განაჩენი

სისხლის სამართლის 03.08.2018
საქმის ნომერი
020100118002554536
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
03.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN020100118002554536(1/379-2018)

განაჩენი

საქართველოს სახელით

31 ი-ლისი 2018 წელი ქ. ზუ-------

ზ უ გ დ ი დ ი ს რ ა ი ო ნ უ ლ ი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო

 

მოსამართლე - ნატრული აკობიამ

სხდომის მდი-ანი - მარიამ თოდუას

 

ბრალდების მხარე: პროკურორი-მა---------------

დაცვის მხარე: ადვოკატი-რა---–-----------

ბრალდებული-ზვ-------------

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

 

1.ბრალდებული: ზვ------------- მიმართ

მამის სახელი: გი--

დაბადებული: 19.05.1--- წელს

პირადი ნომერი: 62---------

საქართველოს მოქალაქე

საშუალო განათლების მქონე

დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

მისამართი: ზუ-------------------------------------

რეგისტრირებული: გა-–--------------------------------

აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით

 

აღწერილობით-სამოტი-აციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ზვ------------- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვ-- ფიზიკური ტკი--ლი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისი-ე ოჯახის წევრის მიმართ.

 

იმ დანაშაულებრი-- ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:

 

2018 წლის 08 ი-ლისს, ღამის საათებში, ზუ-------ს რა----ის სო----– ინ----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მყოფმა ზვ------------- მეუღლეს, ჯუ-–--------------, რომელთანაც იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, არასრულწლოვანი შვილიშვილის, მა------------ თანდასწრებით, დაარტყა გაშლილი ხელი თავისა და სახის არეში, რის შედეგად ჯუ-–-------------- განიცადა ფიზიკური ტკი--ლი.

 

ბრალდებულის პოზიციიდან გამომდინარე, რომელმაც შერაცხულ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ და სადავოდ არ გახადა ბრალდების მტკიცებულებები, ბრალდების და დაცვის მხარის შეთანხმებით საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ნაწილობრი- მიენიჭა პრეიუდიციული ძალა და არ იქნა გამოკვლეული.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან მხარეებმა მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, გარდა დაზარალებულ ჯუ-–-------------- და მოწმე მა-------------- გამოკითხვის ოქმისა, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას ასევე ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006).

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

დაზარალებული ჯუ-–-------------- ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2018 წლის 08 ი-ლისს დაახლოებით 02:00 საათზე გამოაღვიძა მეუღლემ და წყლის მოტანა თხოვა, მას ფერი ჰქონდა დაკარგული და უაზროდ იქცეოდა, ქალიშვილს, მა--------------, რომელიც მისაღებ ოთახში იწვა, უთხრა, რომ ბავშვი გაეყვანა მათი საძინებლიდან, რადგან მეუღლის საქციელით იყო შეშინებული, ამაზე გაბრაზებულმა ზვ------------- შვილის და შვილიშვილის თანდასწრებით სახეში გაარტყა ხელი და გარეთ გააგდო. ბავშვს შეეშინდა და ატირდა, ოცდახუთი წელია ზვ-------------თან იმყოფება ქორწინებაში, მათ ჰქონდათ ნორმალური ურთიერთობა და კარგი ოჯახი, მაგრამ თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ მისი მეუღლე შეიცვალა, გახდა ნარკოტიკებზე დამოკიდებული და ამ მიზეზით იქცევა ცუდად.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე მა-------------- და განმარტა, რომ 2018 წლის 08 ი-ლისს გვ--ნ ღამით მამამისმა ზვ------------- მისი და სამი წლის შვილის, მა------------ თანდასწრებით, მშობლების საძინებელ ოთახში ხელი გაარტყა დედას-ჯუ-–--------------, ბავშვს შეეშინდა და დაიწყო ისტერიული ტირილი, ეს მშობლების კონფლიქტის პირველი შემთხვევა იყო და ზვ------------- მხრიდან მეუღლის მიმართ ძალადობას ადრე ადგილი არ ჰქონია.

 

ზვ------------- შერაცხულ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მიმდინარე წლის 08 ი-ლისს ღამით გამოეღვიძა, რადგან თავს გრძნობდა ცუდად, განერვიულებული იყო და მეუღლეს, ჯუ-–--------------, გაარტყა ხელი, რასაც მისი ქალიშვილი და შვილიშვილი ხედავდნენ, რის გამოც ბავშვი ატირდა. აქვს ნარკოტიკების მიმართ დამოკიდებულება, სურს განიკურნოს, აღიარებს და ინანიებს ჩადენილს.

 

ზვ------------- მიმართ შერაცხული ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია საქმეზე შეკრებილი, ეჭვის გამომრიცხავი, რელევანტური და უდავო მტკიცებულებებით.

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით (ფორმა №1) ზვ------------- მიმართ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2018 წლის 08 ი-ლისის შეტყობინება ზვ------------- მიერ მეუღლის, ჯუ-–--------------, მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე (ს.ფ. 1-2).

 

2018 წლის 08 ი-ლისის ოქმით შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესახებ (ს.ფ 25-38)

 

მა------------ დაბადების N 48--------- სააქტო ჩანაწერით (ს.ფ 60)

 

მა-------------- დაბადების N ნკ 87---- სააქტო ჩანაწერით (ს.ფ 123)

 

ზვ------------- და ჯუ-–-------------- ქორწინების V-TN N4----- მოწმობით (ს.ფ 124)

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2018 წლის 10 ი-ლისის №00------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით (ს.ფ 101-103)

 

დაზარალებულ ჯუ-–-------------- გამოკითხვის ოქმით

 

მოწმე მა-------------- გამოკითხვის ოქმით.

 

სამართლებრი-- შეფასება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებები, თავისუფლებები და ჯანმრთე- ლობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და საკანონმდებლო აქტებით და მისი ხელყოფისათვის გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრი-- პასუხისმგებლობა.

 

ოჯახი სახელმწიფოს საფუძველი და ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ელემენტია. სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს ადამიანის უფლება იცხოვროს ოჯახში ძალადობის გარეშე, ოჯახის წევრთა თანასწორობის საფუძველზე შექმნას მათი უფლებების დაცვის საკანონმდებლო და სოციალური გარანტიები, შეინარჩუნოს ოჯახური ღირებულებები, დაიცვას ოჯახი ძალადობისგან, საკანონმდებლო საფუძველზე უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულე- ბის ხელმისაწვდომობა.

 

პირის კონსტიტუციით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები არ შეიძლება შეიზღუდოს მისი-ე ოჯახის წევრის მიერ.

 

ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ასევე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მესამე მუხლის შესაბამისად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით, ან/ და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

ამავე კანონის შესაბამისად ოჯახის წევრად ითვლება დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები, მეურვე, მზრუნველი;

 

საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმი-ად ეწევ--ნ ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ქალთა დისკირიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის მესამე მუხლის შესაბამისად მონაწილე სახელმწიფოები ყველა სფეროში, სახელდობრ, პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურის სფეროებში იღებენ ყველა საჭირო ზომას, მათ შორის საკანონმდებლოს, რათა უზრუნველყონ ქალთა ყოველმხრი-- განვითარება და პროგრესი, მათ მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითადი თავისუფლებათა განხორციელება და გამოყენება მამაკაცებთან თანასწორობის საფუძველზე.

 

„ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის“ შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) შესაბამისად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა, მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ ზვ------------ და დაზარალებული ჯუ-–------------- 1994 წლიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, ჰყავთ ქალიშვილი და შვილიშვილი, ცხოვრობენ ერთად და ეწევ--ნ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ქალთა მიმართ ძალადობა აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის, ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს-საზოგადოებრი- თუ პირად ცხოვრებაში.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული არის პასუხისმგებლობა ოჯახში ძალადობისათვის, რადგან ოჯახში ძალადობის არსი ადამიანის პირადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვაში მდგომარეობს, რასაც შეიძლება მოჰყვეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანი. მოცემულ შემთხვევაში ზვ------------ მიერ მეუღლის და სიდედრის მიმართ ჩადენილია ძალადობრი-- ქმედება, რამაც ფიზიკური ტკი--ლი გამოიწვ--.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი.

 

ბრალდებულ ზვ------------- მიერ დანაშაული ჩადენილია პირდაპირი განზრახვით, საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დანაშაული პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას, ზვ------------- გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი და ის ზიანი, რაც შეიძლება მიდგომოდა დაზარალებულს და სურდა ასეთი შედეგის დადგომა.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული.

 

სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონი-რული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონი-რულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონი-რული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებლობასთან დაკავშირებით იგი-ე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე)

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრი-- გარემოებების, ბრალდებულის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ანალიზით და სამართლებრი-- შეფასებით, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობით გონი-რულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ზვ------------- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვ-- ფიზიკური ტკი--ლი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისი-ე ოჯახის წევრის მიმართ.

 

ამდენად, ბრალდებულ ზვ------------- ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ზვ------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ ხასიათდება დადებითად, დაავადებულია C ჰეპატიტით. დამამძიმებელი გარემოებაა, რომ ჩადენილი აქვს დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ (საქართველოს სსკ-ის 531 მუხლი).

 

სასჯელის დასაბუთება:

 

საქართველოს სსსკ-ის 239-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტი--სა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით.

 

ზვ------------- აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, რასაც მეუღლეთა მრავალწლიანი ცხოვრების მანძილზე ერთჯერადი ხასიათი ჰქონდა, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულის მიუხედავად მისი ქმედება არ უნდა დარჩეს შესაბამისი სამართლებრი-- რეაგირების გარეშე და ზვ------------- სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით, რაც შეესაბამება ჩადენილი ქმედების სიმძიმეს, მის პიროვნებას, დანაშაულის შემდგომ ქცევას და რაც არ იქნება მეტისმეტად მკაცრი და უსამართლო, რაც სრულად შეესაბამება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე Dudgeon v. the United Kingdom, სადაც იმსჯელა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მუდმი-ად გასდევს სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდი--დის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის.“ ზვ------------- უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებუ- ლისათვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრი-- საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე, რაც თავის მხრი- ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ვინაიდან ზვ------------- აღიარა და სინანულს განიცდის ჩადენილი დანაშაულის გამო, ხასიათდება დადებითად, არის ავადმყოფი, სასამართლოს მიაჩნია, რომ მის მიმართ გამართლებულია საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენება, რა დროსაც ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.

 

საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა, თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნისას გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი წლისა, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას – არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ექვსი წლისა, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობის ან განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას − არანაკლებ ორი და არაუმეტეს ექვსი წლისა.

 

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად პირობითი მსჯავრის დროს, თუ არსებობს საამისო საფუძველი, სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს განსაზღვრული მოვალეობის შესრულება, მათ შორის გაიაროს ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის, ტოქსიკომანიის ან ვენერიული სენის მკურნალობის კურსი, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად გამოიკვეთა ზვ------------- მხრიდან ოჯახში ძალადობის პროვოცირება მისი ნარკოტიკული საშუალებისადმი მიდრეკილების და დამოკიდებულების გამო, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია დაევალოს მას გაიაროს ნარკომანიის მკურნალობის კურსი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ცნობილი იქნას დამნაშავედ ზვ------------ (პირადი ნომერი 62---------) საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვლოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2.ზვ------------- სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან, 2018 წლის 08 ი-ლისის 04:30 საათიდან.

 

3. ზვ------------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

4.საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად ზვ------------- ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სამეგრელო ზემო სვანეთის პრობაციის ბიურომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. (ზუ-------ს რა----ი, სო----–ი ინ----ი)

 

5.საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად ზვ------------- დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი და გაიაროს ნარკომანიის მკურნალობის კურსი.

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩი-რდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი

ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუ-------ს რა----ული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნატრული აკობია