განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1----18
№------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ივლისი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა
სხდომის მდივან - ეკატერინა მანჯგალაძის,პროკურორ - ვ----– ს--------ის,ადვოკატების - მ------ ჩ------ის, ლ--–- ქ------–---–ის,ბრალდებულ - შ----–- ტ--------------ის,თარჯიმან - ვ-----–- მ----------ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე შ----–- ტ--------------ის, დაბადებულის 1--- წლის 1-------------ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, ქვრივის, თბილისი, სოფელი ფ-------–---------------–---–----------ში მცხოვრების, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალის გამო.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ----–- ტ--------------მა ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში: შ----–- ტ--------------მა გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი - 0,3186 გრამი, რასაც უკანონოდ ინახავდა და 2018 წლის 2 თებერვალს დაახლოებით 1555 საათზე უკანონოდ გაასაღა პ---–- გ--–-–---–ზე თბილისში, სოფელ ფ-------–-–---------------–---–----------ში, 400 ლარის სანაცვლოდ.
გარდა ამისა 2018 წლის 8 თებერვალს, შ--------–--------–-–--------------------------------------------------–--- თანამშრომლების მიერ თბილისში, სოფელ ფ-------–---------------–---–----------ში მდებარე შ----–- ტ--------------ის საცხოვრებელი სახლის და მისი სარგებლობაში არსებული ავტომანქანის (,,ფ------ ტ---------ი, სახ. ნომრით O--------) ჩხრეკისას ამოღებული იქნა მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული - 0,1284 გრამი ნარკოტიკული საშუალება - ჰეროინი.
იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა უშუალო მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, ასევე უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ადგილი აქვს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ბრალდებულ შ----–- ტ--------------ის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, გამოტანისათვის, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე მოწმემ პ---–- გ--–-–---–მა განმარტა, რომ ბრალდებულ შ----–- ტ--------------ისგან ყიდულობდა ნარკოტიკულ საშუალებას, მათ შორის 2018 წლის 2 თებერვალს ფ-------–ის ტერიტორიაზე შეიძინა მისგან ნარკოტიკული საშუალება, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლების მიერ აღჭურვილი იყო ვიდეო ჩამწერი მოწყობილობით. შ----–- ტ--------------ისგან შეიძინა ნარკოტიკული საშუალება 400 ლარად, რაც შემდგომ გადასცა პოლიციის თანამშრომელს, რომელიც ელოდებოდა დაახლოებით 500 მეტრში.
სასამართლო სხდომაზე მოწმემ ლ---- ს----------ემ განმარტა, რომ ის არის ს----------–----–--------–---------–-–--------------------------------------------------–--- დეტექტივის თანაშემწე. განყოფილებაში მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმის გამოძიება შ----–- ტ--------------ის მიმართ, რასთან დაკავშირებითაც 2018 წლის თებერვალის დასაწყისში მის მიერ მოძიებული იქნა ინფორმაცია, რომ მოქალაქე შ----–- ტ--------------ი გადაადგილდებოდა ,,ფ------ ტ---------ის“ მოდელის ავტომანქანით, რაც პატაკის სახით მოახსენა ხელმძღვანელობას.
სასამართლო სხდომაზე მოწმემ ქ------–--- ხ-------ამ განმარტა, რომ ის არის შ--------–---------–-–------------------------------------- სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე. 2018 წლის 8 თებერვალს სასამართლო განჩინების საფუძველზე თარჯიმნის მონაწილეობით თანამშრომლებთან - გ--- მ---------ესთან და ი-----–- გ-----ასთან ერთად დააკავა შ----–- ტ--------------ი, სოფელ ფ-------–აში, გ-------–---–ის ქ. N---ში. დაკავებისას ბრალდებულს წინააღმდეგობა არ გაუწევია. გარდა ამისა მის მიერ გ--- მ---------ესთან ერთად ჩატარებული იქნა ბრალდებულის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ ამოუღიათ, ამოიღეს ფულადი თანხა დაახლოებით 3000 ლარის ოდენობით.
სასამართლო სხდომაზე მოწმემ დ----- ლ---–----ემ განმარტა, რომ ის არის თ---–---------–-–-------------------------------------–--ის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ გამომძიებელი. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით 2018 წლის 8 თებერვალს ბრალდებულის დაკავების შემდგომ სასამართლო განჩინების საფუძველზე თანამშრომლებთან ზ------ ბ------–---–თან, გ---- კ-----–-ასთან და გ------- ჩ-------თან და თარჯიმანთან ერთად ჩაატარა თბილისში, სოფელ ფ-------–აში მდებარე საცხოვრებელი ბინისა და სამარშუტო ტაქსის ჩხრეკა, რა დროსაც საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული იქნა დიდი რაოდენობით ფულადი თანხა და ფხვნილი, რაც სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო ნარკოტიკული საშუალება. ასევე სამარშუტო ტაქსიდან ე.წ. სამალავიდან ამოიღეს ასევე ფული და მოყვითალო ფერის პაკეტი, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალებით. ჩხრეკას ესწრებოდა ბრალდებულის შვილი.
აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილოება დაადასტურა ასევე მოწმემ - თ---–---------–-–-------------------------------------–--ის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ გამომძიებლებმა ზ------ ბ------–---–მა, გ------- ჩ-------მა და გ---- კ-----–-ამ.
ზ------ ბ------–---–მა დამატებით განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე 2018 წლის იანვარში გამოძიება დაიწყო მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმადაც სოფელ ფ-------–აში შ----–- ტ--------------ი რეალიზაციას უწევდა ნარკოტიკულ საშუალებას, ამასთან მოქალაქის თანხმობით ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა, რა დროსაც პ---–- გ--–-–---–ი აღჭურვილი იყო ვიდეო ჩამწერი მოწყობილობით. საგამოძიებო მოქმედების შემდგომ მოქალაქემ გადასცა შეძენილი ნივთიერება, რაც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად წარმოადგენდა ნარკოტიკს.
სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ვიდეო მასალა, რომლის შინაარსიც სრულ შესაბამისობაშია საქმეზე არსებულ მოწმეთა ჩვენებებთან და დაცვის ხმარის მიერ უდავოდ გამხდარ სხვა მტკიცებულებებთან, რომელთა ერთობლიობაც სრულად ადასტურებს ბრალდებულ შ----–- ტ--------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდებას, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები, ჩხრეკისა და ამოღების ოქმები, საქმეზე დართული საგნები და ნივთები, რომელზედაც მხარეები პრეიუდიციულად შეთანხმდნენ, როგორც უდავო მტკიცებულებებზე და ამ მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის კოდექსის 82-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ შ----–- ტ--------------მა ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედებები.
კერძოდ, მოწმე პ---–- გ--–-–---–მა განმარტა, რომ ბრალდებულ შ----–- ტ--------------ისგან ყიდულობდა ნარკოტიკულ საშუალებას, მათ შორის 2018 წლის 2 თებერვალს ფ-------–ის ტერიტორიაზე შეიძინა მისგან ნარკოტიკული საშუალება, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლების მიერ აღჭურვილი იყო ვიდეო ჩამწერი მოწყობილობით. აღნიშნული მოწმის ჩვენება ცალსახად დადასტურდა ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ფარული საგამოძიებო მოქმედებისას გადაღებული ვიდეომასალით.
მოწმეებმა დ----- ლ---–----ემ, ზ------ ბ------–---–მა, გ------- ჩ-------მა და გ---- კ-----–-ამ დაადასტურეს 2018 წლის 8 თებერვალს ბრალდებულის დაკავების შემდგომ სასამართლო განჩინების საფუძველზე თბილისში, სოფელ ფ-------–აში მდებარე შ----–- ტ--------------ის საცხოვრებელი ბინისა და სამარშუტო ტაქსის ჩხრეკა, რა დროსაც საცხოვრებელი ბინიდან და სამარშუტო ტაქსიდან ე.წ. სამალავიდან ამოიღეს ფული და პაკეტი, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალებით.
ამასთან ზ------ ბ------–---–მა დამატებით განმარტა, რომ პ---–- გ--–-–---–ის თანხმობით ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა, რა დროსაც პ---–- გ--–-–---–ი აღჭურვილი იყო ვიდეო ჩამწერი მოწყობილობით. საგამოძიებო მოქმედების შემდგომ პ---–- გ--–-–---–მა გადასცა შ----–- ტ--------------ისაგან შეძენილი ნივთიერება.
ექსპერტიზის N-------------- დასკვნით დგინდება, რომ ,,პ---–- გ--–-–---–ის ხელის გულიდან ამოღებულ და ექსპერტიზაზე წარმოდგენილ“ საკვლევ ობიექტებში ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის, საერთო წონაა 0,3186 გრამი.
უდავოდ ცნობილი საცხოვრებელი სახლისა და ავტომანქანა ,,ფ------ ტ---------ის“ ჩხრეკის ოქმებით დგინდება, რომ ჩხრეკას ესწრებოდა ბრალდებულის შვილი სამირ ტ--------------ი, რომელმაც ხელმოწერით დაადასტურა ჩხრეკის ოქმში მითითებული ინფორმაცია და მასში შენიშვნა ან შესწორება არ შეუტანია.
ექსპერტიზის N-------------- დასკვნით დგინდება, რომ შ----– ტ--------------ის საცხოვრებელი სახლისა და მის სარგებლობაში არსებულ ,,ფ------ ტ---------ის“ მოდელის ავტომანქანიდან ამოღებული ობიექტებში ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონაა - 0,1284 გრამი.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება. დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ წესს არეგულირებს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი. რაც შეეხება თავად დანაშაულის სპეციფიკას და ხასიათს - ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას და მის გასაღებას, როგორც წესი ასეთი ქმედებების განხორციელება ხდება შენიღბულად, სხვებისაგან დაფარულად და არა მოწმეთა თანდასწრებით და საჯაროდ, რომ ვინმე აპირებს აღნიშნულს.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში და გასაღებაში. სამართლებრივი განმარტებიდან გამომდინარე უკანონო შეძენა გულისხმობს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენას ნებისმიერ საშუალებით, ეს იქნება ყიდვა, ჩუქება, პოვნა თუ სხვა ხერხი, აღნიშნულის შემდეგ კი შენახვას, ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე, რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას, აღნიშნული გულისხმობს სხვა პირისათვის გადაცემას ასევე ნებისმიერ საშუალებით - მიყიდვა, ჩუქება და სხვა.
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ბრუნვისათვის შეზღუდულ ნარკოტიკული საშუალებას მიეკუთვნება ჰეროინი, იგივე კანონით განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა, რომლის თანახმადაც ნარკოტიკული საშუალება ჰერიონი 0,2 გრამამდე ოდენობით ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად, ხოლო 0,2-1 გრამი (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება დიდ ოდენობად, შესაბამისად, დგინდება, რომ შ----–- ტ--------------ის მიერ შეძენილი და პ---–- გ--–-–---–ზე გასაღებული - 0,3186 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, მიეკუთვნება დიდ ოდენობას, ხოლო შ----–- ტ--------------ის საცხოვრებელი სახლის და მისი სარგებლობაში არსებული ავტომანქანის (,,ფ------ ტ---------ი, სახ. ნომრით O--------) ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი - 0,1284 გრამის ოდენობით მიეკუთვნება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობას.
ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ შ----–- ტ--------------მა ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-14 წლამდე, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულების პიროვნებას, მათი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ დანაშაულის აღიარება და მონანიება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალად შერაცხული და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო ქმედება მაღალი ხარისხის საზოგადოებრივად საშიშ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, რაც განსაკუთრებულ და მკაცრ მიდგომებს საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც. შესაბამისად, დანაშაულის სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნებების და იმის გათვალისწინებით, რომ აღიარებს ჩადენილ დანაშაულებს შ----–- ტ--------------ს სასჯელის ზომად დანაშაულთა ერთობლიობით უნდა შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით (მინიმალური სასჯელი). მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5, 15 და 20 წლის ვადით უნდა ჩამოერთვას იმავე კანონით გათვალისწინებული უფლებები, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ----–- ტ--------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ შ----–- ტ--------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
2. შ----–- ტ--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
3. შ----–- ტ--------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 8 თებერვლიდან;
4. შ----–- ტ--------------ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის გამსაღებელ პირს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
5. ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რომელიც ინახება შ---–--------–---------------–---------–-–იაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, შ----–- ტ--------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ფულადი თანხა 3425 ლარის ოდენობით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 2140 ლარის ოდენობით, შ----–- ტ--------------ის სარგებლობაში არსებული ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 8495 ლარის ოდენობით, რომელიც ინახება შ--------–---------–-–------------------------------------- სა----------–-------------------–--აში, ასევე ავტომანქანა ,,ფ------ ტ---------ი“ სახელმწიფო ნომრით O--------, რომელიც ინახება შ--------–---------–-–-------------------ის ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს, ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი 1 ცალი DVD-R ფორმატის დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით, ხოლო შ----–- ტ--------------ის ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება შ--------–---------–-–------------------------------------- სა----------–-------------------–--აში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი