გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 031210016001409250
№2/137-2016წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 ივლისი, 2018 წელი ქ. ქობულეთი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლო
ქობულეთის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ზინაიდა აბაშიძე
მოსარჩელე - ქო----–-----------–----–--------------ა
წარმომადგენელი - თე---------ძე
მოპასუხე - შპს ,,ქო----–----------ი’’
დირექტორი - თო----------------ა
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს ,,ქო----–----------ს’’ ქო----–-----------–----–--------------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს პირგასამტეხლო 100 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. შპს ,,ქო----–----------ის’’ წარმოდგენილმა შესაგებლით სარჩელს არ ცნო. ამასთან, როგორც შესაგებელში და ასევე სასამართლო სხდომაზე შპს ,,ქო----–----------ს’’ დირექტორმა განმარტა, რომ არ დაურღვევია 2015 წლის 11 მარტის №-- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მიწოდებული მასალის განსხვავებულ შრიფტში დაბეჭდვა შემკვეთის ბრალით იყო გამოწვეული.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 11 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა №-- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. 2015 წლის 15 ოქტომბერს ხელშეკრულება ძალაში იყო 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
3.1.2. ამ ხელშეკრულებით მიმწოდებელმა (მოპასუხემ) იკისრა ვალდებულება, ქო----–-----------–----–-------ს გამგეობისთვის გაზეთის გვერდის დაკაბადონება, დაბეჭდვა და გავრცელება.
3.1.3. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 480 ლარს.
3.1.4. მომსახურების გაწევის ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
3.1.5. მოსამზადებელი და შესაბამისად გამოსაქვეყნებელი მასალის საერთო მოცულობა შეადგენს 10-იანი შრიფტით 9600 სმ2-ს.
3.1.6. მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის მიმწოდებს ეკისრება პირგასამტეხლო 100 ლარის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3.1.7. შპს „ქო----–----------ის“ მიერ 2015 წლის 1 აპრილს გამოცემულ ნომერში „ქო----–-----------–----–-------ს ტერიტორიაზე საკურორტო ზოლში შინაური ცხოველების შენახვის წესების დამტკიცების შესახებ“ ქო----–-----------–----–-------ს საკრებულოს 2015 წლის 20 მარტის №32 განკარგულება 10-იანი შრიფტის ნაცვლად დაბეჭდა 8-იან შრიფტში, ასევე „ქო----–-----------–----–-------ს ტერიტორიაზე საკურორტო შეზლონგების გათავსების მიზნით სექტორების სარგებლობის უფლებით (იჯარით) განკარგვაზე პირობებიანი საჯარო აუქციონის გამოცხადების შესახებ“ ქო----–-----------–----–-------ს გამგებლის №0-------- ბრძანება 2015 წლის 1 ივლისის ნომერში 10-იანი შრიფტის ნაცვლად დაბეჭდა 12-იან შრიფტში.
3.1.6. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულაბა და ვალდებულება შესრულებული აქვს ხელშეკრულების მოთხოვნების დარღვევით. მოპასუხე განმარტაბვს, რომ მისთვის შეუძლებელი იყო შრიფტის გადაკეტება და როგორც გადმოგზავნილი ქინა, იმ ფორმით დაიბეჭდა, ამის შესახებ აცნობა კიდეც მოსარჩელეს, თუმცა ეს არცერთი სახის მტკიცებულებით არ დასტურდება; მოსარჩელის განმარტებით კი მოპასუხეს შესაძლებლობა ჰქონდა შეთანხმების თანახმად შეესრულებისნა ნაკისრი ვალდებულება;
3.1.7. ქო----–-----------–----–-------ს გამგებლის 14/01/2016 წელის №0------- ბრძანებით ცალმხრივად შეწყვეტილი იქნა 2015 წლის 11 მარტს მხარეებს შორის გაფორმებული №-- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება;
- ქო----–-----------–----–-------ს გამგებლის ბრძანება;
- გაზეთის შესაბამისი ნომრების ასლები;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც განსაზღვრულ ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში მოპასუხეს ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 629-ე, 417-ე, 418-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მხარეებს შორის არსებობდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობა (ნარდობა). ხელშეკრულებით მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება ქო----–-----------–----–-------ს გამგეობისთვის გაზეთის გვერდის დაკაბადონება, დაბეჭდვა და გავრცელება. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 480 ლარს.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით სასამართლო განმარტავს, რომ ეს ნორმა განსაზღვრავს იმ ძირითად კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა ეფუძნებოდეს ვალდებულების შესრულება. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. თუმცა, მიუხედავად, აღნიშნულისა, იმის გათვალისწინებით, რომ სახელშეკრულებო სამართალი აგებულია ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზე, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით, რის გამოც, მხარეებს აქვთ უფლება ხელშეკრულებით გაითვალისწინონ ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი და აქცესორული ხასიათის საშუალებანი. სწორედ ამგვარ უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას წარმოადგენს პირგასამტეხლო.
დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
6.3. კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას. ის ნაკისრი ვალდებულების დარღვევის - საზღაურია და ძირითადი ვალდებულების დარღვევამდე, მისი შესრულების მასტიმულირებელ ფუნქციასაც ასრულებს. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მხარეთა შეთანხმებით იმ შემთხვევისათვის თუ მხარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო 100 ლარის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულაბა და მასალა 10-იანი შრიფტის ნაცვლად დაბეჭდა ერთ შემთხვევაში 8-იანი, მეორე შემთხვევაში კი 12-იანი შრიფტით.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო მოსარჩელეს მოპასუხისათვის დარიცხული აქვს 100 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი კმაყოფილდება სრულად მოპასუხეს, ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ უნდა გადახდეს 50 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
9. სააპელაციო საჩივარის დასაშვებობა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება - 2 000 ლარს.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგინს ღირებულება არ აღემატება 2 000 ლარს, შესაბამისად სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქო----–-----------–----–--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. შპს ,,ქო----–----------ს’’ ქო----–-----------–----–--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 100 (ასი) ლარის გადახდა.
3. შპს ,,ქო----–----------ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით - 50 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე