განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/3----18
№------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ივლისი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა
სხდომის მდივან - ეკატერინა მანჯგალაძის,პროკურორ - ნ---- მ----ას,ბრალდებულ - დ----- ჟ-----ს
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ----- ჟ-----ს, დაბადებულის 1--- წლის 9-----------ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის ქ.ს-----, რ---------–--------------ში, ფაქტობრივად თბილისი, ო.ჭ--–---- კორპუსი №---------------ში მცხოვრების მიმართ, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალის გამო.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ----- ჟ-----მ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მანვე, ჩაიდინა, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 16 მაისს დაახლოებით 16:30 საათზე, თბილისში, ს-------–---–-----------------ში, დ----- ჟ-----მ ერთხელ დაარტყა სახეში ხელი ხ------- ს----–---–ს, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. 2018 წლის 16 მაისს დაახლოებით 16:30 საათზე, თბილისში, ს-------–---–-----------------ში, დ----- ჟ----- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ხ------- ს----–---–ს, რაც რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში.
ბრალდებულმა დ----- ჟ-----მ სასამართლო სხდომაზე აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება.
სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან, დ----- ჟ-----ს დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ 2018 წლის 16 მაისს დაახლოებით 16:30 საათზე, თბილისში, ს-------–---–-----------------ში, დ----- ჟ-----მ ერთხელ დაარტყა სახეში ხელი ხ------- ს----–---–ს, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. 2018 წლის 16 მაისს დაახლოებით 16:30 საათზე, თბილისში, ს-------–---–-----------------ში, დ----- ჟ----- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ხ------- ს----–---–ს, რაც რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში.
გამოძიებაში მოპოვებული მტკიცებულებებით - მოწმეების ხ------- ს----–---–ის, ნ--- გ-------ის, ნ---- გ-------ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმის სხვა მასალებით, რომლებიც სადავო არ გაუხდია ბრალდებულს, დადასტურდა დ----- ჟ-----ს მიერ ჩადენილი დანაშაული.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭებათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია დ----- ჟ-----ს დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულების პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. მოცემულ საქმეში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ დ----- ჟ-----მ აღიარა ჩადენილი დანაშული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ დ----- ჟ-----ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ----- ჟ----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქას მეორე და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, დ----- ჟ-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის;
2. დ----- ჟ-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;
3. გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით);
4. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები, ერთ დისკად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ჭიქა, რომელიც ინახება თ---–-------–-----------–-------------------–-------------------–--აში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი