას (იხ. სარჩელი ტომი 1, ტომი 2, ტომი 3, ს.ფ. 2-15).

 

2.1. მოპასუხე ვა---–----------ის პოზიცია

 

მოპასუხე ვა---–----------მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის პოზიცია ემსახურება შო----------ის ქონების გადარჩენას და მის მიერ აღებული პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას, ვინაიდან, დაყადაღებული ძროხები არის შო----------ის საკუთრება (იხ. შესაგებელი, ტომი 2, ს.ფ. 34-43).

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა გარემოება, იმის შესახებ, რომ სადავო პირუტყვი შეძენილი იყო მოსარჩელის მიერ, რაც შეეხება წარმოდგენილ მტკიცებულებათა ნაწილს, მოპასუხემ განმარტა, რომ ნაწილი მტკიცებულებები ხელოვნურად იყო შექმნილი. მოსარჩელე რეალურად რომ არ იყო დაინტერესებული ამ დავით, ამაზე ის ფაქტიც მეტყველებდა, რომ ვა---–----------ისა და შო-----------ს შორის დავის პერიოდში, შო-----------ს იცავდა მზ---------–---–ი, რომელიც ამ დავაში იცავს ჯი-–---------–----–---–ს (იხ. 2018 წლის 01 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.2. მოპასუხე შო----------ის პოზიცია

 

მოპასუხე შო-----------ს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

2018 წლის 20 თებერვალს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე შო-----------მ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მასსა და ვა---–----------ს შორის არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე, მას არანაირი ვალი არ გააჩნია. დაყადაღებული ძროხები მას არ ეკუთვნის. იმ პერიოდისათვის მას გარდაეცვალა მამა და ძმა; გარდა ამისა, მას ბანკის ვალი ჰქონდა და მთელი საქონელი გაყიდა. ამ დროს გამოჩნდა ჯი-–---------–----–---–ი, რომელმაც მის მეუღლეს ია--------------ესა და მის გერს გი----------------ეს მიაბარა საქონელი. მას არ უკისრია ძროხების მოვლის ვალდებულება. შო----------ის განმარტებით, მან თავისი ძროხები მიჰყიდა აზერბაიჯანელს (,,თათარს“), რომელსაც საჭიროების შემთხვევაში მოიყვანს. იგი არ ცხოვრობს მეუღლესთან, ისინი არ ეწევიან საერთო მეურნეობას, მხოლოდ რამოდენიმე დღით მიდის მათთან (იხ. 20.02.2018წ. სხდომის ოქმი 12:25:43, ტომი 4).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უდავო გარემოებები საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 03 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ვა---–----------ის სარჩელი და მოპასუხე შო-----------ს, ვა---–----------ის სასარგებლოდ დაეკისრა 7200 აშშ დოლარისა და 10818,28 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 03.09.2015წ. გადაწყვეტილება (იხ. ტომი 2, ს.ფ. 44-57).

- აღმასრულებლის გაფრთხილება (იხ. ტომი 2, ს.ფ. 126)

 

3.2.2. ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 05 ოქტომბრის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტის თანახმად, აღწერილი იქნა და დაყადაღდა დმანისის რაიონი, სოფელ სა-----ში შემდეგი მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი 1. გე-105-05721- მომცრო ზომის ხბო (მამრ) 2. გე-105-05723 - პატარა ხბო; 3. გე-101-77046 - მოზრდილი ხბო (მდედრ); 4. გე-101-74160 - დეკეული; 5. გე-101-77053 - დეკეული; 6. ორი ცალი 90კგ-იანი ღორი; 7. ორი ცალი 60 კგ-იანი ღორი; 8. ერთი ცალი 110 კგ-იანი კერატი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 05.10.2016წ. მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი (იხ. ტომი 2, ს.ფ. 19-20).

 

3.2.3. ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 22 თებერვლის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტის თანახმად, აღწერილი იქნა და დაყადაღდა დმანისის რაიონი, სოფელ სა-----ში მსხვილფეხა პირუტყვი, 12 სული ძროხა შემდეგი ნომრებით: 1. გე-101-74166; 2. გე-05-53256 ; 3. გე-05-53250; 4. გე-05-53243 ; 5. გე-05-53230 ; 6. გე-05-53231; 7. გე-101-77028 ; 8. გე-101-77033 ; 9. გე-101-74171; 10. გე-101-74169 ; 11. გე-05- 73247 ;12. გე-101-74168;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 22.02.2017წ. მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 21-22).

 

3.2.4. ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 30 მარტის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტის თანახმად, აღწერილი იქნა და დაყადაღდა დმანისის რაიონი, სოფელ სა-----ში მსხვილფეხა პირუტყვი, 1 სული ძროხა შემდეგი ნომრით: 1. გე-05-53247 ;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 30.03.2017წ. მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი (იხ. ტომი 3, ს.ფ. 20-21).

 

3.2.5. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსგან 2017 წლის 10 მარტს მიღებული ინფორმაციით დგინდება, რომ მსხვილფეხა პირუტყვი საყურე ნიშნებით გე-101-74166; გე-101-74171, გე-101-74169, გე-101-74168, გე-101-74165, გე-105-05-722, გე-105-05719, გე-105-05720, გე-105-05724, გე-101-74167, გე-101-74160, 2015 წლის ვაქცინაცია-იდენტიფიკაციის ღონისძიების ჩატარების დროს დაფიქსირებულია გი----------------ეზე მცხოვრები დმ------------------------–------რე.

მსხვილფეხა პირუტყვი საყურე ნიშნებით გე-101-77053, გე-101-77028, . გე-101-77033, გე-101-77046, 2015 წლის ვაქცინაცია- იდენტიფიკაციის ღონისძიების ჩატარების დროს დაფიქსირებულია ალ-----------–----–-–---–ზე, მცხოვრები დმანისის მუნიციპალიტეტი სოფელი მთ------ი.

მსხვილფეხა პირუტყვი საყურე ნიშნებით გე-05-53250 და გე-05-53247, 2012 წლის ვაქცინაცია-იდენტიფიკაციის ღონისძიების ჩატარების დროს დაფიქსირებულია ელ----------–------ზე.

მსხვილფეხა პირუტყვი საყურე ნიშნებით გე-101-74100, 2012 წლის ვაქცინაცია-იდენტიფიკაციის ღონისძიების ჩატარების დროს დაფიქსირებულია პლ-------------ზე;

მსხვილფეხა პირუტყვი საყურე ნიშნებით გე-05-53256, 2012 წლის ვაქცინაცია-იდენტიფიკაციის ღონისძიების ჩატარების დროს დაფიქსირებულია თე-----------------------ე;

მსხვილფეხა პირუტყვი საყურე ნიშნებით გე-05-53243, 2012 წლის ვაქცინაცია-იდენტიფიკაციის ღონისძიების ჩატარების დროს დაფიქსირებულია თე----------------ზე;

მსხვილფეხა პირუტყვი საყურე ნიშნებით გე-05-53230, 2012 წლის ვაქცინაცია-იდენტიფიკაციის ღონისძიების ჩატარების დროს დაფიქსირებულია პე-------------ზე;

მსხვილფეხა პირუტყვი საყურე ნიშნებით გე-05-53231, 2012 წლის ვაქცინაცია-იდენტიფიკაციის ღონისძიების ჩატარების დროს დაფიქსირებულია გე-–---------ზე;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 10.03.2017წ. წერილი (ტომი 2, ს.ფ. 135-137)

 

3.2.6. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსგან 2017 წლის 10 მაისს მიღებული ინფორმაციით დგინდება, რომ მსხვილფეხა პირუტყვი საყურე ნიშნებით გე-101-77053, გე-101-77028, გე-101-77033, გე-101-77046, გე-101-77019, იდენტიფიცირებულია 2015 წლის 06 ნოემბერს და დაფიქსირებულია დმანისის რაიონი, სოფელ მთ------ში ალ-----------–----–-–---–ზე.

მსხვილფეხა პირუტყვი საყურე ნიშნებით გე-101-74171, გე-101-74169, გე-101-74166, გე-101-74168, გე-101-74165, გე-101-74167, გე-101-74160, იდენტიფიცირებულია 2015 წლის 27 ნოემბერს და დაფიქსირებულია დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სა-----ში გი----------------ეზე.

მსხვილფეხა პირუტყვი საყურე ნიშნებით გე-105-05719, გე-105-05720, გე-105-05721, გე-105-05-722, გე-105-05-723, გე-105-05724, იდენტიფიცირებულია 2016 წლის 22 მაისს და დაფიქსირებულია დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სა-----ში გი----------------ეზე.

მსხვილფეხა პირუტყვი საყურე ნიშნებით გე-101-74100 იდენტიფიცირებულია 2015 წლის 23 ოქტომბერს და დაფიქსირებულია დმ------------–----–----------------–----------ში ალ---------------ზე.

მსხვილფეხა პირუტყვი საყურე ნიშნებით გე-05-53230, გე-05-53231, გე-05-53243, გე-05-53247, გე-05-53250, გე-05-53256, იდენტიფიცირებულია 2012 წლის 29 აგვისტოს ვაქცინაცია-იდენტიფიკაციის ღონისძიების ჩატარების დროს შო-----------ზე, 2013 წლის 24 ივლისს ვაქცინაციის ღონისძიების დროს დაფიქსირებულია დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სა-----ში ია--------------ეზე, 2014 წლის 08 აპრილის ვაქცინაციის ღონისძიების დროს დაფიქსირებულია დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სა-----ში შო-----------ზე, 2015 წლის 27 ნოემბრისა და2016 წლის 12 დეკემბრის ღონისძიების დროს დაფიქსირებულია გი----------------ეზე.

- სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 10.05.2017წ. წერილი (ტომი 1, ს.ფ. 151-152)

 

3.2.7. მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ შო-----------, მეუღლესთან ია--------------ესთან და გერთან გი----------------ესთან ერთად ცხოვრობს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სა-----ში და ეწევიან საერთო მეურნეობას.

- მოწმის სახით დაკითხული პირის ლ. ლა----–--ას ჩვენება (იხ. 20.02.2018წ. სხდომის ოქმი 12:52:21-13:27:12, ტომი 4)

- მოწმე ვა–--------–---–ის ჩვენება (იხ. 01.03.2018წ. სხდომის ოქმი 14:01:58-14:12:16, ტომი 4);

- მოწმე ლი----------ის ჩვენება (იხ. 01.03.2018წ. სხდომის ოქმი 14:18:01-14:39:27, ტომი 4)

 

3.2.8. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს მოსარჩელე ჯი-–---------–----–---–ის მიერ მითითებულ გარემოებას იმის თაობაზე, ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ აღწერილი და დაყადაღებული იქნა მისი კუთვნილი პირუტყვი.

 

მოპასუხე ვა---–----------მა აღნიშნული გარემოება სადავოდ გახადა.

 

საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას იმის თაობაზე, რომ დაყადაღებული პირუტყვი წარმოადგენს მის და არა შო----------ის საკუთრებას შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აღნიშნული გარემოების საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს, რომ მართალია, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი დაყადაღდა შო----------ის საცხოვრებელ ადგილას, თუმცა აღნიშნული პირუტყვი იმყოფებოდა მოპასუხესთან მასსა და გი----------------ეს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს მოპასუხე ვა---–----------ი არ ეთანხმება.

 

სარჩელში მითითებული გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა მოწმეები, რომლებიც დაკითხულ იქნენ სასამართლო სხდომაზე.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ლე-----–-----–--ამ, რომელიც არის შო----------ის მეზობელი განმარტა, რომ ძროხები გი----------------ეს მიუყვანა ჯი-–---------–----–---–მა და აღნიშნულ ფაქტს იგი თავად შეესწრო. კერძოდ, 2015 წლის გაზაფხულზე, ჯი-–---------–----–---–მა გი----------------ეს მიუყვანა 10 სულზე მეტი საქონელი. იგი ამ დროს იმყოფებოდა მინდორში; იქ იმყოფებოდნენ გი----------------ე, თვითონ ჯი-–---------–----–---–ი და ამ-----------–--ნი. გიორგის თავისი საქონელი არ ჰყავდა; საქონელი ჰყავდა შო-----------ს, თუმცა მერე გაყიდა მან. მოყვანის დროისათვის შო-----------ს საქონელი არ ჰყოლია. გი----------------ეს მხოლოდ ღორები ჰყავდა. მას ხშირად დაუნახავს ჯიმშერი ფოლადიშვილი გი----------------ესთან მისული. გი----------------ე რძეს არ ყიდის, იგი ყველს ამზადებს. საქონელთან ერთად ჯი-–---------–----–---–მა 4, თუ 5 სული ღორი მიაბარა გი----------------ეს. შო----------- ცხოვრობს გი----------------ესთან და თავის მეუღლესთან ერთად. როგორც მისთვის ცნობილია, ჯიმშერი ეხმარება თიბვაში და საქონლის საკვების შეძენაში. ჯი-–---------–----–---–მა დაახლოებით 10-15 სული საქონელი მოუყვანა გიორგის, მათ შორის დეკეულიც ერია; სულ მოყვანის ფაქტს ესწრებოდა 4 კაცი, ამ-----------–--ნი, თვითონ გი----------------ე და ჯი-–---------–----–---–ი. სოფელში შემოსულ საქონელს არავინ არ მოჰყვებოდა, საქონელი მეზობელი სოფლიდან მორეკეს და მანქანით არ მოუყვანიათ. მისი განმარტებით, იგი საქონელს ცნობს და შეუძლია განაცხადოს, რომ მიყვანილი საქონელი იყო უცხო და ადრე შო-----------ს არ ჰყოლია. მან ასევე განმარტა, რომ ამ ძროხების მიყვანის დროისათვის შო-----------ს თავისი საქონელი ჰყავდა და ძროხების მიყვანის შემდეგ მიჰყიდა ილ--------–----–--ლს. მას დაახლოებით 10 სული ჰყავდა; ამ 10 სულიდან თავიდან ერთი-ორი გაყიდა თივის შესაძენად და დანარჩენი ილ--------–----–--ლს მიჰყიდა. როგორც მისთვის არის ცნობილი, შო-----------ს ძროხები აღარ ჰყავს, რაც ჰყავდა ყველა გაყიდა. ილ--------–----–--ლმა შო----------ისაგან იყიდა საქონელი, მაგრამ არ წაუყვანია, გი----------------ეს მიაბარა მოსავლელად. იქ ილ--------–----–--ლის საქონელიც არის. მას დაუნახავს, როდესაც ილ--------–----–--ლსა და ჯი-–---------–----–---–ს მიჰქონდათ რძე და რძის ნაწარმი. ნამატი რამდენია მისთვის ცნობილი არ არის (იხ. 20.02.2018წ. სხდომის ოქმი 12:52:21-13:27:12).

