განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100118002549740
N1/203-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
თე-–---ს რაიონული სასამართლო
02 აგვისტო, 2018 წელი თე-–---
მოსამართლე - თა------------ე
სხდომის მდივანი - ფი------------ე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - შო---------ა
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ალ------------–---–ი (დაბადებული - 19-3 წლის 1- მაისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციის მისამართი- ახ----ა, სოფელი ჯო----–ო; ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი- ახ----ა, სოფელი დუ---------ი ),კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილი
დისპოზიცია: თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
პირის ბრალდების შესახებ 2018 წლის 30 ივნისის დადგენილების თანახმად, ალ------------–---–ს ბრალი დაედო - თაღლითობისათვის, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებისათვის. კერძოდ, 2018 წლის 1- ივნისს, დაახლოებით 10:30 საათზე ალ------------–---–ი მივიდა ქ. ახ----ა, რუ-------–-ს ქ. N56-ში მდებარე თე------------–---–---ის კუთვნილ ავტონაწილების მაღაზიაში. ალ------------–---–ს ჰქონდა რა განზრახული, რომ მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა თე------------–---–---ის კუთნილ ავტომანქანის ზეთს, ზემოხსენებული ავტონაწილების მაღაზიაში გამყიდველს- თე------------–---–---ს უთხრა, რომ უნდოდა ავტომანქანის ზეთი. თე------------–---–---მა მას მიაწოდა სამი ცალი ერთლიტრიანი ავტომანქანის ზეთით სავსე ქილა, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენდა ოცდაათ ლარს. ალ------------–---–მა აიღო სამივე ქილა და აპირებდა მაღაზიიდან გასვლას მათი საფასურის გადახდის გარეშე. ამ დროს თე------------–---–---მა ალ------------–---–ს მოსთხოვა, რომ ავტომანქანის ზეთის საფასური გადაეხადა, რის საპასუხოდ ალ------------–---–მა მოატყუა, რომ ფული მანქანაში ჰქონდა და თანხას შემოაწვდიდა. ალ------------–---–ი მაღაზიიდან გარეთ გამოვიდა და მას უკან გამოჰყვა თე------------–---–---ი. ავტომანქანასთან მისვლის შემდეგ ალ------------–---–ს თე------------–---–---მა კვლავ მოსთხოვა ნივთების საფასურის -ოცდაათი ლარის გადახდა, რაზეც ალ------------–---–მა კვლავ მოატყუა, რომ მისი მეგობარი იყო ბენზინგასამართ სადგურზე წასული ბენზინის საყიდლად, რომელსაც ჰქონდა ფული და მისი დაბრუნების შემდეგ გადაუხდიდა ავტომანქანის ზეთების საფასურს. მალევე ავტომანქანასთან მოვიდა ჯა-------------–---–ი, რომელმაც ავტომანქანაში საწვავი ჩაასხა და ჩაჯდა ავტომანქანაში. ალ------------–---–იც ჩაჯდა ავტომანქანაში, რა დროსაც თე------------–---–---მა კვლავ უთხრა, რომ თანხა გადაეხადა მისთვის, რაზეც ალ------------–---–მა უპასუხა, რომ ზეთების საფასურის გადახდას არ აპირებდა, რის შემდეგ სწრაფად დატოვეს ტერიტორია. აღნიშნული ქმედებით თე------------–---–---ს მიადგა ოცდაათი ლარის ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
ალ------------–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების -ნი------–---–---ის, კა---------–---–---ის, ჯა-------------–---–ის გამოკითხვის ოქმებს, დაზარალებულ - თე------------–---–---ის გამოკითხვის ოქმებს, თავად ბრალდებულ ალ------------–---–ის აღიარებით ჩვენებას და მისი გამოკითხვის ოქმს, ადგილის დათვალიერების ოქმს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, დაზარალებულის განცხადებას ზარალის ანაზღაურების და არანაირი პრეტენზიის არქონის შესახებ და ასევე სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ალ------------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს საქმის არსებითად განხილვის დროს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება
ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით.
აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედების სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრება. თაღლითობა წარმოადგენს მიზნით დაფუძნებულ დელიქტს, რომლის ჩადენა შესაძლებელია მხოლოდ პირდაპირი განზრახვით და სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი არის ამ ქმედების სავალდებულო და აუცილებელი ნიშანი. იმისათვის რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ქონების მესაკუთრის ნებისაგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს ის პირი, რომელიც ამ ქმედებას სჩადის. ამ პირს ასევე გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისათვის. დანაშაულებრივი ქმედების ობიექტური შემდაგნელობის სავალდებულო ნიშანი არის ის, რომ ქმედების სუბიექტი სხვის ნივთს ეუფლება და დაზარალებულს ქონებრივ ზიანს აყენებს ქმედების ჩადენის ხერხის -მოტყუების გამოყენების გზით და სწორედ ეს ხერხი უადვილებს მას ქონების დაუფლებას. თაღლითობა განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენისას აუცილებელია დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს, რომ ატყუებს ქონების მესაკუთრეს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ქონებას. თაღლითობას, განსხვავებით საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისგან, აქვს ინფორმაციული ხასიათი, დამნაშავე დაზარალებულისათვის გარკვეული არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, ცდილობს, რომ შეაცდინოს იგი და ამ გზით დაეუფლოს მის კუთვნილ ქონებას და მიისაკუთროს ეს უკანასკნელი. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც გახდება თაღლითობის მსხვერპლი, უმეტეს შემთხვევებში თავად გადასცემს დამნაშავეს საკუთარ ქონებას, რადგან მას მიაწოდეს ისეთი ინფორმაცია, რამაც ის შეცდომაში შეიყვანა. ამავე დროს, თაღლითობისას დამნაშავე ყოველთვის მოქმედებს ანგარების მოტივით, რაც მდგომარეობს სხვის ხარჯზე მატერიალური გამორჩენის მიღების ინტერესში. თაღლითობა საკანონმდებლო კონსტრუქციით მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება. მისი ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს მავნე შედეგის დადგომას ქონებრივი ზიანის სახით, ამიტომ თაღლითობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან როდესაც დამნაშავე დაეუფლა სხვის ქონებას და რეალური შესაძლებლობა აქვს, განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებით, იმისდა მიუხედავად, მოახერხა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება.
მოცემულ შემთხვევაში გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით -მოწმეების -ნი------–---–---ის, კა---------–---–---ის, ჯა-------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულ - თე------------–---–---ის გამოკითხვის ოქმებით, თავად ბრალდებულ ალ------------–---–ის გამოკითხვის ოქმით, ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, დაზარალებულის განცხადებით ზარალის ანაზღაურების და არანაირი პრეტენზიის არქონის შესახებ და ასევე სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ალ------------–---–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა თე------------–---–---ის კუთვნილ ავტომანქანის ზეთს, რითაც დაზარალებულს მიადგა ოცდაათი ლარის ზიანი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ალ----------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ 39-ე მუხლით დადგენილ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ, ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სამართალწარმოებისა და გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს სისხლის სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით. სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო სხვა, ფუნდამენტურ პრინციპებთან ერთად, ხელმძღვანელობს სამართლიანობისა და ჰუმანიზმის პრინციპებით.
სასჯელის სამართლიანობა, ერთი მხრივ, აკმაყოფილებს საზოგადოებრივ გრძნობას, მართლშეგნებას, რომ დანაშაულის ჩადენით ხელყოფილი სამართლიანობა აღდგენილი იქნა, ხოლო მეორე მხრივ, იგი ხელს უწყობს მსჯავრდებულის მხრივ სასჯელისადმი სწორი დამოკიდებულების შემუშავებას და შესაბამისად, სასჯელში გამოხატული სახელმწიფოს ოფიციალური სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა არ შეიძლება დაყვანილ იქნას მკაცრ სუბიექტურ შურისგებაზე.
ჰუმანიზმის პრინციპი ერთერთი განმსაზღვრელი პრინციპია სასჯელის დანიშვნისას და ამიტომ, აუცილებელია, სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას დაცული იქნას ჰუმანიზმის პრინციპის ისეთი არსებითი ასპექტი, როგორიცაა ბრალეული პირისადმი დამოკიდებულება. ამის გამო საქართველოს სსკ 39-ე მუხლი მსჯავრდებულში პოზიტიური პასუხისმგებლობის აღდგენას ითვალისწინებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი თავისი არსით, დამნაშავის მორალურ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას იწვევს, შესაბამისად, სასჯელის მიზანი არაა ფიზიკური ტანჯვისა ანდა ფსიქოლოგიურ-მორალური ტანჯვის იმაზე მეტად მიყენება დამნაშავისათის, ვიდრე მის მიერ ჩადენილი ქმედება და ქმედების ჩამდენი პიროვნებაა. გამომდინარე აქედან, ჰუმანიზმის პრინციპი გულისხმობს სამართლიანი სასჯელის ჰუმანურობას.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
მოცემულ შემთხვევაში ალ------------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
სასამართლო ალ------------–---–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას ითვალისწინებს მის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ითვალისწინებს, რომ მის მიერ ჩადენილია საკუტრების უფლების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. სასამართლო სასჯელის შემსუბუქების კონტექსტში, ითვალისწინებს და ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებს: ბრალდებულის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული. ბრალდებულის ქცევას - დაზარალებულს აუნაზღაურა ზიანი . სასამართლო მიაპყრობს ყურადღებას იმ ფაქტს, რომ დაზარალებულს მასთან არავითარი სახის პრეტენზია არ გააჩნია, ასევე, ითხოვს ალ------------–---–ის მიმართ სამართლებრივი შეღავათების გაწევას, სასამართლო ითვალისწინებს ალ------------–---–ის მიერ დანაშაულის აღიარებასა და გულწრფელ მონანიებას, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის კანონშესაბამის, ზრდილობიან ქცევას სასამართლო სხდომებზე. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ არ არის ნასამართლევი, არის დაოჯახებული..
ეს გარემოებე სასამართლო აღნიშნავს, რომ ალ------------–---–ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას სასჯელის ისეთი სახე და ზომა , რაც გახდება მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი არამართლზომიერი ქმედების ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო ითვალისწინებს ალ------------–---–ის პიროვნებას, მის ასაკს, იმ გარემობებეს, რომ იგი არ არის პირველი ან და მეორე ჯგუფის ინვალიდი, საპენსიო ასაკის, გაწვეული სამხედრო მოსამსახურე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ქმედების სიმძიმის, მისი ჩამდენი პირის პიროვნების, ზიანის ანაზღაურების ,ქმედების შემდეგ ბრალდებულის ქცევისა და სხვა ფქტორების გათვალისწინებით, სასჯელის მიზნების მისაღწევად ობიექტურად საკმარისია სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება, რაც არის ადეკვატური, პროპორციული კონკრეტულ შემთხვევაში ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნებისა, და რითაც მოცემულ შემთხვევაში დაცული იქნება ერთის მხრივ სამართლიანობის აღდგენა და მეორეს მხრივ, დამნაშავის რესოციალიზაცია და მიიღწევა სასჯელის მიზნები.
სასამართლოს განაჩენის 4. პუნქტში სასამართლოს მსჯელობისა და ბრალდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინების შედეგად, ალ------------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ოდენობით.
5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად:
სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ერთი ცალი ოქროსფერი პლასტმასის ქილა დალუქული N31/1 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს ახ----ის რაიონულ სამმართველოში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-279-ე, მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ალ------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ვადით.
ალ------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ერთი ცალი ოქროსფერი პლასტმასის ქილა დალუქული N31/1 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს ახ----ის რაიონულ სამმართველოში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში .
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თე-–---ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თა------------ე