განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/-------
(#0----------------------------------------------------------------------------------------3)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 ივლისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე ნათია გუდაძემ
ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების _ ა-----------–---–-ს, ლ-----–----–---–--ის, მ--------------–-–---–-ს, თ----------------ის, ს--–--------------–--ს, მ-----------–--–---–ის, თ------------ს,ბრალდებულ _ ა------–-–---–ის,ადვოკატ _ ია რეხვიაშვილის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ა-------------–--------–----–-–---–ის (დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, უმაღლესი განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–--------–-------------------------------------ში), მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თექვსმეტი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდების გამო.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლო სხდომაზე, იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ა------–-–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თექვსმეტი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ:
მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები სადაო არ გამხდარა.
მოწმეების: მ----------–ის, გ---------------–---–ის, ე-------------------ს, მ------------–---–ის, დ-------------------–ის, ნ---------ის, თ---------–-–---–ის, ნ--------------–--ის, ნ--------------–-–---–ის, ე--------------------–--ის, ს----------------–---ს, დ---------------ის, კ------------–--ის, ა------------ის, ა-----------–---–ის, ე-–-----------ის, ა---------–--------ის, ბ--–---------ს, მ--------------ს, თ-------------–---–ის, გ--–--------ის, ნ-------------ის, ს-----------------ის, ქ------------------ის, ზ----------–--–-–---–ის, ქ--------------ის, ზ------------------–--ის, ო-–-----–----–---–ის, ა-–-------------------ის, თ--------------–--ის, ბრალდებულ ა------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით; მ----------–ის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი ინფორმაციით; სს „თ----------იდან“, სს „ს----------–--------იდან“, სს „---–----------“, შპს „ს---–--დან“, შპს „ო--–------------იდან“, შპს „4--------იდან“, შპს „ტ-----დან“, შპს „კ---დან“, შპს „ა-----–იდან“ და შპს „მ---------იდან“ გამოთხოვილი ინფორმაციებით; საბანკო ამონაწერების, ე-------------------ს, ქ--------------ის და თ--------------–--ის „ფეისბუქის“ გვერდების, თ---------–-–---–ის სოციალური ქსელის გვერდის, IP მისამართების საძიებო გვერდის, კომპიუტერის და დოკუმენტების დათვალიერების ოქმებით; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით; სესხის გაცემის ხელშეკრულებებით და საქმეში არსებულ სხვა მასალათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ა------–-–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (თექვსმეტი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
ა------–-–---–მა განიზრახა, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა სხვის ფულად თანხას. ამ მიზნით, 2016 წლის იანვარში, სოციალური ქსელის საშუალებით, დაუკავშირდა თავის ნათესავს - მ------------–---–ს და გამოართვა მის სახელზე ,,ს----------–--------ში’’ არსებულ ანგარიშზე G--------------------- გახსნილი სტუდენტური პლასტიკური ბარათის ნომერი და პირადი ნომერი, ასევე ამ ანგარიშზე ჩაართვევინა ინტერნეტ-ბანკის მომსახურება და გამოართვა მისი მომხმარებლის სახელისა და პაროლის შესახებ ინფორმაცია, რომ თითქოს მისთვის უნდა გადმოერიცხათ ფულადი თანხა. მას შემდეგ, რაც ა------–-–---–მა მოიპოვა წვდომა მ------------–---–ის ინტერნეტ-ბანკსა და პირად მონაცემებზე, მოტყუებით, მ------------–---–ის ნაცვლად და მისი მონაცემების წარდგენის გზით, 2016 წლის 08 ნოემბრიდან - 21 დეკემბრამდე დროის პერიოდში, სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან: შპს ,,ფ-------–---------------------დან“, შპს ,,ს------------იდან“, შპს ,,ტ---დან“, შპს ,,ტ-----დან“, შპს ,,ვ---------------იდან“, შპს ,,ე-------------იდან“, შპს ,,მ-------იდან“, შპს ,,მ---------–-------იდან“ და შპს ,,უ---------–--------იდან“, სესხის სახით აიღო საერთო ჯამში 5 650 (ხუთი ათას ექვსას ორმოცდაათი) ლარი, რომელიც ჩაირიცხა მ------------–---–ის საბანკო ანგარიშზე, საიდანაც ა------–-–---–მა სწრაფი გზავნილის სისტემა ,,ე-–--ს’’ საშუალებით, თავის სახელზე გადარიცხა ხსენებული თანხები, ასევე თანხის ნაწილი მოტყუებით ბანკომატიდან გამოატანინა მ------------–---–ს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.
2016 წლის სექტემბერში, ა------–-–---–მა განიზრახა, მოტყუებით დაუფლებოდა შპს ,,ს---–--ს“ კუთვნილ ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2016 წლის 26 სექტემბერს, ა------–-–---–მა მისი ნაცნობის - ნ--------------–--ის სახელითა და მისივე პირადი მონაცემების გამოყენებით, თაღლითური გზით გააფორმა სესხის ელექტრონული ხელშეკრულება საკრედიტო კომპანია შპს ,,ს---–--სთან“ და აიღო სესხი 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აღნიშნული ქმედებით შპს ,,ს---–--ს“ მიადგა 1 500 (ათას ხუთასი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ა------–-–---–მა განიზრახა მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა სხვის კუთვნილ ფულად თანხას, ამ მიზნით, 2016 წლის 21 დეკემბერს, იგი დაუკავშირდა მ--------------ს და გამოართვა მისი ნათესავის - ბ--–---------ს, პირადი მონაცემები და მის სახელზე სს ,,ს----------–--------ში’’ გახსნილი ანგარიშის ნომერი, რომ თითქოს მისთვის მოვალეს უნდა გადმოერიცხა ფულადი თანხა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
2016 წლის 21 დეკემბერს, ა------–-–---–მა მოტყუებით, ბ--–---------ს ნაცვლად და მისი მონაცემების წარდგენის გზით, შპს ,,ს---–--ს“ ინტერნეტ-გვერდზე (,,s-------’’) შეავსო სესხის განაცხადი, რომელიც დამტკიცდა და ბ--–---------ს საბანკო ანგარიშზე იმავე დღეს ჩაერიცხა 2 000 (ორი ათასი) ლარი, რომელიც ამ უკანასკნელმა ა------–-–---–ის თხოვნით, თითქოს ეს იყო მისი მოვალის მიერ გამოგზავნილი თანხა, გადარიცხა მ------------–---–ის სახელზე ,,ს----------–--------ში’’ გახსნილ ანგარიშის ნომერზე, რის შემდეგაც მ------------–---–მა გზავნილის სახით გადაურიცხა ა------–-–---–ს, რომელმაც თავისი პირადობის მოწმობით გამოიტანა თ---–--–--------------–------------------ში მდებარე ,,ს----------–--------ის’’ ბანკომატიდან და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.
2016 წლის 31 აგვისტოს, ა------–-–---–ი დაუკავშირდა მეგობარ თ-------------–---–ს და იმ მოტივით, თითქოსდა აპირებდა 600 (ექვსასი) ლარის ოდენობის ვალის დაბრუნებას, რაც უნდა დაერიცხა თ-------------–---–ის საბანკო ანგარიშზე, ამ უკანასკნელს გამოართვა მისივე პირადი მონაცემები. იმავე დღეს, თ-------------–---–ის პირადი მონაცემების გამოყენებით, ა------–-–---–მა ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე, მისგან მალულად, ინტერნეტის საშუალებით, 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობის სასესხო განაცხადი გააკეთა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს ,,ს---–--ში“, რის შედეგადაც თ-------------–---–ის სახელზე დამტკიცდა სესხი. აღნიშნული სესხის თანხიდან ა------–-–---–მა თ-------------–---–ს მოტყუებით გადაარიცხინა 900 (ცხრაასი) ლარი საკუთარ ანგარიშზე, ხოლო დარჩენილი 600 (ექვსასი) ლარი, თითქოსდა ვალის დაფარვის მიზნით, დატოვა თ-------------–---–ის პირად ანგარიშზე. ა------–-–---–ის ქმედებით თ-------------–---–ს მიადგა 1 500 (ათას ხუთასი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2016 წლის 09 სექტემბერს, ა------–-–---–ი იმ მოტივით, თითქოსდა მისთვის მოვალეს ანგარიშზე უნდა დაერიცხა ფულადი თანხა, დაუკავშირდა მეგობარ ქ--------------ეს და გამოართვა მისივე პირადი მონაცემები. იმავე დღეს, ქ--------------ის პირადი მონაცემების გამოყენებით, ა------–-–---–მა ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე და მისგან მალულად ინტერნეტის საშუალებით, სესხის აღების მიზნით შეავსო ინტერნეტ განაცხადი ,,s-------’’-ზე. სესხის დამტკიცების შემდეგ, 2016 წლის 09 სექტემბერს, სესხის თანხა 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით დაირიცხა ქ--------------ის კუთვნილ ,,თ----------ის’’ ანგარიშზე. აღნიშნული სესხის თანხა, ა------–-–---–მა ქ--------------ეს მოტყუებით ჩაარიცხინა სს ,,თ----------ში’’ არსებულ თავის პირად ანგარიშზე, რითაც ქ--------------ეს მიადგა 1 500 (ათას ხუთასი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2016 წლის 15 დეკემბერს, ა------–-–---–ი დაუკავშირდა მეგობარ ზ------------------–--ეს და იმ მოტივით, თითქოსდა აპირებდა 300 (სამასი) ლარის ოდენობის ვალის დაბრუნებას, რაც უნდა დაერიცხა ზ------------------–--ის საბანკო ანგარიშზე, ამ უკანასკნელს გამოართვა მისი პირადი მონაცემები. 2016 წლის 16 დეკემბერს, ზ------------------–--ის პირადი მონაცემების გამოყენებით, ა------–-–---–მა ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე და მისგან მალულად ინტერნეტის საშუალებით, 1 300 (ათას სამასი) ლარის ოდენობის სასესხო განაცხადი გააკეთა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს ,,ს---–--ში“, რის შედეგადაც ზ------------------–--ეს მოტყუებით გადაარიცხინა 1 000 (ათასი) ლარი საკუთარ ანგარიშზე, ხოლო დარჩენილი 300 (სამასი) ლარი, თითქოსდა ვალის დაფარვის მიზნით, დატოვა ზ------------------–--ის პირად ანგარიშზე. ა------–-–---–ის ქმედებით, ზ------------------–--ეს მიადგა 1 300 (ათას სამასი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2016 წლის 31 დეკემბერს, ა------–-–---–ი იმ მოტივით, თითქოსდა მისთვის მოვალეს ანგარიშზე უნდა დაერიცხა ფულადი თანხა, დაუკავშირდა ახლობელ ო-–-----–-------–---–ს და გამოართვა მისი მეუღლის - ა-–-------------------ის პირადი მონაცემები. იმავე დღეს, ა------–-–---–მა ა-–-------------------ის პირადი მონაცემების გამოყენებით, ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე და მისგან მალულად ინტერნეტის საშუალებით, გააკეთა სასესხო განაცხადი შპს ,,ს---–--ში“, სადაც ა-–-------------------ის სახელზე დამტკიცდა ონლაინ სესხი 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული სესხის თანხა, რომელიც დაირიცხა ა-–-------------------ის საბანკო ანგარიშზე, ა------–-–---–მა მოტყუებით ჩაარიცხინა მას სს ,,თ----------ში’’ არსებულ თავის პირად ანგარიშზე, რითაც ა-–-------------------ეს მიადგა 1 500 (ათას ხუთასი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2017 წლის 16 იანვარს, ა------–-–---–ი იმ მოტივით, თითქოსდა მისთვის მოვალეს ანგარიშზე უნდა დაერიცხა ფულადი თანხა, დაუკავშირდა მეგობარ თ---------------–--ეს და გამოართვა მისივე პირადი მონაცემები. 2017 წლის 17 იანვარს, ა------–-–---–მა თ---------------–--ის პირადი მონაცემების გამოყენებით, ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე და მისგან მალულად ინტერნეტის საშუალებით, გააკეთა სასესხო განაცხადი შპს ,,ს---–--ში“, სადაც თ---------------–--ის სახელზე დამტკიცდა ონლაინ სესხი 800 (რვაასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული სესხის თანხას, რომელიც დაირიცხა თ---------------–--ის საბანკო ანგარიშზე, ა------–-–---–ი დაეუფლა მოტყუებით, თ---------------–--ის ნდობის ბოროტად გამოყენებით, კერძოდ, ამ უკანასკნელმა თბილისში, იუსტიციის სახლში, თავად გადასცა ა------–-–---–ს ანგარიშზე დარიცხული 800 (რვაასი) ლარი, რითაც შპს ,,ს---–--ს“ და თ---------------–--ეს მიადგათ 800 (რვაასი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2016 წლის სექტემბერში, ა------–-–---–მა განიზრახა, მოტყუებით დაუფლებოდა შპს ,,ს---–--ს“ კუთვნილ ფულად თანხას. ამ მიზნით, მისი ნაცნობის - ე-------------------ს პირადი ნომრის 4---------- მითითებით, რომელიც წინასწარ მისთვის ცნობილი იყო, ჩასარიცხი აპარატის მეშვეობით, სს ,,ს----------–--------ში’’ არსებული ანგარიშის ნომერი №G--------------------- შეიტყო და 2016 წლის 17 სექტემბერს, მისი საცხოვრებელი ბინიდან (თ---–--–-----------–-------–-------------------------------- №1), კომპიუტერული მოწყობილობის გამოყენებით, ე-------------------ს მონაცემებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ს---–--ს“ ვებგვერდზე რეგისტრაცია გაიარა, სადაც მოტყუებით სესხის ელექტრონული ხელშეკრულება გააფორმა და იმავე დღეს, სესხის თანხა 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, ე-------------------ს ზემოხსენებულ ანგარიშზე დაირიცხა. ა------–-–---–ი მოქმედებდა რა დანაშაულებრივი განზრახვით, ე------------------- დაარწმუნა, რომ თითქოს თავის მეგობარს, ვინმე ზურას ჰქონდა მისი ვალი 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, რომელმაც მისი თხოვნით ე-------------------ს სახელზე დაურიცხა და სთხოვა თანხის გამოტანა. ყოველივე აღნიშნული ე-------------------მ ირწმუნა და იმავე დღეს, თ---–--–------–-------------------ში არსებულ, სს ,,ს----------–--------ის’’ ბანკომატიდან გამოიტანა ფულადი თანხა 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით და გადასცა ა------–-–---–ს, რაც შემდგომ ამ უკანასკნელმა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით, დაზარალებულ შპს ,,ს---–--ს“ მიადგა 1 500 (ათას ხუთასი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ა------–-–---–მა განიზრახა, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა სხვის ფულად თანხას. ამ მიზნით, 2016 წლის 28 ოქტომბერს, სოციალური ქსელის საშუალებით, დაუკავშირდა თ---------–-–---–ს და გამოართვა პირადი მონაცემები და მის სახელზე ,,თ----------ში’’ გახსნილი ანგარიშის ნომერი - G---------------------, რომ თითქოს მისთვის ყოფილ მეგობარ ბიჭს უნდა გადმოერიცხა ვალის თანხა 1 500 (ათას ხუთასი) ლარი. 2016 წლის 29 ოქტომბერს, ა------–-–---–მა მოტყუებით, თ---------–-–---–ის ნაცვლად და მისი მონაცემების წარდგენის გზით, შპს ,,ო--–------------ის’’ ინტერნეტ-გვერდზე (,,s-------’’) შეავსო სესხის განაცხადი, რომელიც დამტკიცდა და თ---------–-–---–ს საბანკო ანგარიშზე იმავე დღეს ჩაერიცხა 1 500 (ათასი ხუთასი) ლარი. ამ უკანასკნელმა ა------–-–---–ის თხოვნით, თითქოს ეს იყო მისი მეგობრის მიერ გამოგზავნილი ფულადი თანხა, გადაურიცხა ა------–-–---–ს მის ანგარიშის ნომერზე G---------------------. იმავე დღეს, ა------–-–---–მა ხსენებული ფული გადარიცხა ,,თ----------ში’’ თავის სახელზე გახსნილ მეორე ანგარიშზე: G---------------------, რის შემდეგაც, 2016 წლის 29 ოქტომბერს, თანხის ნაწილი - 1 245 (ათას ორას ორმოცდახუთი) ლარი გაანაღდა თ---–--–------------------------ში მდებარე ბანკომატის საშუალებით და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, ხოლო დარჩენილი ნაწილი გადარიცხა სხვადასხვა ინტერნეტ-სერვისზე და თავადვე დახარჯა.
2016 წლის ოქტომბერში, ა------–-–---–ი დაუკავშირდა თავის ახლობელს - მ----------–ს და სთხოვა ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან მისთვის გამოეტანა სესხი, რომელსაც შემდგომ ა------–-–---–ი დაფარავდა, ამ მიზნით, ,,თ----------ში’’ თავისი კუთვნილი მონაცემებით გაეხსნა ინტერნეტ-ბანკი. ვინაიდან, მ----------–ი ა------–-–---–ს ენდობოდა, დათანხმდა და 2016 წლის ოქტომბერში, ა------–-–---–ის თხოვნით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ფ-------–---------სიდან’’ თავისი სახელით გამოიტანა სესხი 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ხოლო თანხა გადაურიცხა ა------–-–---–ს, რომელმაც მ----------–ი დაარწმუნა, თითქოსდა მ-------–ის სახელით აღებული სესხი დაფარა და ამ გზით მისი ნდობა კიდევ მეტად გააღრმავა.
2016 წლის 21 ოქტომბრიდან - 26 ოქტომბრის ჩათვლით დროის მონაკვეთში, ა------–-–---–მა მ----------–ის ინტერნეტ-ბანკის და პირადი მონაცემების გამოყენებით, ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე და მისგან მალულად ინტერნეტის საშუალებით, სასესხო განაცხადი გააკეთა სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, კერძოდ: შპს ,,ე-------------ში’’ 300 (სამასი) ლარის ოდენობით, შპს ,,ვ---------------ში’’ 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, შპს ,,ტ-----ში’’ 200 (ორასი) ლარის ოდენობით, შპს ,,4--------ში’’ 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, შპს ,,ო--–-------------ში’’ 300 (სამასი) ლარის ოდენობით, აგრეთვე, შპს ,,ს------------ში’’ 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, რის შედეგადაც მ----------–ის სახელზე დამტკიცდა სესხები. აღნიშნული სესხის თანხები ა------–-–---–ს გადაჰქონდა საკუთარ ანგარიშზე, რითაც მან მ----------–ს მიაყენა 1 450 (ათას ოთხას ორმოცდაათი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ა------–-–---–მა იმ მიზნით, რომ ვითომდა საბანკო ანგარიშზე მისთვის უნდა გადმოერიცხათ ფულადი თანხა, 2015 წლის აგვისტოში, ა-----------–---–ს გამოართვა მისი პირადი მონაცემები. ა------–-–---–მა, ა-----------–---–ის პირადი მონაცემების გამოყენებით, თ---–--–--------–--------------------ში განთავსებული მისი კუთვნილი კომპიუტერიდან, ელექტრონული გზით აიღო სესხები - 2015 წლის 08 აგვისტოს 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარი შპს ,,კ---დან“ (-----------------), 2016 წლის 08 ივნისს 500 (ხუთასი) ლარი შპს ,,ს---–--დან“ (იგივე შპს ,,ო--–--------------იდან’’ https://s-------/ ), 2016 წლის 11 ივნისს 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარი შპს ,,4--------იდან“ (--------------------), 2016 წლის 14 ივნისს 100 (ასი) ლარი შპს ,,4--------იდან“ (--------------------), 2016 წლის 14 ივნისს 200 (ორასი) ლარი შპს ,,ტ-----დან“ (------------------------). აღნიშნული ფულადი თანხები ჩაირიცხა ა-----------–---–ის კუთვნილ სს ,,ს----------–--------ის’’ ანგარიშზე №G---------------------, საიდანაც ფულადი თანხის გარკვეული ნაწილი ა-----------–---–მა გადასცა ხელზე, ხოლო ნაწილი გადაურიცხა სახელფასო ანგარიშიდან ა------–-–---–ს, ვინაიდან მისივე განმარტების საფუძველზე ეგონა, რომ ის იყო ა------–-–---–ის კუთვნილი თანხა. ამდენად, ა------–-–---–ი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა სხვის კუთვნილ ფულად თანხებს, რითაც შპს ,,კ---ს’’, შპს ,,ს---–--ს’’ (იგივე შპს ,,ო--–----------------’’), შპს ,,4--------ის’’, შპს ,,ტ-----ს’’ და ა-----------–---–ს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ა------–-–---–მა, იმ მიზნით, რომ ვითომდა, საბანკო ანგარიშზე მისთვის უნდა გადმოერიცხათ ფულადი თანხა, 2016 წლის აგვისტოში, ე-–-----------ეს გამოართვა მისი პირადი მონაცემები. ა------–-–---–მა, ე-–-----------ის პირადი მონაცემების გამოყენებით, თ---–--–--------–--------------------ში განთავსებული, მისი კუთვნილი კომპიუტერიდან 2016 წლის 25 აგვისტოს, ელექტრონული გზით აიღო სესხი 1 300 (ათას სამასი) ლარის ოდენობით შპს ,,ს---–--დან“ (იგივე შპს ,,ო--–--------------იდან’’ https://s-------/ ), რაც ჩაირიცხა ე-–-----------ის კუთვნილ სს ,,ს----------–--------ის’’ ანგარიშზე G---------------------, საიდანაც ფულადი თანხა ე-–-----------ემ ,,ს----------–--------ის’’ ე-–-- გზავნილის საშუალებით, გადაურიცხა ა------–-–---–ს, ვინაიდან ა------–-–---–ის განმარტების საფუძველზე, ეგონა, რომ ის იყო ა----–-–---–ის კუთვნილი თანხა. ამდენად, ეს უკანასკნელი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა სხვის კუთვნილ ფულად თანხას, რითაც დაზარალებულებს: ე-–-----------ეს და შპს ,,ს---–--ს“ (იგივე შპს ,,ო--–----------------’’) მიადგათ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ა------–-–---–მა, იმ მიზნით, რომ ვითომდა, საბანკო ანგარიშზე მისთვის უნდა გადმოერიცხათ ფულადი თანხა, 2016 წლის სექტემბერში, ს----------------–---ს გამოართვა მისი პირადი მონაცემები. ა------–-–---–მა ს----------------–---ს პირადი მონაცემების გამოყენებით, თ---–--–--------–--------------------ში განთავსებული, მისი კუთვნილი კომპიუტერიდან 2016 წლის 21 სექტემბერს, ელექტრონული გზით აიღო სესხი 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით შპს ,,ს---–--დან“ (იგივე შპს ,,ო--–--------------იდან’’ https://s-------/ ), რაც ჩაირიცხა ს----------------–---ს კუთვნილ სს ,,ს----------–--------ის’’ ანგარიშზე №G---------------------, საიდანაც ფულადი თანხა ს----------------–---მ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის საშუალებით, გადაურიცხა ა------–-–---–ს, ვინაიდან ა----–-–---–ის განმარტების საფუძველზე ეგონა, რომ ის იყო ამ უკანასკნელის კუთვნილი თანხა. ამდენად, ა------–-–---–ი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა სხვის ფულად თანხას, რითაც შპს ,,ს---–--ს’’ (იგივე შპს ,,ო--–----------------’’) და ს----------------–---ს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ა------–-–---–მა, იმ მიზნით, რომ ვითომდა, საბანკო ანგარიშზე მისთვის უნდა გადმოერიცხათ ფულადი თანხა, 2016 წლის აგვისტოში, ე--------------------–--ეს გამოართვა მისი პირადი მონაცემები. ა------–-–---–მა, ე--------------------–--ის პირადი მონაცემების გამოყენებით, თ---–--–--------–--------------------ში განთავსებული, მისი კუთვნილი კომპიუტერიდან 2016 წლის 27 აგვისტოს, ელექტრონული გზით აიღო სესხი 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით შპს ,,ს---–--დან“ (იგივე შპს ,,ო--–--------------იდან“ https://s-------/ ), რაც ჩაირიცხა ე--------------------–--ის კუთვნილ სს ,,თ----------ის’’ ანგარიშზე №G---------------------, საიდანაც ფულადი თანხა ე--------------------–--ემ, ინტერნეტ-ბანკის საშუალებით, გადაურიცხა ა------–-–---–ს, ვინაიდან ა----–-–---–ის განმარტების საფუძველზე ეგონა, რომ ის იყო ამ უკანასკნელის კუთვნილი ფულადი თანხა. ამდენად, ა------–-–---–ი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა სხვის ფულად თანხას, რითაც შპს ,,ს---–--ს’’ (იგივე შპს ,,ო--–----------------’’) და ე--------------------–--ეს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ა------–-–---–მა, იმ მიზნით, რომ ვითომდა, საბანკო ანგარიშზე მისთვის უნდა გადმოერიცხათ ფულადი თანხა, 2016 წლის სექტემბერში, ნ--------------–-–---–ს გამოართვა მისი პირადი მონაცემები. ა------–-–---–მა, ნ--------------–-–---–ის პირადი მონაცემების გამოყენებით, თ---–--–--------–--------------------ში განთავსებული, მისი კუთვნილი კომპიუტერიდან 2016 წლის 19 სექტემბერს, ელექტრონული გზით აიღო სესხი 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით შპს ,,ს---–--დან“ (იგივე შპს ,,ო--–--------------იდან“ https://s-------/ ), რაც ჩაირიცხა ნ--------------–-–---–ის კუთვნილ სს ,,თ----------ის’’ ანგარიშზე №G---------------------, საიდანაც ფულადი თანხა ნ--------------–-–---–მა თავად გამოიტანა და გადასცა ა------–-–---–ს, ვინაიდან ა----–-–---–ის განმარტების საფუძველზე ეგონა, რომ ის იყო ამ უკანასკნელის კუთვნილი თანხა. ამდენად, ა------–-–---–ი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა სხვის ფულად თანხას, რითაც შპს ,,ს---–--ს’’ (იგივე შპს ,,ო--–----------------’’) და ნ--------------–-–---–ს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
სასამართლო თვლის, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ა------–-–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
ა------–-–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თექვსმეტი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ, თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულების მოტივსა და მიზანს, ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, დანაშაულების ჩადენის შემდეგ მის ქცევას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე, აგრეთვე, იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესთან.
სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ა------–-–---–ის რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ბრალდებულის პიროვნებისა და იმის გათვალისწინებით, რომ იგი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი და არ არსებობს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებში უნდა დაენიშნოს არასაპატიმრო სასჯელები - ჯარიმის სახით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას. მათი ოდენობა კი უნდა განისაზღვროს ჩადენილი დანაშაულების სიმძიმისა და ბრალდებულის მატერიალური მდგომარეობის შესაბამისად. ამასთან, ა------–-–---–ს საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით, რომლის მიხედვითაც დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
სს „ს----------–--------იდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, გადატანილი ერთ ელექტრონულ დისკზე, რაც ჩაკერებულია საქმეში, ასევე სს „ს----------–--------ის“ ბანკომატის ფოტომასალა, მოთავსებული ერთ CD დისკზე; სს „---–----------“ გამოთხოვილი ინფორმაცია, გადატანილი ერთ ლაზერულ დისკზე და ერთი ელექტრონული დისკი, რომლებიც ერთვის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის დეკემბრის, ა-–-------------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
ა------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის აგვისტოს და 2016 წლის ივნისის, ა-----------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
ა------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის იანვრის, მ------------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
ა------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის აგვისტოს, ე-–-----------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
ა------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის აგვისტოს, ე--------------------–--ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
ა------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის აგვისტოს, თ-------------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
ა------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის სექტემბრის, ს----------------–---ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
ა------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის სექტემბრის, ნ--------------–-–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
ა------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის სექტემბრის, ნ--------------–--ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
ა------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის სექტემბრის, ე-------------------ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
ა------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის სექტემბრის, ქ--------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
ა------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის ოქტომბრის, მ----------–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
ა------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის ოქტომბრის, თ---------–-–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
ა------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის დეკემბრის, ბ--–---------ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
ა------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის დეკემბრის, ზ------------------–--ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
ა------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის იანვრის, თ--------------–--ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ა------–-–---–ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის დეკემბრის, ა-–-------------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - ჯარიმამ 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თხუთმეტი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები, თითოეული ეპიზოდისთვის ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 03 აპრილის, 06 აპრილის, 12 აპრილის, 03 მაისის, 08 ივნისის, 29 ივნისის და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 ივლისის და 31 ოქტომბრის განჩინებებით, ა------–-–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს.
მსჯავრდებულ ა------–-–---–ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის სამსახურს მსჯავრდებულის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
სს „ს----------–--------იდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, გადატანილი ერთ ელექტრონულ დისკზე, რაც ჩაკერებულია საქმეში, ასევე სს „ს----------–--------ის“ ბანკომატის ფოტომასალა, მოთავსებული ერთ CD დისკზე; სს „---–----------“ გამოთხოვილი ინფორმაცია, გადატანილი ერთ ლაზერულ დისკზე და ერთი ელექტრონული დისკი, რომლებიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნათია გუდაძე