გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/14--4-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 ივლისი 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი
სხდომის მდივანი მარიამ კოტრიკაძე
მოსარჩელე - გუ------------–---–ი
წარმომადგენელი - ეკ----------------–---–ი
მოპასუხე - შპს „ჯო-------------------------------ი“
წარმომადგენელი - იო----------–--–---–ი
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „ჯო-------------------------------ს“, გუ---მ გო---–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება - 25 417 ლარის ოდენობით.
სარჩელის მიხედვით, მოსარჩელის საცხოვრებელ სახლთან გამავალი კანალიზაციის გარე ქსელის დაზიანებამ გამოიწვია უძრავი ქონების და ეზოს საყრდენი ბეტონის სქელი კედლის დანგრევა. აღნიშნული ფაქტი გრძელდება მრავალი წლის განმავლობაში. მოპასუხეს მუდმივად ჰქონდა ინფორმაცია უძრავი ქონების ყოველდღიუ---დ დაზიანების შესახებ. მას შემდეგ, რაც მოპასუხემ ამორტიზებული და გაუქმებული საკანალიზაციო ქსელი შეცვალა ახლით, მოსარჩელემ მიმართა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. განცხადების საფუძველზე კომპანიის წარმომადგენლების მიერ შედგა აქტი მიყენებული ზიანის და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ „საკანალიზაციო ქსელიდან წლების მანძილზე გამონაჟონმა ფეკალურმა წყლებმა გამოიწვია მოსარჩელის ეზოს ქუჩისპირა ბეტონის კედლის დაზიანება, ცემენტის ნალესის ჩამოყრა და დაიწყო დაშლა. ასევე წყალსადენის ქსელზე არსებულმა ფარულმა დაზიანებამ გამოიწვია ეზოს კედლის ნალესის ჩამოყრა.
დამოუკიდებელი შემფასებლის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის შემოღობვის ნაწილის, ჩამონგრეული ბეტონის ღობის აღდგენითი ღირებულება განისაზღვრა 25 417.63 ლარით.
2. მოპასუხის პოზიცია.
2.1. მოპასუხემ არ ცნო სარჩელი. მან შესაგებელი დაამყარა იმ გარემოებებზე, რომ არ დასტურდებოდა ზიანის მოპასუხის მხრიდან მიყენების ფაქტი, კერძოდ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მიზეზობრივი კავშირი მის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის.
მოპასუხემ სადავოდ მიიჩნია მიწისქვეშა კომუნიკაციების დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის განმსაზღვრელი კომისიის ჯგუფის მიერ შედგენილი აქტი მიყენებული ზიანის და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ. მოპასუხის განმარტებით, მასზე ხელმომწერ პირებს არ გააჩნდათ შესაბამისი უფლებამოსილება კომპანიის სახელით შეედგინა მსგავსი დოკუმენტი ან დაეფიქსირებინათ კომპანიის პოზიცია.
ასევე სადაოდ გახადა მიყენებული ზიანის ოდენობა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეებს შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ქ. თბილისში, კა-------------ში მდებარე უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღრიცხულია გუ------------–---–ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2 ტერიტორია, რომელზეც მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონებაა განთავსებული, გადის შპს „ჯო-------------------------------ის“ კუთვნილი საკანალიზაციო მილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- შპს ''ჯო-------------------------------ის" წერილები(ს.ფ 28,29 30)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2015 წლის 25 მაისის შპს ''ჯო-------------------------------ის" #45----9 წერილის მიხედვით, გუ---მ გო---–---–ს უარი ეთქვა ზარალის ანაზღაურებაზე შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების (СНиП II-89-90) თანახმად, ქალაქში, ნებისმიერი შენობა-ნაგებობის აშენების დროს გათვალისწინებული უნდა იყო წყალსადენისა და წნევიანი საკანალიზაციო მილებიდან შენობა-ნაგებობის დაშორება არანაკლებ 5 მეტრით, ხოლო თვითდენითი საკანალიზაციო მილებიდან - არანაკლებ 3 მეტრით.
