გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/522-2018
130210018002431977
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 ივლისი, 2018 წელი ხ-–----ი
ხ-–----ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილი
სხდომის მდივანი რუსუდან ავთანდილაშვილი
მოსარჩელე - ს-----------ძე
წარმომადგენელი - ტ------------ძე
მოპასუხე - ნ----------–-–--ლი
წარმომადგენელი - მ-----------–---ანი
დავის საგანი - თანხის გადახდის დაკისრება და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
აღწერილობითი ნაწილი:
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ნ----------–-–--ლს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს შემცირებული სასარჩელო მოთხოვნით 15 000 (თხუთმეტი ათასი) ა.შ.შ. დოლარის გადახდა.
1.2. დაკისრებული თანხის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით მოხდეს იპოთეკით დატვირთული ნ----------–-–--ლის საკუთრებაში არსებული ქონების, მდებარე ქ. ხ-–----ში, ცხვირაშვილის ქუჩა N 11-ში, მეხუთე სართული, ბინა N 15-ში მდებარე 71,20 კვ.მ. უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი 6--0-.2-.0---0--0--) რეალიზაცია.
1.3. მოპასუხე ნ----------–-–--ლს მოსარჩელე ს-----------ძის სასარგებლოდ ასევე დაეკისროს საპროცესო ხარჯების, კერძოდ წინამდებარე სარჩელის განსახილველად გადახდილი სახ. ბაჟის 1473,78 ლარის და ადვოკატის იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 500 (ხუთასი) ლარის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ შესაგებელში სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ ნ----------–-–--ლმა მოსარჩელისგან ისესხა მხოლოდ 14900 აშშ დოლარი და აღნიშნული თანხის ნაწილი, 1000 აშშ დოლარი გადახდილი აქვს მოსარჩელის სასარგებლოდ, რაზედაც ს-----------ძემ დაწერა ხელწერილი.
2.2. მოპასუხე მხარემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე შემცირებული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2014 წლის 23 მაისს ს-----------ძესა და ნ----------–-–--ლს შორის შედგა ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით და ხ-–----ში ცხვირაშვილის ქუჩა N 11-ში, მე-5 სართული, ბინა N 15-ში მდებარე 71,20 კვ.მ. უძრავი ქონება ს/კ 69.0-.2--0---0--0-- საკუთრების უფლების აღირიცხა ს-----------ძის სახელზე. ნასყიდობის ფასი მიეთითა 20 000 აშშ დოლარი, გამოსყიდვის ვადა შეადგენდა 3 თვეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა-ახსნა-განმარტება, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.
3.2.2. ხ-–----ის რაიონული სასამართლოს 20-- წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბათლად იქნა ცნობილი ს-----------ძესა და ნ----------–-–--ლს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება ჩაითვალა სესხის ხელშეკრულებად, ამავე გადაწყვეტილებით სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ს-----------ძესა და ნ----------–-–--ლს შორის დადებულად ჩაითვალა იპოთეკის ხელშეკრულება. შესაბამისად იპოთეკით დაიტვირთა ხ-–----ში, ცხვირაშვილის ქუჩა N 11-ში, მე-5 სართულზე მდებარე 71,20 კვ.მ. ფართის N 15 ბინა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხ-–----ის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
3.2.3. ხ-–----ის რაიონული სასამართლოს 20-- წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება N 2/175-20-- საქმეზე კანონით დადგენილი წესით დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. მესაკუთრედ მიეთითა ნ----------–-–--ლი, იპოთეკარად ს-----------ძე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
3.2.4. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა მხარეთა შორის მოლაპარაკებისა და სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვადები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა - განმარტება;
სამოტივაციო ნაწილი
4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ ს-----------ძის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაკისრებული თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული ნ----------–-–--ლის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების რეალიზაციის გზით.
5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის: 286-ე, 316-317-ე, 301-ე, 361-ე, 403-404-ე, 623-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო - სამართლებრივი სფეროდან. იგი ეფუძნება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სესხი არის სასყიდლიანი ურთიერთობა და გამსესხებლის უფლებას უპირისპირდება მოვალის ვლდებულება დააბრუნოს სესხის საგანი.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.
როგორც დადგენილია, ხ-–----ის რაიონული სასამართლოს 20-- წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბათლად იქნა ცნობილი ს-----------ძესა და ნ----------–-–--ლს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება ჩაითვალა სესხის ხელშეკრულებად. სესხის თანხად მიეთითა 15000 აშშ დოლარი. ამავე გადაწყვეტილებით სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ს-----------ძესა და ნ----------–-–--ლს შორის დადებულად ჩაითვალა იპოთეკის ხელშეკრულება. შესაბამისად იპოთეკით დაიტვირთა ხ-–----ში, ცხვირაშვილის ქუჩა N 11-ში, მე-5 სართულზე მდებარე 71,20 კვ.მ. ფართის N 15 ბინა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად: „ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას“.
6.4. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე მხარემ მთლიანად აღიარა ს-----------ძის მიმართ 15 000 ა.შ.შ. დოლარის ვალის ფაქტი.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილეფლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამავე კოდექსის 301-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია მსესხებლის მიერ იპოთეკით უზრუნველყოფილი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, რაც კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოითხოვოს უზრუნველყოფილი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით მოპასუხე ნ----------–-–--ლის საკუთრებაში რიცხული და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპქოცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრებით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 1473,78 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მიერ ასევე წარმოდგენილი იქნა ქვითარი მის წარმომადგენელზე იურიდიული ხარჯის 500 ლარის გადახდასთან დაკავშირებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოსარჩელე ს-----------ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი. საქმეზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა უნდა დაუბრუნდეს ს-----------ძე, ხოლო მოპასუხეს ს-----------ძის სასაგრებლოდ უნდა დაეკისროს 500 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი თანხის სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 259’-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ს-----------ძის სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ნ----------–-–--ლს მოსარჩელე ს-----------ძის სასარგებლოდ დაეკისროს 15 000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარის შესაბამისი ექვივალენტი ლარში გადახდა.
3. მოპასუხე ნ----------–-–--ლზე დაკისრებული თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად მოხდეს იპოთეკით დატვირთული, ნ----------–-–--ლის, საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ხ-–----ში, ცხვირაშვილის ქუჩა N 11-ში, მე-5 სართული, ბინა ნ 15, ფართი 71,20 კვ.მ., ს/კ 6--0-.2-.0---0--0--) რეალიზაცია.
4. მხარეები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, საქმეზე 2018 წლის 03 მაისს ს/ს "თიბისი ბანკი"-ს მეშვეობით, რეფერენსის N 202-10-315, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1473,78 ლარი, რომელიც გადახდილია ანგარიშის ნომერზე 300463150 დაუბრუნდეს მოსარჩელე ს-----------ძეს პ/ნ 59001020748, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
5. მოპასუხე ნ----------–-–--ლს მოსარჩელე ს-----------ძის სასარგებლოდ დაეკისროს 500 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილია თანხის სანაცვლოდ.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხ-–----ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხ-–----ის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე
ნაირა გიგიტაშვილი