გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.07.2018
საქმის ნომერი
080224016001423137
კატეგორია
დავის ტიპი
მხარდამჭერის მიმღებად ცნობის თაობაზე
თარიღი
24.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N080224016001423137

№ 2/1324-2016

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 ივლისი 2018 წელი ქ. ქუთაისი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე

 

განმცხადებელი: გ-----გი ყ----ძე;

 

დაინტერესებული პირი: 1. სოციალური მომსახურეობის ტყიბულის სოციალური მომსახურეობის სააგენტო

წარმომადგენელი: მაკა დალალიშვილი;

 

2. მხარდაჭერის მიმღები - მ--ული ყ----ძე;

 

ინტერესების დამცველი

ადვოკატი: ბელა ჭყონია;

 

მოთხოვნის არსი: მ--ული ყ----ძის მხარდამჭერად ძმის გ-----გი ყ----ძის დანიშვნა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. განმცხადებლის მოთხოვნა

1.1. მ--ული ყ----ძე (პ/ნ 4----------) ცნობილი იქნას მხარდაჭერის მიმღებად პირად შემდეგ უფლება-მოვალეობათა განხორციელების ფარგლებში - მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვა (მათ შორის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების/გაყვანის, მედიკამენტების შეძენა, ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენის სამედიცინო მომსახურების მიღება, ჯანდაცვის სხვადასხვა პროგრამებით სარგებლობა), წარმომადგენლობითი უფლება-მოვალეობების განხორციელება პირადი და ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, როგორც სახელმწიფო, ასევე არასახელმწიფო (არასამთავრობო) დაწესებულებებში და ორგანიზაციებში, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დამზადება/აღება, შშმ პირთა სხვადასხვა სოციალური პროგრამებით სარგებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ფულადი და არაფულადი დახმარების პროგრამებით სარგებლობა, საარსებო შემწეობის, სოციალური პაკეტის/სახელმწიფო პენსიის დანიშვნა/ცვლილება/აღდგენა/აღება, მ--ული ყ----ძის საბანკო ოპერაციების მართვა (ყველა საჭირო დოკუმენტაცია/ხელშეკრულებაზე თანხმობის), პლასტიკური ბარათის დამზადება/აღება და მ--ული ყ----ძის საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი თანხის განკარგვა (მათ შორის საბანკო ანგარიშიდან ყველა საბანკო ოპერაციების განხორციელება, თანხის გამოტანა/გადარიცხვა) .

1.2. მ--ული ყ----ძის მხარდამჭერად ოჯახის წევრის ძმის - გ-----გი ყ----ძის დანიშვნა;

განმცხადებლის მითითებით, მ--ული ყ----ძე დაავადებულია მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობით ქცევის აშლილობით, აღრიცხვაზეა ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში, დადგენილი აქვს შშმ პირის სტატუსი უვადოდ, მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მიმართოს სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებს, მთლიანად დამოკიდებულია მასზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ--ული ყ----ძე აღიარებულია ქმედუუნაროდ, იგი არის შშმ პირი და შესაბამისი სოციალური პაკეტის მიმღები. 2015 წლის მაისიდან შეჩერებული აქვს პენსია, რის შესახებაც მისთვის ცნობილი გახდა სოციალური მომსახურეობის სააგენტოსათვის მიმართვის შემდეგ.

რაც შეეხება დროებით მხარდამჭერ რუსუდან ყ----ძეს, მას მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია განახორციელოს მხარდამჭერის უფლება-მოვალეობები, რის გამოც ზიანი ადგება მ--ული ყ----ძის ინტერეს. გ-----გი ყ----ძე არის მ--ული ყ----ძის ოჯახის წევრი ძმა, აქვს სურვილი და შესაძლებლობა განახორციელოს მისი დის მხარდამჭერის უფლება-მოვალეობები.

2. ფაქტობრივი გარემოებები

2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

2.1.1. გ-----გი ყ----ძე (დაბ. 1996 წლის 7 ნოემბერს) არის მ--ული ყ----ძის ოჯახის წევრი ძმა;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობა (ს.ფ. --)

2.1.2. 2011 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ--ული ყ----ძე დაბადებული 1993 წლის 01 ივნისს პ/ნ 4---------- აღიარებულ იქნა ქმედუუნაროდ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გადაწყვეტილება (ს.ფ. 6-8)

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ექსპერტიზის დასკვნით და მულტიდისციპლინური ჯგუფის ექსპერტების კერძოდ, ფსიქიატრის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის და ოკუპაციური თერაპევტის სასამართლო სხდომაზე დაკითხვით დგინდება, რომ მ--ული ყ----ძეს აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივ/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ექსპერტიზის დასკვნა (იხ. ს.ფ );

- 2018 წლის 17 ივლისის სხდომის ოქმი (ს.ფ - )

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განცხადება საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1275-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მეურვეობა და მზრუნველობა წესდება იმ სრულწლოვნის პირადი და ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს თავისი უფლებები და შეასრულოს თავისი მოვალეობები. ხოლო მესამე ნაწილის თანახმად, მხარდაჭერის მიმღებს უწესდება მხარდაჭერა.

კონკრეტულ შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნით და მულტიდისციპლინური ჯგუფის ექსპერტების კერძოდ, ფსიქიატრის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის და ოკუპაციური თერაპევტის სასამართლო სხდომაზე დაკითხვით დგინდება, რომ მ--ული ყ----ძეს აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივ/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. მ--ული ყ----ძის მდგომარეობის გაუმჯობესება-გაუარესების შესაძლებლობა მინიმალურია, პრაქტიკულად არ არის მოსალოდნელი შესაბამისად, არსებობს ამ ნაწილში გადაწყვეტილების დაკმაყოფილების საფუძვლები;

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის თანახმად სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი (მხარდამჭერები) განსაზღვროს მხარდაჭერის ფარგლები და უფლება-მოვალეობები. ეს გადაწყვეტილება მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა ეგზავნება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

- მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. მხარდამჭერის არჩევისას სასამართლო ითვალისწინებს მის პიროვნულ თვისებებს, მხარდამჭერიდ მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარს, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულებას, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს და ნებას, ხოლო მხარდაჭერის მიმღების არასრულწლოვანების შემთხვევაში – აგრეთვე მისი მშობლის მითითებას. პირი მხარდამჭერიად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარდამჭერად დასანიშნი პირი არის მ--ული ყ----ძის ოჯახის წევრი ძმა, მან სურვილი გამოთქვა განახორციელოს მისი დის მხარდაჭერის უფლება-მოვალეობები, მისი მითითებით მას აქვს შესაძლებლობა აღნიშნული უფლება-მოვალეობების განხორციელების; საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ მხარდამჭერი გ-----გი ყ----ძე დაბადებულია 1996 წელს, ჯანმრთელობის ცნობით დადგენილია, რომ იგი არის ჯანმრთელი, ხოლო ნასმართლობის ცნობით დადგენილია, რომ იგი არ არის ნასამართლევი. ხოლო მათი ოჯახის წევრი დედა დაავადებულია მძიმე დაავადებით და არ შეუძლია გადაადგილება;

 

შესაბამისად არსებობს ამ ნაწილშიც განცხადების დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძვლები;

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 49-ე, 55-ე, 208-ე, 243-244-ე; 247-248, 257-ე, 36321, 364; 369- მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. გ-----გი ყ----ძის განცხადება დაკმაყოფილდეს.

1.2 გ-----გი ყ----ძე (პ/ნ 4----------; დაბ. 01.11.1996წ) დაინიშნოს დის - მ--ული ყ----ძის (პ/ნ 4----------; დაბ. 01.06.1993წ) მხარდამჭერად:

1.3. მხარდამჭერს გ-----გი ყ----ძეს (პ/ნ 4----------; დაბ. 01.11.1996წ) მიენიჭოს უფლებამოსილება მხარდაჭერის მიმღები პირის - მ--ული ყ----ძის (პ/ნ 4----------; დაბ. 01.06.1993წ) სახელით და მის ნაცვლად, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებიდან გამომდინარე, დადოს აუცილებელი გარიგებები, განახორციელოს შემდეგი სამოქალაქო უფლება-მოვალეობანი: მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვა (მათ შორის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების/გაყვანის, მედიკამენტების შეძენა, ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენის სამედიცინო მომსახურების მიღება, ჯანდაცვის სხვადასხვა პროგრამებით სარგებლობა), წარმომადგენლობითი უფლება-მოვალეობების განხორციელება პირადი და ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, როგორც სახელმწიფო, ასევე არასახელმწიფო (არასამთავრობო) დაწესებულებებში და ორგანიზაციებში, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დამზადება/აღება, შშმ პირთა სხვადასხვა სოციალური პროგრამებით სარგებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ფულადი და არაფულადი დახმარების პროგრამებით სარგებლობა, საარსებო შემწეობის, სოციალური პაკეტის/სახელმწიფო პენსიის დანიშვნა/ცვლილება/აღდგენა/აღება, მ--ული ყ----ძის საბანკო ოპერაციების მართვა (ყველა საჭირო დოკუმენტაცია/ხელშეკრულებაზე თანხმობის), პლასტიკური ბარათის დამზადება/აღება და მ--ული ყ----ძის საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი თანხის განკარგვა (მათ შორის საბანკო ანგარიშიდან ყველა საბანკო ოპერაციების განხორციელება, თანხის გამოტანა/გადარიცხვა) .

2. მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა განისაზღვროს 5 (ხუთი) წლით;

3. მხარდამჭერი ვალდებულია, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 06 (ექვსი) თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს;

4. მხარდამჭერი ვალდებულია, სასამართლოს დაუყოვნებლივ მიმართოს შუამდგომლობით მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის/მხარდაჭერის გაუქმების შესახებ, თუ აღარ არსებობს ან შეიცვალა ის საფუძველი, რომლის გამოც მხარდაჭერის მიმღებს მხარდაჭერა დაუწესდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უკვე მიმართა სასამართლოს;

5. თუ მხარდაჭერის მიმღებს სურს, მხარდამჭერი თავისი მოვალეობისაგან გათავისუფლდეს, იგი შესაბამისი მოთხოვნით მიმართავს სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები);

6. მხარდაჭერა შეწყდება, თუ: ა) მხარდაჭერის მიმღები გარდაიცვალა; ბ) მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, აღარ არსებობს. მხარდაჭერის მიმღების გარდაცვალების შემთხვევაში, მხარდაჭერა შეწყდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ აღარ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, შეწყდება სასამართლოს გადაწყვეტილებით;

7. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია დაიცვას და გააძლიეროს მხარდაჭერის მიმღები და დაეხმაროს მხარდამჭერს თავისი მოვალეობების შესრულებაში, რათა ხელი შეუწყონ მხარდაჭერის მიმღებებს არჩევანის გაკეთებასა და გადაწყვეტილების მიღებაში. მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ზედამხედველობის მიზანია მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების კონტროლი, მხარდაჭერის მიმღების უნარების განვითარების შეფასება და შესაბამისი რეაგირება;

8. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია შეამოწმოს მხარდამჭერის მიერ განხორციელებული მოქმედებების სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ფარგლებთან შესაბამისობა გეგმური შემოწმებით, რომელიც ტარდება სასამართლოს მიერ განსაზღვრული პერიოდულობით _ 6 თვეში ერთხელ, ასევე, თავისი ინიციატივით, შემხვედრი აუცილებლობიდან გამომდინარე, თუ არსებობს ინფორმაცია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩარევის საჭიროების შესახებ, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის შემოწმებით და ფაქტობრივი ზედამხედველობით;

9. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია, მას შემდეგ რაც მხარდამჭერი მიაწვდის სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაციას, საჭიროების შემთხვევაში, თავისი ინიციატივით განახორციელოს მხარდამჭერის საქმიანობაზე ფაქტობრივი ზედამხედველობა;

10. მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მიმართავს სასამართლოს მხარდამჭერის თავისი მოვალეობებისაგან გათავისუფლების მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო, გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები);

11. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა, გაეგზავნოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, განმცხადებლისა და დაინტერესებული პირებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

13. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე