გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.08.2018
საქმის ნომერი
330210115742318
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
12.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/3976-15

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 ივლისი 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნინო მამულაშვილი

სხდომის მდივანი - თამთა ყრუაშვილი

მოსარჩელე (შეგებებულ სარჩელზე მოპაუხე) - ს----------–-----------–---------------ო

წარმომადგენელი - მ------------–-–---–ი

მოპასუხე - შ--------–-----–----------------–------–------“

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

შეგებებული სარჩელის ავტორი - შ--------–-----–----------------–------–------“

წარმომადგენელები - ე-------------------ე, მ------------------ე

შეგებებული სარჩელის დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე - შ--------–-----–----------------–------–------“-ს მოსარჩელე ს----------–-----------–---------------ოს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა -14313.75 ლარის ოდენობით.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2007 წლის 21 მარტს ს----------–-----------–---------------ოსა და შ---------------------–--–"-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება N---. 2012 წლის 15 მარტს N----- შეთანხმების ოქმით ცვლილება შევიდა 2007 წლის 21 მარტის N--- ხელშეკრულებაში და შ---------------------–--–ი"-ს ყველა უფლება-მოვალეობა გადაეცა შ--------–-----–----------------–------–------"-ს. ამავე, 15.03.12 წლის N----- შეთანხმების ოქმის თანახმად, მოპასუხე ვალდებულებას იღებდა 2012 წლის 20 დეკემბრამდე შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები.

 

31.12.12 წლის N----- შეთანხმების ოქმის თანახმად, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 8682600 ლარით.

 

შ--------–-----–----------------–------–------"-მა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში (2012 წლის 20 დეკემბრამდე) სრულყოფილად ვერ უზრუნველყო სამშენებლო/საპროექტო სამუშაოების შესრულება. შეუსრულებელი სამუშაოების ოდენობამ შეადგინა 1 301 250.15 ლარი.

 

21.03.07 წლის N--- ხელშეკრულების 11.1 პუნქტის თანახმად, დამკვეთი უფლებამოსილია მშენებლობის ორგანიზაციის პროექტით განსაზღვრული გრაფიკით სამუშაოების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში დააკისროს შემსრულებელს საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით. შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 01.07.13 წლის N----1 დაჯარიმების აქტით - 14313.75 ლარის ოდენობით. დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნით მოპასუხეს გაეგზავნა შეტყობინება, მაგრამ მის მიერ თანხა დღემდე არ არის გადახდილი.

 

1.2. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა

 

მოპასუხე - ს----------–-----------–---------------ოს მოსარჩელე შ--------–-----–----------------–------–------“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს ხელშეკრულებითა და შეთანხმების ოქმებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადახდა -150 581.05 ლარის ოდენობით.

 

შეგებებული სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

ს----------–-----------–---------------ოსა და შ--------–-----–----------------–------–------"-ს შორის 2012 წლის 15 მარტს გაფორმებული N----- შეთანხმების ოქმის საფუძველზე შ--------–-----–--------------–------–------" ვ---------–------------------–--ში ასრულებდა სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოებს. გზის მოწყობის და მოასფალტების სამუშაოები (N--–-----------------------------------------------), რომელიც შედიოდა ხარჯთაღრიცხვის კრებსით ნაწილში კომპანიის მიერ განხორციელდა 2012 წლის სექტემბრის თვეში.

2012 წლის 3 ოქტომბერს დამკვეთს, ს----------–-----------–---------------ოს, N--- წერილით გაეგზავნა შესრულებული სამუშაოების აქტი (ფ---------) მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიზნით, რომელშიც შედიოდა ზემოთ აღნიშნული სამუშაოები. მიუხედავად ამისა მოპასუხეს დღემდე არ შეუსრულებია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და არ აუნაზღაურებია სამუშაოს ღირებულება.

 

ს----------–-----------–---------------ოს 2012 წლის 26 ივლისის #------- წერილით შ--------–-----–----------------–------–------"-ს #--- ხელშეკრულების (21.03.2007წ) და #---/2 შეთანხმების ოქმის (15.03.2012წ) საფუძველზე დაევალა განფასების წარდგენა, შემდგომში შეთანხმების გაფორმების მიზნით, რათა არსებული პროექტის ფარგლებში განხორციელებულიყო ყოფილი ა---–---------- ტერიტორიაზე ს---------------------------ა საცხოვრებელი განკუთვნილი მშენებარე ო----------- კორპუსის წინ დასასვენებელი სკვერისა და მისასვლელი გზების მოწყობა.

 

შ--------–-----–----------------–------–------"-მა 2012 წლის 30 აგვისტოს N--- წერილით დამკვეთს გაუგზავნა პროექტები. ვინაიდან, დამკვეთის მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოყოლია გაგზავნილ დოკუმენტაციას შემსრულებელმა, 2012 წლის 26 სექტემბრის N--- წერილით გაუგზავნა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მიხედვით შედგენილი N----- და N----- ოქმებზე თანდართული ხარჯთაღრიცხვების კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა ექსპერტიზის ჩასატარებლად, ხოლო 2012 წლის 3 ოქტომბრის N--- წერილით კი შესრულებული სამუშაოების აქტები ე.წ ფ----------ები.

 

შ--------–-----–----------------–------–------"-მა 2012 წლის 1- ოქტომბრის #--- წერილით ს----------–-----------–---------------ოსაგან მოითხოვა სათანადო რეაგირების განხორციელება, რის შემდეგაც 2012 წლის 31 დეკემბერს თ-----–------------------------–-–------–---------------------------ში გაფორმებულ იქნა #----- შეთანხმების ოქმი სადაც სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2012 წლის 31 დეკემბერი. ხარჯთაღრიცხვის კრებსით ნაწილში შედიოდა გზების მოწყობის და მოასფალტების სამუშაოებიც, რომელიც ასევე განხორციელდა 2012 წლის სექტემბრის თვეში.

 

2012 წლის დეკემბრისათვის ვინაიდან ამოწურული იყო ს----------–-----------–---------------ოს და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შორის ხელშეკრულების ვადა, ვერ განხორციელდა სს-----------–-–---–----------------------------ის მიერ შემუშავებული გზების პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზაზე გატარება, რის გამოც შ--------–-----–--------------–------–------"-ის მიერ იმ ეტაპზე არ მომხდარა თ-----–------------------ათვის დეტალური ხარჯთაღრიცხვის წარდგენა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ჯ---------–----------------------------–---------------–---ის 2013 წლის 06 ივნისის N--------- წერილის თანახმად, აღნიშნული პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის არარსებობის გამო ვერ მოხერხდა შესრულებული სამუშაოების აღიარება. პასუხად მოსარჩელემ შემდგომი რეაგირებისათვის გზის მოწყობის პროექტი და ხარჯთაღრიცხვა გააგზავნა საქართველოს თ-----–------------------------–-–------–---------------------------ში, რასაც კვლავ არ მოყოლია რეაგირება.

 

საკითხის დარეგულირების მიზნით შ--------–-----–----------------–------–------"-მა თავად ჩაატარა ექსპერტიზა სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში, რომლის 2----–-–---------–--ის N---------- წერილით წარმოდგენილი N--------- დასკვნის თანახმად, სამუშაოები არის ჩატარებული შესაბამისი ნორმების და პროცედურების დაცვით და თანხობრივად შეადგენს 150581.05 ლარს. მოსარჩელემ 2013 წლის 11 ოქტომბერს ს---------–-----–--ას“ მიმართა N--- წერილით ეშუამდგომლა დამკვეთთან, შესრულებული სამუშაოს აღიარებისა და ექსპერტიზით დადგენილი თანხის ანაზღაურების თაობაზე, თუმცა არც ამ ქმედებამ გამოიღო შედეგი. ს----------–-----------–---------------ოს დღემდე არ შეუსრულებია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და არ აუნაზღაურებია შესრულებული სამუშაოს ღირებულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე შ--------–-----–----------------–------–------"-მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ს----------–-----------–---------------ოს 2012 წლის 6 მარტის წერილით შ--------–-----–--------------–------–------"-ს გადმოეგზავნა ვ---------–------------------–--ში საცხოვრებელი ბინების N------------ კორპუსებზე შესასრულებელ სამუშაოების ნუსხა და მოთხოვნილ იქნა სამუშაოთა განფასება შემდგომში ხელშეკრულების გაფორმების მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ წერილში მითითებული იყო N- და N- კორპუსები, შესასრულებელი სამუშაოთა ნუსხა მოიცავდა სამუშაოებს მხოლოდ N----- და 1- კორპუსებზე. შესაბამისად, 2012 წლის 15 მარტს გაფორმდა შეთანხმების ოქმი N----- უფლება-მოვალეობათა გადაცემის შესახებ, რომლის შესაბამისად მოპასუხეს დაევალა ს--------------–------------------------ საცხოვრებელი კორპუსის N-----,1--ის დასრულების, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის და საინჟინრო კომუნიკაციების ქსელის მოწყობისათვის საჭირო სამშენებლო სარემონტო დასასრულებელი სამუშაოების შესრულება.

 

2012 წლის 15 მარტის N----- შეთანხმებით განისაზღვრა სამუშაოების შესრულების ვადა 2012 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 2012 წლის 16 მარტს მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმების ოქმი N------ით განისაზღვრა სამუშაოთა ნაწილის ღირებულება და კონკრეტულად შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა თანდართული შესასრულებელი სამუშაოების პირველი ეტაპის ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, რომლის მიხედვით შ--------–-----–----------------–------–------"-ის მიერ შესასრულებელმა სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 8 086 460 ლარი. კერძოდ, მოპასუხეს დაევალა შემდეგი სამუშაოების შესრულება: 1. სამშენებლო სამუშაოები N-----,1- კორპუსებში; 2. შიდა წყალსადენ-კანალიზაცია N----- კორპუსებში; 3. ელსამუშაოები N-, 1- კორპუსებში. მხარეთა შორის არსებული პირველი ეტაპის სამუშაოები საერთოდ არ ითვალისწინებდა იმ სამუშაოებს, რომლის გამოც მოსარჩელემ გადაწყვიტა მოპასუხის დაჯარიმება და რაზეც ამყარებს თავის სასარჩელო მოთხოვნას. აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული სამუშაოების დაახლოებით 70% (5 708880.17 ლარის სამუშაოები) მოპასუხის მიერ შესრულებული იყო 2012 წლის 22 ივნისისათვის, რის შესახებაც ეცნობა მოსარჩელეს და გაეგზავნა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვები 2012 წლის 22 ივნისის N--- წერილით (თანდართული N----------------------).

 

2012 წლის 12 ივნისის N----- შეთანხმებით, მოპასუხეს დაევალა ვ---------–------------------–--ში წყალმომარაგების, კანალიზაციისა და სანიაღვრე გარე ქსელის პირველი ეტაპის სამუშაოების შესრულება ღირებულებით 1232948.15 ლარით. აღნიშნული სამუშაოების შესრულების შესახებ მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის წარდგენილ იქნა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა N--- (ფ---------) 2012 წლის 3 ოქტომბერს. შესაბამისად, შეთანხმების ოქმებით N----- და N----- შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 9 319 408.15 ლარი.

 

2012 წლის 31 დეკემბრის N----- შეთანხმების ოქმით დაკორექტირდა ხარჯთაღრიცხვა და სამუშაოები, რის შედეგადაც შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 8682600 ლარით. აღნიშნულ შეთანხმებას წინ უძღვოდა ს----------–-----------–---------------ოს 2012 წლის 29 დეკემბრის N------- წერილი, რომლითაც თ-----–---------------ომ შ--------–-----–----------------–------–------"-ს გაუგზავნა N----- და N----- შეთანხმების ოქმებით გათვალისწინებული სამუშაოთა გაერთიანებული და ამავე დროს კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა და მოთხოვნა ამის გათვალისწინებით კორექტირებული ხარჯთაღრიცხვის წარდგენა. მოთხოვნის შესაბამისად, შ--------–-----–--------------–------–------"-ის მიერ წარდგენილ იქნა კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა 2012 წლის 31 დეკემბერს N--- წერილით. აღნიშნული ხარჯთაღრიცხვა წარმოადგენს N----- შეთანხმების ოქმის დანართს და განუყოფელს ნაწილს. შეთანხმების ოქმი N------ის ხარჯთაღრიცხვაში იქნა გათვალისწინებული შემდეგი სამუშაოები: 1. მშენებლობის ობიექტები: კორპუსი N-------------0 (მათ შორის ლიფტების სამონტაჟო სამუშაოები); 2. საინჟინრო ქსელები და ნაგებობები, კერძოდ გარე კანალიზაცია, გარე წყალმომარაგება, სანიაღვრე, გაზმომარაგების გარე ქსელი, ტერიტორიის კეთილმოწყობა, საპროექტო-საძიებო სამუშაოები.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული N----- შეთანხმების ოქმით შეიცვალა არამარტო შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება, არამედ თვითონ სამუშაოების მოცულობა და ობიექტი, რომელიც თავის მხრივ 16 მარტიდან სისტემატურად იცვლებოდა მოსარჩელის ზეპირი დავალებების შესაბამისად, ხოლო 2 ივლისიდან შ--------–-----–----------------–------–------" მიუთითებს, რომ საერთოდ შეუჩერეს ვ---------–------------------–--ში კორპუსების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები გაურკვეველი ვადით. აღნიშნული გარემოებიდან ნათლად ჩანს, რომ თ-----–---------------ომ მოპასუხეს განუსაზღვრა ახალი სამუშაოების შესრულება, მაგრამ ამისთვის არ მისცა დამატებითი ვადა. ასევე ნათელია, რომ სამუშაოების შესრულებას მოპასუხე ვერ შეძლებდა 2012 წლის 20 დეკემბრამდე, რაც მას დაევალა 2012 წლის 31 დეკემბერს.

 

შ--------–-----–--------------–------–------"-ის მიერ შესრულებულ იქნა არამხოლოდ მხარეთა შორის შეთანხმების ოქმებით გათვალისწინებული სამუშაოები, არამედ მოსარჩელის მიერ ზეპირსიტყვიერი დავალებით მოცემული სამუშაოები. ამასთან, სისტემატურად ხდებოდა სამუშაოს შინაარსის შეცვლა და თვითონ თ-----–------------------ მხრიდან 2 ივლისს შეჩერებულ იქნა კორპუსების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები.

 

2012 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმების ოქმის გარდა არცერთი მისი წინამორბედი შეთანხმების ოქმით არ იყო გათვალისწინებული ის სამუშაოები, რომლის ვადაგადაცილებით შესრულებას თუ შეუსრულებლობას ედავება მოსარჩელე მხარე. კერძოდ, ლიფტების სამონტაჟო სამუშაოები, გაზის სამონტაჟო სამუშაოები, გაზსადენი და გარე ქსელი, ვინტილაცია და ელექტრო სამუშაოები, გარე ტროტუარების მოწყობა, საპროექტო სამუშაოები.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შ--------–-----–--------------–------–------" -ის მხრიდან ვადის გადაცილებას ადგილი არ ჰქონია და არ არსებობს ს----------ოს სასარჩელო მკოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

2.1. მოპასუხე ს----------–-----------–---------------ოს პოზიცია შეგებებულ სარჩელზე

 

ს----------–-----------–---------------ომ შეგებებული სარჩელი არ ცნო და მიუთითა: რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 21.03.2007 წლის N--- ხელშეკრულების 8.1 პუნქტის შესაბამისად ,,შემსრულებელი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოები განახორციელოს დამტკიცებული პროექტის შესაბამისად, საქართვლოს კანონმდებლობით დადგენილი სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით“.

 

შ--------–-----–----------------–------–------" აღიარებს, რომ მხარეებს შორის შესასრულებელი საგზაო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის და პროექტის შესახებ შეთანხმება არ მომხდარა და მან ფაქტობრივად, მისი ნება-სურვილით შესრულებული სამუშაოების აქტები ფ----------ები წარადგინა შემკვეთთან, შემდგომი ანაზღაურების მიზნით.

 

მითითებული პუნქტიდან გამომდინარე შემსრულებელმა შეასრულა სამუშაო, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ ყოფილა. ამავე დროს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად შესასრულებელი სამუშაოები საჭიროებდა მხარეებს შორის დამატებით შეთანხმებას. შესაბამისად, მოსარჩელის მიმართ შესრულების ვალდებულება არ აკისრია.

 

მოპასუხემ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, 129-ე მუხლზე და განმარტა, რომ სახელშეკრულებო შეთანხმების არსებობის დადასტურების შემთხვევაშიც კი მოთხოვნა წარმოშობილი რომც იყოს, მაინც ვერ განხორციელდებოდა, რადგანაც სამწლიანი სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა გასულია (ხანდაზმულობის დენა დაიწყო 07.06.2013 წელს როდესაც შ--------–-----–----------------–------–------"-ს ეცნობა და დაუბრუნდა სამუშაო აქტების ფ--------- და N- (გზების მოწყობის) პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის არ არსებობის გამო, სარჩელი კი სასამართლოში წარმოდგენილი იქნა 2----–-–-----------ს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2007 წლის 21 მარტს ს----------–-----------–---------------ოს და შ---------------------–--–’’-ს შორის 2007 წლის 21 მარტს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება N---. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. თ---–--–------–---–-----------–-----–-----------------ე ს/ქ N- თ-----–------------------ ყოფილი ა---–---------- ტერიტორიაზე - 193 643 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, საცხოვრებელი კომპლექსის საძიებო, საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შეგებებული სარჩელი, შესაგებლები, სასამართლოს სხდომის ოქმები);

- 2007 წლის 21 მარტის სახელმწიფო შესყიდვის N--- ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 15-19);

 

3.1.2. ს----------–-----------–---------------ოს 2012 წლის 6 მარტის წერილით, შ--------–-----–--------------–------–------“-ს გაეგზავნა ვ---------–------------------–--ში, საცხოვრებელი ბინების N------------ კორპუსებზე შესასრულებელი სამუშაოების ნუსხა და მოთხოვნილ იქნა სამუშაოთა განფასება შემდგომში ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შეგებებული სარჩელი, შესაგებლები, სასამართლოს სხდომის ოქმები);

- ს----------–-----------–---------------ოს 2012 წლის 06 მარტის წერილი (ტომი I, ს.ფ. 82);

 

3.1.3. 2012 წლის 15 მარტის N----- შეთანხმების ოქმით, შ---------------------–--–“-ის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2007 წლის 21 მარტის N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა უფლება-მოვალეობა, ქ. თ---–--–-------–---–----------ე ს/ქ N- თ-----–------------------ ყოფილი ა---–---------- ტერიტორიაზე, ს---------------------------ა საცხოვრებლად გათვალისწინებული მშენებარე ოთხი კორპუსის (------------------- დასრულების, მიმდინარე ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის და საინჟინრო კომუნიკაციების ქსელის მოწყობისათვის საჭირო სამშენებლო-სარემონტო დასასრულებელი სამუშაოების ნაწილში, გადაეცა შ--------–-----–--------------–------–------“-ს.

 

აღნიშნული შეთანხმების ოქმის მე-3 პუნქტით შ--------–-----–--------------–------–------“-ზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების 2007 წლის 21 მარტის N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა მუხლი/დებულება და მათ საფუძველზე შეთანხმების ოქმის გაფორმების დღიდან წარმოქმნილი უფლება-მოვალეობები.

 

2007 წლის 21 მარტს გაფორმებული N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოთა შესრულების (მიწოდების) ვადა ნაცვლად 2012 წლის 1 მაისისა, განისაზღვრა 2012 წლის 20 დეკემბრით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა ნაცვლად 2012 წლის 1- მაისისა გადაიწია 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2012 წლის 15 მარტის შეთანხმების ოქმი N----- უფლება-მოვალეობების გადაცემის შესახებ (ტომი I, ს.ფ. 23-24);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შეგებებული სარჩელი, შესაგებლები, სასამართლოს სხდომის ოქმები).

 

3.1.4. 2012 წლის 16 მარტს მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმების ოქმი N------ით განისაზღვრა სამუშაოთა ნაწილის ღირებულება და კონკრეტულად შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა თანდართული შესასრულებელი სამუშაოების პირველი ეტაპის ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, რომლის მიხედვით შ--------–-----–--------------–------–------"-ის მიერ შესასრულებელმა სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 8 086 460 ლარი.

 

კერძოდ, მოპასუხეს დაევალა შემდეგი სამუშაოების შესრულება: 1. სამშენებლო სამუშაოები N-----,1- კორპუსებში; 2. შიდა წყალსადენ-კანალიზაცია N----- კორპუსებში; 3. ელსამუშაოები N-, 1- კორპუსებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შეგებებული სარჩელი, შესაგებლები, სასამართლოს სხდომის ოქმები);

- 2012 წლის 16 მარტის შეთანხმების ოქმი N----- (ტომი I, ს.ფ. 1-0-1-1);

- ხარჯთაღრიცხვა (ტომი I, ს.ფ. 1-5).

 

3.1.5. 2012 წლის 12 ივნისს მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმების ოქმი N------ით 2007 წლის 21 მარტს გაფორმებული N--- ხელშეკრულების, 2012 წლის 15 მარტის N----- და 2012 წლის 16 მარტის N----- შეთანხმების ოქმების საფუძველზე, შ--------–-----–--------------–------–------“-ის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ობიექტის წყალმომარგების, კანალიზაციისა და სანიაღვრის გარე ქსელების მოწყობის პირველი ეტაპის შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება, წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის თანახმად შეადგენს 1232948.15 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შეგებებული სარჩელი, შესაგებლები, სასამართლოს ხდომის ოქმები);

- 2012 წლის 12 ივნისის შეთანხმების ოქმი N----- (ტომი I, ს.ფ. 217-218);

 

3.1.6. ს----------–-----------–---------------ოს 2012 წლის 26 ივლისის N------- შ--------–-----–----------------–------–------"-ს #--- ხელშეკრულების და #---/2 შეთანხმების ოქმის საფუძველზე დაევალა განფასების წარდგენა, შემდგომში შეთანხმების გაფორმების მიზნით, რათა არსებული პროექტის ფარგლებში განხორციელებულიყო ყოფილი ა---–---------- ტერიტორიაზე ს---------------------------ა საცხოვრებელი განკუთვნილი მშენებარე ო----------- კორპუსის წინ დასასვენებელი სკვერისა და მისასვლელი გზის მოწყობა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-შ--------–-----–----------------–------–------"-ის ახსნა-განმარტებები (იხ. შეგებებული სარჩელი, სასამართლოს ხდომის ოქმები);

-ს----------–-----------–---------------ოს 2012 წლის 26 ივლისის N------- (ტომი მე-3, ს.ფ. 15);

 

3.1.7. ს----------–-----------–---------------ოს 2012 წლის 29 დეკემბრის N------- წერილით, შ--------–-----–--------------–------–------“-ს გაეგზავნა N----- და N----- შეთანხმების ოქმებით გათვალისწინებული სამუშაოთა გაერთიანებული და ამავე დროს კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა და მათი გათვალისწინებით კორექტირებული ხარჯთაღრიცხვის წარდგენის მოთხოვნა.

 

მოთხოვნის შესაბამისად, შ--------–-----–--------------–------–------"-ის მიერ წარდგენილ იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საექსპერტო დასკვნის მიხედვით დაკორეტქირებული ხარჯთაღრიცხვა 2012 წლის 31 დეკემბერს N--- წერილით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შეგებებული სარჩელი, შესაგებლები, სასამართლოს სხდომის ოქმები);

- ს----------–-----------–---------------ოს 2012 წლის 29 დეკემბრის წერილი (ტომი II, ს.ფ. 262);

- შ--------–-----–--------------–------–------"-ის 2012 წლის 31 დეკემბრის წერილი (ტომი II, ს.ფ. 263);

 

3.1.7. 2012 წლის 31 დეკემბრის N----- შეთანხმების ოქმით ს----------–-----------–---------------ოსა და შ--------–-----–--------------–------–------“-ს შორის 2012 წლის 16 მარტს და 21 ივნისს დადებული N----- და N----- შეთანხმების ოქმებით გათვალისწინებული სამუშაოების ჯამური ღირებულება ნაცვლად 9319408.15 ლარისა, განისაზღვრა 8682600 ლარით.

 

2012 წლის 31 დეკემბრის N----- შეთანხმების ოქმის ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებული იქნა შემდეგი სამუშაოები: 1. მშენებლობის ობიექტები: კორპუსი N-------------0, 2. საინჟინრო ქსელები და ნაგებობები: გარე კანალიზაცია, გარე წყალმომარაგება, სანიაღვრე, გაზმომარაგების გარე ქსელი. 3. ტერიტორიის კეთილმოწყობა: ვერტიკალური გეგმარება, შიდა გზები და ტროტუარები, მიმდინარე ტერიტორიაზე ტროტუარების მოწყობა, გარე განათება, სკვერის მოწყობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შეგებებული სარჩელი, შესაგებლები, სასამართლოს სხდომის ოქმები);

- 2012 წლის 31 დეკემბრის N----- შეთანხმების ოქმი (ტომი I, ს.ფ. 25).

- მშენებლობის ღირებულების კრებსითი სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშება (ტომი II, ს.ფ. 78-79).

 

3.1.8. შ--------–-----–--------------–------–------“-ს 2013 წლის 01 ივლისის მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შესახებ აქტით დაეკისრა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ პირგასამტეხლო 14313.75 ლარის ოდენობით.

 

შ--------–-----–--------------–------–------“-ის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო გადახდილი არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შეგებებული სარჩელი, შესაგებლები, სასამართლოს სხდომის ოქმები);

- 2013 წლის 01 ივლისის მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შესახებ აქტით (ტომი I, ს.ფ. 29).

- 2014 წლის 11 დეკემბრის ს----------–-----------–---------------ოს წერილი (ტომი I, ს.ფ. 31).

 

3.1.9. სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 1------წ 0-------- დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ვ---------–------------------–--ის შიდა გზაზე და ტროტუარებზე დაგებული ა/ბეტონის მოსაწყობად ჩატარებული სამუშაოების საერთო ღირებულება დარიცხვითა და დ.ღ.გ-ს ჩათვლით, ნაცვლად 150640.36 ლარისა, შეადგენს 150581.05 ლარს.

აღნიშნული დასკვნა დამკვეთს _ შ--------–-----–--------------–------–------“-ს გაეგზავნა 2----–-–---------–--ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N 0-------- ექსპერტიზის დასკვნა (ტომი III, ს.ფ. 30-34).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-2-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 1-3-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

მოხმობილი ნორმების შინაარსი ცხადყოფს, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მისი მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული.

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

3.2.1 ს----------–-----------–---------------ოს თავდაპირველ სარჩელთან დაკავშირებით, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შ--------–-----–----------------–------–------“-ის მიერ 2007 წლის 21 მარტის N-54 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებათა ნაწილის არაჯეროვნად შესრულების, ხოლო ნაწილის შეუსრულებლობის ფაქტს, გარდა საპროექტო სამუშაოებისა.

 

დადგენილია, რომ შ---------------------–--–“-ს, შ------–-----–----------------–------–------“-ს და თ-----–------------------------–-–------–---------------------------ს შორის 2012 წლის 15 მარტს გაფორმებული უფლება-მოვალეობების გადაცემის შესახებ N----- შეთანხმების ოქმის მე-4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოთა შესრულების (მიწოდების) ვადა ნაცვლად 2012 წლის 1 მაისისა, განისაზღვრა 2012 წლის 20 დეკემბრით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა ნაცვლად 2012 წლის 1- მაისისა, განისაზღვრა 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

ს----------–-----------–---------------ო საკუთარ სასარჩელო მოთხოვნას, შ------–-----–----------------–------–------“-ისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, აფუძნებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხის მიერ 2007 წლის 21 მარტის N--- ხელშეკრულებით ნაკისრი შეუსრულებელი/არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების ღირებულემ ჯამში შეადგინა (2013 წლის 01 ივლისის დაჯარიმების აქტის თანახმად) 1 301 250.15 ლარი, კერძოდ:

_ შესრულებულმა მიწოდების ვადის გასვლის შემდეგ: ლიფტების სამონტაჟო სამუშაოებმა 451 178 ლარი, გაზის სამონტაჟო სამუშაოებმა 309 322.15 ლარი; შეუსრულებელმა სამუშაოებმა: გაზსადენის და გარე ქსელის, ვენტილაციისა და ელექტრო სამუშაოების, ლიფტების მე-4 და მე-5 კორპუსებში - 495898 ლარი მ.შ სამგზავრო ლიფტებზე დ.ღ.გ. 34905, გარე ტროტუარების მოწყობა 18302 და საპროექტო სამუშაოების ღირებულებამ 26550 ლარი _ რაც 21.03.07 წლის N--- ხელშეკრულების 11.1 პუნქტის თანახმად, ს----------ოს ანიჭებს უფლებამოსილებას დააკისროს შემსრულებელს საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით.

 

ამდენად, სადავო გარემოების დადგენის თვალსაზრისით, სასამართლოს მსჯელობის საგანია შესრულდა თუ არა მენარდის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ისე, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც გააჩნდა დამკვეთს; კერძოდ, სრულად, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი), რაც ნარდობის ხელშეკრულების არსიდან გამომდინარე, სწორედ შემსრულებლის ვალდებულებაა.

 

შ--------–-----–--------------–------–------“-ის არგუმენტაციას, რომ მხარეთა შორის გაფორმებული N-4/3 და N---/4 შეთანხმების ოქმებით განსაზღვრული პირველი ეტაპის სამუშაოები საერთოდ არ ითვალისწინებდა იმ სამუშაოებს, რომლის გამოც მოსარჩელემ გადაწყვიტა მოპასუხის დაჯარიმება _ სასამართლო არ იზიარებს და განმარტავს, რომ „სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები;

 

საქმის მასალებით დასტურდება და არც მოპასუხე მხარე უარყოფს იმ გარემოებას, რომ მხარეთა მიერ ხელმოწერილ 2012 წლის 31 დეკემბრის N----- შეთანხმების ოქმით N----- შეთანხმების ოქმის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 8 086 460 ლარი და N----- შეთანხმების ოქმით გათვალისწინებული სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 1 232 948.15 ლარი, ასევე სამუშაოთა სახეობა, მოცულობა და ღირებულება დაკორექტირდა და ჩამოყალიბდა შეთანხმების N----- ოქმზე თანდართული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, რომელსაც საექსპერტო კვლევა ჩაუტარდა სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში და გაცემულ იქნა სათანადო დასკვნა.

 

გარდა იმისა, რომ აღნიშნულის ცვლილებების თაობაზე შ--------–-----–--------------–------–------“ ინფორმირებული იყო შეთანხმების გაფორმების დროისათვის და ს----------ოს ცვლილება ცალმხრივად არ განუხორციელებია, სასამართლო ასევე ყურადღებას მიაპყრობს მოპასუხის წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებულ მითითებას, იმის თაობაზე რომ N----- შეთანხმების ოქმის დადებისას არსებობდა დამკვეთის გამოხატული ნება გაეგრძელებინა 2007 წლის 21 მარტის ხელშეკრულების მოქმედების ვადა, რაც საბოლოოდ არ აისახა წერილობითი ფორმით და მიიჩნევს, რომ „შემსრულებელს“ ხელშეკრულებიდან თუ მისი შემადგენელი კონკრეტული შეთანხმებიდან გამომდინარე რისკები სწორედ შეთანხმების გაფორმებისას უნდა შეეფასებინა, გაეთვალისწინებინა და თუკი სადავოდ ხდიდა კონკრეტულ ცვლილებებს შეეძლო სამართლებრივად ედავა ს----------ოს ქმედების, გადაწყვეტილების კანონიერებაზე კონკრეტულ დოკუმენტზე ხელმოწერამდე. ნაცვლად ამისა, შეთანხმებაზე ხელმოწერით მხარე დაეთანხმა ცვლილებებს და შეიბოჭა კონკრეტული სახელშეკრულებო უფლება-მოვალეობებით. შესაბამისად, მოპასუხის აპელირება, რომ 2012 წლის 20 დეკემბრამდე ვერ იქნებოდა შესრულებული ის სამუშაოები, რომელიც მას დაევალა 2012 წლის 31 დეკემბერს, სასამართლოს მოსაზრებით ხელშეკრულების პირობების დარღვევის ობიექტურ მიზეზად ვერ შეფასდება, მითუფრო როდესაც სადავო არ არის და თავად შ--------–-----–--------------–------–------“-ის წარმომადგენლებიც სასამართლო პროცესზე მუდმივად აპელირებდნენ რომ, სამუშაოების შესრულების პროცესში, თ-----–------------------ მხრიდან ზეპირი დავალებების საფუძველზე სხვადასხვა გარემოებათა და პრიორიტეტების გათვალისწინებით შ--------–-----–--------------–------–------“-ის მიერ შესასრულებული სამუშაოების მოცულობა დაშინაარსი, „სისტემატიურად იცვლებოდა“ და მოგვიანებით აისახებოდა შეთანხმების ოქმებში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ შ--------–-----–--------------–------–------“-მა ვერ შეძლო და ვერ დაძლია მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დადგენილ ვადაში, ჯეროვნად შესრულების მტკიცების ტვირთი, დამაჯერებელ და სარწმუნო არგუმენტებზე მითითებით, რომლებიც ასევე კონკრეტული და უტყუარი მტკიცებულებებით იქნებოდა გამყარებული, გარდა საპროექტო სამუშაოების შესრულების ვალდებულებისა.

