განაჩენი

სისხლის სამართლის 09.08.2018
საქმის ნომერი
180100118002453999
თარიღი
09.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/108-18

(გამოძიების N0----------- )

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

მცხეთის რაიონული სასამართლო

0- აგ-------, 2018 წელი ქ. მცხეთა

 

მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი

სხდომის მდივანი დიანა რთველიაშვილი,ბრალდების მხარე -

პროკურორი -ნელი ორჯონიკიძე,დაცვის მხარე -

ბრალდებული ზუ---- არ-----–-, დაბადებული 197- წლის 12 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი #1----------, ნასამართლობის ა-------- (წ-------––-------------–---------------–--–---), დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქალაქი დ--–----, ალ-------------------- მცხეთა, ამჟამად პატიმრობაში მყოფი,კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი (2017 წლის 01 ივნისის რედაქცია),ადვოკატები - მ-----------------------–---------------–--ე

 

სხდომის სახე - ღია,გამოარკვია:

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 201--–-–----- აპრილს, დაახლოებით 21: 00 საათზე, ქალაქ დ--–---–-----------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ზუ---- არ-----–--, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკების მოტივით, განაწყენებულმა, რომ სახლში არ ჰქონდათ ალკოჰოლური სასმელი, მეუღლეს თ--------------------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა - აგინებდა უცენზურო სიტყვებით, მოიხსენიებდა შეურაცმყოფელი სიტყვებით და იმავდროულად ახორციელებდა ფიზიკურ ძალადობას - მუშტი ჩაარტყა თავში, რის შემდეგ სახლიდან გავიდა გარეთ, თუმცა მალევე დაბრუნდა და განაგრძო მეუღლის ცემა, რა დროსაც თ--------------------–---–ი წაიქცა, ზუ---- არ-----–-- კი წაქცეულს ფეხი ჩაარტყა თავში, რასაც შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილები: ერთი წლის ან------ არ-----–- და 11 წლის გი------ არ-----–-. შედეგად თ--------------------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

მტკიცებულებათა ერთობლიობა

2.1 საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა ზუ---- არ-----–-- თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ სრულად ეთანხმება ბრალდების ფაბულას ბრალად შერაცხული დანაშაულის მის მიერ ჩადენის თაობაზე.

2.2 სასამართლოს დასკვნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი (2017 წლის 01 ივნისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ზუ---- არ-----–-ს მიერ ჩადენის თაობაზე, გარდა ზემოაღნიშნულისა, აგრეთვე ბრალდებულ ზუ---- არ-----–-ს აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, ურთიერთთავსებად შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ თ--------------------–---–ის ჩვენებებს, მოწმეების გი------ არ-----–-ს, ზა---- წო–----–------ს ჩვენებებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, თანდართული ფოტოცხრილით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, , რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალად შერაცხული დანაშაულის ზუ---- არ-----–-ს მიერ ჩადენას.

 

2.3 ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და სანდოობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლევის გარეშე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ ზუ---- არ-----–-- ჩაიდინა ოჯახის მეორე წევრის, მეუღლის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც შედეგად არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი,შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ანუ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლისმე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი (2017 წლის 01 ივნისის რედაქცია).

 

სასჯელის განსაზღვრა:

3.1 სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. ამ ფონზე სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

3.2 ბრალდებულ ზუ---- არ-----–- პასუხისმგებლობას უმსუბუქებს ის გარემოებანი, რომ გულწრფელად აღიარა ბრალად შერაცხული დანაშაული, ინანიებს ჩანადენს, დაზარალებულს ამ ეტაპზე მის მიმართ პრეტენზიები აღარ გააჩნია. ზუ---- არ-----–- პასუხისმგებლობას უმძიმებს ის გარემოება, რომ დანაშაული ჩაიდინა მთვრალ მდგომარეობაში.

3.3. ზემოხსენებული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ზუ---- არ-----–-ს მიმართ გავრცელდეს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი.

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13, 258-ე-259-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე და 281-ე და 283-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

4.1 ზუ---- არ-----–- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლისმე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი (2017 წლის 01 ივნისის რედაქცია), და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად. გამოსაცდელ ვადად კი დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე .

 

4.2 სასჯელის მოხდის ათვლა ზუ---- არ-----–- დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 03 აპრილის 00საათი და 15 წუთიდან.

 

4.3 პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ ზუ---- არ-----–-ს ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

4.4 გაუქმდეს ზუ---- არ-----–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

 

4.5 განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

 

4.6 განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გ. რობაქიძის 7ა) საააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვ. ფუხაშვილი