გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.08.2018
საქმის ნომერი
421210018002505531
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
03.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 421210018002505531

N2/128-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

02.08.2018 წ. ქ. ყვარელი

შესავალი ნაწილი

ყვარლის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი გვანცა სოლოღაშვილი

მოსარჩელე - ბე--- გრ-----–ია.

წარმომადგენელი - ჯუ-- ჭო------–-ძე.

მოპასუხე - ქე------ ბუ------–--ლი.

წარმომადგენელი - ბი---- პა-----–--ლი.

დავის საგანი - განქორწინება.

ღია სასამართლო სდომაზე განიხილა განქორწინების შესახებ სარჩელი.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. 1.1. მოსარჩელემ მოითხოვა 2011 წლის 06 სექტემბერს მომხდარი ქორწინების შეწყვეტა.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ სცნო, და განმარტა, რომ მისი ქმარი ამ ეტაპზე იმყოფება საზღვარგარეთ და ცხოვრობს სხვა ქალთან, რომელიც აიძულებს, რომ მასთან მოახდინოს განქორწინება, თუმცა მისთვის ცნობილია, რომ იგი აპირებს საქართველოში დაბრუნების შემდეგ დაბრუნდეს მოპასუხესთან. ამიტომ მოპასუხემ მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სარჩელი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მეუღლეები ერთად არ ცხოვრობენ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ბე--- გრ-----–ია და ქე------ ბუ------–--ლი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2011 წლის 06 სექტემბრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი განქორწინების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1127-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის ,,გ’’ პუნქტის თანახმად ქორწინება წყდება განქორწინებით. ამავე კოდექსის 1127 მუხლის თანახმად განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა. მხარეთა განმარტებით და ფაქტობრივი გარემოებებით დადასტურდა, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, რადგან მოსარჩელე არ ცხოვრობს მოპასუხესთან და კატეგორიულად მოითხოვს განქორწინებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სსს კოდექსის 53 მუხლის I ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

7 2. სსს კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის თ) ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს; ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

7.3. სსს კოდექსის 14 მუხლის გ) ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმეებია საოჯახო ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე;

ამდენად, მოცემული საქმე მაგისტრატი სასამართლოს განსჯადია და სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს.

 

მოსარჩელე ბე--- გრ-----–იას სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს, ქვითარი (დედანი) ერთვის საქმეს, ამიტომ მოპასუხე ქე------ ბუ------–--ლს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, 50 ლარის ოდენობით, მოსარჩელე ბე--- გრ-----–იას სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე, 49-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მოსარჩელე ბე--- გრ-----–იას სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე ბე--- გრ-----–იასა (პ/ნ 3----------) და მოპასუხე -ქე------ ბუ------–--ლს (პ/ნ 4----------- შორის 2011 წლის 06 სექტემბერს სსგს სა---------ის სამოქალაო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება ( ქორწინების მოწმობა N4----------, სააქტო ჩანაწერი N4----------) შეწყდეს.

 

3. მოპასუხე -ქე------ ბუ------–--ლს (პ/ნ 4----------- დაეკისროს მოსარჩელე ბე--- გრ-----–იას (პ/ნ 3----------) სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე