განაჩენი

სისხლის სამართლის 26.07.2018
საქმის ნომერი
820100118002535279
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126 (1) 1
თარიღი
26.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100118002535279

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

 

საქმის # 1/168-2018 წ

 

26 ივლისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

მოსამართლე დავით გელაშვილი

სხდომის მდივანი ნაირა აბაშიძე

 

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი რ----------–----ე

 

დაცვის მხარე - ადვოკატი რ--------–--ე

 

ბრალდებული - თ-------------ე (დაბადებული 1----–-–----------------ს, პ/ნ 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, დაოჯახებული, უ-----–--ი განათლების მქონე, ხულოს რაიონის სოფელ ხ------------------------–------------ი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ხულოს რაიონი, სოფელი ხ-------ი).

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თ-------------ემ 2018 წლის 01 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხ-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მისივე ოჯახის წევრს, მეუღლეს დ----------–---ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ხელის სახის არეში რამოდენიმეჯერ დარტყმებითა და თმებით თრევით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია.

 

თ-------------ემ 2018 წლის 31 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხ-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილების ხ----ა, ლ----ა და გ------ი გ--------ის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრს, მეუღლეს დ----------–---ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ხელის ყელის არეში მოჭერით, ხელებისა და ფეხების სხეულის სხვადასხვა ადგილას რამოდენიმეჯერ დარტყმებითა და თმებით თრევით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება გამოიწვია, რასაც ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია.

 

2018 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 მაისამდე ჩათვლით პერიოდში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხ-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფი თ-------------ე, არასრულწლოვანი შვილების ხ----ა, ლ----ა და გ------ი გ--------ის თანდასწრებით სისტემატიურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა თავის ოჯახის წევრს მეუღლეს დ----------–---ს, რაც იწვევდა დაზარალებულის ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ბრალდებულმა თ-------------ემ, როგორც გამოძიების, ასევე სასამართლოს წინაშე სრულად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება ამ მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან, მხარეებმა არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

მხარეთა შორის შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შეტყობინება, ლ----ა გ------ს, ხ----ა გ------ს, რ--------------ის, ი-----–-----–--ის, ა-–------------------–--ის, ი-–------–---ს, გ------ი გ------ს, დ----------–--ის, ზ---------------ის, თ-------------ის გამოკითხვის ოქმები, ლ----ა გ------ს, ხ----ა გ------ს და გ------ი გ------ს დაბადების სააქტო ჩანაწერები, დაკავების ოქმი, შემაკავებელი ორდერი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ფსიქოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, დაზარალებულ დ----------–--ის განცხადება.

 

ამრიგად, უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელთა შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა თ-------------ემ ოჯახის წევრის მეუღლის დ----------–--ის მიმართ განახორციელა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ასევე ბრალდებულმა თ-------------ემ ოჯახის წევრის მეუღლის დ----------–--ის მიმართ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით განახორციელა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ასევე ბრალდებული თ-------------ე ოჯახის წევრის მეუღლის დ----------–--ის მიმართ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სისტემატურად ახორციელებდა შეურაცხყოფას და დამცირებას, რამაც გამოიწვია დ----------–--ის ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ბრალდებულმა თ-------------ემ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ოჯახის წევრის მეუღლის მიმართ ძალადობით, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ბრალდებულმა თ-------------ემ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ოჯახის წევრის მეუღლის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით ძალადობით, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.

 

ბრალდებულმა თ-------------ემ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ოჯახის წევრის მეუღლის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით სისტემატური შეურაცხყოფით და დამცირებით, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ქმედება საზოგადოებრივი საშიშროებისაა, რადგანაც ხელყოფს ადამიანის ხელშეუხებლობას და მიმართულია ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ, რომლის მსხვერპლი აღმოჩნდა ოჯახის წევრი, რაც ამავე დროს ხელყოფს ოჯახში თანასწორუფლებიანობას და მშვიდ თანაცხოვრებას, რის გამოც ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია (როგორც კერძო, ასევე ზოგადი) საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც, რომლის მიზანია მსჯავრდებულსა და სხვა პირზე კანონიერი ზემოქმედება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში, როგორც ბრალდებულის, ასევე სხვა პირთა მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენა. სასჯელის პრევენციის მიზნების გარდა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზანია სამართლიანობის აღდგენა და საზოგადოების წევრებში დაცულობის განცდის უზრუნველყოფა ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნის გზით, რომლითაც ასევე მიღწეული უნდა იქნეს დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება.

 

თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ქმედების განმსაზღვრელი მოტივი იყო პირადი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ოჯახის წევრებისადმი და მოქალქეობრივი მოვალეობებისადმი ზერელე დამოკიდებულებით საკუთარი უპირატესობის წარმოჩენა, რითაც ბრალდებული დაუპირისპირდა ოჯახში და საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს და უგულებელყო ურთიერთპატივისცემის მოქალაქეობრივი მოვალეობა, ისეთი ფორმებით, რაც საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალურ წესებს ეწინააღმდეგება, რაც დასაგმობია, რადგანაც სამართლებრივ სახელმწიფოში დაუშვებელია ცალკეულმა პირებმა თავის თავზე აიღონ სხვა პირის დასჯა და ანგარიშსწორება, ვინაიდან უგულებელყოფილი იქნება კანონის უზენაესობა.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სახეზეა პირდაპირი განზრახვით ჩადენილი ძალადობრივი, თუმცა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშულთა ერთობლიობა. თ-------------ე არაა ნასამართლევი, მისი ოჯახი არაა რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველ ოჯახთა ბაზაში, ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, არის საჯარო სკოლის პ--------ი, დაზარალებულს მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ თ-------------ემ აღიარა და ინანიებს ჩადენილს, რაც მიუთითებს, რომ მან გაიაზრა მის მიერ ჩადენილი ქმედება და შედარებით იოლია მისი რესოციალიზაცია, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია სასჯელის სახედ პირობით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, რომლის ზომა ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს სანქციით გათვალისწინებულ ფარგლებში მინიმუმი და საშუალო ზომით.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული განეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, რომლის ჩადენის დროს თ-------------ე არ იყო ნასამართლევი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები:

 

ნივთმტკიცება წარმოდგენილი და გამოკვლეული არ ყოფილა.

 

უნდა გაუქმდეს თ-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება გირაო და მის უზრუნველსაყოფად უძრავ ქონებაზე ყადაღა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თ-------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

თ-------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

თ-------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ თ-------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

თ-------------ეს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობის დრო, 2018 წლის 01 ივნისიდან 2018 წლის 04 ივნისის ჩათვლით,გაუქმდეს თ-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება გირაო და შესაბამისად გაუქმდეს მის მიმართ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივნისის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს უზრუნველსაყოფად ანდრო აბაშიძის (პ/ნ 61002000882) უძრავ ქონებაზე ყადაღა (მდებარე ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის ქ.#78, ბინა 50 (საკადასტრო კოდი 05.26.02.102.01/050) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

თ-------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

მოსამართლე დავით გელაშვილი