გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080210117001861908
N2/763-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
3 მაისი 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი: სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე ა--- ი------ე;
წარმომადგენელი მე-–------ გო--------ე;
მოპასუხე: ლ---ნ ხ------იანი (არ გამოცხადდა);
მოპასუხე: სს „თ----------ი“;
წარმომადგენელი ლ--–ა ბა----–--ე;
დავის საგანი: ყადაღისგან მოძრავი ნივთების გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გათავისუფლებული იქნას ყადაღისაგან იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის, 2014 წლის 19 დეკემბერს ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული და დაყადაღებული ნივთები: „სონის“ ფირმის მუსიკალური ცენტრი, პიანინო „ბელორუსი“, „ბეკოს“ ფირმის გაზის გამათბობელი, კონდიციონერი, მინებიანი კედელი, „სონის“ ფირმის დივიდი, ნაჭრის რბილი დივანი, ხის სკამი 5 ცალი, ხის მაგიდა მუქი ფერის, სამზარეულოს გარნიტური, გაზქურა თეთრი ფერის;
სარჩელის საფუძვლები:
1.2. 2014 წლის 19 დეკემბერს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ შედგენილი იქნა ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი მოვალე ლ---ნ ხ------იანის წინააღმდეგ. აღნიშნული აქტით უკანონოდ ყადაღა დაედო მის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ნივთებს, აქტში მითითებულ ნივთებზე ლ---ნ ხ------იანს არ აქვს არანაირი შეხება, ისინი შეძენილია პირადად მის მიერ. აღნიშნული დასტურდება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვით ასევე სხვადასხვა მოძრავი ნივთები ამორიცხული იქნა ყადაღის სიიდან.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 მოპასუხე სს „თ----------ის“ წარმომადგენელმა შესაგებლით სარჩელი არ ცნო ხოლო სხდომაზე სარჩელი სრულად ცნო (იხ. შესაგებელი, იხ. სხდომის ოქმი)
2.2. მოპასუხე ლ---ნ ხ------იანს სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია და იგი არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს ნივთი აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2014 წლის 19 დეკემბრის აქტით დაყადაღებულ იქნა ქ. ქუთაისში ჭ-------ის 27/22 საცხოვრებელ სახლში განთავსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: „სონის“ ფირმის მუსიკალური ცენტრი, პიანინო „ბელორუსი“, „ბეკოს“ ფირმის გაზის გამათბობელი, კონდიციონერი, მინებიანი კედელი, „სონის“ ფირმის დივიდი, ნაჭრის რბილი დივანი, ხის სკამი 5 ცალი, ხის მაგიდა მუქი ფერის, სამზარეულოს გარნიტური, გაზქურა თეთრი ფერის;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, იხ, ს. ფ 1-14
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება,-ქონების აღწერა-დაყადაღების აქტი. იხ ს. ფ 15-16;
3.1.2. საქმეში წარმოდგენილი ამონაწერის მიხედვით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ. ქუთაისში ი. ჭ-------ის გამზ N27/ბინა N22-ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 0------------------ საკუთრების უფლებით ირიცხება ა--- ი------ის სახელზე 2012 წლიდან, საფუძველი: ჩუქების ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, იხ, ს. ფ 1-14
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(იხ. ს. ფ. 26-27)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1 საქმის მასალებით, კერძოდ, აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2014 წლის 19 დეკემბრის აქტით და მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები განთავსებულია მოსარჩელე ა--- ნერგაძის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელ ბინაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს. ფ. 26-27)
- ქონების აღწერა-დაყადაღების აქტი. (იხ ს. ფ 15-16);
3.2.2 მხარეებს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ა--- ი------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე, 44-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე, 158-ე მუხლები, 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. განსახილველი დავის საგანია ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. მოცემული სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის უფლება გამომდინარეობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლიდან, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში, აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სარჩელი სასამართლოში მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.
6.2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). მოცემული ნორმით კანონმდებელმა შემოგვთავაზა შემდეგი პრეზუმფცია _ ნივთები, რომლებსაც მოვალესთან პოულობენ მას ეკუთვნის. მაგრამ სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის სწორად გადასაწყვეტად ყურადღება უნდა გამახვილდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პრეზუმფციაზე – ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, რომ ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, რომ საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მფლობელი მესაკუთრედ მივიჩნიოთ.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს. საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით.
ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ უძრავი ქონება რეგისტრირებულია ა--- ი------ის საკუთრებად და შესაბამისად, ივარაუდება, რომ ამ ბინაში განთავსებული მოძრავი ნივთების მესაკუთრე და კეთილსინდისიერი მფლობელი არის მოსარჩელე ა--- ი------ე;
ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ აღმასრულებლის მიერ 2014 წლის 19 დეკემბერს აღწერილი და დაყადაღებული ნივთები იმყოფება ა--- ი------ის მფლობელობაში, მოპასუხე ლ---ნ ხ------იანს მონაწილეობა არ მიუღია მათ შეძენაში, რაც სადავოდ არ გაუხდია მოპასუხე მხარის სს „თ----------ის“ წარმომადგენელს.
ამდენად, იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2014 წლის 19 დეკემბრის ქ. ქუთაისში ჭ-------ის 27/22 აღწერილი და დაყადაღებული ნივთები არის ა--- ი------ის საკუთრება, რის გამოც მითითებული ნივთები უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის დანაწესის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე სს „თ----------ის“ წარმომადგენელმა სარჩელი ცნო შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ლ---ნ ხ------იანს;
8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
8.1. იმის გათვალისწინებით, რომ ა--- ი------ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, არ არსებობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 29 მარტს მიღებული, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ, განჩინების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლით დადგენილი საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ა--- ი------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2.ყადაღისაგან გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს, იმერეთის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 19 დეკემბრის ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული და დაყადაღებული ნივთები: „სონის“ ფირმის მუსიკალური ცენტრი, პიანინო „ბელორუსი“, „ბეკოს“ ფირმის გაზის გამათბობელი, კონდიციონერი, მინებიანი კედელი, „სონის“ ფირმის დივიდი, ნაჭრის რბილი დივანი, ხის სკამი 5 ცალი, ხის მაგიდა მუქი ფერის, სამზარეულოს გარნიტური, გაზქურა თეთრი ფერის;
3. მოპასუხე ლ---ნ ხ------იანს ა--- ი------ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (სარჩელის 50, უზრუნველყოფის 50) ლარის გადახდა;
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 29 მარტს განჩინება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ, დარჩეს უცვლელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე