განაჩენი

სისხლის სამართლის 03.08.2018
საქმის ნომერი
020100118002425731
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
03.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN 020100118002425731(1/217-2018)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 ივნისი, 2018 წელი ქ. ზუ------ი

 

ზ უ გ დ ი დ ი ს რ ა ი ო ნ უ ლ ი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო

 

მოსამართლე - ნატრული აკობიამ

სხდომის მდივანი - მარიამ თოდუას

 

ბრალდების მხარე: პროკურორი- მა----------ს

დაცვის მხარე: ადვოკატი- ელ----------------------------------ს

ბრალდებული- ზვ------------------ს

მონაწილეობით დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

 

1.ბრალდებული: ზვ------------------ს მიმართ

მამის სახელი: რო---

დაბადებული: 25.07.1--- წელს

პირადი ნომერი: 19---------

საქართველოს მოქალაქე

საშუალო განათლების მქონე

დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

მისამართი: ქ. ზუ----------------------------

რეგისტრირებული: ზუ--------------------------–---------

აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეფარდებული

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

ზვ------------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი და ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ზვ------------------მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვ-- ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

ზვ------------------ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების აღწერა:

 

2018 წლის 2 აპრილს, ზვ------------------ მეუღლესთან და არასრულწლოვან შვილებთან ან---------------სთან (16 წლის) და სა----------------სთან (8 წლის) ერთად მეუღლის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანით მგზავრობდა ქ. ზუ------------------------------------------–--------- მიმართულებით, რა დროსაც ან---------------- ქცევით განაწყენებულმა და გაბრაზებულმა ზვ------------------მ სა----------------- თანდასწრებით რამდენჯერმე მუშტი ჩაარტყა მას თავისა და ზურგის არეში, რის შედეგად ან---------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ზვ------------------ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვ-- ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქარათველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

 

ზვ------------------ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების აღწერა:

 

2018 წლის 08 აპრილს, ზუ--------------------------–-------–- 16 წლის არასრულ- წლოვანი შვილის ან---------------- ქცევით განაწყენებულმა და გაბრაზებულმა ზვ------------------მ მუშტი ჩაარტყა თვალის არეში, რის შედეგად ან--------------- წაიქცა და წაქცეულს რამდენჯერმე წიხლი ჩაარტყა წელისა და მუცლის არეში, აღნიშნული ქმედებით ან---------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდების და დაცვის მხარის შეთანხმებით მტკიცებულებებს ნაწილობრივ მიენიჭა პრეიუდიციული ძალა თანახმად საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლისა და არ იქნა გამოკვლეული.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან მხარეებმა გარკვეული წერილობითი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას ასევე ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006).

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

არასრულწლოვანმა დაზარალებულმა ან---------------მ სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ახლო ნათესავის, მამის, ზვ------------------ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

მოწმე ლა-------------------მ უარი განაცხადა ახლო ნათესავის - შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

მოწმე ლე-–-----–-–--მ უარი განაცხადა მეუღლის, ზვ------------------ს მიმართ მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.

 

არასრულწლოვანმა მოწმემ სა----------------მ ასევე უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მამის მიმართ მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.

 

მოწმე დი--------------- განმარტავს, რომ არასრულწლოვანმა ან---------------მ შემოიტანა განცხადება მამის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ, რის საფუძველზე დააკავეს ზვ------------------, დაკითხა დაზარალებული ან---------------, რომელმაც განმარტა, რომ მამის მხრიდან ორჯერ ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას ადგილი, ასევე დაკითხა მოწმეები და წარუდგინა ბრალი ზვ------------------ს.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტი მა------------–--- მოწმის სახით დაკითხვისას განმარტავს, რომ გამომძიებლის 2018 წლის 18 აპრილის დადგენილების საფუძველზე ჩაატარა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, შესამოწმებლად წარედგინა არასრულწლოვანი ან---------------, მას ახლდა სოციალური მუშაკი ნი-----------–---, შესამოწმებელი პირის განმარტებით 2018 წლის 08 აპრილს მამამ სო----–-------–- ხელით და ფეხით ცემა, რა დროსაც მიიღო დაზიანება და უჩიოდა ტკივილებს დაზიანებულ მიდამოში. მას აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთების და ნაჭდევების სახით მარჯვენა წვივის წინა ზედაპირზე, მარჯვენა მუხლის სახსრის და გულმკერდის წინა ზედაპირზე, რაც მიყენებული იყო მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნებოდა დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ბრალდებულმა ზვ------------------მ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი და საბოლოო სიტყვაში მოითხოვა გამართლება.

 

ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული იქნა მის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები:

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით (ფორმა №1) საქართველოს შსს ზუ------ის რაიონულ სამმართველოში 2018 წლის 17 აპრილს დაიწყო გამოძიება ზვ------------------ს მიერ არასრულწლოვანი შვილის, ან---------------- მიმართ ძალადობის ფაქტზე (ს.ფ .1)

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს 2018 წლის 23 აპრილის N00------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ 2018 წლის 18 აპრილს 17:05-17:25 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას ან---------------ს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით, რომელიც განვითარებულია მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, დაზიანებები მარჯვენა წვივის წინა ზედაპირზე შუა მესამედში, მარჯვენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე და გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხნივ ქვედა მესამედში ნაჭდევების სახით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს (ს. ფ.93-95)

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებები, თავისუფლებები და ჯანმრთელობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და საკანონმდებლო აქტებით და მისი ხელყოფისათვის გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

 

ოჯახი სახელმწიფოს საფუძველი და ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ელემენტია. სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს ადამიანის უფლება იცხოვროს ოჯახში ძალადობის გარეშე, ოჯახის წევრთა თანასწორობის საფუძველზე შექმნას მათი უფლებების დაცვის საკანონმდებლო და სოციალური გარანტიები, შეინარჩუნოს ოჯახური ღირებულებები, დაიცვას ოჯახი ძალადობისგან, საკანონმდებლო საფუძველზე უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის მართლმსა- ჯულების ხელმისაწვდომობა.

 

პირის კონსტიტუციით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები არ შეიძლება შეიზღუდოს მისივე ოჯახის წევრის მიერ.

 

ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ასევე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მესამე მუხლის შესაბამისად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით, ან/ და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

ამავე კანონის შესაბამისად ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევ--ნ ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული არის პასუხისმგებლობა ოჯახში ძალადობისათვის, რადგან ოჯახში ძალადობის არსი ადამიანის პირადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვაში მდგომარეობს, რასაც შეიძლება მოჰყვეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანი.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევ--ნ ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

დაზარალებულმა ან---------------მ, მოწმეებმა ლა-------------------მ, ლე-–-----–-–--მ და სა----------------მ უარი განაცხადეს ზვ------------------ს მიმართ მისი მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. დანარჩენი მოწმეები და--------–-----, მა------------–--- და დი--------------- არ წარმოადგენენ ძალადობის ფაქტის თვითმხილველ მოწმეებს და შესაბამისად ზვ------------------ს ბრალეულობის დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ ირიბი მტკიცებულებები, რასაც ბუნებრივ-- სასამართლო ვერ დაეყრდნობა და ვერ გამოიყენებს ზვ------------------ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში ირიბი მტკიცებულებებთან მიმართებაში აღნიშნა, რომ ირიბი ჩვენების შემთხვევაში მოწმე გამოძიებას ან სასამართლოს აწვდის ინფორმაციას ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ან სხვა გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად არ ყოფილა, ხოლო ამ გადაწყვეტილების 22-ე პუნქტის შესაბამისად დადგენილება ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და საბრალდებო დასკვნა უნდა ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს, ირიბი ჩვენება სანდოობის თვალსაზრისით ნაკლებად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, რამდენადაც ირიბი ჩვენების მიმცემ პირს არ შეუძლია დაადასტუროს, თუ რამდენად უტყუარია სხვა პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რის გამოც სახეზე არ არის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 126 1 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ქვეპუნქტით დანაშაულის შემადგენლობა.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებების და საქმეზე მოპოვებული და დასაშვებად ცნობილი წერილობითი მტკიცებულებების ანალიზის და შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ზვ------------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად არ არსებობს ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ზვ------------------ს მიერ ამ დანაშაულის ჩადენაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნებით და ძირითადი პრინციპებით:

 

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის შესაბამისად საქმის სამართლიან სასამართლოში განხილვის ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას ან შერაცხულ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ამ პრინციპთან სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-40-ე მუხლის მესამე ნაწილი, რის მიხედვით გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.

 

სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების („საქართველოს მოქალაქე ზუ----------ე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) 44-ე პუნქტის მიხედვით საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით არაერთ გადაწყვეტილებაშია მითითება მხოლოდ გონივრულ ეჭვს მიღმა მაღალი სამართლებრივი სტანდარტით მტკიცებულებათა არსებობის აუცილებლობის შესახებ პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს ეჭვს ქვეშ არ უნდა აყენებდეს დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს.

 

ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ გაანალიზა გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი დამოკიდებულებისა და უტყუარობის, დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ზვ------------------ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა ზვ------------------ს ბრალეულობას, რის გამოც იგი ზემოთაღნიშნულ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 276-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამართლებულს გააჩნია მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება. ანალოგიური მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ნებისმიერი უკანონო ქმედება, რომლის შედეგად ზიანი მიადგა სხვა პირს ავალდებულებს მის მიმყენებელს გადაიხადოს კონპენსაცია. (საქმე De jong Baljet and van den brinkv the Netherlands)

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-280-ე, 292-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ცნობილ იქნას უდანაშაულოდ ზვ------------------ (პირადი ნომერი 19---------) საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 126 1 მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;

 

2. ზვ------------------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში. ასევე გაუქმდეს მის მიმართ გამოყენებული პასპორტის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და მართვის მოწმობის გამოძიების ორგანოში ჩაბარების და გამოძიების ორგანოში კვირაში ორჯერ, გამომძიებლის მიერ განსაზღვრულ დროს გამოცხადების ვალდებულება, ასევე ბრალდების მხარის მიერ მოწმის სახით გამოკითხულ პირებთან უშუალოდ ან ვინმეს მეშვეობით ნებისმიერი ფორმით კომუნიკაციის აკრძალვა.

 

3.ზვ------------------ს განემარტოს, რომ საქართველოს სსსკ-ის 276-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

4.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

 

5.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუ------ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნატრული აკობია