განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1----------------------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 ივლისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე გიორგი ებანოიძემ,თეონა აბულაძის მდივნობით,ბრალმდებელ - მ-----–---------
ბრალდებულ - ლ-------------- მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ--------------------------------------------- - დაბადებული 1----–-–------------ საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ხ---------------------------------–---------------------------- ფაქტოფრივად მცხოვრები: ქ------–--------------------------------------------------------- - მიმართ, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ლ-------------- ბრალად ედება ქურდობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინაღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის აგვისტოში, ქ------–--–----------------- ქუჩა №18, კორპუსი №4-ში მდებარე თ---------------- ბინა №---ში სტუმრად ყოფნის დროს ლ------------- ფარულად დაეუფლა ლ------------ კუთვნილ ს---------------–----------- პლასტიკურ ბარათს, რომლის გამოყენებითაც, 2016 წლის 1-------------დან 2016 წლის 1-----------მდე პერიოდში, ქ.თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიებში და აფთიაქებში, ასევე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეიძინა 412 (ოთხასთორმეტი) ლარის და 34 (ოცდათოთხმეტი) თეთრის ღირებულების პროდუქცია და სამგზავრო ბილეთი. ლ-------------- აღნიშნული ქმედებით ლ------------ მიადგა 412 (ოთხასთორმეტი) ლარის და 34 (ოცდათოთხმეტი) თეთრის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ლ-------------- ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
ლ-------------- ბრალდების საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების მხარის მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი ბრალდებულს არ გაუხდია სადავოდ და მათში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
დაცვის მხარის მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა (მოწმეების: თ-------------------–----------------------------------------–-------------- გამოკითხვის ოქმები, დათვალიერების ოქმები და სხვა) გაანალიზების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მათში ასახული ფაქტები მართლაც ქმნიან ლ-------------------- ბრალადშერაცხული დანაშაულის შემადგენლობას და მათი ერთობლიობა საკმარისია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ლ----------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს რა ბრალდებულის პიროვნებას და იმ გარემოებებს, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ამასთან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მასალებით მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება არ დგინდება, - მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია ლ-------------- მიმართ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის, თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადით გამოყენების შემთხვევაშიც; ამავე დროს, საქართველოს სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე, ლ-------------- წარსულისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ დანიშნული სასჯელი მას უნდა ჩაეთვალოს პირობითად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
გაუქმდეს ლ-------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მსჯავრდებულ ლ-------------- ყოფაქცევაზე დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს (პრობაციის ბიუროს) - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულებები: 1. ერთი ცალი დისკი - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადი.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი ებანოიძე