ადგილზე შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მოსარჩელის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება აშენებულია სამშენებლო ნორმებისა და წესების დარღვევით, არ არის დაცული საკანალიზაციო ქსელიდან დაცილების ნორმებით დადგენილი მანძილი და შესაბამისად, ზარალის არსებობის შემთხვევაშიც კი, საკომპენსაციო თანხის ანაზღაურებაზე კომპანია პასუხისმგებელი არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ''ჯო-------------------------------ის" N45----9 წერილი (ს.ფ 45)
3.2.2. წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ შპს ''ჯო-------------------------------სს“ ეკისრება ბრალეული ქმედების შედეგად მოსარჩელის უძრავ ნივთზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე კატეგორიულად გამორიცხავს ზიანის მიყენების ფაქტს მოსარჩელის მიმართ და სადავოდ მიიჩნევს მიწისქვეშა კომუნიკაციების დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის განმსაზღვრელი კომისიის მუშა ჯგუფის მიერ შედგენილ აქტს, რომელიც შედგენილია გუ---მ გო---–---–ის მიერ შეტანილი განცხადების საფუძველზე.
აქტის მიხედვით დადგინდა, რომ უი------------------ის მხრიდან საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების დროს, ტექნიკამ დააზიანა მისი ეზოს ქუჩისპირა ბეტონის კედელი, ასევე საკანალიზაციო ქსელიდან წლების მანძილზე გამონაჟონმა ფეკალურმა წყლებმა გამოიწვია კედლის დაზიანება, ცემენტის ნალესების ჩამოყრა და დაიწყო დაშლა. ასევე წყალსადენის ქსელზე არსებულმა ფარულმა დაზიანებამ გამოიწვია ეზოს კედლის ნალესის ჩამოყრა.
აღსანიშნავია, რომ სადავო მტკიცებულებასთან მიმართებაში მოპასუხე შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტებით და საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
განსახილველ შემთხვევაში გუ------------–---–მა სარჩელის აღძვრისას წარმოადგინა ყველა ის ფაქტი და მტკიცებულება, რომელმაც დაადასტუ--- პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ხოლო მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის მისსავე სასარგებლოდ რეალიზება. ამდენად, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებანი ადასტურებენ მოსარჩელის მიმართ ზიანის მიყენების ფაქტს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 16 იანვრის აქტი (ს.ფ 33)
3.2.3. გუ------------–---–ის მიმართ მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს -25 417 ლარს.
სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 2017 წლის 8 ნოემბრის N5--------- დასკვნის კვლევითი ნაწილიდან ირკვევა, რომ ექსპერტიზის მიერ გამოკვლეული იქნა შპს ''ჯო-------------------------------ის" მიერ შედგენილი ქ. თბილისში, კა-----------------ში მცხოვრები გუ------------–---–ის ეზოსა და ქუჩის მიმდებარე კედლის სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა ღირებულებით 13 246 ლარზე დამატებითი ღირებულების გადასახადის და სხვა დანარიცხების გათვალისწინებით.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ქ. თბილისში, კა-----------------ში მცხოვრები გუ------------–---–ის ეზოსა და ქუჩის მიმდებარე კედლის სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვას თანხით 13 246 ლარის ნაცვლად 15 491 ლარს ლარზე დამატებითი ღირებულების გადასახადის და სხვა დანარიცხების გათვალისწინებით ეძლევა რეკომენდაცია დასამტკიცებლად. ამავე დასკვნის მიხედვით, პირდაპირი ხარჯის ოდენობა შედგენს 10 729 ლარს, ხოლო გაუთვალისწინებელი ხარჯის ოდენობა ჯამუ---დ განისაზღვრა 15 491 ლარით.
საქმეში ასევე დაცულია დამოუკიდებელი შემფასებლის შპს „თი----------------------------ის“ აუდიტორული დასკვნა ზიანის ღირებულების შეფასების შესახებ. დასკვნის შესაბამისად, გუ------------–---–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის შემოღობვის ნაწილის, ჩამონგრეულის ბეტონის ღობის აღდგენითი ღირებულება განისაზღვრა 25 417.63 ლარის ოდენობით.
მაშასადამე, სახეზეა, ორი დასკვნა, სადაც მიყენებული ზიანის (თანხობრივი) ოდენობა ერთმანეთისგან განსხვავებულია. დასკვნების შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ორი ძირითადი კრიტერიუმი, კერძოდ, კვლევის ჩამტარებელი სუბიექტი (ობიექტურობის ხარისხის დასადგენად) და გამოსაკვლევი საკითხის მიმართ დასკვნის მეტად კონკრეტიზირება.
სსიპ ”ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს” საინჟინრო-ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, წყლის გამოდინების შედეგად დაზიანებების აღმოსაფხვრელად საჭირო ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ცხრილში დეტალუ---დ განსაზღვრულია ყველა ის საჭირო ხარჯი, რაც უზრუნველყოფს დაზიანებული კედლის აღდგენას. ხოლო დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად, ბეტონის ღობის აღდგენითი სამუშაოების ღირებულება მასშტაბუ---დ არათანაბარია. ამ თვალსაზრისით, სასამართლო ყუ---დღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ორივე დასკვნა ეფუძნება ერთიდაიგივე ხარჯთაღრიცხვის ნუსხას, თუმცა ზიანის ოდენობა განსხვავებულია. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს არაგონივრულად და არასამართლიანად მიიჩნია მითითებული დასკვნით განსაზღვრული მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა.
შესაბამისად, სასამართლო იზიარებს სსიპ ”ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს” საინჟინრო-ექსპერტიზის დასკვნაში დადგენილ ზიანის ოდენობას პირდაპირი ხარჯის - 10 729 ლარის ფარგლებში, რომელიც უზრუნველყოფს დაზიანებული კედლის სრულ აღდგენას. რაც შეეხება ამავე დასკვნაში სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯების ოდენობას, სასამართლოს კვლევის აღნიშნული ნაწილი მიაჩნია დაუსაბუთებლად. რადგან მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც ექსპერტიზის დასკვნით გაუთვალისწინებელი დამატებით ხარჯების ანაზღაურების საფუძველს შექმნიდა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს N5--------- დასკვნა(ს.ფ.144-155)
- შპს „თი----------------------------ის“ აუდიტორული დასკვნა( ს.ფ. 64-69)
- შპს" ჯო-------------------------------ის“ ხარჯთაღრიცხვა(ს.ფ.34-39)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ გუ------------–---–ის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 408-ე, 992-ე, მუხლები;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, მუხლი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.
სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.
მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.
დადგენილია, რომ გუ------------–---–ის ქონების დაზიანება გამოწვეულია შპს „ჯო-------------------------------ის“ მოქმედებით, რომელმაც საკუთარი მოვალეობის საწინააღმდეგოდ, ვერ უზრუნველყო საკანალიზაციო მილების გამართულ მდგომარეობაში მუშაობა.
სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.3. ფაქტობრივი გარემოებით დაადგინა, რომ გუ------------–---–ის მიმართ მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა პირდაპირი ხარჯების გათვალისწინებით შეადგენს - 10 729 ლარს.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების ყველა წინაპირობა და სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
7. საპროცესო ხარჯები
7.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 321.87 ლარი. ასევე მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 95 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 47.49 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოუყენებია.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გუ------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შპს ''ჯო-------------------------------ს“, გუ------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება - 10 729 ლარის ოდენობით;
3. შპს ''ჯო-------------------------------ს“, გუ------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 321.87 ლარის გადახდა;
4. გუ------------–---–ს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 28/02/2017 წელს გადახდილი 95 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 47.49 ლარი, საგადახდო დავალება #-.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი