განაჩენი

სისხლის სამართლის 08.08.2018
საქმის ნომერი
330100118002412972
თარიღი
08.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1----------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

0-----------, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე გიორგი ებანოიძემ,თეონა აბულაძის მდივნობით,სტაჟიორ-პროკურორ - მ-----------------------

ბრალდებულ - ლ---------------

ადვოკატ - ზ----------------- მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ-------------------------------------------- - დაბადებული 1----–-–-------------------- რეგისტრირებული მისამართზე: ქ------–------------------------------------------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-------------------------- - მიმართ, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ პუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

ლ-------------- ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 0----------, ღამის საათებში, ქ------–--–------------------------–- მდებარე შ----------------- ოფისში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწიეს დ----------------–--------------------------------------------------------------------- რომლებიც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ ოფისში განთავსებულ, საერთო ჯამში 15039 (თხუთმეტიათას ოცდაცხრამეტი) ლარად ღირებულ, სხვადასხვა ფირმის 11 (თერთმეტი) ცალ მობილურ ტელეფონს.

სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, გაანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ლ-------------- დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია ლ-------------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის; შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.

ლ-------------- მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, პირადი ჩხრეკის ოქმებს, ამოღებული ნივთმტკიცებებს, დათვალიერების ოქმებს, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნას და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულ ლ-------------- სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები,კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

მოცემულ შემთხვევაში მძიმე კატეგორიის დანაშაული. რაც შეეხება სასჯელის კონკრეტული სახის გამოყენებას, სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტული ქმედების წინაპირობების, ჩადენილი დანაშაულის ხერხის და მომავალში მსგავსი ქმედების თავიდან არიდებისათვის საკმარისია თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, ამდენად, დანაშაულის კერძო პრევენციის მიზანი მოითხოვს, ბრალდებულს ჩადენილი ქმედებებისათვის, დაენიშნოს - თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ---------- მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლი, ვინაიდან ბრალდებულმა ხელი შეუწყო სწრაფ და ეფექტურ მართლმსაჯულებას, ითანამშრომლა გამოძიებსთან და აღიარა დანაშაული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ პუნქ ტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი 02 (ორი) წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

ლ-------------- სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი მსჯავრდებულის სახით დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 0----------------

გაუქმდეს ლ-------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მსჯავრდებულ ლ-------------- ყოფაქცევაზე, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდგომ, დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს (პრობაციის ბიუროს) - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

მსჯავრდებულ ლ-------------- დაევალოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში აცნობოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს (პრობაციის ბიუროს).

ნივთიერი მტკიცებულებები: 1. სუნის ნიმუშები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს. 2. შ------------------ შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეო ჩანაწერის ბედი გადაწყდეს სასამართლოს მიერ ნ--------------------------------------------------- ბრალდების საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას.

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი ებანოიძე