განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 150100118002480779
1/51-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 ივლისი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე – არარატ ესოიან
სხდომის მდივანი – ეთერ მაღრაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - გიორგი ორჯონიკიძე,დაცვის მხარე
ბრალდებული მ------- ვ-–--------ის ძე ხ---------ნი (დაბადებული 1----–-–-----------------ს; საქართველოს მოქალაქე; პირადი ნომარი 3----------; ნასამართლობის არმქონე; რეგისტრაციის მისამართი: ნინოწმინდის რაიონი სოფელი კ---------; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ნინოწმინდა, პ--–----------);
ადვოკატი: პაატა მანველიშვილი;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 25 აპრილს, დაახლოებით 07:00 საათზე, ნინოწმინდის რაიონის სოფელ კ---------ში, გ------- ხ---------ნს ურთიერთშელაპარაკებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ძმამ მ------- ხ---------ნმა, კერძოდ ჯოხი დაარტყა ზურგის არეში, რის შედეგადაც გ------- ხ---------ნმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მის მოუშლელად.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ფაქტების დადგენა:
2.1.1. გ------- ხ---------ნი და მ------- ხ---------ნი ძმები არიან.
მტკიცებულებები: მხარეთა ახსნა-განმარტებები და დაზარალებულის ჩვენებები.
2.1.2. 2018 წლის 25 აპრილს, დაახლოებით 07:00 საათზე, ნინოწმინდის რაიონის სოფელ კ---------ში, გ------- ხ---------ნს ურთიერთშელაპარაკებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ძმამ მ------- ხ---------ნმა, კერძოდ ჯოხი დაარტყა ზურგის არეში.
მტკიცებულებები: დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებები, ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება, გ------- ხ---------ნთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ამოღებული ნივთმტკიცება - ჯოხი.
2.1.3. მ------- ხ---------ნის მიერ ჩადენილი ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად გ------- ხ---------ნმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მის მოუშლელად.
მტკიცებულებები: დაზარალებულის ჩვენება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.
2.1.4. სასამართლო სხდომაზე ბრალდებული მ------- ხ---------ნი თავს ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ინანიებს, ითხოვა პატიება.
2.2. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
ზემოაღნიშნული ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ------- ხ---------ნმა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, კვალიფიკაცია მიცემულია სწორად, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კერძოდ: დაზარალებულის გ------- ხ---------ნის ჩვენება, მოწმეების ა------ ხ---------ნის და გ--------- ხ---------ნის ჩვენებები, ბრალდებულ მ------- ხ---------ნის აღიარებითი ჩვენება, გ------- ხ---------ნთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ამოღებული ნივთმტკიცება - ჯოხი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გ------- ხ---------ნის მიმართ მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მ------- ხ---------ნის ბრალეულობას.
დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გახადა. ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და მოინანია.
შესაბამისად დადგენილი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ------- ხ---------ნის ბრალეულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
3.2. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება - ძმა.
დადგენილია, რომ 2018 წლის 25 აპრილს, დაახლოებით 07:00 საათზე, ნინოწმინდის რაიონის სოფელ კ---------ში, გ------- ხ---------ნს ურთიერთშელაპარაკებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ძმამ მ------- ხ---------ნმა, კერძოდ ჯოხი დაარტყა ზურგის არეში, რის შედეგადაც გ------- ხ---------ნმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მის მოუშლელად.
შესაბამისად, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ჩადენილ ქმედებასა და შედეგს შორის, მაშინ მ------- ხ---------ნის მიერ ჩადენილი ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და დანაშაულებრივია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებული აღიარებს, ინანიებს და ითანამშრომლა სასამართლოსთან, არ არის ნასამართლევი, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა;
4.2. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ არის;
4.3. დაზარალებული ბრალდებულთან არ არის შერიგებული, თუმცა ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია (იხ. 05.07.2018 წ. სხდომის ოქმი).
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებას, წარსულში ჩადენილ დანაშაულებს, ოჯახურ და სოციალურ მდგომარეობას, გამოძიებასთან თანამშრომლობას, დანაშაულის ხასიათს და საქმეზე დადგენილ სხვა გარემოებებს.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, (2018 წლის 25 აპრილის მდგომარეობით მოქმედი რედაქცია).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა, თავისუფლების შეზღუდვა, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა და უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ძირითად სასჯელად.
ამავე კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ნიშნავს მსჯავრდებულის უსასყიდლო შრომას, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.
გამომდინარე მოცემული განაჩენის მე-4 პუნქტიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ დასაბუთებულია ბრალდებულს მ------- ხ---------ნს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათით;
სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელი სავსებით აკმაყოფილებს რეპრესიის, პრევენციის და რესოციალიზაციის პრინციპებს.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-3.14, 200-ე, 258-260-ე, 268-e, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ------- ხ---------ნი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 100 (ასი) საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
2. მ------- ხ---------ნის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს; გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა, საქ. სსსკ-ის 200-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად;
3. განაჩენის აღსრულება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შესაბამისი პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
4. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება - ჯოხი (ინახება შსს ნინოწმინდის რაიონულ სამმართველოში) საბოლოო განაჩენის მიღების შემდეგ განადგურდეს დადგენილი წესით;
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე (2018 წლის 30 ივლისიდან);
6. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე არარატ ესოიან