გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/214-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 აგვისტო 2018 წ. ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი ია დვალიშვილი
მოსარჩელე - შპს “G---;
წარმომადგენელი – დ----- მ--–--ია;
მოპასუხე - ლ--–- გ---იანი;
მოპასუხე - ლ---ა ღ-----ილია (არ გამოცხადდა);
დავის საგანი – თანხის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ლ--–- გ---იანს და ლ---ა ღ-----ილიას შპს „“G----ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სასესხო დავალ---ების 521 ლარის გადახდა;
1.2. ლ--–- გ---იანს და ლ---ა ღ-----ილიას შპს „“G----ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, დავალ---ების ცნობის გაცემიდან 2017 წლის 28 იანვრიდან, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 220 ლარზე, სამი თვის განმავლობაში დასარიცხი სარგებელის გადახდა, თვეში 36.67 ლარის ოდენობით.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, 2016 წლის 05 ივლისს ლ--–- გ---იანმა განცხადებით მიმართა შპს “G----ის და მოითხოვა სესხი 240 ლარის ოდენობით, გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც თვიური სარგებელი განისაზღვრა 16.67%, ვადა – 2016 წლის 10 აგვისტომდე, ყოველდღიურად 8 ლარის გადახდის პირობით. ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის დღეში 1 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების 2.11. პუნქტით გათვალისწინებული იყო ფიქსირებული პირგასამტეხლო მიღებული თანხის 20%. მსესხებელთან ერთად სოლიდარული პაუხისმგებლობა იკისრა თავდებმა ლ---ა ღ-----ილიამ. ვინაიდან დაირღვა ხელშეკრულების პირობები, მიმართეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, გამარტივებული წესით გადახდის ბრძანების მიღების თაობაზე, მოვალეების მიერ წარდგენილი იქნა პროტესტი, რის გამოც ბრძანება არ გამოიცა.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხეებმა შესაგებლით სარჩელი ცნეს სესხის ძირითადი თანხის 240 ლარის ნაწილში, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ლ--–- გ---იანმა სარჩელი ცნო 300 ლარის ნაწილში, დაკისრებული თანხის განაწილების პირობით, ლ---ა ღ-----ილია კი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეზე უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. 2016 წლის 05 ივლისს ლ--–- გ---იანმა განცხადებით მიმართა შპს “G----ის და მოითხოვა სესხი 240 ლარის ოდენობით, გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც თვიური სარგებელი განისაზღვრა 16.67%, ვადა – 2016 წლის 10 აგვისტომდე, ყოველდღიურად 8 ლარის გადახდის პირობით. ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის დღეში 1 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების 2.11. პუნქტით გათვალისწინებული იყო ფიქსირებული პირგასამტეხლო მიღებული თანხის 20%. მსესხებელთან ერთად სოლიდარული პაუხისმგებლობა იკისრა თავდებმა ლ---ა ღ-----ილიამ. მოპასუხეებს დავალ---ება არ დაუფარავთ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები (იხ. სარჩელი და შესაგებელი);
– სესხის განაცხადი და სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 16-20);
–სალაროს გასავლის ორდერი (ს.ფ. 17);
მოპასუხის განმარტებით, მას რეალურად სესხის სახით 240 ლარი არ მიუღია, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არაა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეოთხე მუხლის თანახმად კი, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
3.2.2. 2017 წლის 28 იანვარს მოსარჩელის მიერ გაცემული ცნობით, ამ პერიოდისათვის მოპასუხეთა დავალ---ება შეადგენდა 521 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა - 220 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 48 ლარი, ჯარიმა ვადაგადაცილებაზე - 205 ლარი, ფიქსირებული პირგასამტეხლო - 48 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალ---ების შესახებ (იხ.ს.ფ.30);
3.2.3. დადგენილია, რომ მოსარჩელემ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული წესით გადახდის ბრძანების გამოცემის მოთხოვნით. იმის გამო, რომ რესპონდენტმა წარადგინა პროტესტი, 2017 წლის 23 იანვარს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება დავალ---ების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ. 24-25);
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–ე, 625–ე, 411-ე, 412-ე, 417–ე, 418–ე, 420–ე, 895-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 625–ე მუხლით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. თავად მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობით და განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულეს და სესხად მიღებული თანხა არ დააბრუნეს. რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება. შესაბამისად, მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის 220 ლარის და საპროცენტო სარგებელის 48 ლარის დაკისრების ნაწილში საფუძვლ---ია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, პირგასმტეხლოს სახით მოპასუხეებს უნდა დეკისროთ ჯამში 50 ლარის გადახდა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
მიღებელი შემოსავლის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთი 2016 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა, ამდენად, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მოსარჩელე სესხს გასცემდა იგივე საპროცენტო განაკვეთით (თვეში 16.67%), რაც წლიურად შეადგენს 200.04%. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მიუღებელი შემოსავლის სახით, სამ თვეზე გაანგარიშებით, უნდა დაეკისროს 10.98 ლარის გადახდა (წლიური 20%).
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895–ე მუხლით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
განსახილველ შემთხვევაში, მსესხებელთან ერთად სოლიდარული პაუხისმგებლობა იკისრა თავდებმა ლ---ა ღ-----ილიამ, ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა სოლიდარული მოვალის მიმართ საფუძვლ---ია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53–ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 100 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის 150 ლარი, ადვოკატის მომსახურებისათვის 50 ლარი, აღსრულების ეროვნულ ბიუროში სააპლიკაციო საფასური 100 ლარი, ყადაღის დადების საფასური 50 ლარი, საგარანტიო თანხა 50 ლარი, საჯარო რეესტის ამონაწერის განახლების 15 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების რეგისტრაციის - 20 ლარი. აქედან სახელმწიფო ბაჟის სახით ზედმეტად გადახდილია 50 ლარი, რომელიც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 328.98 ლარის ფარგლებში (მოთხოვნის 52.13%), აქედან მოპასუხემ სარჩელი ცნო 300 ლარის ნაწილში (სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის 91.19%), რის გამოც მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ნაწილი -23.76 ლარი, 2.29 ლარი უნდა დაეკისროს მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად, ხოლო 23.95 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში, სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილის შესაბამისად. ასევე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი 150 ლარი, ადვოკატის მომსახურების თანხა, დავის საგნის დაკმაყოფილებული ნაწილის (328.98 ლარი) 4% –13.15 ლარი, აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი სააპლიკაციო საფასური 100 ლარი, ყადაღის დადების საფასური 50 ლარი, საგარანტიო თანხა 50 ლარი, საჯარო რეესტის ამონაწერის განახლების 15 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების რეგისტრაციის - 20 ლარი.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 მარტის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ლ--–- გ---იანს აეკრძალა მისი კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე, ქალაქი ჯვ---------------------, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991–ე მუხლის საფუძველზე, არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 248-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს “G----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. ლ--–- გ---იანს და ლ---ა ღ-----ილიას შპს “G----ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სასესხო დავალ---ების 318 ლარის გადახდა;
1.2. ლ--–- გ---იანს და ლ---ა ღ-----ილიას შპს “G----ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, დავალ---ების ცნობის გაცემიდან 2017 წლის 28 იანვრიდან, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 220 ლარზე, სამი თვის განმავლობაში დასარიცხი სარგებელის გადახდა, თვეში 3.66 ლარის ოდენობით, ჯამში 10.98 ლარი.
2. ლ--–- გ---იანს და ლ---ა ღ-----ილიას შპს “G----ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 2.29 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი 150 ლარი, ადვოკატის მომსახურების თანხა – 13.15 ლარი, აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი სააპლიკაციო საფასური 100 ლარი, ყადაღის დადების საფასური 50 ლარი, საგარანტიო თანხა 50 ლარი, საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების 15 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების რეგისტრაციის - 20 ლარი.
3. მოსარჩელეს შპს “G----ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 27 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის 100 ლარის ნაწილი - 73.76 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშიდან: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში TRESGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TBCBGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300183150; მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 23.95 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.
5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავს წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
6. ამ პირებმა გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივრონ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
7. იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივრონ, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ციცინო კიკვაძე