გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.08.2018
საქმის ნომერი
411210018002315938
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
06.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N411210018002315938

საქმე N 2/58-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

6 აგვისტო, 2018 წ ქ. კასპი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლოს

მაგისტრატი სასამართლო კასპის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

სხდომის მდივანი სოფიო ზანდუკელი

მოსარჩელე: ვ-------- კ--–--ე

წარმომადგენელი: გ------ ა-----–---–-

მოპასუხე: ი--- ქ-------ი

მესამე პირი: სსიპ ,,სოციაური მომსახურების სააგენტოს" კასპის რაიონული განყოფუილება

წარმომადგენელი: მ-----– ბ---–---

დავის საგანი: მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე ი--- ქ-------ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილის - 2005 წლის 17 აპრილს დაბადებული გ------- კ--–--ის მიმართ;

 

მოსარჩელის განმარტებით, მისი ძმა - ვ-–-------- კ--–--ე და ი--- ქ-------ი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - ჟ--- კ--–--ე, რომელიც ამჟამად იმყოფება დედასთან, და 2005 წლის 17 აპრილს დაბადებული გ------- კ--–--ე (პირადი ნომერი: 2----------). ი--- ქ-------ის სახლიდან წასვლის დროს გ------- კ--–--ე იყო 4 წლის და მას მერე ბავშვი დედა არ მოუკითხავს. მასზე ზრუნავდა მამა - ვ-–-------- კ--–--ე მშობლებთან ერთად. ვ-–-------- კ--–--ე 2018 წლის 29 იანვარს გარდაიცვალა, რომლის გარდაცვალების შემდეგაც გ------- კ--–--ე დარჩა კანონიერი წარმომადგენლის გარეშე. ვინაიდან ბავშვის ბებია და პაპა - ა-–------ და ფ------ კ--–--ეები არიან ასაკში და თან ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვთ, ბავშვზე მზრუნველობის განხორციელება გადაწყვიტა მისმა ბიძამ - ვ-------- კ--–--ემ. ამდენად, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე ი--- ქ-------ს შეეზღუდოს შვილის 2005 წლის 17 აპრილს დაბადებული გ------- კ--–--ის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლება, რათა ვ-------- კ--–--ემ შესძლოს არასრულწლოვანი ძმისშვილის კანონიერი ინტერესების დაცვა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე ი--- ქ-------ს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა, ვინაიდან ის ამჟამად არ ცხოვრობს საქართველოში, შესაბამისად მისი პოზიცია სასამართლოსთვის უცნობია.

 

3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, პირველ რიგში, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესი და მისი სურვილი. სოციალური სამსახურის წარმომადგენელი გაესაუბრა არასრულწლოვან გ------- კ--–--ეს, რომელმაც თავისი ასაკობრივი და გონებრივი შესაძლებლობიდან გამომდინარე, ნათლად და აშკარად დააფიქირა თავისი პოზიცია. კერძოდ, მას სურს ცხოვრობდეს და იზრდებოდეს თავის ბიძასთან - ვ-------- კ--–--ესთან, სადაც თავს კომფორტულად გრძნობს. სოციალური მუშაკის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, სოციალური სამსახურის წარმომადგენელი მხარს უჭერს სასარჩელო მოთხოვნას, ეყრდნობა ბავშვის სურვილს და თანახმაა ი--- ქ-------ს შეეზღუდოსმშობლის წარმომადგენლობითი უფლება, რათა მოსარჩელე ვ-------- კ--–--ე გახდეს არასრულწლოვანი ბავშვის წარმომადგენელი - მზრუნველი.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

4.1.1. ვ-–-------- კ--–--ეს და ი--- ქ-------ს ჰყავთ ორი საერთო შვილი: ჟ--- კ--–--ე და 2005 წლის 17 აპრილს დაბადებული გ------- კ--–--ე;

 

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება; დაბადების მოწმობა;

 

4.1.2. მოპასუხე ი--- ქ-------ი თავის უფროს შვილთან - ჟ--- კ--–--ესთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად რვა წელია, წასულია საბერძნეთში და ბავშვთან - გ------- კ--–--ესთან რაიმე სახის კომუნიკაცია ან ურთიერთობა არ აქვს.

 

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება; სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" კასპის რაიონული განყოფილების 2018 წლის 4 ივლისის N 2777 დასკვნა;

 

4.1.3. არასრულწლოვანი ბავშვის მამა - ვ-–-------- კ--–--ე გარდაიცვალა 2018 წლის 29 იანვარს და მას შემდეგ გ------- კ--–--ეზე ზრუნავს ბიძა - ვ-------- კ--–--ე.

 

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება; სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" კასპის რაიონული განყოფილების 2018 წლის 4 ივლისის N 2777 დასკვნა; გარდაცვალების მოწმობა;

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი გაესაუბრა არასრულწლოვან გ------- კ--–--ეს, რომელმაც განმარტა, რომ სურს, ცხოვრობდეს თავის ბიძასთან, ვ-------- კ--–--ესთან ერთად, სადაც თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობს. არასრულწლოვანს სურს, რომ იმყოფებოდეს ბიძს - ვ-------- კ--–--ის მზრუნველობის ქვეშ;

 

მტკიცებულება: სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" კასპის რაიონული განყოფილების 2018 წლის 4 ივლისის N 2777 დასკვნა;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან, არასრულწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გამოიკვეთა მოპასუხისათვის არასრულწლოვნის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის მიზანშეწონილობა, რაც შეესაბამება ბავშვის უპირატეს ინტერესებს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ,,ბავშვთა უფლებათა კონვენცია“.

 

7. სამართლებრივი შეფასება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

 

იმავე კოდექსის 1198-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანი ბავშვის - 2005 წლის 17 აპრილს დაბადებული გ------- კ--–--ის მშობელი: დედა - ი--- ქ-------ი რვა წელია, წასულია თავის უფროს შვილთან ერთად სახლიდან, რომელიც ამჟამად ცხოვრობს საბერძნეთში და შვილი ამ დროის მანძილზე არ მოუკითხავს. გ-------ზე ზრუნავდა მამა ვ-–-------- კ--–--ე, რომელიც 2018 წლის 29 იანვარს გარდაიცვალა და არასრულწლოვანი ბავშვი დარჩა ბიძასთან და მოხუც ბებია-პაპასთან ერთად.

 

იქიდან გამომდინარე, რომ არასრულწლოვანი ბავშვის პაპა-ბებია - ა-–------ და ფ------ კ--–--ები არიან მოხუცები და აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, მოსარჩელე ვ-------- კ--–--ემ, გ------- კ--–--ის ბიძამ, მოითხოვა მოპასუხე ი--- ქ-------ისათვის არასრულწლოვანი შვილის 2005 წლის 17 აპრილს დაბადებული გ------- კ--–--ის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა იმ მიზნით, რომ თავად მოსარჩელე გახდეს არასრულწლოვნის მზრუნველი და შესძლოს არასრულწლოვანი ძმისშვილზე მზრუნველობის განხორციელება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, შობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი; სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.

 

კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს უფლებას შეზღუდოს მშობლის ერთ-ერთი უფლება. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის არასრულწლოვანი გ------- კ--–--ის მიმართ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა, რათა თავად შესძლოს დაინიშნოს არასრულწლოვანი ძმისშვილის, გ------- კ--–--ის მზრუნველად და დაუბროკოლებლად განახორციელოს მისი უფლებებისა და ინტერესების დაცვა. აღნიშნულ მოთხოვნას დაეთანხმა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სსიპ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" კასპის რაიონული განყოფილების წარმომადგენელიც.

 

სოციალური მუშაკის მიერ მომზადებული დასკვნით, არასრულწლოვანი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში მამის ბიოლოგიურ ოჯახში და მასზე მამის გარდაცვალების შემდეგ ზრუნავს მისი ბიძა - ვ-------- კ--–--ე. ხოლო ბავშვის დედა შვიდი წელია, წასულია საბერძნეთში და ამ პერიოდს განმავლობაში გ------- ერთხელაც არ მოუკითხავს, არ აქცევს მას ყურადღებას, არც სატელეფონო კომუნიკაცია არ აქვს დედა-შვილს ერთმანეთთან. გ------- კ--–--ისათვის ვერ ხერხდება მარჩენალდაკარგულის პენსიის დანიშვნა, ვინაიდან მას არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი მამის გარდაცვალებისა და დედის საზღვარგარეთ ყოფნის გამო.

 

მოცემული სახის დავის გადაწყვეტისას სასამართლომ თანაბრად უნდა დაიცვას ორივე მხარის უფლება, მაგრამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ,,ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის" პრემბულაზე, რომლითაც აღიარებულია ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელი პირობები, როგორიცაა მისი გაზრდა ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტით, განსაზღვრულია, რომ ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას; ამავე კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ბავშვის აზრის თავისუფლებას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული არასრულწლოვანი გ------- კ--–--ის უპირატესი ინტერესები. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი გაესაუბრა არასრულწლოვან გ------- კ--–--ეს, რომელმაც განმარტა, მას ძალიან უყვარს ბიძა, პაპა-ბებია, რომ ერთმანეთთან ყოველთვის თბილი დამოკიდებულება აქვთ; რომ ბავშვი იზრდება არაძალადობრივ გარემოში; რომ სურვილი აქვს მის მზრუნველად დაინიშნოს ბიძა - ვ-------- კ--–--ე და მასთან კომფორტულად გრძნობს თავს. არასრულწლოვანი გ------- კ--–--ის ასაკობრივი მაჩვენებელი და გონებრივი შესაძლებლობა იძლევა იმის საშუალებას, რომ მან ნათლად, აშკარად და ყოველგვარი ზემოქმედების გარეშე დააფიქსიროს თავისი ნება და სურვილი განსახილველ დავის საგანთან მიმართებით.

 

საოჯახო ურთიერთობების განსაკუთრებულობას და სპეციფიკურობას ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლიც, რომლითაც სახელწიფოს მიერ აღიარებულია ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო იზიარებს, როგორც სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" კასპის რაიონული განყოფილების მიერ შედგენილ დასკვნაში მითითებულ პოზიციას, ასევე, თავად მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ არასრულწლოვანის ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით და ასევე, მისი ნათლად გამოხატული სურვილის მიხედვით, გამოიკვეთა მოპასუხე ი--- ქ-------ისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის მიზანშეწონილობა, რაც ემსახურება იმ მიზანს, რომ არასრულწლოვანის მზრუნველად დაინიშნოს მისი ბიძა - ვ-------- კ--–--ე. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სოციალური სამსახური მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ვ-------- კ--–--ე უკეთ განახორციელებს არასრულწლოვანი ძმისშვილის უფლებებისა და ინტერესების დაცვას. აღნიშნულის მიზნის მისაღწევად კი აუცილებელია ბავშვის, გ------- კ--–--ის დედას ი--- ქ-------ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.

 

ამდენად, მოსარჩელე ვ-------- კ--–--ის სარჩელი მოპასუხე ი--- ქ-------ის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, და შესაბამისად, ეს ბაჟი (50 ლარი) უნდა გადახდეს მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 263-ე, 364-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ვ-------- კ--–--ის (პირადი ნომერი: 60001119469) სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე ი--- ქ-------ს (პირადი ნომერი: 24001035721) შეეზღუდოს მისი და ვ-–-------- კ--–--ის (პირადი ნომერი: 24001009503) შვილის - 2005 წლის 17 აპრილს დაბადებული გ------- კ--–--ის (პირადი ნომერი: 2----------) მიმართ მშობლის კანონიერი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.

 

3. ი--- ქ-------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდეს 50 (ორმოცდაათი) ლარი.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით კასპის მაგისტრატი სასამართლოს (მის: კასპი, გიორგი სააკაძის ქ. N 124) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი