გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.08.2018
საქმის ნომერი
330210016001361186
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
09.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 2/12--9-16წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11ივლისი2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ცისანა სირბილაძე

სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი

მოსარჩელე - გ------------------–---–ი (მოპასუხე შეგებებული სარჩელით)

წარმომადგენელი - კ--------------–---–ი

მოპასუხე- ნ---------------ა (მოსარჩელე შეგებებული სარჩელით)

წარმომადგენელი -გ------------–-–---–ი

ს-----------–---–ი

დავის საგანი- თანხის დაკისრება

დავის საგანი შეგებებულ სარჩელში - ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.ნ---------------ას, გ-----------------–---–ის სასარგებლოდ, დაეკისროს 45 000 აშშ დოლარის გადახდა.

 

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

 

20-- წლის 25-----ს, გ-----------------–---–სა და ნ---------------ას შორის, დაიდო სესხის ხელშეკრულება. სესხის თანხა 45 000 აშშ დოლარი, ნ---------------ას უნდა დაებრუნებინა 2015 წლის 20----სს. მოპასუხე თანხას არ აბრუნებს.

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ნ---------------ა სარჩელს არ ცნობს. მან წარმოადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა:

 

1. ბათილად იქნას ცნობილი ნ---------------ას და გ-----------------–---–ს შორის, 20-- წლის 25-----ს გაფორმებული ხელწერილი 45 000 აშშ დოლარის სესხის თაობაზე.

 

2.გ-----------------–---–ს, ნ---------------ას სასარგებლოდ, დაეკისროს 20 744.79 აშშ დოლარის გადახდა.

 

3.გ-----------------–---–ს, ნ---------------ას სასარგებლოდ, დაეკისროს 16 000 აშშ დოლარისა და 3659 ლარის გადახდა.

 

შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე:

 

მოსარჩელეს თანხა ნ---------------ასათვის არ უსესხებია. გ-----------------–---–ს ვალის დაბრუნებას სთხოვდა მესამე პირი. გ--------–---–ი მას ჰპირდებოდა, რომ თითქოსდა ნ---------------ას ჰქონდა მისი ვალი და როგორც კი დაუბრუნებდა მაშინვე გაისტუმრებდა მოვალეს. აღნიშნულზე მოვალემ მოითხოვა წერილობითი დადასტურება, რის თაობაზედაც შედგა ხელწერილი. გ-----------------–---–მა ბოროტად ისარგებლა ნ---------------ას ნდობით. იმის გამო, რომ გ-----------------–---–ს პრობლემები ჰქონდა მესამე პირებთან, ნ---------------ას მოუხდა არარსებული ვალის აღიარება, რის გამოც ის ბათილია.

 

2014 წლის 15 ივლისს, შპს "მ------–----------------ს", მოვალე გ-----------------–---–ს და მესაკუთრე ნ---------------ას შორის, გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გ-----------------–---–მა სესხად მიიღო 20 000 აშშ დოლარი, ყოველთვიური 2.5 % სარგებლის გადახდის პირობით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ნ---------------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება, 20 744.79 აშშ დოლარი, გ-----------------–---–ის ნაცვლად გადაიხად მ----------–-–---–მა, რომელმაც ნ---------------ას 20---–-–-----------ის ხელშეკრულებით მოთხოვნა დაუთმო ნ---------------ას.

 

გ-----------------–---–ი სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნა მიცემული ნ---------------ას 100% წილით საკუთრებაში არსებულ შპს "ს---–----ს" კუთვნილი ნივთების მითვისების ბრალდებით. განაჩენით დადგენილი იქნა, რომ გ-----------------–---–მა ნ---------------ასაგან მიღებული 1500 აშშ დოლარით შეიძინა ავტომანქანა, რომელიც მართლსაწინაღმდეგოდ მიითვისა და შემდგომ გაყიდა, რითაც 1500 აშშ დოლარის ზიანი მიაყენა შპს "ს---–----ს".

 

გ-----------------–---–მა, შპს "ს---–----ს" დირექტორის ნ---------------ასაგან, მიიღო 11 000 აშშ დოლარი, რომლითაც საწარმოსათვის უნდა შეეძინა სოფელ საგურამოში მდებარე 5 500 კვმ. მიწის ნაკვეთი. მან გამყიდველს გადაუხადა 7 500 აშშ დოლარი, ხოლო 3 500 აშშ დოლარი მიითვისა, რითაც შპს "ს---–----ს" მიაყენა 3500 აშშ დოლარის ზიანი. მიწის ნაკვეთი გ--------–---–მა გაასხვისა მა-------------ზე. შპს "ს---–----ს" არც მიწის ნაკვეთი გადასცემია და არც თანხა არ დაუბრუნდა.

 

201--–-–-------------------ნ 2016 წლის იანვრამდე, გ-----------------–---–მა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 2109 ლარის ღირებულების გერმანული წარმოების გენერატორი, რითაც შპს "ს---–----ს" მიაყენა 2109 ლარის ზიანი.

 

2018 წლის 15 თებერვლის მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულებით შპს "ს---–----მ" ნ---------------ას დაუთმო გ-----------------–---–ის მიმართ არსებული ფულადი მოთხოვნები 16 000 აშშ დოლარის და 2109 ლარის ოდენობით.

 

ასევე, გ-----------------–---–მა ნ---------------ასაგან მიღებული 2500 ლარით, შეიძინა ორი სული ღორი, რომელიც მან გაყიდა ერთი სული 2500 ლარად, საიდანაც ნ---------------ას გადასცა 950 ლარი, ხოლო 1550 ლარი მიითვისა, რითავ ნ---------------ას მიაყენა 1550 ლარის მატერიალური ზიანი.

 

მოპასუხის პოზიცია შეგებებულ სარჩელზე:

 

გ-----------------–---–ი სარჩელს არ ცნობს.

 

მოპასუხის განმარტებით, მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრებას ცდილობს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.20-- წლის 25-----ს, გ-----------------–---–სა და ნ---------------ას შორის, დადებულია სესხის ხელშეკრულება. ხელშეკრულება ნამდვილია.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სესხის ხელშეკრულების დადების დადასტურების მიზნებისათვის, წარმოდგენილ იქნა სესხის ხელწერილი, რომლითაც ნ---------------ა ადასტურებს გ-----------------–---–ისაგან 45 000 აშშ დოლარის სესხის მიღების ფაქტს და აქვე ვალდებულებას კისრულობს თანხა გამსესხებელს დაუბრუნოს 2015 წლის 20----სს (ს.ფ. 14).

 

საქმის ფურცელ 15-ზე განთავსებულია სანოტარო ფორმით დადასტურებული ურთიერთშეთანხმების აქტი, სადაც ნ---------------ა იღებს ვალდებულებას გ-----------------–---–ს სესხის თანხა 45 000 აშშ დოლარი დაუბრუნოს 20---–-–---------------ს, ვინაიდან შეექმნა ფინანსური პრობლემები, მისი ქონება დაყადაღებულია და 2015 წლის 20----სს თანხის დაბრუნებას ვერ ახერხებს. აღნიშნული დოკუმენტი ნ---------------ას სადავოდ არ გაუხდია.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით, მოპასუხის მიერ სესხის უარყოფის პირობებში, დასტურდება მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმება: სესხის ოდენობა, სესხის დაბრუნების ვადა. შესაბამისად, ნ---------------ას და გ-----------------–---–ს შორის, სახეზეა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა, საიდანაც იკვეთება გ-----------------–---–ის მიერ თავისი ვალდებულების, სესხის გადაცემის შესრულება და მისი მოთხოვნის უფლება საპასუხო ვალდებულების შესრულებაზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. შესაბამისად, პირი, რომელიც მონაწილეობს გარიგების დადებაში, ამ გარიგებით ცდილობს გარკვეული იურიდიული შედეგის დადგომას.

 

მოცემულ შემთხვევაში, ნ---------------ას შეგებებული სარჩელი სესხის ხელწერილის ბათილად ცნობის შესახებ ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის არ დადებულა სესხის ნამდვილი ხელშეკრულება და მხარეებისათვის იმთავითვე ცნობილი იყო ხელშეკრულების გაფორმების მიზანი. ამ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. ამგვარი სტანდარტი მტკიცების ტვირთს ვალდებულებით სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს: მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ხელშეკრულების დადება; ვალდებულების შესრულების ვადა ანუ ვადამოსული ვალდებულების არსებობა; მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან/და გარემოებები, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას.

 

შესაბამისად, სესხის ნამდვილი ხელშეკრულების არარსებობის ფაქტის მტკიცების ტვირთი მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს ეკისრებოდა. მოპასუხემ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-105-ე მუხლების შესაბამისად, ვერ მიუთითა და ვერ დაადასტურა 20-- წლის 25-----ის ხელწერილის ბათილად მიჩნევის ფაქტობრივი გარემოებები. შესაბამისად, ნ---------------ას მოსაზრება, რომ ხელწერილი ბათილია და სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს დაუსაბუთებელია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-მხარეთა ახსნა-განმარტება

-ხელწერილი (ს.ფ.14)

-ურთიერთშეთანხმების აქტი (ს.ფ.15)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გ-----------------–---–ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ნ---------------ას შეგებებული სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 623-ე, 198-199-ე, 147-ე, 152-ე, 327-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გ-----------------–---–ს და ნ---------------ას შორის, 20-- წლის 25-----ს დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც ნ---------------ას სესხად გადაეცა 45 000 აშშ დოლარი. თანხა დაბრუნებული უნდა ყოფილიყო 2015 წლის 20----სს. მხარეთა შეთანხმებით, სესხის დაბრუნების ვადა გაგრძელდა 20---–-–---------------მდე. ნ---------------ას სესხი არ დაუბრუნებია.

 

დადგენილია, რომ 20-- წლის 25-----ის ხელწერილი ნამდვილი და სამართლებრივი შედეგების მომტანია. შესაბამისად, ნ---------------ა ვალდებულია შეასრულოს ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე გ-----------------–---–ის მიმართ არსებული ვალდებულება 45 000 აშშ დოლარის გადახდის შესახებ.

 

6.2. ნ---------------ას შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით:

 

6.2.1. გ-----------------–---–ის თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნა ემყარება 20-- წლის 25-----ის შეთანხმებას, ხოლო შეგებებული სარჩელის პირველი სასარჩელო მოთხოვნა ამ შეთანხმების გაბათილებისკენაა მიმართული. სასამართლომ დაადგინა, რომ შეთანხმება ბათილი არ არის და ნ---------------ამ უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. შესაბამისად, ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებით გამოირიცხება ხელწერილის ბათილად ცნობის მოთხოვნით შეგებებული სარჩელის პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

6.2.2. ნ---------------ას მეორე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს გ-----------------–---–ისათვის 20 744.79 აშშ დოლარის დაკისრება, რომელიც გამომდინარეობს მ----------–-–---–სა და ნ---------------ას შორის გაფორმებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლი მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ. ძველი მფლობელი ვალდებულია ახალ მფლობელს გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ყველა საბუთი, რომლებიც ეხება მოთხოვნებსა და უფლებებს, და ყველა ინფორმაცია, რომლებიც აუცილებელია ამ მოთხოვნებისა და უფლებების გამოყენებისთვის. ძველი მფლობელი ასევე ვალდებულია მოთხოვნის საფუძველზე გადასცეს შემძენს სათანადოდ დამოწმებული საბუთი ამ უფლებისა და მოთხოვნის დათმობის შესახებ. ამ საბუთის დამოწმების ხარჯები დაეკისრება ახალ მფლობელს. ამასთან, 199-ე მუხლის შესაბამისად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2014 წლის 15 ივლისს, შპს "მ------–----------------ს" და გ-----------------–---–ს შორის, დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გ-----------------–---–ის სახელზე გაიცა სესხი 20 000 აშშ დოლარი, სარგებელი განისაზღვრა თვეში 2.5 %-ით, 6 თვის ვადით. სესხის დაბრუნება უზრუნველყოფილი იქნა ნ---------------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. სესხი დაფარული იქნა მ----------–-–---–ის მიერ 2014 წლის 5------------ს. მ----------–-–---–მა, ნ---------------ას 20---–-–-----------ის ხელშეკრულებით დაუთმო მოთხოვნის უფლება 20 744.79 აშშ დოლარის ოდენობით.

 

გ-----------------–---–ის მითითებით, სესხი აღებული იქნა ფორმალურად მის სახელზე ნ---------------ას ინტერესებისათვის და რეალურად თანხა მან მიიღო. მ----------–-–---–ი ნ---------------ას მეუღლეა და მან გადაიხადა ოჯახის ვალი. მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებაც არის ფორმალური.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 147-ე მუხლის შესაბამისად, ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 152-ე მუხლის შესაბამისად, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ანდა მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე.

სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის ობიექტს, რომელიც მატერიალური სახით არ არსებობს, თუმცა მიმოქცევადი სიკეთეა, რომლის მფლობელსაც გააჩნია ამ მოთხოვნის განკარგვის შესაძლებლობა. კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი შეიძლება იყოს ქონებრივი ან არაქონებრივი ღირებულების მატერიალური და არამატერიალური სიკეთე, რომელიც კანონით დადგენილი წესით ბრუნვიდან არ არის ამოღებული. სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლი ადგენს მოთხოვნის დათმობის ნამდვილობის კრიტერიუმებს და მის გამომრიცხველ გარემოებად მიიჩნევა, თუ: მოთხოვნის დათმობა ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს; გარიგება ეწინააღმდეგება კანონს; ცედენტისა და ცესიონერის ნება ეწინააღმდეგება მოთხოვნის თავდაპირველი მფლობელისა და მოვალის შეთანხმებას. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კი, შეთანხმება ნამდვილია, თუკი არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი.

სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-2-ე მუხლების შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მ----------–-–---–ი (მოთხოვნის დამთმობი) არ წარმოადგენს სადავო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების მხარეს, რომელსაც გ-----------------–---–ის ვალდებულების შესრულების გამო, წარმოეშვებოდა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება. გ-----------------–---–ის მიმართ ვინაიდან ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს უსაფუძვლო გამდიდრება, მ----------–-–---–ის მოთხოვნის საფუძვლად გ-----------------–---–ის მიმართ, მოაზრებული უნდა იქნას უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესები.

 

სამოქალაქო კოდექსის 986-ე მუხლის შესაბამისად, პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება.

საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც მ----------–-–---–ის მიმართ გ-----------------–---–ის ვალდებულებას დაადასტურებდა. სადავოობის პირობებში საქმის მასალებით არ დასტურდება გ-----------------–---–ის მიმართ მ----------–-–---–ის მოთხოვნის მატერიალური უფლების არსებობა. შესაბამისად, არ არსებობს მ----------–-–---–ს და ნ---------------ას შორის დადებული ხელშეკრულების ნამდვილობის ყველა პირობა და ის სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს.

6.2.3 ნ---------------ას მესამე სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი შპს "ს---–----ს" და ნ---------------ას შორის დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებაა.

 

საქმეში წარმოდგენილი თბილისის სა----–-–-ო სასამართლოს განაჩენით დასტურდება, რომ გ-----------------–---–ი სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული და დანიშნული აქვს სასჯელი შპს "ს---–----ს" კუთვნილი ქონების მითვისების ბრალდებით.

 

საქმეში წარმოდგენილი 201--–-–---------------–ის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით (ს.ფ. 348-349), შპს "ს---–----ს" დირექტორმა ნ---------------ამ, ფიზიკურ პირს ნ---------------ას დაუთმო მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 იანვრის და თბილისის სა----–-–-ო სასამართლოს 20---–-–-------------ს განაჩენის საფუძველზე წარმოშობილი უფლებები, ფულადი მოთხოვნები 16 000 აშშ დოლარის და 2109 ლარის ოდენობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 106-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ა) ფაქტები, რომლებსაც სასამართლო საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს; ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სა----–-–-ო სასამართლოს 20---–-–-------------ს განაჩენით დადგენილია, რომ გ-----------------–---–ის ქმედებებით შპს "ს---–----ს" მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, თუმცა სამოქალაქო დავის განხილვისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის შესაბამისად, მას პრეიუდიციული ძალა არა აქვს.

 

ამასთან, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 6.2.2 პუნქტში განვითარებული მსჯელობის შესაბამისად, შპს "ს---–----ს" და ნ---------------ას შორის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება ისეთ პირობებში, როცა შპს "ს---–----ს" მიმართ გ-----------------–---–ის ვალდებულების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის, 201--–-–---------------–ის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს, რის გამოც ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

 

ნ---------------ა ასევე მოითხოვდა ორი სული ღორის რეალიზაციით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას 1550 ლარის ოდენობით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ზიანის ოდენობის განმსაზღვრელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის და ის სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის 2-ე პუნქტის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 მაისის განჩინებით, გ-----------------–---–ს გადაუვადდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა. სარჩელის დაკმაყოფილების გამო სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარი უნდა გადახდეს ნ---------------ას.

 

შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის გამო შეგებებულ სარჩელზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება მოპასუხეს ვერ დაეკისრება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 55-ე, 188-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 259-1, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. გ-----------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

1.1. ნ---------------ას, გ-----------------–---–ის სასარგებლოდ, დაეკისროს 45 000 აშშ დოლარის გადახდა.

2. ნ---------------ას, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 3000 ლარის გადახდა.

3. ნ---------------ას შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

3.1. ნ---------------ას მიერ შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სა----–-–-ო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ცისანა სირბილაძე