გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.08.2018
საქმის ნომერი
330210018002476286
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
07.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1-------

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

7 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე გენადი მაკარიძე

სხდომის მდივანი თეკლა გრიგალაშვილი

 

მოსარჩელე - ელ--------–------–---–ი.

წარმომადგენელი - მა-- უსტ----–---–ი.

 

მოპასუხე - თა---ი---------–---ია.

წარმომადგენელი - ზუ---ბ ჯო-------ე.

 

დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა.

 

1. სასარჩელო მოთხოვნა.

1.1. დაევალოს თა---ი---------–---იას ხელი არ შეუშალოს ელ--------–------–---–ს, რათა ელ--------–------–---–მა შეძლოს შესაბამისი სპეციალისტის დახმარებით ქ. თბილისში, ვა--------–-ს მე-3------ მ---- კორპ. 3-, პ------–- სადარბაზო, ბინა №---–- შიდა და საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადება.

 

მოსარჩელის განმარტებით, მის დედას რუ--------–------–---–ს დეპუტატთა აღმასრულებელი კომიტეტის 19-- წლის 5 დ--------ს №2--- გადაწყვეტილებით გამოეყო 28,27 კვ. მეტრი ფართი მდებარე ქ. თბილისი, ვა--------–-ს 3------ მ---- კორპ. 3-, პ------–- სადარბაზო, ბინა №-- და ამავე ბინაზე გაიცა №---- ორდერი. აღნიშნულ ბინაში უკანონოდ ცხოვრობს თა---ი---------–---იას ოჯახი, რომელიც არ აძლევდა საშუალებას რუ--------–------–---–ს დაემზადებინა ბინის აზომვითი ნახაზი, მისი საჯარო რეესტრში შემდგომი რეგისტრაციის მიზნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის გადაწყვეტილებით რუ--------–------–---–ის სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა და სადაო ფართი გამოთხოვილი იქნა თა----------–----ას მეუღლის რო-----------ას მფლობელობიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება აღსრულდა, თუმცა თა----------–----ამ თვითნებუ---დ გატეხა ბინის საკეტი და შეიჭრა სახლში. ამ ფაქტის გამო აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და თა---ი---------–---ია ცნობილის იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო. რუ--------–------–---–ი გარდაიცვალა 20---–ლის 23 ი----- და სამკვიდრო ქონება მიიღო ელ--------–------–---–მა. დღეის მდგომარეობით ვერც ეს უკანასკნელი ახერხებს ბინაში შესვლას და სარგებლობას, შესაბამისად ვერ ახდენს ბინის აზომვითი ნახაზის დამზადებას ბინის საკუთრების უფლებით დარეგისტრირების მიზნით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე თა---ი---------–---იას წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხის განმარტებით ორდერი რომელიც გაცემულია სადაო ბინაზე იწვევს ეჭვს, რადგან 20-- წელში აღარ ხდებოდა საკუთრების უფლების დადასტურება ორდერის საშუალებით. ამასთან ორდერში არ არის ჩაწერილი ბინის ნომერი, შესაბამისად უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება, რომ მას რაიმე უფლება გააჩნია №-- ბინაზე. მოსარჩელის დედას რუ--------–------–---–ს სადაო ბინაზე არ ჰქონდა არც სარგებლობის და არც მფლობელობის უფლება, აღნიშნულის გათვალისწინებით ასეთი უფლება ვერ ექნება ვერც მის მემკვიდრეს - მოსარჩელე ელ--------–------–---–ს. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით ორდერში ბინის ფართი მითითებულია 28,27 კვ. მეტრი, ხოლო რეალუ---დ ბინის ფართი დაახლოებით 82 კვ. მეტრი არის. შესაბამისად გაურკვეველია, როგორ მოახდენს მოსარჩელე აზომვითი ნახაზის შესრულებას. თა----------–----ა უძრავ ქონებას ფლობს კეთილსინდისიერად, პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე და შესაბამისად არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.

3.1.1. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20---–-–------------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რუ--------–------–----–ის სარჩელი და ბინა მდებარე ქ. თბილისი, ვა--------–- 3------ მ---- კორპუსი №--, პ------–- სადარბაზო, მე-3 სართულზე არსებული 28,27 კვ. მეტრი ფართი გამოთხოვილი იქნა რო-----------ას უკანონო მფლობელობიდან და გადაეცა რუ--------–------–---–ს. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და მასზედ 20-- წლის 13 ო----------- გაცემულია №2--------- სააღსრულებო ფურცელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20---–-–------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 31-33).

- №2--------- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 30);

 

3.1.2. დადგენილია, რომ 20---–ლის 23 ი----- გარდაიცვალა რუ--------–------–---–ი და 20-- წლის 27 თ--------–- გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად ელ--------–------–---–მა, როგორც რუ--------–------–---–ის კანონისმიერმა პ------–- რიგის მემკვიდრემ სამკვიდრო მიიღო სრულად მასში შემავალი აქტივებით და პასივებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 25).

- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 22-24);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ქ. თბილისის ისნის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 19-- წლის 5 დ--------ს გადაწყვეტილებით რუ--------–------–---–ისათვის გამოყოფილი 28,27 კვ. მეტრი ფართი, მდებარე ვა--------–- 3------ მ---- კორპუსი №--, პ------–- სადარბაზო, მე-3 სართული, წარმოადგენს იმავე ფართს, რომელიც დღეის მდგომარეობით დაკავებული აქვს მოპასუხე თა---ი---------–---იას, კერძოდ:

 

საქმეში წარმოდგენილია ქ. თბილისის ისნის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 19-- წლის 5 დ--------ს გადაწყვეტილება (ს.ფ. 28) და მის საფუძველზე 20-- წლის 18 ი------- თბილისის მერიის მიერ გაცემული ბინის ორდერი №---- (ს.ფ. 26), რომლის თანახმად რუ----------–------–---–ს გადაცემული აქვს ბინა მდებარე ქ. თბილისი, ვა--------–- 3------ მ---- კორპუსი №--, პ------–- სადარბაზო, მე-3 სართული, ოთახების რაოდენობა 2, ფართი 28,27 კვ. მეტრი.

 

ასევე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20---–-–------------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რუ--------–------–----–ის სარჩელი და ბინა მდებარე ქ. თბილისი, ვა--------–- 3------ მ---- კორპუსი №--, პ------–- სადარბაზო, მე-3 სართულზე არსებული 28,27 კვ. მეტრი ფართი გამოთხოვილი იქნა თა---ი---------–---იას არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის რო-----------ას უკანონო მფლობელობიდან და გადაეცა რუ--------–------–---–ს. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და მასზედ 20-- წლის 13 ო----------- გაცემულია №2--------- სააღსრულებო ფურცელი.

 

აღნიშული გადაწყვეტილების მიღების დროს სასამართლო დაეყრდნო ქ. თბილისის ისნის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 19-- წლის 5 დ--------ს გადაწყვეტილებას, ასევე მის საფუძველზე გაცემულ №---- ორდერს და აღნიშნა შემდეგი: საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის ისნის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 19-- წლის 5 დ--------ს გადაწყვეტილებით რუ--------–------–---–ს გამოეყო ქ. თბილისში, ვა--------–- 3------ მ---- კორპუსი №--, პ------–- სადარბაზო, მე-3 სართულზე მდებარე 28,27 კვ. მეტრი ფართობის ბინა. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე თბილისის მერიის საბინაო მეურნეობის რეაბილიტაციის და განვითარების ხელშემწყობი ცენტრის მიერ მოსარჩელის სახელზე გაიცა ორდერი №---- მითითებულ საცხოვრებელ სადგომზე.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს იმავე ბინაზე აზომვითი ნახაზის შესრულებას, რაც აღნიშნულია სასამართლოს 20---–-–------------- გადაწყვეტილებაში. შესაბამისად უსაფუძვლოა მოპასუხის მითითება იმის შესახებ, რომ მოსარჩელის დედას რუ--------–------–---–ს სადაო ბინაზე არ ჰქონდა არც სარგებლობის და არც მფლობელობის უფლება და აღნიშნულის გათვალისწინებით ასეთი უფლება ვერ ექნება ვერც მის მემკვიდრეს - მოსარჩელე ელ--------–------–---–ს. როგორც ზემოთ აღინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20---–-–------------- გადაწყვეტილებით დადგინდა ქ. თბილისში, ვა--------–- 3------ მ---- კორპუსი №--, პ------–- სადარბაზო, მე-3 სართულზე მდებარე 28,27 კვ. მეტრი ფართობი ბინის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და რუ--------–------–---–ისათვის გადაცემა, დასახელებული ფაქტობრივი გარემოება კი ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს სადაო ბინაზე მოსარჩელის, როგორც დედის პ------–- რიგის მემკვიდრის უფლებას ფლობდეს და სარგებლობდეს სადაო ბინით. ამასთან საყუ---დღებოა, რომ ქ. თბილისის ისნის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 19-- წლის 5 დ--------ს გადაწყვეტილებით ფართი გადაეცა რუ--------–------–---–ის ოჯახს 2 პირზე, ხოლო თბილისის მერიის მიერ გაცემულ ორდერში ოჯახის წევრად მითითებულია ელ--------–------–---–ი, რაც იძლევა იმის წინაპირობას, რომ სადაო ფართზე ელ--------–------–---–ის უფლება განხილული იქნას არა მხოლოდ როგორც რუ--------–------–---–ის მემკვიდრის, არამედ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თ--------–- №--- დადგენილებიდან გამომდინარე კანონიერი მოსარგებლის უფლება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პ------–- პუნქტის შესაბამისად სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

 

ამავე კანონის მე-9 მუხლის პ------–- პუნქტის თანახმად რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.

 

საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვარი №4 ბრძანების 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საკადასტრო აზომვითი ნახაზი არის ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა დაცვით შესრულებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ამსახველი დოკუმენტი.

 

დასახელებული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზი არის უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ამსახველი დოკუმენტი და მასზედ დაყრდნობით სარეგისტრაციო სამსახურს ეძლევა შესაძლებლობა განახორციელოს რეგისტრაცია.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე განმარტავს, რომ მას აქვს საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი ბინაზე მდებარე ქ. თბილისი, ვა--------–-ს 3------ მ---- კორპ. 3-, პ------–- სადარბაზო, ბინა №--, თუმცა ვერ ახდენს საკუთრების უფლების რეგისტრაციას, რადგან ბინა დაკავებული აქვს მოპასუხეს და არ აძლევს საშუალებას შეასრულოს ბინის აზომვითი სამუშაოები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა. ამასთანავე, მას შეუძლია მოითხოვოს მფლობელობის ხელყოფით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა შეუძლებელია ხელის შეშლის აღკვეთის მოთხოვნა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლობის ხელშეშლა გულისხმობს უფლებამოსილი პირისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მას ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა.

 

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20---–-–------------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რუ--------–------–----–ის სარჩელი და ბინა მდებარე ქ. თბილისი, ვა--------–- 3------ მ---- კორპუსი №--, პ------–- სადარბაზო, მე-3 სართულზე არსებული 28,27 კვ. მეტრი ფართი გამოთხოვილი იქნა რო-----------ას უკანონო მფლობელობიდან და გადაეცა რუ--------–------–---–ს. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და მასზედ 20-- წლის 13 ო----------- გაცემულია №2--------- სააღსრულებო ფურცელი.

 

ასევე დადგენილია, რომ 20---–ლის 23 ი----- გარდაიცვალა რუ--------–------–---–ი და 20-- წლის 27 თ--------–- გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად ელ--------–------–---–მა, როგორც რუ--------–------–---–ის კანონისმიერმა პ------–- რიგის მემკვიდრემ სამკვიდრო მიიღო სრულად მასში შემავალი აქტივებით და პასივებით.

 

სასამართლოს ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ ქ. თბილისის ისნის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 19-- წლის 5 დ--------ს გადაწყვეტილებით რუ--------–------–---–ისათვის გამოყოფილი 28,27 კვ. მეტრი ფართი, მდებარე ვა--------–- 3------ მ---- კორპუსი №--, პ------–- სადარბაზო, მე-3 სართული, წარმოადგენს იმავე ფართს, რომელიც დღეის მდგომარეობით დაკავებული აქვს მოპასუხე თა---ი---------–---იას. შესაბამისად გათვალისწინებით იმისა, რომ მოპასუხის წინააღმდეგობის გამო მოსარჩელე ვერ ახერხებს საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესრულებას მას ერთმევა შესაძლებლობა წარადგინო სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრაციისათვის ერთ-ერთი საჭირო დოკუმენტი - საკადასტრო აზომვითი ნახაზი.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ას1105-1062-2016 საქმეზე განმარტა შემდეგი: ,,საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს პოსესორული მოთხოვნა გააჩნია, რამდენადაც იგი ნივთზე ფლობის უფლების დამდგენ დოკუმენტებზეა დამყარებული, შესაბამისად, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებიც მფლობელობის საკითხის მარეგულირებელ დანაწესებში უნდა იქნას მოძიებული. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი იცნობს კეთილსინდისიერი და მართლზომიერი მფლობელის ინსტიტუტს, რომელთათვის დამახასიათებელი ელემენტები მოცემულია ამავე კოდექსის 159-ე, 162-ე, 163-ე, 164-ე მუხლებში, კერძოდ, მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას, განსხვავებით კეთილსინდისიერი მფლობელისაგან, რომელსაც არ გააჩნია ნივთის ფლობის კანონისმიერი საფუძველი. კეთილსინდისიერება და არაკეთილსინდისიერება მიუთითებს სუბიექტურ კრიტერიუმებზე, რაც განისაზღვრება პირის დამოკიდებულებით ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძვლების მიმართ. მართლზომიერი და არა მართლზომიერი მფლობელობა მიგვითითებს ობიექტუ---დ არსებულ ფაქტორებზე, რაც ვლინდება მფლობელობის სამართლებრივი საფუძვლის არსებობაში. ა---იგად, მართლზომიერი მფლობელია მესაკუთრე და ის პირი, რომელთა მფლობელობაც მესაკუთრის მფლობელობიდანაა ნაწარმოები. კანონი გამიჯნავს კეთილსინდისიერი მფლობელის მოთხოვნას (160-ე-161-ე მუხლები) და მართლზომიერი მფლობელის მოთხოვნას (162-ე მუხლი), ასევე, არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელის ვალდებულებებს (163-ე მუხლი) და არაკეთილსინდისიერი მფლობელის ვალდებულებებს (164-ე მუხლი) (იხ. სუსგ №ას-524-493-201-, 4 ოქტომბერი, 201- წელი)’’.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის განხორციელებისათვის უფლებამოსილი პირია კეთილსინდისიერი პირდაპირი მფლობელი, მაგრამ არა მჭერი. კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამორთმეული უნდა ჰქონდეს ნივთზე პირდაპირი მფლობელობა და მფლობელობის ხელშეშლის შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლი. ამასთან მოთხოვნის გადასვლა მესამე პირზე შესაძლებელია მოხდეს მემკვიდრეობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 160-ე მუხლის შესაბამისად კეთილსინდისიერი მფლობელის მოთხოვნა გამორიცხულია იმ შემთხვევაში, თუ ახალ მფლობელს აქვს ნივთის უკეთესი მფლობელობის უფლება. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება, რომ მას აქვს ქ. თბილისში, ვა--------–-ს მე-3------ მ---- კორპ. 3-, პ------–- სადარბაზო, ბინა №---ის მფლობელობის და სარგებლობის უფლება. აღნიშნულის გათვალისწინებით კი სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პ------–- ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

გათვალისწინებით იმისა, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1-0 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ელ--------–------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. დაევალოს თა---ი---------–---იას ხელი არ შეუშალოს ელ--------–------–---–ს, რათა ელ--------–------–---–მა შეძლოს შესაბამისი სპეციალისტის დახმარებით ქ. თბილისში, ვა--------–-ს მე-3------ მ---- კორპ. 3-, პ------–- სადარბაზო, ბინა №---–- შიდა და საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადება.

 

3. დაეკისროს თა---ი---------–---იას ელ--------–------–---–ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1-0 (ასოცი) ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-1- კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გენადი მაკარიძე