განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2533873-1/278-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
07 აგვისტო 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი
სხდომის მდივანი - ლანა ლონდარიძე
ბრალდების მხარე: პროკურორი – კ---------–---–---–-
დაცვის მხარე: ბრალდებული – ს-----------------------------, დაბადებული 1--- წლის 1------------–ს, პ/ნ (0----------) საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული ა------ს რაიონი სოფელი - ნ----–-----,მცხოვრები: ქ.ა---––---, კ--------ს ქ.N1-----.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ქ.ა---––---ში კ--------ს ქუჩა N 1------ში მცხოვრები ს---------------- მეუღლეს - ლ------------ს ბოლო სამი თვის განმავლობაში სისტემატიურად აყენებდა როგორც სიტყვიერ - ასევე ხელის დარტყმით ტანის არეში ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც ეს უკანასკნელი განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, 2018 წლის 0-------ს დაახლოებით 16:00 საათზე სახლში მისულმა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ს----------------მ მეუღლეს - ლ------------ს ეჭვიანობის ნიადაგზე კვლავ მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში, რის გამოც ლ------------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ს----------------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დასტურდება შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:
ლ-----------ის გამოკითხვისას განმარტა შემდეგი: ქ.ა---––---ში კ--------ს ქუჩა N 1------ში ცხოვრობს ოჯახთან ერთად, ს----------------სთან ქორწინებაში იმყოფება 1990 წლიდან და მასთან თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ყავს ორი შვილი. რამოდენიმე წელია რაც ს---------------- არის ალკოჰოლურ სასმელზე დამოკიდებული და მთელი ამ ხნის განმავლობაში, როდესაც არის ნასვამ მდგომარეობაში, ყოველთვის აყენებს როგორც სიტყვიერ - აგრეთვე ფიზიკურ შეურაცხყოფას, 2018 წლის 0-------ს დაახლოებით 16:00 საათზე , სახლში მივიდა კვლავ ნასვამი, ლ------------ სახლში იმფოებოდა მარტო და სტეფანემ სრულად უმიზეზოდ დაუწყო კამათი და უცენზურო სიტყვებით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მას შემდეგ რაც ლ------------ შეეპასუხა და უთხრა, რომ მსგავსი სიტყვების ღირსი არ იყო, გაბრაზდა და მოულოდნელად ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და გააგრძელა მის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა. ლ-----------ის განმარტებით ის შეურაცხყოფას აყენებს როგორც ეჭვიანობის ნიადაგზე აგრეთვე ყველა მისი ქმედების გამო.
იხ. ს.ფ.3-7;
გ--------------ის ჩვენება, რომლის მიხედვით: რამოდენიმე წელია მამა - ს---------------- არის ალკოჰოლურ სასმელზე დამოკიდებული და მთელი ამ ხნის განმავლობაში, როდესაც არის ნასვამ მდგომარეობაში სახლში მისვლისას, დედას - ლ------------ს სისტემატიურად აყენებს, როგორც სიტყვიერ, აგრეთვე ფიზიკურ შეურაცხყოფას, ორი კვირის წინ, რა დროსაც სახლში იმყოფებოდა დედასთან, მეუღლესთან და 2 წლის შვილთან ერთად, რომელსაც ოთახში ეძინა, კვლავ მოვიდა ს---------------- არაფხიზელ მდგომარეობაში და ლ------------ს ბეჭებში ხელის დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც დედამ დაიწყო ტირილი, ფაქტს აგრეთვე შეესწრო მისი მეუღლე მ------------------.
. ს.ფ.14-18;
მ----------------ის ჩვენება, რომლის თანახმადაც - 2015 წლიდან არის დაოჯახებული გ--------------ესთან, ოჯახში შესვლიდან რამოდენიმე თვის შემდგომ მიხვდა, რომ მამათილი- ს---------------- იყო ალკოჰოლურ სასმელზე დამოკიდებული და მთელი ამ ხნის განმავლობაში, რა დროსაც იყო არფხიზელ მდგომარეობაში სახლში მისვლისას, დედამთილს - ლ------------ს აყენებდა როგორც სიტყვიერ - აგრეთვე ფიზიკურ შეურაცხყოფას, რასაც მამათილის მხრიდან ჰქონდა სისტემატიური ხასიათი.
იხ. ს.ფ.19-23
ლ-----------ის ჩვენება, რომლის თანახმადაც - რამოდენიმე წელია მამა - ს---------------- არის ალკოჰოლზე დამოკიდებული და მთელი ამ ხნის განმავლობაში დედას - ლ------------ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, თუმცა მათი თანაცხოვრების პერიოდში მამა მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დედას და ფიზიკურ შეურაცხყოფას იგი არ შესწრებია.
იხ. ს.ფ.24-28;
ს----------------მ სასამართლო სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.
იხ. ს.ფ.58-63;
ა-–---–- და ოლ-----------ის გამოკითხვის ოქმით, რომელთა თანახმადაც ა-–---–- ვ-------- მისი შვილის ლ-----------ის ოჯახში არ ერევა და თითქმის სამი წელია მათ ოჯახში არ არის ნამყოფი, შესაბამისად აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არაფრის თაქმა არ შეუძლია, ხოლო ოლ-----------ის განმარტებით მისთვის ცნობილია შვილის ლ-----------ისაგან, რომ მის სიძეს ს----------------ს აქვს ცუდი სიმთვრალე და როგრც უთხრეს მის შვილს სისტემატიურად აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას .
იხ. ს.ფ.64-71;
ს---------------ის მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, ს---------------ის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, ს---------------ის სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო დადასტურებულად თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ ს----------------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ს----------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ნასვამ მდგომარეობაში.
ს----------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალის აღიარება და ქმედების გულწრფელი მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის, დაზარალებულის პოზიციის და იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა აღიარა დანაშაული, სასამართლო მიიჩნევს, რომ ს---------------- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი 01 წელი უნდა ჩაეთვალოს პირობით, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02 წელი, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ს---------------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ს---------------- (პ/ნ 0----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63 მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელი 01 წელი ჩაეთვალოს პირობით, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02 წელი.
2.პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ ს---------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. ს----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობასა და დაკავებაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 0-------იდან 2018 წლის 0--------- ჩათვლით;
4. ს---------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა 3 000 ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს - ლ-----------ეს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: შალვა მჭედლიშვილი