 

მოწმის სახით დაკითხულმა გი----------------ემ, რომელიც არის შო----------ის გერი, განმარტა, რომ 2015 წლის გაზაფხულზე, ჯი-–---------–----–---–მა მას ჩააბარა 15 სული საქონელი, 5 ღორი, როგოც ცნობილია ოჯახის საქონელი იყო. ჯიმშერიმ მიუყვანა, თუმცა ეს საქონელი იყო ილოსიც და ჯიმშერისიც. ჯი-–---------–----–---–ის მიერ მიყვანილი პირუტყვიდან 15-ვე იყო მეწველი ძროხა. მოლაპარაკების თანახმად, მიღებული რძის 30% მას უნდა დარჩენოდა, ასევე ხბოებიც უნდა დარჩენოდა, ხოლო ღორების ნამატიდან თითო გოჭი. ამის შემდეგ, არც ჯიმშერის და არც ილოს ძროხები არ მიუყვანიათ. მისი განმარტებით, მას თავისი ძროხები არ ჰყოლია. ჯიმშერიმ შესთავაზა საქონლის მოვლა და თავი რომ ერჩინა ისიც დათანხმდა შემოთავაზებას. მოწმის განმარტებით, შო-----------ც მათთან ცხოვრობს, მაგრამ ძირითადად შო----------- თბილისშია. შო-----------ს 6-7 წლის წინ ჰყავდა ძროხები, მაგრამ მერე გაყიდა. რამდენი ძროხა ჰყავდა არ ახსოვს, თუმცა იცის, რომ ყველა ძროხა გაყიდა ბანკის ვალის გამო. გი----------------ის განმარტებით, ჯი-–---------–----–---–ი გაიცნო დმანისში, დაახლოებით 4 წლის წინ; ჯიმშერმა თვითონ შესთავაზა ძროხების მოვლა. მას ნამატის სახით ამჟამად ჰყავს 6 ხბო, დანარჩენი დაიხოცა. მოწმის განმარტებით, მათი წილი რძისგან ყველს ამზადებენ და ჰყიდიან; დანარჩენი რძისგანაც ყველს ამზადებენ და მათ წილსაც დედამისი ყიდის, მიღებულ თანხას კი სქონლის გამოკვებაში ხარჯავენ. ილო და ჯი-–---------–----–---–ები თვეში დაახლოებით 4 ჯერ მიდიოდნენ და მიჰქონდათ 80 ლიტრი რძე და 5-10 კგ ყველი. ძროხებს თავად და დედამისი უვლიდა. შო----------- მათ არ ეხმარებოდა. ძროხების მოყვანას ესწრებოდნენ ლე-----–-----–--ა, ამ-----------–--ნი; ჯიმშერმა მიუყვანა ძროხები, მისთვის უცნობი პირები ახლდნენ. ეს ძროხები მანამდე ჯი-–---------–----–---–ს სხვისთვის ჰყავდა მიბარებული. მან ასევე დაადასტურა ის გარემოება, რომ მიბარების ხელშეკრულება დადეს ძროხების მიყვანამდე. ამავე ჩვენებაში მოწმე გი----------------ე აღნიშნავს, რომ მიბარებული საქონლის მიყვანამდე, დედამისს ია--------------ესაც ჰყავდა ძროხები; დედამისმა გაყიდა ჯიმშერის და ილოს ძროხები და ჩაანაცვლა სხვა ძროხებით. ამჟამად დედამისს თავისი ძროხები არ ჰყავს. სულ ჰყავთ 15 ძროხა, რომელიც არის მიბარებული პირუტყვი და 6 ხბო. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის შეკითხვაზე მან განმარტა, რომ არ ახსოვს რა ვადით დადო ხელშეკრულება, ისინი მოუვლიან მსხვილფეხა პირუტყვს იქამდე სანამ შეძლებენ (იხ. 01.03.2018წ. სხდომის ოქმი 12:17:16-12:58:55)

 

მოწმის სახით დაკითხულმა პირმა ილ--------–----–--ლმა, რომელიც არის ჯი-–---------–----–---–ის ძმა განმარტა, რომ მას ჰყავდა ძროხები; 2006-2007 წლებში, 3 სული ძროხა შეიძინა მოხუცი კაცისგან დმანისში და დაუტოვა იმ კაცს მოსავლელად; 1 წლის შემდეგ მან უარი უთხრა ძროხების მოვლაზე. ამის შემდეგ 5 სული საქონელი მიაბარა ალ-----------–----–-–---–ს, სოფელ მთ------ში იმ პირობით, რომ მხოლოდ ნამატი იქნებოდა მისი; დაახლოებით 7-8 წელი იყო ციხელაშვილთან. ამ პერიოდში ნამატი არ მიუღია; 2014 წელს, გამოფენის ტერიტორიაზე შეხვდა შო----------ის მეუღლეს ია--------------ეს, რომელიც ყიდდა ყველს; მისგან რამოდენიმეჯერ იყიდა ყველი და მოუყვა, რომ მთ------ში ჰყავდა ძროხები და შესთავაზა რომ მიეხედა ამ ძროხებისთვის, რასაც ია--------------ე დათანახმდა; ეს ძროხები არის მისი და თავისი ძმის, მაგრამ განუყოფელია. ია--------------ეს პრობლემები ჰქონდა ბანკთან და მას ფულიც მისცა; მანამდე იყო მისული ია--------------ესთან; მათაც ჰყავდათ საქონელი, დაახლოებით 11-12 სული და მთლიანად იყიდა 10 000 ლარად; დღესაც აქვს მისი ვალი; ამ პერიოდში დაურეკეს დმანისიდან და შეიტყო, რომ ძროხებს უყადაღებდნენ ია--------------ეს; ძროხები მას არ მიუყვანია, ია--------------ეს ძროხები მიუყვანა თავისმა ძმამ ჯი-–---------–----–---–მა, სულ 12 სული, საიდანაც 5 სული ძროხა იყო საკუთრივ მისი და 7 სული დეკეული თავისი ძმის, რომელიც მისმა ძმამ მალევე გაყიდა; მიყვანიდან 1-2 კვირაში ჯი-–---------–----–---–მა თავისი ძროხები გაყიდა; ია--------------ესთან მან მიიყვანა 5 სული, მისგან შეიძინა 12 სული, სულ ჰყავდა 17 მსხვილფეხა პირუტყვი. მოწმე განმარტავს, რომ ძროხები არის პირადად მისი, თუმცა შემდეგ მიუთითა, რომ მისი და ძმის ქონება განუყოფელია. მოწმის განმარტებით, ია--------------ისაგან მოჰქონდა ყველი და რძე; ყოველ წელს უგზავნიდა ხორბალს; ყველის რეალიზაციას თავად არ ახდენდა; მას აქვს დიდი ოჯახი და თვეში დაახლოებით 10 კგ ყველი მიჰქონდა; ღორებიც მიაბარა და ამჟამად მიბარებული ჰყავს 4 ღორი. ამჟამად ჰყავს 13-14 სული ძროხა, ხბოები არ იცის რამდენია. მოწმის განმარტებით, თავის ძმას მისთვის ფული არ გადაუხდია, მაგრამ მერე მისცემს, გაყოფით არ გაყოფს, ბოლოს გაყოფენ. ია--------------ეს დარჩა თუ არა კიდევ თავისი ძროხები მისთვის ცნობილი არ არის. წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება იამზესთან არ გაუფორმებია. ჯერ თავისი ძროხები აიყვანა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძინა იამზესგან ძროხები. ჯიმშერმა, მისი დავალებით გააფორმა ხელშეკრულება გი----------------ესთან. ამ ძროხებზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ გი----------------ეს და ია--------------ეს; მიბარების ხელშეკრულება მას არ უნახავს. ღორები გი----------------ეს მიაბარა ჯი-–---------–----–---–მა. მიბარების შემდეგ, მას ძროხები არ გაუყიდია, როგორც მისთვის არის ცნობილი 1 ძროხა არ მოსწონდათ, მაგრამ შეცვალეს თუ არა, არ იცის. ძროხებთან დაკავშირებით მან მინდობილობა მისცა ია--------------ეს; ჯი-–---------–----–---–ის წილი არაფერი არ არის, ძროხები საერთოა (იხ. 01.03.2018წ. სხდომის ოქმი 13:04:34-13:42:55)

 

მოწმის სახით დაკითხული პირის, ვა-----------–-–---–ის ჩვენებით, იგი, 2015 წელს, იყო სოფელი სა-----ს რწმუნებული. მას ევალებოდა მოსახლეობის პრობლემების გაცნობა, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გაიცნო შო-----------, რომელმაც უამბო, რომ ჰქონდა ბანკთან პრობლემები. ზამთარშიც იყო ასული და შო-----------მ უამბო, რომ საქონელი დაუყადაღეს, რომელიც მას ჰყავდა. ჯიმშერისგან. მან იცოდა, რომ ეს საქონელი მიბარებული ჰქონდა შო----------ისათვის. რამდენი მიაბარეს მისთვის უცნობია. რამდენადაც მისთვის ცნობილია, შო-----------ს 2015 წელს თავისი საქონელი არ ჰყოლია. როგორც მისთვის არის ცნობილი ია--------------ეს ჰყავს თავისი საქონელი. ისინი ერთ ოჯახად ცხოვრობენ; მოწმის განმარტებით, ია--------------ეს ყოველთვის ჰყავდა და ჰყავს თავისი საქონელი, 2015 წელსაც და ეხლაც (იხ. 01.03.2018წ. სხდომის ოქმი 13:43:00-13:58:16)

 

მოწმის სახით დაკითხული პირის, ვა–--------–---–ის განმარტებით შო----------- ცხოვრობს მეუღლესთან და გერთან ერთად. 2016 წელს მან გასცა ცნობა იმის თაობაზე, რომ შო-----------ს საქონელი არ ჰყავდა. ცნობის გაცემა სთხოვა შო-----------მ სასამართლოში წარდგენის მიზნით, ეს ცნობა გაცემული იქნა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული მონაცემებისა და მეზობლების გამოკითხვის საფუძველზე (იხ. 01.03.2018წ. სხდომის ოქმი 14:01:58-14:12:16)

 

მოწმის სახით დაკითხული პირის, ლი----------ის განმარტებით, შო-----------ს დმანისში ჰყავდა საქონელი; ეს ძროხები იყო ია--------------ის; სანამ ცოლად მოიყვანდა მას უკვე ჰყავდა თავისი საქონელი. ისინი ერთ ოჯახად ცხოვრობენ და ეწევიან საერთო მეურნეობას. ზაფხულობით უნახავს ფო-–----–---–----–-ა, რომელსაც მიჰქონდა რძის ნაწარმი იამზესგან. იამზესგან იცის, რომ ეს ძროხები ილია ან ჯი-–----------–----–---–-ბისაა და სამივე უვლის ამ ძროხებს, მათ შორის შო-----------ც (იხ. 01.03.2018წ. სხდომის ოქმი 14:18:01-14:39:27).

 

მოწმის სახით დაკითხული პირის, ალ-------------------–---–ის განმარტებით, შო-----------სთან 2-ჯერ არის ნამყოფი სოფელ სა-----ში. გაჰყვა ვა---–----------ს საქონლის წამოსაყვანად, შო-----------ს დაახლოებით 20-30 სული საქონელი ჰყავდა და ია--------------ემ მათ უთხრა, რომ ეს მათი საქონელი იყო (იხ. 01.03.2018წ. სხდომის ოქმი 14:43:23-14:50:13).

 

წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენები ურთიერთსაწინააღმდეგოა და გამორიცხავენ თავად მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და წინააღმდეგობაში მოდიან საქმეში წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებთან. მოცემულ შემთხვევაში სადავოა, საკუთრების უფლება აქტით დაყადაღებულ პირუტყვზე; შესაბამისად, სასამართლომ უნდა დაადგინოს თუ ვის ეკუთვნის სადავო წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვი; მოსარჩელე ჯი-–---------–----–---–ი მიუთითებს, რომ სადავო პირუტყვი ეკუთვნის მას და მის ოჯახს; საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პირი ილ--------–----–--ლი ასევე აცხადებს, რომ ჯი-–---------–----–---–ის მიერ მიყვანილი პირუტყვი, მისმა ძმამ მიყვანიდან რამდენიმე კვირაში გაყიდა და აღნიშნული ძროხები მის მიერ არის შეძენილი; არ ემთხვევა ასევე გი----------------ისა და ილ--------–----–--ლის ჩვენებები. კერძოდ, გი----------------ე განმარტავს, რომ 2015 წლის გაზაფხულზე მას მიუყვანეს 15 სული პირუტყვი, 15-ვე მეწველი ძროხები; აღნიშნულის საწინააღმდეგოდ ილ--------–----–--ლი განმარტავს, რომ მისმა ძმამ თავდაპირველად მიაბარა საკუთრივ მისი კუთვნილი 5 სული ძროხა და 7 სული ჯი-–---------–----–---–ის კუთვნილი პირუტყვი, მათ შორის დეკეულებიც, რომელიც მალევე გაყიდა. რაც შეეხება ლე-----–-----–--ას, იგი ვერ ასახელებს მიყვანილი ძროხების კონკრეტულ რიცხვს. მოპასუხე შო----------- ამტკიცებს, რომ მას მიბარების მომენტში ძროხები არ ჰყოლია და გაყიდა აზერბაიჯანული ეროვნების პიროვნებაზე; თუმცა საწინააღმდეგოს განმარტავს ლე-----–-----–--ა და მიუთითებს, რომ შო-----------მ ძროხები მიჰყიდა ილ--------–----–--ლს მიბარების შემდეგ. განსხვავებულ ფაქტს მიუთითებს მოწმის სახით დაკითხული პირი გი----------------ე, იგი განმარტავს, რომ ილ--------–----–--ლის მიერ მიყვანილი ძროხები გაყიდა დედამისმა ია--------------ემ და ჩაანაცვლა ახალი ძროხებით, ამჟამად დედამისს ძროხები არ ჰყავს; აღნიშნულ ფაქტთან დაკვაშირებით მოწმის სახით დაკითხული პირები ალ-------------------–---–ი და ვა-----------–-–---–ი განსახვავებულ ჩვენებას აძლევენ სასამართლოს და განმარტავენ, რომ ია--------------ეს დღესაც ჰყავს საკუთარი ძროხები და უვლის მათ. გასათვალისწინებელია ასევე გი----------------ისა და ილ--------–----–--ლის ჩვენებები ხელშეკრულების დადების დროსთან დაკავშირებით. ილ--------–----–--ლის განმარტებით, მან დაავალა ჯი-–---------–----–---–ს მიბარების ხელშეკრულების დადება გი----------------ესთან, მას შემდეგ რაც შეისყიდა ია--------------ისაგან ძროხები; გი----------------ე კი მიუთითებს, რომ მათ მიერ ხელშეკრულება დაიდო ძროხების მიყვანამდე;

 

ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დადგენის მიზნით წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებს და განმარტავს, რომ გარდა იმისა, რომ მოწმეთა ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ არცერთი მოწმე არ ადასტურებს ჯი-–---------–----–---–ის საკუთრების უფლებას, კერძოდ, იმ გარემოებას, რომ გი----------------ესა და ჯი-–---------–----–---–ს შორის დადებულ ხელშეკრულებაში მითითებული ძროხები ეკუთვნის ჯი-–---------–----–---–ს; უფრო მეტიც, თავად ილ--------–----–--ლი როგორც მიუთითებს, შო-----------სთან აღარ იმყოფება მისი ძმის საქონელი, იმის გამო, რომ ჯი-–---------–----–---–მა მიყვანიდან მალევე გაასხვისა ისინი. ასევე არ დგინდება ფაქტობრივი გარემოებები ნამატთან დაკავშირებით. ჯი-–---------–----–---–ის საკუთრების უფლებას პირუტყვზე ასევე გამორიცხავს საქმეში წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტები. კერძოდ, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ პირუტყვის ნაწილზე როგორც ხელშეკრულების დადებამდე, ასევე მის შემდეგაც იდენტიფიცირებული პირები არიან შო-----------, ია--------------ე და გი----------------ე, შესაბამისად, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მან 15 სული ძროხა მიუყვანა და მიაბარა გი----------------ეს, მაშინ როდესაც პირუტყვის უდიდესი ნაწილი სააგენტოს წერილის საფუძველზე ხელშეკრულების დადებამდეც გი----------------ის მფლობელობაში იყო.

 

სადავო პირუტყვზე საკუთრების უფლების დადასტურების მიზნით სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს საქმეში წარმოდგენილ წერილობით შეთანხმებას. კერძოდ, საქმეში მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა მასსა და გი----------------ეს შორის, 2015 წლის 20 მაისს დადებული შეთანხმება პირუტყვის მოვლისა და შენახვის შესახებ, რომლის თანახმად გი----------------ემ ჯი-–---------–----–---–ის მიმართ იკისრა მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის მოვლის ვალდებულება შემდეგი საყურე ნიშნის მქონე პირუტყვზე: 77033, 77019, 77028, 53231, 53230, 53243, 53250, 53256, 74166, 74165, 74168, 74169, 53 247, 77053, 74160. იმ პირობებში, როდესაც საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ იქნა დადგენილი ჯი-–---------–----–---–ის საკუთრების უფლება სადავო პირუტყვზე, ამ დავის ფარგლებში სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს პირუტყვის განკარგვის მართლზომიერება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოწმეთა ჩვენებები (იხ. 20.02.2018წ. სხდომის ოქმი, 01.03.2018წ. სხდომის ოქმი)

- მოვლისა და შენახვის შესახებ შეთანხმება (ტომი 1, ს.ფ. 18-19)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჯი-–---------–----–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე, 21-ე, 44-ე მე-40 მუხლები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე, 158-ე, 170-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააღსრულებო ფურცელს გადაწყვეტილების გამომტანი ორგანო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადასცემს კრედიტორს, გარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი დაუყოვნებლივი აღსრულების შემთხვევებისა, როდესაც სააღსრულებო ფურცელი გაიცემა გადაწყვეტილების გამოტანისთანავე.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოვალე არის შო-----------, რომელსაც ვა---–----------ის სასარგებლოდ დაეკისრა თანხის გადახდა. მოვალემ ნებაყოფლობით არ გადაიხადა თანხა და შესაბამისად დაიწყო იძულებითი აღსრულება.

 

ამდენად, აღმასრულებელი, რომელსაც კრედიტორი მიმართავს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით და წარუდგენს სააღსრულებო ფურცელს, ვალდებულია დაუყოვნებლივ მოიძიოს მოვალის – მოპასუხის ქონება და ყადაღა დაადოს მას. ამასთან, შესაძლოა აღმასრულებლის მიერ მოვალის საკუთრებად მიჩნეულ ქონებაზე პრეტენზია განაცხადონ მესამე პირებმა, მაგრამ ეს არ აბრკოლებს აღმასრულებელს. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ქონებას ყადაღა მაინც ედება. თუმცა კანონმდებლობით მესამე პირთა მიერ თავისი უფლებების დაცვის საშუალებაც არის გათვალისწინებული, კერძოდ, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ).

 

განსახილველ შემთხვევაში, „მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ“ აქტების მიხედვით, აღმასრულებლის მიერ ყადაღადადებულია: მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, შემდეგი საყურე ნიშნით: გე-105-05721- მომცრო ზომის ხბო (მამრ); გე-105-05723 - პატარა ხბო; გე-101-77046 - მოზრდილი ხბო (მდედრ);გე-101-74160 - დეკეული; გე-101-77053 - დეკეული; 6. ორი ცალი 90კგ-იანი ღორი; ორი ცალი 60 კგ-იანი ღორი; ერთი ცალი 110 კგ-იანი კერატი . გე-101-74166; გე-05-53256 ; გე-05-53250; გე-05-53243 ; გე-05-53230; გე-05-53231; გე-101-77028 ; გე-101-77033 ; გე-101-74171; გე-101-74169 ; გე-05- 73247 ; გე-101-74168 ; გე-05-53247.

 

6.2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლი მოძრავი ქონების მოვალისადმი კუთვნილების ვარაუდს უკავშირებს მხოლოდ ამ მისამართზე მოვალის ფაქტობრივ, რეალურ ცხოვრებას და არა მოვალის რეგისტრირებულ საცხოვრებელს. მოძრავი ნივთების შეძენა, ხშირ შემთხვევაში, წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე არ ხდება, ხოლო შენაძენის საფასურის ანაზღაურების დამადასტურებელ ქვითარს შემძენი შესაძლოა არც ინახავდეს. ასეთ დროს მოძრავი ნივთის კუთვნილების საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს სამოქალაქო კოდექსის 155-ე, 158-ე, 166-ე და 186-ე მუხლების საფუძველზე.

 

განსახილველი დავის საგანია ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. მოცემული სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის უფლება გამომდინარეობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლიდან, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ).

 

მსგავსი დავების განხილვისას, როგორც საპროცესო-სამართლებრივი, ასევე მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტით, მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეზეა. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მოსარჩელის პოზიციისა და ამ პოზიციის დასადასტურებლად წარდგენილი მტკიცებულებების სწორად შეფასება.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). მოცემული ნორმით კანონმდებელმა შემოგვთავაზა შემდეგი პრეზუმფცია _ ნივთები, რომლებსაც მოვალესთან პოულობენ მას ეკუთვნის. შესაბამისად, თუ პრეტენზიის წარმდგენი პირი ვერ შეარყევს ამგვარ კანონისმიერ პრეზუმფციას, სარჩელი არ დაკმაყოფილდება

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის თანახმად მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. მართალია, მფლობელი (მფლობელობა) და მესაკუთრე (საკუთრება) განსხვავებული ცნებებია, მაგრამ ამავე კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად, ივარაუდება რომ ნივთის მფლობელი არის მესაკუთრე.

 

საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძელზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა ყადაღადადებულ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი მტკიცებულება. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე - შო----------- ცხოვრობს ია--------------ესთან და გი----------------ესთან ერთად, ერთ სახლში, დმანისის მუნიციპალიტეტის, სოფელ სა-----ში და ფლობს და სარგებლობს დაყადაღებული ნივთებით, არის აღნიშნული ნივთების მფლობელი და შესაბამისად სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლისა (მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმცია) ისიც ჩაითვლება მესაკუთრედ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, მოსარჩელე ჯი-–---------–----–---–ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება არ დაეკისრებათ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის განჩინებით შეჩერდა ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 ივლისის N2/373-15 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაყადაღებული მსხვილფეხა საქონლის (გე-101-74166, გე-53256, გე-05-53250, გე-05-53243, გე-05-53230, გე-05-53231, გე-101-77028, გე-101-74171, გე-101-74169, გე-101-74168) რეალიზაცია;

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 02 ნოემბრის განჩინებით შეჩერდა ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 ივლისის N2/373-15 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაყადაღებული მსხვილფეხა საქონლის გე-05-53247 რეალიზაცია;

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 02 მაისის განჩინებით შეჩერდა ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 ივლისის N2/373-15 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაყადაღებული მსხვილფეხა საქონლის გე-105-05721, გე-105-05723, გე-101-77046, გე-101-74160, გე-101-77053, ორი ცალ დედა ღორის - 90 კგ, 2 ცალი დედა ღორის - 60 კგ და 1 ცალი კერატის - 110 კგ, რეალიზაცია;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩვრდება საჩივრით ამ გადაწყვეტილების გასაჩვრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

მოცემულ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბოლნისის რაიონული სასამართლოს განჩინებებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 2591 , 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ჯი-–---------–----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს ამ საქმეზე ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის განჩინება, რომლითაც შეჩერდა ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 ივლისის N2/373-15 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაყადაღებული მსხვილფეხა საქონლის (გე-101-74166, გე-53256, გე-05-53250, გე-05-53243, გე-05-53230, გე-05-53231, გე-101-77028, გე-101-74171, გე-101-74169, გე-101-74168) რეალიზაცია;

 

3. გაუქმდეს ამ საქმეზე ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 02 ნოემბრის განჩინება, რომლითაც შეჩერდა ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 ივლისის N2/373-15 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაყადაღებული მსხვილფეხა საქონლის გე-05-53247 რეალიზაცია;

 

4. გაუქმდეს ამ საქმეზე ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 02 მაისის განჩინება, რომლითაც შეჩერდა ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 ივლისის N2/373-15 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაყადაღებული მსხვილფეხა საქონლის გე-105-05721, გე-105-05723, გე-101-77046, გე-101-74160, გე-101-77053, ორი ცალ დედა ღორის - 90 კგ, 2 ცალი დედა ღორის - 60 კგ და 1 ცალი კერატის - 110 კგ, რეალიზაცია;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ია ლაბაძე