გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 07.08.2018
საქმის ნომერი
120310018002513949
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
07.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2513949-3/095-18წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

7 აგვისტო 2018 წელი ქ. ახალციხე

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე გია ბერაია

სხდომის მდივანი ბელა მერაბიშვილი

მოსარჩელე - ჯუ-–-----------------ი

წარმომადგენელი - ალ---------------–---–ი

მოპასუხე - ბ----------- მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი- ნა----–---------–--ა

მესამე პირი- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი

წარმომადგენელი- ივ-----------–---–ი

დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, N 8----------- განცხადებაზე წარდგენილი უფლების დამდგენ დოკუმენტში (შ--------–----------------ს 2018 წლის 23 იანვრის N2----------- წერილი) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთსა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ (ვირტუალური), და დაავალდებულოთ ბ----------- მუნიციპალიტეტის მერია დაადგინოს N 8----------- განცხადებაზე წარდგენილი უფლების დამდგენ დოკუმენტში (შ--------–----------------ს 2018 წლის 23 იანვრის N2----------- წერილი) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთსა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, N 8----------- განცხადებაზე წარდგენილი უფლების დამდგენ დოკუმენტში (შ--------–----------------ს 2018 წლის 23 იანვრის N 2----------- წერილი) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთსა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ (ვირტუალური), და დაავალდებულოთ ბ----------- მუნიციპალიტეტის მერია დაადგინოს N 8----------- განცხადებაზე წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტში (შ--------–----------------ს 2018 წლის 23 იანვრის N 2----------- წერილი) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთსა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

 

მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

ალ---------------–---–ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილ იქნა განცხადებები N 8----------- და N 8----------- სახელმწიფო პროექტის ფარგლებში რეგისტრაციის მოთხოვნით, რომლებიც შეჩერდა ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ნაკვეთსა და ნახაზს შორის იდენტურობის დადგენამდე. საჯარო რეესტრმა გადაგზავნა წერილები იდენტურობის მოთხოვნით 2018 წლის 31 იანვარს და 15 მარტს, არც ერთზე დღემდე პასუხი არ არის მოსული.

 

ჯუ-–-----------------ს საგადასახადო სიით ეკუთვნის 11600 კვ. მ. მიწის ნაკვეთი ჯამში (საკარმიდამო, სახნავი და სათიბი).

 

2. მოპასუხე პირების პოზიცია

 

2.1. ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში მიუთითა რომ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა დგინდება შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. აქედან გამომდინარე, ვიდრე არ დადგინდება იდენტურობა კანონის შესაბამისად, მცდარია წინასწარ მსჯელობა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. სასამართლო სხდომაზე მერიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ უცნობია როდის დაადგენენ იდენტურობას.

 

2.2 მესამე პირს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია..

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ჯუ-–-----------------ის მარწმუნებლის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილ იქნა განცხადებები N8----------- და N8----------- სახელმწიფო პროექტის ფარგლებში რეგისტრაციის მოთხოვნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-განცხადების მიღების მიღების ბარათი (იხ.სფ.12,16)

 

3.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტომ 2018 წლის 31 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება N 8-------------- სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლის თანახმადაც 2017 წლის 29 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ჯუ-–-----------------ის განცხადება, რომლითაც მოითხოვდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციას, მდებარე ბ---------- დაბა ბ---------- (3170 კვ. მ.)[ზონა: ბ----------, სექტორი: დაბა ბ----------. მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგინდეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საჯარო რეეტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 31 იანვარს N5---- წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ბ----------- მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოდან. სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება N5---- წერილზე პასუხის მიღებისთანავე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტომ 2018 წლის 31 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება N8-------------- სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ. (იხ. სფ.13).

 

3.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტომ 2018 წლის 15 მარტს მიიღო გადაწყვეტილება N8-------------- სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლის თანახმადაც 2017 წლის 29 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ჯუ-–-----------------ის განცხადება, რომლითაც მოითხოვდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციას, მდებარე ბ---------- დაბა ბ---------- (3600 კვ. მ.)[ზონა: ბ----------, სექტორი: დაბა ბ----------.] მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგინდეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთისა საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საჯარო რეეტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 15 მარტის წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობიდან. სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება წერილზე პასუხის მიღებისთანავე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტომ 2018 წლის 15 მარტს მიიღო გადაწყვეტილება N 8-------------- სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ (იხ.სფ.16).

 

3.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას წარედგინა 2018 წლის 31 იანვარს და 15 მარტს N5---- და N1----- მიმართვები, რომლითაც დადგენილია სსიპ „საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოში“ წარმოდგენილია განცხადებები, რომლითაც მოთხოვნილი იყო სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ბ---------- დ.ბ---------–-.

დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმეტაციით არ დგინდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა , როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.

ეგზავნებათ ჯუ-–-----------------ს მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და ითხოვენ დადასტურონ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი იდენტურობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართვები ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას(იხ.სფ.18-19).

 

3.5. შ--------–----------------ს მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა 2018 წლის 23 იანვარს წერილით N2----------- დადგენილია, რომ ჯუ--------------ის სახელზე ირიცხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, ბ----------- რაიონი, დაბა ბ---------–-.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- შ--------–----------------ს 2018 წლის 23 იანვარს წერილი N 2----------- (იხ.სფ.20).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯუ-–-----------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს:

ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ვირტუალური), 8----------- განცხადებაზე წარდგენილი უფლების დამდგენ დოკუმენტში (შ--------–----------------ს 2018 წლის 23 იანვრის N 2----------- წერილი) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ.

მოპასუხე ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს დაადგინოს 8----------- განცხადებაზე წარდგენილი უფლების დამდგენ დოკუმენტში (შ--------–----------------ს 2018 წლის 23 იანვრის N 2----------- წერილი) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი N8----------- განცხადებაზე წარდგენილი უფლების დამდგენ დოკუმენტში (შ--------–----------------ს 2018 წლის 23 იანვრის N 2----------- წერილი) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ.

მოპასუხე ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს დაადგინოს 8----------- განცხადებაზე წარდგენილი უფლების დამდგენ დოკუმენტში (შ--------–----------------ს 2018 წლის 23 იანვრის N 2----------- წერილი) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

მოპასუხე ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ"

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქ/პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" 16-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" პუნქტის თანახმად სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას იყენებს ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ დოკუმენტების ფორმებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ; ჯუ-–-----------------ის მარწმუნებლის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილ იქნა განცხადებები N8----------- და N8----------- სახელმწიფო პროექტის ფარგლებში რეგისტრაციის მოთხოვნით.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტომ 2018 წლის 31 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება N8-------------- სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლის თანახმადაც 2017 წლის 29 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ჯუ-–-----------------ის განცხადება, რომლითაც მოითხოვდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციას, მდებარე ბ---------- დაბა ბ---------- (3170 კვ. მ.)[ზონა: ბ----------, სექტორი: დაბა ბ----------.] მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგინდეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთისა საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საჯარო რეეტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 31 იანვარს N 5---- წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ბ----------- მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოდან. სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება N 5---- წერილზე პასუხის მიღებისთანავე.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტომ 2018 წლის 15 მარტს მიიღო გადაწყვეტილება N 8-------------- სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლის თანახმადაც 2017 წლის 29 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ჯუ-–-----------------ის განცხადება, რომლითაც მოითხოვდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციას, მდებარე ბ---------- დაბა ბ---------- (3600 კვ. მ.)[ზონა: ბ----------, სექტორი: დაბა ბ----------. მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგინდეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთისა საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საჯარო რეეტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 15 მარტს წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობიდან. სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება წერილზე პასუხის მიღებისთანავე.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას წარედგინა 2018 წლის 31 იანვარს და 15 მარტს N 5---- და N1----- მიმართვები, რომლითაც დადგენილია სსიპ „საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოში“ წარმოდგენილია განცხადებები, რომლითაც მოთხოვნილი იყო სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ბ---------- დ.ბ---------–-.

დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმეტაციით არ დგინდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა , როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.

ეგზავნებათ ჯუ-–-----------------ს მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და ითხოვენ დადასტურონ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი იდენტურობა.

 

-შ--------–----------------ს მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარედგინა 2018 წლის 23 იანვარს წერილით N2----------- დადგენილია, რომ ჯუ--------------ის სახელზე ირიცხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, ბ----------- რაიონი, დაბა ბ---------–-.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული 100-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ იღებს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.

 

ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.

 

შესაბამისად დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ჯუ-–-----------------ის განცხადებების და საქმის მასალების ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას 2018 წლის 31 იანვრის და 15 მარტს გადაგზავნის შემდეგ, არცერთზე პასუხი არ მოსულა; საჯარო რეესტრიდან მერიაში წერილის გაგზავნიდან გასულია კანონით დადგენილი ვადა განცხადების განხილვისა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სახეზეა ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის/წარმომადგენლის უარი ე.წ. ვირტუალური ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი იდენტურობის დადგენაზე, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში, რადგან ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის/წარმომადგენლის უარი, ე.წ. ვირტუალური ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ზიანს აყენებს მოსარჩელის ჯუ-–-----------------ის კანონიერ უფლებას და ინტერესს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განსაზღვრისათვის, იგი არა მხოლოდ ფორმალური გამართულობის, არამედ მისი შინაარსობრივი, არსებითი მხრივაც უნდა იქნას შემოწმებული.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად: ,,თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი”.

 

ზემოაღნიშნული გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის/წარმომადგენლის მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, ე.წ. ვირტუალური აქტი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თაობაზე გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც დადასტურებული იქნა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით, ამასთან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ვირტუალური), 8----------- განცხადებაზე წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტში (შ--------–----------------ს 2018 წლის 23 იანვრის N 2----------- წერილი) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ.

მოპასუხე ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს დაადგინოს 8----------- განცხადებაზე წარდგენილი უფლების დამდგენ დოკუმენტში (შ--------–----------------ს 2018 წლის 23 იანვრის N 2----------- წერილი) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი N 8----------- განცხადებაზე წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტში (შ--------–----------------ს 2018 წლის 23 იანვრის N 2----------- წერილი) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხე ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს დაადგინოს 8----------- განცხადებაზე წარდგენილი უფლების დამდგენ დოკუმენტში (შ--------–----------------ს 2018 წლის 23 იანვრის N 2----------- წერილი) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: ,,თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც”.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, რადგან ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ამიტომ მოპასუხე ბ----------- მინიციპალიტეტის მერიას უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257- 258-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.ჯუ-–-----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

 

1.1 ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ე.წ. ვირტუალური აქტი), 8----------- განცხადებაზე წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტში (შ--------–----------------ს 2018 წლის 23 იანვრის N 2----------- წერილი) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ.

 

1.2 მოპასუხე ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს დაადგინოს 8----------- განცხადებაზე წარდგენილი უფლების დამდგენ დოკუმენტში (შ--------–----------------ს 2018 წლის 23 იანვრის N2----------- წერილი) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

 

1.3 ბათილად იქნეს ცნობილი ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ე.წ. ვირტუალური) N8----------- განცხადებაზე წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტში (შ--------–----------------ს 2018 წლის 23 იანვრის N 2----------- წერილი) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ.

 

1.4. მოპასუხე ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს დაადგინოს 8----------- განცხადებაზე წარდგენილი უფლების დამდგენ დოკუმენტში (შ--------–----------------ს 2018 წლის 23 იანვრის N 2----------- წერილი) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

 

2. მოპასუხე ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ.№7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით;

 

მოსამართლე გია ბერაია