განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
საქმე №1/629-16 31.01.2018 წელი ქუთაისი
მოსამართლე ციცინო მოსიძე
სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი ი-------–----
დაცვის მხარე
ბრალდებული ნ-----–----–--------–------------
დაბადების თარიღი: 08.01.1966 წელი
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლეობა: არმქონე
მცხოვრები: ქ. თ---–------------------------------
ბრალდებული მ--------------------------–------–---
დაბადების თარიღი: 17.03.1991 წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო-ტექნიკური
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: არმქონე
მცხოვრები: ქ----------------------------------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილი
სისხლის სამართლის საქმე №041030516001
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
- ნ-----–------------- ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 03 მაისს, დაახლოებით 20 საათზე, ქ-------–------–---------------------------–- მდებარე საცხოვრებელ ბინის შესასვლელში, ნ-----–------------- ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ------------–----, კერძოდ ხელი დაარტყა თავის არეში. რითაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- მ------------–---- ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 03 მაისს, დაახლოებით 20 საათზე, ქ-------–------–---------------------------–- მდებარე საცხოვრებელ ბინის შესასვლელში, მ------------–---- ნ-----–------------- კარი მიარტყა თავის არეში. რითაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული ქმედებით ნ-----–------------- დაზიანება მიიღო შუბლის მიდამოში, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2016 წლის 25 ივლისს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულების მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულების ნ-----–-------------ა და მ------------–---- მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულებმა ნ-----–------------- და მ------------–---- თავი სრულად ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტეს, რომ გულწრფელად აღიარებენ და ინანიებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, ნ-----–------------- და მ------------–---- მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ნ-----–------------- გამოკითხვის ოქმი, მ------------–---- გამოკითხვის ოქმი, მოწმეების ი----------–----, ლ-–------–----, ე-–--------–---- და მ------------ გამოკითხვის ოქმები, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №002613816 დასკვნა, ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმი მ------------–---- მონაწილეობით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებულიო შედეგი.
ამ მუხლით დასჯადი ქმედება დაკავშირებულია ადამიანის სხეულზე დარტყმასთან ან/და სხვაგვარ ძალადობასთან, რასაც თან სდევს დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდა და განეკუთვნება ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა კატეგორიას. ერთი პირის მიერ მეორის მიმართ განხორციელებული ქმედებანი ძალადობრივი ხასიათისაა და იწვევს ფიზიკური ტკივილის შეგრძნებას, ზოგჯერ სხეულზე რჩება დაზიანებათა კვლები, თუმცა შედეგად არ მოყვება მსუბუქი დაზიანებაც კი.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულებს ბრალად ედებათ სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიუწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით აქტში ან საერთოდ არ იყოს დაკავშირებული დარტყმასთან, მაგრამ აუცილებელია, რომ დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი.
განსახილველი დანაშაულის შემადგენლობის არსებობის აუცილებელ ნიშნებს წარმოადგენს დამნაშავის ნება სხვა ადამიანის ცემის ან/და მის მიმართ სხვაგვარი ძალადობრივი ქმედებების ჩადენისა, დანაშაულებრივი შედეგის დადგომა ტკივილის განცდის სახით და მიზეზობრივი კავშირის არსებობა ამ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულების მოქმედებებში იკვეთება მათი ნება-სურვილი, განაწყენების პასუხად, ძალადობრივი მოქმედებით მიაყენონ ფიზიკური ტკივილი დაზარალებულებს (მოცემულ შემთხვევაში ერთმანეთს), რაც უშუალოდ მიმართულია განზრახი დანაშაულის ჩასადენად და მოიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ყველა აუცილებელ ნიშანს.
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბრალდებულებმა ნ-----–------------- და მ------------–---- ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ნ-----–-------------ა და მ------------–---- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი ან შემამსუბუქებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებასა და ოჯახურ მდგომარეობას, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხარისხსა და ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
სსკ-ის 125 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის სასჯელად გათვალისწინებულია ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაო ვადით თხუთმეტ თვემდე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნების განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ბრალდებულ ნ-----–------------- უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით, ხოლო ბრალდებულ მ------------–----, უნდა დაენიშნოს სასჯელი ჯარიმის სახით მინიმალური ოდენობით.
ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ბრალდებულებმა ნ-----–------------- და მ------------–---- საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე აღიარეს და გულწრფელად მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, არ არიან ნასამართლევი. ნ-----–------------ რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში. მ------------–---- ჰყავს შვიდ წლამდე ასაკის შვილი, არ არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის ზემოაღნიშნული სახეები გახდება საფუძველი მომავალში ბრალდებულების ნ-----–-------------ა და მ------------–---- საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამცირონ მათ მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულებს ნ-----–-------------ა და მ------------–---- უნდა შეერჩეთ სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების შეზღუდვასთან და თავის მხრივ, სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 255-ე 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ-----–------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ოდენობით.
ნ-----–------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმდეს.
მსჯავრდებულ ნ-----–------------- მიმართ დაკისრებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლი დაევალოს თბილისის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ნ-----–-------------მ.
მ------------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
მ------------–---- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ - გაუქმდეს.
ასევე გაუქმდეს დაზარალებულ ნ-----–-------------თან მიახლოების აკრძალვა და პასპორტისა და პირადობის მოწმობის გამომძიებლისთვის ჩაბარების ვალდებულება.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
- ვიდეო ჩანაწერის დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დარჩეს მასში, როგორც მის განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ციცინო მოსიძე