განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 340100118002310656
N1/51-18
განაჩენი
საქართველოს სახელით
01.08.2018 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი - გვანცა სოლოღაშვილი
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის
ბრალდებულ -თე------ წი---–-–--ლის
ადვოკატ -ირ--- იჩ-----ძის
თარჯიმან - რა---- მე-----–--ლის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: თე------ წი---–-–--ლი;
მამის სახელი: არ----;
დაბადებული: 03.03.1----–--–--
პირადი ნომერი: 4-----------
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: არასრული საშუალო;
ნასამართლეობა: ნასამართლობის მქონე;
რეგისტრირებული: ყვარლის რაიონის სოფელი ე-----–--
ფაქტობრივად მცხოვრები: ყვარლის რაიონის სოფელი ე-----–--
1. პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.
კვალიფიკაცია: თე------ წი---–-–--ლს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა არაერთგზის ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 18 ოქტომბრის გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენით თე------ წი---–-–--ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
2017 წლის 12 დეკემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, ყვარლის რაიონის სოფელ ენ----–ში, ურთიერთშელაპარაკებისას, თე------ წი---–-–--ლმა თავის არეში ხელი დაარტყა მეუღლეს, ნა----–- შა----–-ძეს, რა დროსაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.
თე------ წი---–-–--ლი 2017 წლის 12 დეკემბერს 23:20 საათზე დააკავეს, ხოლო 2017 წლის 13 დეკემბერს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
2. სასამართლომ დაადგინა:
2. 1. 2017 წლის 18 ოქტომბრის გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენით თე------ წი---–-–--ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
2017 წლის 12 დეკემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, ყვარლის რაიონის სოფელ ენ----–ში, ურთიერთშელაპარაკებისას, თე------ წი---–-–--ლმა თავის არეში ხელი დაარტყა მეუღლეს, ნა----–- შა----–-ძეს, რა დროსაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლომ განიხილა, რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეული მტკიცებულებები, მოუსმინა მოწმეებს, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ბრალდებულ თე------ წი---–-–--ლის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თავალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და რომელიც საკარისია თე------ წი---–-–--ლის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად იგი დამნაშავედ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 2-ე ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
4. ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არაერთგზის.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
4.1. საქმის არსებითად განხილვის სხომაზე დაზარალებულმა ნა----–- შა----–-ძემ დაადასტურა, რომ მას 2017 წლის 12 დეკემბერს დაახლოებით 01:00 საათზე სახლში ყოფნის დროს მეუღლემ თე------ წი---–-–--ლმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: შეაგინა დედის მისამართით და დაარტყა გაშლილი ხელი სახეში, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4.2. მოწმე ნადია ომანაძის ჩვენებით დასტურდება შემდეგი: იგი მუშაობს ყვარლის რაიონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ენ----–ის გამგეობაში სპეციალისტის თანამდებობაზე. 2017 წლის 12 დეკემბერს დაახლოებით 12:20 საათზე მასთან მივიდა დაზარალებული ნა----–- შა----–-ძე, რომელიც ტიროდა და განუცხადა, რომ მეუღლემ თე------ წი---–-–--ლმა სცემა. მან დარეკა შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში და დაზარალებული დაალაპარაკა პოლიციის მორიგესთა, რომელსაც დაზარალებულმა განუცხადა, რომ სცემა მეუღლემ თე------ წი---–-–--ლმა.
4.3. მოწმეებმა ბო----- ფ--–-–---–-- და არ--- პა---–--ლმა დაადასტურეს შემდეგი: ისინი არიან შსს ყვარლისრაიონული სამმართველოს თანამშრომლები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში ბრალდებულ თე------ წი---–-–--ლის მიმართ და ჩატარებული აქვთ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. ბო----- ფ--–-–---–-- დაკიხა ბრალდებული და წაუყენა ბრალი, ხოლო ძირითადი გამომძიებელი იყო არ--- პა---–--ლი და ყველა სხვა საგამოძიებო მოქმედება, როგორიცაა მოწმეების გამოკითხვა, ექსპერტიზის დანიშვნა, პირის დაზარალებულად ცნობა, ჩაატარა არ--- პა---–--ლმა.
4.4. მოწმის სახით დაკითხულმა ექპერტმა თა---- ზე----–-–--ლმა განმარტა, რომ პირადი გასინჯვით ნა----–- შა----–-ძეს სხეულზე დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. დაზარალებულის განცხადებით მასზე იძალადა მეუღლემ თე------ წი---–-–--ლმა 2017 წლის 12 დეკემბერს. პირადი გასინჯვისას უჩიოდა თავის ტკივილს. სხეულზე მექანიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნებოდა.
4.5. მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა თე------ წი---–-–--ლმა - თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ შიოდა, მეუღლეს სთხოვა მიეტანა მისთვის საჭმელი, რაზედაც უარი მიიღო, ამის გამო შეაგინა მეუღლეს, მაგრამ არ უცემია, შემდეგ დალია ალკოჰოლი, საჭმლის გარეშე და დაიძინა.
4.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ'' ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან". მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებით განხილვაზე ბრალდებულ თე------ წი---–-–--ლის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები: მოწმე ლი--- ბუ-----–--ლის დაკითხვის ოქმი, გურჯაანის რაიონული სასანართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი, დაკავების ოქმი, სასამართლო სამედიცინო ექსპრტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.
4.8. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით". ამავე მუხლის 3-ე ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა''. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა", სსსკ-ის 3-ე მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
4.9. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასებისას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა ( იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, საქმეზე Bardera, Messegue, Jadardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუმქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04, 04/10/2010, პუნქტი 32).
4.10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ, ასევე საქმის არსებით სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
5. სამართლებრივი შეფასება:
5.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზირებულია ოჯახური ძალადობა, სისტემატური შეურაცყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120 მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
5.2. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, ხოლო ჯანმრთელობა, ისევე როგორც სიცოცხლის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა.
5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული გამოიხატა: ა) ძალადობაში. ბ). სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს. ამასთან მნიშვნელოვანია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებებსა და დამდაგარ შედეგს შორის, ასევე ის გარემოებაც, რომ პირის მიერ განხორციელებულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
5.4. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების მოცემული მუხლით დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილ იქნეს: სუბიექტთა წრე, რაც მდგომარეობს, იმაში რომ დაზარალებული უნდა იყოს ბრალდებულის ოჯახის წევრი; ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ქმედება, როგორიცაა ძალადობა, სისტემეტური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება; აღნიშნულ ქმედებას უნდა მოჰყვეს კონკრეტული შედეგი, როგორიცაა ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა.
5.5. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში მხარეებმა უნდა წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო არსებით სდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.
5.6. მიუხედავად იმისა რომ ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი რიგი მტკიცებულებები, დაცვის მხარეს სადაოდ არ გაუხდია და ისინი სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, მათი სამართლებრივი შეფასება და ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება, ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა.
5.7. სასამართლო, სხდომაზე გამოკვლეულ და საქმეში პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებს აფასებს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვა მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სტანდარტი გულისხმობს, რომ მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, საკმარისია, რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრტივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
5.10. ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ზ" პუნქტში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნაში პირდაპირ არის მითითებული, რომ სხვებთან ერთად, ოჯახის წევრები, აგრეთვე არიან ,,არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი''
5.11. ამდენად დადგენილია, რომ დაზარალებული ნა----–- შა----–-ძე, რომელიც არარეგისტრირებულ ქორწინებაშია ბრალდებულ თე------ წი---–-–--ლთან, არის მისი ოჯახის წევრი.
5.12. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ საქმეში არ არსებობს საკარისი მტკიცებულებები, რაც ბრადებულის მიერ, შერაცხული ქმედების ჩადენას დაადასტურებდა, რადგან თვითონ დაზარალებული არის ავადმყოფი ადამიანი, იღებს ავადმყოფობის პენსიას, მას სურდა თავიდან მოეშორებინა ბრალდებული, რასაც მიაღწია და კმაყოფილია, რასაც აღნიშნავს კიდეც. აღნიშნული გარემოება დაცვის მხარის მხოლოდ მოსაზრებაა და რაიმე მტკიცებულებით სასამართლო სხდომების მსვლელობისას ან საქმის მასალებით არ დადასტურებულა.
5.13. ყოველივე ზემოარნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ თე------ წი---–-–--ლმა არაერთგზის ჩაიდინა ოჯახში ძალადობა ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ამასთან სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხავი გარემოებები არ დგინდება.
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
თე------ წი---–-–--ლის მიმართ დამამძიმებელი ან შემამსუბუქებელი გარემოებაბი არ დგინდება.
7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოსსსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.
სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის ფარგლებში დადგენილი სასჯელი, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
7.2. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას, რომლის დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მქედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
7.3. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
7.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 2-ე ნაწილი ''ე" ქვეპუნქტი სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე. (2017 წლის 12 დეკემბრის რედაქცია)
7.5. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს, იმ გარემოებას, რომ თე------ წი---–-–--ლს სისტემატიური კონფლიქტი ჰქონდა დაზარალებულთან, მან ხელყო ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება, ადამიანის ორგანზმის ჯანმრთელობა.
მან აღნიშნული ქმედება ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში.
ასევე სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნით თე------ წი---–-–--ლს აღენიშნება მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ თე------ წი---–-–--ლის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია ისეთი ღონისძიებით, როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
თე------ წი---–-–--ლს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლოს იხელმძღვანელა საქართველოს სისხლი სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თე------ წი---–-–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი.
2. თე------ წი---–-–--ლის მიმართ საქართველო სისხლის სამართლის კოდექსის 67--ე მუხლის 5 -ე ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და განაჩენთა ერთობლიობით, თე------ წი---–-–--ლს, საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი.
3. თე------ წი---–-–--ლის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება- პატიმრობა გაუქმდეს და თე------ წი---–-–--ლს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2017 წლის 12 დეკემბრის 23:20 საათიდან.
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
6. განაჩენი, მხარეთა მიერ, შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირიN7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. გურჯაანი, სანაპირს ქუჩა N24) მეშვეობით.
7. მსჯავრდებულს განემარტოს, რომ აქვს უფლება დააყენოს შუამდგომლობა შეწყალების შესახებ.
მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე