გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 031210017002193350
N2/418-2017წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 ივნისი, 2018 წელი ქ. ქობულეთი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლო
ქობულეთის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ზინაიდა აბაშიძე
მოსარჩელე - ვა–--------–-ძე
მოპასუხე - მა------------–-ძე
მოპასუხე - შპს „ევ------------- +“
წარმომადგენელი- ნი----------–--ლი
დავის საგანი: ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
გაუქმდეს 2016 წლის 4 ივლისს აჭ-------------------------------–-------------ს აღმასრულებელ ლა–----------------ს მიერ დადებული ყადაღისაგან ვა–--------–-ძის საკუთრებაში რიცხული მოძრავი ნივთები - 1. ტელევიზორი „S------” (შავი ფერის, პლაზმური) – 1 ცალი; 2. სარეცხი მანქანა „B---“ (ნაცრისფერი) – 1 ცალი; მაცივარი „S----“ (ვერცხლისფერი) – 1 ცალი;
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხეებს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით ვა–--------–-ძეს სს ,,შა---------------–----ის“ ბა---ს სასარგებლოდ დაეკისრა 2220 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდა. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და მიექცა აღსასრულებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
- სასამართლო გადაწყვეტილება
3.1.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს, 2016 წლის 26 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2016 წლის 4 ივლისის მიმართვით აღმასრულებელმა დააყადაღა ვა–--------–-ძის საკუთრებაში რიცხული მოძრავი ნივთები - 1. ტელევიზორი „S------” (შავი ფერის, პლაზმური) – 1 ცალი; 2. სარეცხი მანქანა „B---“ (ნაცრისფერი) – 1 ცალი; მაცივარი „S----“ (ვერცხლისფერი) – 1 ცალი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნივთების აღწერისა და დაყადაღების აქტი;
3.1.3. საქმის განხილვის მომენტისათვის ვა–--------–-ძის საკუთრებაში რიცხული მოძრავი ნივთებს - (1. ტელევიზორი „S------” (შავი ფერის, პლაზმური) – 1 ცალი; 2. სარეცხი მანქანა „B---“ (ნაცრისფერი) – 1 ცალი; მაცივარი „S----“ (ვერცხლისფერი) – 1 ცალი) ადევს ყადაღა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სააღსრულებო ბიუროს მიმართვები;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არის
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ყადაღისაგან უნდა გათავისუფლდეს ვა–--------–-ძის საკუთრებაში რიცხული მოძრავი ნივთები - 1. ტელევიზორი „S------” (შავი ფერის, პლაზმური) – 1 ცალი; 2. სარეცხი მანქანა „B---“ (ნაცრისფერი) – 1 ცალი; მაცივარი „S----“ (ვერცხლისფერი) – 1 ცალი;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიტუცია.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.
- ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 17-ე მუხლით: ,,1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად.
2. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად”.
6.2. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”.
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას ,,არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის 2/1-370 გადაწყვეტილება).
სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას, ორივე მხარის პატივდასადები ინეტერესები გათვალისწინებული უნდა იქნას თანაბრად.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის მიხედვით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და მიღებული იქნას იგი, როგორც ნივთის მესაკუთრე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსისი 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ნივთის გადაცემად ითვლება შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში.
განსახილველ შემთხვევაში ვა–--------–-ძის საკუთრების უფლებას ადასტურებს, ის, რომ სადავო მოძრავი ნივთების შეძენისათვის საჭირო თანხა გადაიხადა ვა–--------–-ძემ, აღნიშნული მოძრავი ნივთები იმყოფება ვა–--------–-ძის მფლობელობაში, სარგებლობაში და რა მა------------–-ძის მფლობელობაში, სარგებლობაში. ყოველივე აღნიშნული ადასტურებს სადაო მოძრავ ნივთებზე მოსარჩელის საკუთრების უფლებას.
6.4. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის თანახმად თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ამასთანავე სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
სასამართლო განმარტავს, რომ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მიზანია საქართველოს სკ-ის 170-ე მუხლის მოთხოვნის რეალიზება. კერძოდ მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ დაყადაღებული ქონება მისი საკუთრებაა და რომ მასზე საკუთრების უფლება გააჩნია მხოლოდ მას. აღნიშნულის გამო ისარგებლა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებით, ასევე ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებით და სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.
6.5. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 40-ე მუხლის თანახმად მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას.
დადგენილია, რომ აღმასრულებელმა ვა–--------–-ძის კუთვნილი მოძრავი ნივთები დააყადაღა. ამ მოქმედების აუცილებლობა ნაკარნახევი იყო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფით. მა------------–-ძე ნებაყოფლობით არ იხდიდა დაკისრებულ თანხას, ამიტომ აღმასრულებელმა ყადაღა დაადო მის მშობლების ოჯახში არსებული მოძრავი და შესაძლებელი გახადა ამ ქონების მეშვეობით გადაწყვეტილების აღსრულება.
სარჩელის საფუძვლიანობისა და დასაბუთებულობისათვის მთავარი საკითხია დადგინდეს ქონებაზე ყადაღის დადებით ილახება თუ არა მესამე პირის ინტერესი, მესამე პირი, რომლის ინტერესიც ილახება, ყადაღის დადების მომენტისათვის უნდა წარმოადგენდეს ქონების მესაკუთრეს. სასამართლომ მტკიცებულებათა ანალიზით დადგენილად მიიჩნია, რომ მოძრავი ნივთები (1. ტელევიზორი „S------” (შავი ფერის, პლაზმური) – 1 ცალი; 2. სარეცხი მანქანა „B---“ (ნაცრისფერი) – 1 ცალი; მაცივარი „S----“ (ვერცხლისფერი) – 1 ცალი;), წარმოადგენს ვა–--------–-ძის საკუთრებას. ანუ სადავო მოძრავი ნივთები არ წარმოადგენს სააღსრულებო წარმოებაში მოვალე მა------------–-ძის საკუთრებას. იგი იმ პირის საკუთრებაა, რომელიც მოვალეს არ წარმოადგენს. დადგენილია, რომ მოსარჩელეს, ვა–--------–-ძეს მოპასუხე შპს „ევ------------- +“-ის წინაშე ვალდებულება არ აქვს. დაუშვებელია მისი ქონება რეალიზებული იქნას მა------------–-ძის ვალდებულების დაფარვის მიზნით. მოძრავი ნივთებით გადაწყვეტილების აღსრულება ეწინააღმდეგება გადაწყვეტილების აღსრულების მიზანსა და წესს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს მიქცეული სარეალიზაციოდ სხვა პირის ვალდებულების შესასრულებლად. ქონება აღიარებული უნდა იქნას ვა–--------–-ძის საკუთრებად და გათავისუფლებული უნდა იქნას ყადაღისაგან. ამდენად მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი სახ ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს. სარჩელი დაკმაყოფილდა მთლიანად, შესაბამისად მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ვა–--------–-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოძრავი ნივთები - 1. ტელევიზორი „S------” (შავი ფერის, პლაზმური) – 1 ცალი; 2. სარეცხი მანქანა „B---“ (ნაცრისფერი) – 1 ცალი; მაცივარი „S----“ (ვერცხლისფერი) – 1 ცალი, აღიარებული იქნას ვა–--------–-ძის საკუთრებად და იგი გათავისუფლდეს ყადაღისაგან.
3. მა------------–-ძეს და შპს „ე-------------ტ +“-ს ვა–--------–-ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის სანაცვლოდ - 50 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მეშვეობით (ქ. ქობულეთი, თავისუფლების ქ. №21) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში ქობულეთის მუნიციპალიტეტში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე