გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.08.2018
საქმის ნომერი
080210018002491774
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
08.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/927-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

8 აგვისტო 2018 წ ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი ია დვალიშვილი

მოსარჩელე ლ---–ა კ------ვა;

წარმომადგენელი ი--ა კ------ვა-ნა----–-ძე;

მოპასუხე მ-----მ ქ----ია;

დავის საგანი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე მ-----მ ქ----ია გამოსახლებული იქნას ლ---–ა კ------ვას კუთვნილი უძრავი ქონებიდან, რომელიც მდებარეობს ქ. ქუთაისში ავტომშენებლის ქ. N-----, მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად.

მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 10 იანვარს შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში ავტომშენებლის ქ. N-----, 2015 წლის 5 მარტს მოპასუხესთან გააფორმა ქირავნობის ხელშეკრულება, რომელიც გრძელდებოდა ახლი ხელშეკრულებების დადებით, ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ 2016 წლის 25 თებერვლიდან 25 მაისამდე ქირავნობის თაობაზე. მოპასუხე უკვე ერთ წელზე მეტია აღარ იხდის ქირავნობის თანხას და არც ნებაყოფლობით ტოვებს მის კუთვნილ უძრავ ქონებას.

2. მოპასუხისპოზიცია.

2.1. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო, თუმცა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სრულად ცნო სარჩელი (იხ. სხდომის ოქმი);

3. ფაქტობრივი გარემოებები.

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. დადგენილია, რომ უძრავი ნივთის, მდებარე ქ. ქუთაისში ავტომშენებლის ქ. N----- (ს.კ. 0------------------) მესაკუთრეა ლ---–ა კ------ვა და აღნიშნულ უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე მ-----მ ქ----ია.

მტკიცებულებები:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 14-15);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი);

3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მხარეებს განსახილველ დავაში სადავო არცერთი გარემოება არ გაუხდიათ;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

4.1. სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა-ახსნა განმარტებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძვლები.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს სამოქალო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლები,- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

6. სამართლებრივი შეფასება.

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერ ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

მოცემულ შემთხვევაში, უძრავი ნივთის, მდებარე ქ. ქუთაისში ავტომშენებლის ქ. N----- (ს.კ. 0------------------) მესაკუთრეა ლ---–ა კ------ვა და აღნიშნულ უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე მ-----მ ქ----ია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო, რაც მისი დაკმაყოფილების საფუძველია.

7. საპროცესო ხარჯები.

7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ვინაიდან, მოსარჩელეს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ხოლო მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო, ისინი უნდა გათავისუფლდნენ ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ლ---–ა კ------ვას სარჩელი დაკმაყოფილდეს.

1.1. მოპასუხე მ-----მ ქ----ია გამოსახლებული იქნას ლ---–ა კ------ვას კუთვნილი უძრავი ქონებიდან, რომელიც მდებარეობს ქ. ქუთაისში ავტომშენებლის ქ. N----- (ს.კ. 0------------------), მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად.

1.2. მხარეები გათავისუფლდენენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე