განაჩენი

სისხლის სამართლის 01.08.2018
საქმის ნომერი
200100118002530242
დავის ტიპი
126 2 ა , 126 2 ა
თარიღი
01.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N200100118002530242

N1/185-18

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

01 აგვისტო, 2018 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, კ-------------–----------------------------------–--ის პროკურორი - ნ----------------–---–ი

დაცვის მხარე:

ადვოკატი: გ------- ქ--------–-–---–ი

ბრალდებული: ზ---- ხ---–--ე

მამის სახელი: ი------

დაბადებული: 0----------- წელი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი

ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: თელავის რაიონი სოფელი კ-------ი

მცხოვრები: თელავის რაიონი სოფელი კ-------ი

დაკავების თარიღი: 05. 06. 2018 წელი

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.

 

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2018 წლის მაისის თვის დასაწყისში, დაახლოებით 17:00 საათზე, თელავის რაიონის სოფელ კ-------ში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ზ---- ხ---–--ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს ნ----------–- უ----–-–---–ს მათი არასრულწლოვანი შვილების, 17 წლის ქ------- უ----–-–---–ისა და 6 წლის გ------- ხ---–--ის თანდასწრებით. კერძოდ, სახის არეში ერთხელ გაარტყა ხელი, რა დროსაც ნ----------–- უ----–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. 2018 წლის 04 ივნისს, დაახლოებით 20:00 საათზე, თელავის რაიონის სოფელ კ-------ში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, ზ---- ხ---–--ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს ნ----------–- უ----–-–---–ს მათი არასრულწლოვანი შვილების, 17 წლის ქ------- უ----–-–---–ისა და 6 წლის გ------- ხ---–--ის თანდასწრებით. კერძოდ, ეზოში არსებული ჯოხი აიღო, შევიდა ოთახში და ოთხჯერ დაარტყა მეუღლეს მარცხენა ფეხის არეში. ნ----------–- უ----–-–---–მა ფიზიკური ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

3. 2018 წლის მაისის დასაწყისიდან 04 ივნისის ჩათვლით, თელავის რაიონის სოფელ კ-------ში. საკუთარ საცხოვრებელი სახლში, ზ---- ხ---–--ე თავის მეუღლეს ნ----------–- უ----–-–---–ს, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღავდა და ემუქრებოდა სახლიდან გაგდებით, არასრულწლოვანი შვილების - ქ------- უ----–-–---–ისა და გ------- ხ---–--ის თანდასწრებით, რის გამოც ნ----------–- უ----–-–---–ი, მის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.

4. 2018 წლის 04 ივნისს, დაახლოებით 20:00 საათზე, თელავის რაიონის სოფელ კ-------ში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ზ---- ხ---–--ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის არასრულწლოვან 6 წლის შვილს გ------- ხ---–--ეს. კერძოდ, სახის არეში ერთხელ გაარტყა ხელი, რა დროსაც გ------- ხ---–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

5. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულების და მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან, მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

6. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზ---- ხ---–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

7. ზ---- ხ---–--ემ ასევე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

8. ზ---- ხ---–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

9. ზ---- ხ---–--ემ ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

10. სასამართლოს ბრალდებულ ზ---- ხ---–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

11. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაშს იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეს, მისს ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

12. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ ზ---- ხ---–--ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.

13. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სასჯელებიდან ბრალდებულ ზ---- ხ---–--ის მიმართ სასამართლო, თანახმად, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის მეოთხე ნაწილისა, ვერ გამოიყენებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, რადგან მეორე ჯგუფის ინვალიდია, ხოლო სსკ-ის 63-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ასევე არ გამოიყენება პირობითი მსჯავრი, ვინაიდან ბრალდებული სრულად არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებას. სხვა ალტერნატიული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილს არ გააჩნია.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

14. ზ---- ხ---–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის მაისის თვის ძალადობის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლით.

15. ზ---- ხ---–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 04 ივნისის ძალადობის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლით.

16. ზ---- ხ---–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლით.

17. ზ---- ხ---–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლით.

18. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სხვა თანაბარი სასჯელები და ზ---- ხ---–--ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლით.

19. ზ---- ხ---–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 05 ივნისიდან.

20. ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხის ჯოხი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

21. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

22. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური