განაჩენი

სისხლის სამართლის 01.08.2018
საქმის ნომერი
120100118002523293
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
01.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/264-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

 

24 ივლისი, 2018 წელი ქ. ახალციხე

 

მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი

სხდომის მდივანი - ვარლამ თაბაგარი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი - გ------------–---–---–-

დაცვის მხარე - ბრალდებული - ფ--–-----–-------- - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1--- წლის 3------ს, პ/ნ 0----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები დ. ა------, ჯ-----–---–-ს ქ----

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 1--------, დაახლოებით 21:00 საათზე, დაბა ა------ში ჯ-----–---–-ს ქ-----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ფ--–-----–-------მა საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, მეუღლეს არასრულწლოვანი ა-----–--------ს თანდასწრებით მის დედას თ---------------ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

სამართლებრივი შეფასება

 

ბრალდებულმა ფ--–-----–-------მა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება. დაცვისა და ბრალდების მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა როგორც უდავო სახის მტკიცებულებები.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ:

 

დაზარალებულ თ---------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი გახლავთ ფ--–------–---------ს მეუღლე. 2018 წლის 1------- დაახლოებით 21:00 საათზე, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ფ--–-----–-------- მას ლანძღავდა, შემდეგ მარჯვენა ხელი დაახლოებით 4-5-ჯერ შემოარტყა თავისა და სახის არეში, აგრეთვე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რა დროს თ---------------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური და სულიერი ტკივილი, ამ მომენტში მათთან იყო არასრულწლოვანი შვილი ა----–--------, რომელმაც დაინახა ფ--–-----–-------მა, რომ დაარტყა ხელი მის დედას და შეეშინდა.

 

მოწმე ს----–---–--------ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი გახლავთ ფ--–-----–--------სა და თ---------------ის შვილი, მის მშობლებს აქვთ ერთმანეთან ცუდი დამოკიდებულება ამის მიზეზია ფ--–-----–--------ს ხშირი ალკოჰოლური თრობა, 2018 წლის 1------- ს----–---–--------, მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა მის დედასთან თ---------------თან ერთდ, ს----–---–-------ს და მის დედას თ---------------ს სახლში დაბრუნებისას დაახლოებით 21:00 საათზე ფ--–-----–-------- დახვადა ნასვამი, მან აარიდა თავი და წავიდა მის მეგობარ ა----------სთან, 21:39 საათზე, როდესაც სახლში მივიდა თ---------------ი დახვდა ნამტირალები და მისი მცირეწლოვანი და, ა----–-------- შეშინებული. დაახლოებთ 15-20 წუთის შემდეგ მოვიდა ფ--–-----–--------, რა დროსაც ს----–---–-------მა მას უთხრა რომ მისულიყო და დედამისისთვის ბოდიში მოეხადა, ფ--–-----–-------- გაბრაზდა და დაუწყო მას სიტყვიერი შეურაწყოფა, იქვე ღუმელთან დაწყობილი შეშიდან ერთ-ერთი აიღო და უნდოდა მისთვის ჩაერტყა, შემდეგ გამოვიდა თ---------------ი და შეიყვანა მეორე ოთახში ს----–---–--------. ფ--–-----–-------მა რომელსაც ხელში ეჭირა შეშის ნატეხი ესროლა ს----–---–-------ს აცდენის დროს მოხვდა იგი მინას და სრულად ჩაიმსხვრა.

 

მოწმე ს--------------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის ფ--–-----–--------ს და თ---------------ის შვილი. ფ--–-----–-------ს უყვარს ალკოჰოლური სასმელების დალევა, რა დროსაც ხშირად მოსდით ხოლმე უთანხმოება მას და მის მეუღლეს, 2018 წლის 1------- დაახლოებით 21:30 საათზე მას დაუკავშირდა ფ--–-----–-------- და სთხოვა რომ ჩასულიყო დაბა ა------ში, რადგან მასთნ ლაპარაკი სურდა. მეორე დღეს დილით მას დაუკავშირდა დედა თ---------------ი და უთხრა რომ ფ--–-----–-------მა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

2018 წლის 1---------------------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად თ---------------ს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

ფ--–-----–--------ს მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი ფორმა N1, მოწმეთა - ს----–---–--------ს, ა----------ს, ს------------------ის, ა-----–--------ს და გ---------------ს გამოკითხვის ოქმები, ფ--–-----–-------ს ბრალდებულის სახით დაკავების ოქმით, დადგენილება სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, თ---------------ის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ხელწერილი და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლოს დასკვნა ფ--–-----–--------ს მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულ ფ--–-----–--------ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები

ფ--–-----–-------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება

სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ფ--–-----–-------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოსახდელად სასამართლო დაადგენს გამოსაცდელ ვადას, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ფ--–-----–--------ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის გულწრფელ აღიარებას და ჩადენილი ქმედების მონანიებას. ასევე, დაზარალებულის თ---------------ის პოზიციას. მის მიერ წარმოდგენილი განცხადებით დგინდება, რომ მეუღლის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს მის მიმართ გატარდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები. შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით გამოსაცდელი ვადით შეცვლა უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას, გამორიცხავს მის მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის ალბათობას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ფ--–-----–-------- (პ/№0----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი 02 წელი ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 წელი.

 

2. ფ--–-----–--------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 1----------- 2018 წლის 0--------- ჩათვლით.

 

2. ფ--–-----–--------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. - გირაოს შემტანს თ---------------ს განაჩენის აღსრულებიდან 01 თვის ვადაში დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის, აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე: სს „საქართველოს ბანკი“ ბანკის კოდი BAGAGE22; მიმღები ანგარიშის ნომერი GE27LBG0000000999999999-ზე 2018 წლის 0---------–ეტანილი თანხა 5000 ლარი.

 

3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

მსჯავრდებულს უფლება აქვს აღძრას შუამდგომლობა შეწყალების შესახებ.

 

მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი