განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №820100118002538367
№1-172/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30.07.2018 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი
სხდომის მდივანი სოფია კობახიძე
პროკურორი - ა---- მ------ია
ბრალდებული - ნ-------- ბ---–----ე
ადვოკატი - ზ----- მ--------ე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №173300518002
ბრალდებულ ნ-------- ბ---–----ის მიმართ
დაბადებული: 04.07.1--- წელი
დაბადების ადგილი: საქართველო, ხულო;
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლობის არ მქონე,ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
რეგისტრირებული: ხულოს რაიონი, სოფელი თ---–----,ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი ფ-------–--–------------ N188 ბინა N390
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის მაისის თვის დასაწყისში, ქ. ბათუმი, ფ------------–--–ის გამზირი N188-ში არსებულ ე.წ ,,ო–-------------–---ში’’ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ნ-------- ბ---–----ემ, არასრულწლოვანი შვილის ლ--- ბ---–----ის თანდასწრებით, ფიზიკური ძალადობა განახორციელა თავისი მეუღლის ნ----- ა--–--ის მიმართ, კერძოდ, ნ-------- ბ---–----ემ ხელი დაარტყა სახეში თავის მეუღლეს ნ----- ა--–--ეს, განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად ნ----- ა--–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. 2018 წლის 30 მაისს, დაახლოებით 22:25 საათზე, ქ. ბათუმი, ფ------------–--–ის გამზირი N188-ში არსებულ ე.წ ,,ო–-------------–---ში’’ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ნ-------- ბ---–----ემ დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს მეუღლეს ნ----- ა--–--ეს, რა დროსაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. 2018 წლის 30 მაისს, დაახლოებით 22:25 საათზე, ქ. ბათუმი, ფ------------–--–ის გამზირი N188-ში არსებულ ე.წ ,,ო–-------------–---ში’’ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ნ-------- ბ---–----ე დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს, შვილს ლ--- ბ---–----ეს, რა დროსაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
4.ბრალდებულმა თავი დამნაშავედ სცნო, ამავდროულად მხარეები არსებითი განხილვის სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
5.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
6. ნ-------- ბ---–----ემ დაადასტურა, რომ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლე ნ----- ა--–--ეს დაარტყა ხელი სახის არეში.
7. დაზარალებულმა ნ----- ა--–--ემემ განაცხადა, რომ მეოღლემ, ნ-------- ბ---–----ემ მიაყენა ფიზიკური ტკივილი მისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით.
8.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნით ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას
9. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ ბრალდებულმა ნ-------- ბ---–----ემ არასრულწლოვანი შვილის თანდსაწრებით მეუღლეს ნ----- ა--–--ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
10. ოჯახის წევრის სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
11. ოჯახის წევრის სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.
12. დაზარალებულმა ნ----- ა--–--ემ განაცხადა, რომ 2018 წლის 30 მაისს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მეუღლე, ნ-------- ბ---–----ე მას დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში, რასაც ესწრებოდა მათი არასრულწლოვანი შვილი.
13. არასრულწლოვანი დაზარალებული ლ--- ბ---–----ის განმარტებით 2018 წლის 30 მაისს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მამა, ნ-------- ბ---–----ე მას დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში, რასაც ესწრებოდა მათი არასრულწლოვანი შვილი.
14. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ ბრალდებულმა ნ-------- ბ---–----ემ განახორციელა ოჯახის წევრის, მეუღლის ნ----- ა--–--ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რა დროსაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
15. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ ბრალდებულმა ნ-------- ბ---–----ემ განახორციელა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის, შვილის ლ--- ბ---–----ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რა დროსაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სამართლებრივი შეფასება:
16. სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-------- ბ---–----ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;
ოჯახის წევრის სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.- დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ოჯახის წევრის სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ - დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
17. ნ-------- ბ---–----ეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
18.ნ-------- ბ---–----ეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება :
19. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ-------- ბ---–----ეს, რომელმაც აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, შეურიგდა დაზარალებულს, სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმეს, მის პიროვნებას და დანაშაულის შემდგომ ქცევას და რაც არ იქნება მკაცრი და უსამართლო, რაც სასამართლოს აზრით უფრო მეტად შეუწყობს ხელს სამართლიანობის აღდგენას და მის საზოგადოებაში ინტეგრაციას აღნიშნული მიდგომა სრულ თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან, სასამართლომ საქმეზე Olsson v. Sweden სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.
საქმეზე Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მუდმივად გასდევს სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის.“
პირობითი მსჯავრის გამოყენებასთან დაკავშირებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია stogmuller-ის (1969 წლის 10 ნოემბერი) და schiesser-ის (1979 წლის 04 დეკემბერი) საქმეები, რომლის შესაბამისად პირობით გათავისუფლება აუცილებელია, მაშინ როდესაც საჭირო არ არის თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1.ბრალდებული ნ-------- ბ---–----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად ნ-------- ბ---–----ეს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 03 (სამი) წელი.
2.გაუქმდეს მსჯავრდებულ ნ-------- ბ---–----ის მიმართ შერჩეული აღკვეთი პატიმრობა.
3. მსჯავრდებული ნ-------- ბ---–----ე დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
4. ნ-------- ბ---–----ეს სასჯელის მოხდილ ვადაში, აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში, ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 30 მაისიდან 2018 წლის 30 ივლისის ჩათვლით.
5.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დანა - განადგურდეს;
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე:
ხვიჩა კიკილაშვილი