განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 1/274-18w.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
26 ივლისი, 2018 წელი ქ. ა---––---
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი
სხდომის მდივანი - მიხეილ პეტაშვილი
ბრალდების მხარე: პროკურორი – გ-------–----------
დაცვის მხარე: ბრალდებული – ც------–------, დაბადებული 1--- წლის 1-----–--ს, პირადი #3----------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქალაქი ბ-------, ი.ჯ-----–---–-ს ქ. N6-, ბინა N2;
ადვოკატი - ნი--- დე--------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის I ნაწილით;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 3--------–- საღამოს საათებში ქ. ა---––---ში მდებარე თურქულ რესტორან „ი---------–--“-ში ც------–------ შელაპარაკების ნიადაგზე დანა-ჩანგლის გამოყენებით დაემუქრა ტ----------------ს სიცოცხლის მოსპობით, რითაც ტ----------------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლო სხდომაზე დამტკიცდა, როგორც უდავო სახის მტკიცებულებები.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ც------–------მ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის გახორციელების საფუძვლიანი შიში.
დაზარალებულ ტ----------------ს ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 3--------–- საღამოს დაახლოებით 22:00 საათზე, იგი იმყოფებოდა ქ. ა---––---ში მდებარე თურქულ რესტორანში „ი---------–--“-ში, რესტორანში იყო ც------–------ც, ტ----------------ს უთხრა, რომ სურდა მისი სადღეგრძელო დაელია და მისი კოცნა დაპირა, ამ დროს მასთან მყოფმა მამაკაცმა გააჩერა იგი, რომ არ ეკოცნა, ც------–------ გაბრაზდა და მამაკაცს სახეში გაარტყა, ტ----------------ს ლანძღავდა, შემდეგ დანა და ჩანგალი აიღო ხელში და ემუქრებოდა, რომ მას მოკლავდა. ამის გამო მას შეეშინდა და ფიქრობდა, რომ ც------–------ მუქარას შეასრულებდა.
ნ---–-----–-–---–-ს ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 0------- დაახლოებით 00:30 საათზე რესტორნის დარბაზიდან მას შემოესმა ყვირილის და გინების ხმა, როდესაც იგი დარბაზში შევიდა მან დაინახა, რომ ც------–------ იგინებოდა და ილანძღებოდა უცენზურო სიტყვებით ქართულად, ასევე თურქულადაც ყვიროდა. მას ერთ ხელში დანა ეჭირა, მეორე ხელში კი ჩანგალი და ტ----------------ს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, მას ეუბნებოდა, რომ მოკლავდა და ცდილობდა მასთან მიახლოებას, მაგრამ რესტორანში მყოფნი არ აძლევდნენ ტ----------------სთან მიახლოების საშუალებას.
ტ----------–-ს ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 3--------–- საღამოს დაახლოებით 22:00 საათზე, იგი იმყოფებოდა ქ. ა---––---ში მდებარე თურქულ რესტორანში „ი---------–--“-ში ტ----------------სთან ერთად, გვერდზე მაგიდასთან იჯდა ც------–------, რომელიც შემდეგ მივიდა მათ მაგიდასთან, მან ტ----------------ს უთხრა რომ მისი სადღეგრძელო უნდა დაელია და მისი კოცნა დააპირა, რა დროსაც ჰ--–---------მა ხელი შეუშალა, იგი გაბრაზდა და მას სახეში ხელი გაარტყა, იგი უცენზურო სიტყვებით ილანძღებოდა, შემდეგ მივიდა ისევ მათ მაგიდასთან ერთ ხელში დანა ეჭირა, მეორეში კი ჩანგალი და ემუქრებოდა ტ----------------ს სიცოცხლის მოსპობით.
ც------–------მ სასამართლოს არსებით სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.
ც------–------ს მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი N1, შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, მოწმეთა - ლ--------------ს, ნ---–-----–-–---–-ს, ც------–------ს, ტ----------–-ს, მ-----------------ს, ე-–--------------ს, ი-----------------ს და ტ----------------ს დაკითხვის ოქმებით, დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შესახებ, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო დადასტურებულად თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ ც------–------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I' ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ც------–------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
ც------–------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალის აღიარება და ქმედების გულწრფელი მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის, დაზარალებულის პოზიციის და იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა აღიარა დანაშაული, სასამართლო მიიჩნევს, რომ ც------–------ს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც შეეცვლება პირობით, აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ც------–------ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ც------–------ (პ/ნ 3----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით.
2. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი 01 წელი ჩაეთვალოს პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუწესდეს 01 წელი.
ც------–------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო, რომელიც არააა უზრუნველყოფილი, გაუქმდეს.
3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: შალვა მჭედლიშვილი