 

საპროექტო სამუშაოების შეუსრულებლობის სადავო გარემოებასთან დაკავშირებით, სასამართლო მხედეველობაში იღებს იმ გარემოებას რომ ობიექტი, რომელზედაც მოპასუხე კომპანია ახორციელებდა სამუშაოებს წარმოადგენს თ-----–------------------ განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ობიექტს და რომ საპროექტო დავალების განსაკუთრებულ მოთხოვნათა შესაბამისად, მისი როგორც პროექტირება, ისე მშენებლობა ექვემდებარებოდა განსაკუთრებულ და პარალელურ რეჟიმში წარმართვას და სრულად იზიარებს მოპასუხე მხარის წარმომადგენელთა განმარტებას, რომ ს----------ოს მხრიდან შესრულებულ სამუშაოზე სისტემატიური ზედამხედველობისა და შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემული ტექნიკური პირობების არარსებობის ვითარებაში, შემსრულებელი მოკლებული იქნებოდა შესაძლებლობას განეხორციელებინა ობიექტის კეთილმოწყობისა და საინჟინრო კომუნიკაციების ქსელის მოწყობისათვის საჭირო სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები.

 

3.2.2. გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შ--------–-----–--------------–------–------“-ის მიერ 2007 წლის 21 მარტის N--- ხელშეკრულების საფუძველზე არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების ღირებულება საპროექტო სამუშაოების ღირებულების გამოკლებით, შეადგენს 1274700.15 (1301250.15-26550.00) ლარს.

 

3.2.3 სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ვ---------–------------------–--ის შიდა გზების მოწყობის სამუშაოები, რომლის ღირებულების ანაზღაურებასაც ითხოვს შ--------–-----–--------------–------–------“ ს----------–-----------–---------------ოსაგან, განხორციელებულია 2007 წლის 21 მარტის N--- ხელშეკრულებისა საფუძველზე და მის ფარგლებში.

 

სადავო გარემოების დადგენის თვალსაზრისით სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო სამართალში აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპი, რომლის ფარგლებშიც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსსკ-ის 4.1. მუხლი). სწორედ შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე ხდება მხარეთა შედავების საფუძვლიანობის კვლევა და მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების სადავო და უდავო ფაქტებად კვალიფიცირება, კერძოდ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსი საპროცესო თავდაცვის საშუალებად ადგენს მოპასუხის მხრიდან შესაგებლის წარდგენის უფლებას, რომელიც საქმის მომზადების ეტაპზე უნდა იქნეს წარდგენილი და პასუხობდეს კანონის მოთხოვნებს: მოპასუხე ვალდებულია, სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე, თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ. პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს (სსსკ-ის 201-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილები). აღნიშნული საპროცესო წესი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, სწორედ შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, შესაგებლით შეუდავებელ ფაქტებს სასამართლოს მოსამზადებელი ეტაპის ამოწურვის შემდგომ ვეღარ გახდის სადავოდ მოპასუხე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. ბუნებრივია, აღნიშნული საპროცესო სტანდარტის დადგენა გავლენას ახდენს სასამართლო კვლევის საგანზე, რაც იმას ნიშნავს, სასამართლო მტკიცებულებათა კვლევას ახორციელებს არა საკუთარი, არამედ, მხარეთა მიერ განხორციელებული შედავების ფარგლებში და ამ მხრივ ადგენს საქმის გადაწვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობა-არარსებობას.

 

განსახილველ შემთხვევაში, ს----------–-----------–---------------ო არ შედავებია შ--------–-----–--------------–------–------“-ს რომ მან განახორციელა გზების მოწყობისა და მოასფალტების სამუშაოები და საკუთარ შესაგებელს ამყარებს ხელშეკრულების წერილობითი ფორმის დაუცველობასა და მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. ასევე შესაგებელში ს----------–-----------–---------------ომ მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 21.03.2007 წლის N--- ხელშეკრულების 8.1 პუნქტზე, რომლის თანახმად ,,შემსრულებელი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოები განახორციელოს დამტკიცებული პროექტის შესაბამისად და განმარტავს, რომ: მხარეებს შორის შესასრულებელი საგზაო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის და პროექტის შესახებ შეთანხმება არ განხორციელებულა და შ--------–-----–--------------–------–------“-მა ფაქტობრივად, მისი ნება-სურვილის შესაბამისად შესრულებული სამუშაოების აქტები ფ----------ები წარადგინა შემკვეთთან ანაზღაურების მიზნით.

 

უპირველეს ყოვლისა, სასამართლო მიუთითებს, რომ სსკ-ის 24-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოები სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები. შესაბამისად, წინამდებარე დავის გადასაწყვეტად სასამართლო იყენებს არა საჯარო კანონმდებლობას, არამედ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის მარეგულირებელ კერძოსამართლებრივ რეგულაციებს. ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები კი, მსგავსი ურთიერთობებისათვის წერილობითი ფორმის დაცვის სავალდებულოობას არ ითვალისწინებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა მხარეების მიერ არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან. არსებითად კი, მიიჩნევა მენარდის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე შეთანხმება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში კონკრეტული პირობებით მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადასტურება, მოსარჩელე მხარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს, რაც მან დასძლია სათანადო და სარწმუნო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით. კერძოდ, მოსარჩელემ სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად მიუთითა და სასამართლოს წარუდგინა: საქართველოს თ-----–------------------------–-–------–---------------------------ის უფროსის 2012 წლის 26 ივლისის N------- წერილი, რომლითაც დასტურდება რომ შ--------–-----–----------------–------–------"-ს #--- ხელშეკრულების (21.03.2007წ) და #---/2 შეთანხმების ოქმის (15.03.2012წ) საფუძველზე დაევალა განფასების წარდგენა, შემდგომში შეთანხმების გაფორმების მიზნით, რათა არსებული პროექტის ფარგლებში განხორციელებულიყო ყოფილი ა---–---------- ტერიტორიაზე ს---------------------------ა საცხოვრებელი განკუთვნილი მშენებარე ო----------- კორპუსის წინ დასასვენებელი სკვერისა და მისასვლელი გზების მოწყობა; მხარე ასევე აპელირებს შ--------–-----–----------------–------–------"-ის 2012 წლის 30 აგვისტოს N--- წერილზე, რომლითაც დასტურდება რომ კომპანიამ დამკვეთს გაუდაუგზავნა ვ---------–------------------–--ის გზების მოწყობის პროექტი _ გრაფიკული ნაწილი 11 ფურცლად და განმარტებითი ბარათი 49 ფურცლად; შეგებებულ სარჩელზე თანდართული 2012 წლის 26 სექტემბრის N--- წერილის შინაარსზე დაყრდნობით მოსარჩელე ადასტურებს, რომ ს--–-----–----------იამ ს----------ოს გადაუგზავნა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მიხედვით შედგენილი N----- და N----- ოქმებზე თანდართული ხარჯთაღრიცხვების კორექტირებული ვერსია ექსპერტიზის ჩატარებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმების მიზნით; ხოლო 2012 წლის 3 ოქტომბრის N--- წერილით კი ს----------ოს ასევე გადაეგზავნა შესრულებული სამუშაოების აქტები ე.წ ფ----------ები.

 

შ--------–-----–----------------–------–------"-ის მტკიცებით, სადავო გარემოების არსებობას ადასტურებს ასევე 2012 წლის 1- ოქტომბრის #--- წერილი, რომლითაც ს--–-----–----------იამ ს----------–-----------–---------------ოსაგან მოითხოვა სათანადო რეაგირების განხორციელება, რის შედეგადაც 2012 წლის 31 დეკემბერს გაფორმებულ იქნა #----- შეთანხმების ოქმი; ოქმზე თანდართულ ხარჯთაღრიცხვის კრებსით ნაწილი კი მოიცავს გზების მოწყობის და მოასფალტების სამუშაოებსაც, რომელიც კომპანიის მიერ რეალურად განხორციელდა 2012 წლის სექტემბრის თვეში.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება სადავო სამართალურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. შესაბამისად იმ პირობებში, როდესაც ს----------ოს არც მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტაციის ნამდვილობა გაუხდია სადავოდ და არც მათ საპირწონედ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, სასამართლო ვერ გაიზიარებს ს----------–-----------–---------------ოს პოზიციას, შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით, ხარჯთაღრიცხვისა და პროექტის არარსებობის თაობაზე და დადასტურებულად მიიჩნევს, ს----------ოსათვის როგორც შესაბამისი პროექტის წარდგენის, ასევე #----- შეთანხმების ოქმზე თანდართულ ხარჯთაღრიცხვის კრებსით ნაწილში გზების მოწყობის და მოასფალტების სამუშაოების გათვალისწინების ფაქტს.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებასაც რომ ობიექტი, რომელზედაც შემსრულებელი ახორციელებდა სამუშაოებს, და რომელის ღირებულებაც ს----------ოს არ აუნაზღაურებია, წარმოადგენს თ-----–------------------ განსაკუთრებულად მნიშვნელობის ობიექტს, რაც ლოგიკურად გამორიცხავდა ობიექტზე დამკვთის ნებასურვილის გარეშე ისეთი ხილული სამუშაოების განხორციელებას, როგორიცაა გზების მოწყობა-მოასფალტება.

 

სასამართლო დამატებით კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას 2007 წლის 21 მარტს ს----------–-----------–---------------ოს და შ---------------------–--–’’-ს შორის 2007 წლის 21 მარტს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დამკვეთის ინტერსზე, რომელიც უკავშირდებოდა ქ. თბილისში, თ-----–------------------ ყოფილი ა---–---------- ტერიტორიაზე - 193 643 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, საცხოვრებელი კომპლექსის საძიებო, საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას; ს----------–-----------–---------------ოს 2012 წლის 26 ივლისის #------- წერილზე, რომლითაც შ--------–-----–----------------–------–------"-ს #--- ხელშეკრულების (21.03.2007წ) და #---/2 შეთანხმების ოქმის საფუძველზე დაევალა განფასების წარდგენა, შემდგომში შეთანხმების გაფორმების მიზნით, რათა არსებული პროექტის ფარგლებში განხორციელებულიყო ყოფილი ა---–---------- ტერიტორიაზე ს---------------------------ა საცხოვრებელი განკუთვნილი მშენებარე ო----------- კორპუსის წინ დასასვენებელი სკვერისა და მისასვლელი გზების მოწყობა, ასევე ყურადღებას მიაპყრობს 2007 წლის 21 მარტის ხელშეკრულების დამატებით ოქმებს, თანდართულ ხარჯთაღრიცხვებს და იმ გარემოებას რომ ს--–-----–----------იის მიერ განხორციელებული გზების მოწყობის სამუშაოები სწორედ ს----------–-----------–---------------ოს ინტერესსა და ნებას შეესაბამებოდა და რომ დამკვეთმა შესრულება მიიღო _ დადასტურებულად მიიჩნევს, მითუფრო იმ პირობებში როდესაც ამ თვალსაზრისით მოპასუხეს არ დაუფიქსირებია საწინააღმდეგო პოზიცია.

 

სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ანაზღაურება უსიტყვოდაც ითვლება შეთანხმებულად, თუ გარემოებების მიხედვით ნარდობა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი.

 

ზემოხსენებული მტკიცებულებებით და ასევე შ--------–-----–----------------–------–------"-ის მიერ ს----------ოსათვის გაგზავნილი წერილობითი კორესპოდენციის საფუძველზე, შემსრულებლის ინტერესი შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებისადმი ასევე ცალსახაა, რაც ასევე გამორიცხავს ს----------ოს არგუმენტაციის მართებულობას, რომ შ--------–-----–----------------–------–------"-მა „საკუთარი ნება-სურვილის შესაბამისად შესრულებული სამუშაოების აქტები ფ----------ები წარადგინა შემკვეთთან ანაზღაურების მიზნით“.

 

ამდენად, შ--------–-----–--------------–------–------“-მა უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და შეგებებული სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოების _ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე, ს----------ოს დაკვეთით კონკრეტული სამუშაოების შესრულების ფაქტის დადასტურება.

 

3.2.4. შ--------–-----–--------------–------–------“-ის სასარჩელო მოთხოვნა ს----------–-----------–---------------ოს მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, არ არის ხანდაზმული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისგან რაიმე მოქმედების შესრულების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ანუ ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს რომლის უფლებაც დაირღვა, აქვს შესაძლებლობა, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ამავე კოდექსის, 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობა ეს არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოითხოვოს იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული და მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო, ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.

 

ს----------–-----------–---------------ოს განმარტებით ვინაიდან შ--------–-----–--------------–------–------"-ს 07.06.2013 წელს ეცნობა და დაუბრუნდა სამუშაო აქტების ფ--------- და N- (გზების მოწყობის) პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის არ არსებობის გამო, სწორედ აქედან დაიწყო ,,---–-----–--------------–------–------“-ისათვის სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადის ათვლაც; შეგებებული სარჩელი კი სასამართლოში წარმოდგენილი 2----–-–-----------ს, აღნიშნული ვადის სრულად ამოწურვის შემდეგ, რაც გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

სადავო გარემოების დადგენის თვალსაზრისით, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ უდავო გარემოებაზე, რომ ს----------–-----------–---------------ოს მიერ შ--------–-----–--------------–------–------"-ს მიერ ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ღირებულების საბოლოო ანაზღაურება ხორციელდებოდა წარდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციის საფუძველზე, სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად (შეთანხმების ოქმი N-----);

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ შ--------–-----–--------------–------–------"-მა 2012 წლის 1- ოქტომბერს წერილით მიმართა ს----------–-----------–---------------ოს და მიუთითა, რომ 2012 წლის 26 სექტემბერს N--- წერილით ს----------ოსათვის გაგზავნილ იქნა ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიხედვით შედგენილი კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა, ხოლო 2012 წლის 3 ოქტომბრის N--- წერილით შესრულებული სამუშაოების აქტები და ვინაიდან ამ დრომდე არ იყო დანიშნული სათანადო ექსპერტიზა და არ იყო გაფორმებული ურთიერთშეთანხმების აქტი, გამოთქვა მზაობა თავად ჩაეტარებინა წარდგენილ დოკუმენტაციაზე ექსპერტიზა და ექსპერტის დასკვნის საფუძველზე მოეხდინა ს----------ოსთან ფინანსური ურთიერთობის კორექტირება.

 

არსებული ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს რომ ისეთ ვითარებაში, როდესაც დამკვეთი იღებს შესრულებას, თუმცა სუბიექტური თუ ობიექტურ მიზეზთა გამო, ყოვნდება შესრულებული სამუშაოების ღირებულების დადგენის მიზნით საექსპერტო დაწესებულებისათვის მიმართვა, ეს გარემოება არ შეიძლება ბრალად შეერაცხოს მენარდეს და ამ უკანასკნელის გადაწყვეტილება მიმართოს სწორედ იმ საექსპერტო დაწესებულებას, რომლის მიმართაც კონტრაჰენტებს გააჩნიათ ორმხრივი სანდოობა, უნდა შეფასდეს ეფექტური ქმედებად საკუთარი უფლების დასაცავად; ხოლო სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს, შესრულებული სამუშაოს ღირებულების დადგენის თაობაზე კონკრეტული საექსპერტო დაწესებულების დასკვნის მოპოვების შემდეგ. კანონის სხვაგვარ განმარტებას კონკრეტულ შემთხვევაში, მივყავართ სამოქალაქო კოდექსის პირველი მუხლით გარანტირებულ კერძო ხასიათის ურთიერთობაში დამკვიდრებულ „პირთა თანასწორობის“ პრინციპის უარყოფამდე.

 

სადავო არ არის რომ შ--------–-----–--------------–------–------"-ის 16.07.13წ მიმართვის საფუძველზე, 17.07.13წ დათარიღებული სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა ადრესატს გაეგზავნა 22.07.2013 წელს. შესაბამისად, შ--------–-----–--------------–------–------"-ის სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა, უნდა განხორციელდეს არაუადრეს 2----–-–---------–--იდან. შეგებებული სარჩელის ავტორმა კი სასამართლოს სარჩელით მომართა 2----–-–-----------ს, რაც ადასტურებს რომ მისი მოთხოვნა თანხის დაკისრების თაობაზე არ არის ხანდაზმული.

 

საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა სადავო ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები არ უთითებენ.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, მიიჩნია რომ ს----------–-----------–---------------ოს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობვრივ, ხოლო შ--------–-----–--------------–------–------"-ის შეგებებულ სარჩელი სრულად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 629-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ როგორც ხელშეკრულების შინაარსი, ასევე მისი შესრულების მექანიზმი. ხელშეკრულება მხარეთა ნების დეკლარაციაა და ასახავს ხელშემკვრელი მხარეების მიერ წინასწარ შეთანხმებულ პირობებს მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს და აისახება მათ უფლება-მოვალეობებზე.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია ს----------–-----------–---------------ოსა და შ---------------------–--–“-ს შორის, 2007 წლის 21 მარტს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულება და 2012 წლის 15 მარტის N----- შეთანხმების ოქმი, რომლის საფუძველზეც შ--------------------–--–“-ის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2007 წლის 21 მარტის N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა უფლება-მოვალეობა ქ. თ---–--–-------–---–----------ე ს/ქ N- თ-----–------------------ ყოფილი ა---–---------- ტერიტორიაზე, ს---------------------------ა საცხოვრებლად გათვალისწინებული მშენებარე ოთხი კორპუსის (------------------- დასრულების, მიმდინარე ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის და საინჟინრო კომუნიკაციების ქსელის მოწყობისათვის საჭირო სამშენებლო-სარემონტო დასასრულებელი სამუშაოების ნაწილში, გადაეცა შ--------–-----–--------------–------–------“-ს. აღნიშნული შეთანხმების ოქმის მე-3 პუნქტის თანახმად, შ--------–-----–--------------–------–------“-ზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების 2007 წლის 21 მარტის N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა მუხლი/დებულება და მათ საფუძველზე შეთანხმების ოქმის გაფორმების დღიდან წარმოქმნილი უფლება-მოვალეობები. ამავე შეთანხმების ოქმის საფუძველზე, 2007 წლის 21 მარტს გაფორმებული N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოთა შესრულების (მიწოდების) ვადა განისაზღვრა 2012 წლის 20 დეკემბრით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

 

შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა.

 

ს----------–-----------–---------------ო სადავოდ ხდის შ--------–-----–--------------–------–-------ის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების ფაქტს, ხოლო მოპასუხის განმარტებით, ს--–-----–----------იამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა ჯეროვნად და დათქმულ ვადებში, შესაბამისად არ არსებობს მისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

ამდენად პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, ს----------–-----------–---------------ოს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის განსაზღვრისათვის არსებითია შეფასდეს შესრულდა თუ არა მენარდის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ისე, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც დამკვეთს გააჩნდა შესრულების მიმართ.

 

სსსკ-ის 1-5-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლომ შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, ხელშეკრულების და შეთანხმების ოქმები, თანდართული ხარჯთაღრიცხვის ფორმები და მათი ერთობლიობაში ურთიერთშეჯერების შედეგად, დადგენილად მიიჩნია, შ--------–-----–--------------–------–------“-ის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი კონკრეტული ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების, ხოლო ნაწილი ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტი, გარდა საპროექტო სამუშაოების შეუსრულებლობისა.

 

სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო.

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესის თანახმად კი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

 

სასამართლომ გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის 3.2.1. პუნქტში განვითარებული მსჯელობის საფუძველზე დადგენილად მიაჩნია, რომ შ--------–-----–--------------–------–------"-მა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა ნაწილი ვერ შეასრულა, ხოლო ნაწილი შეასრულა ვადაგადაცილებით, რის საფუძველზეც ს----------ოს წარმოეშვა 2007 წლის 21 მარტს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულების 11.1 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება, ხოლო შემსრულებელს მისი გადახდის მოვალეობა. შესაბამისად, შ------–-----–--------------–------–------“-ს ს----------–-----------–---------------ოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 1274700.15 ლარის 0.1%-ის ოდენობით, რაც ჯამში 11 დღეზე გადაანგარიშებით 14021.7 ლარია.

 

6.2. შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დამკვეთისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება. კერძოდ, მოსარჩელის პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ მოსარჩელემ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე და ამ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოპასუხის ზეპირი მითითების საფუძველზე განახორციელა ვ---------–------------------–--ის შიდა გზების მოწყობის სამუშაოები, ღირებულებით _ 150581.05 ლარი. ს----------–-----------–---------------ომ ფაქტობრივად მიიღო შესრულება, თუმცა დაუსაბუთებლად აცხადებს უარს შემხვედრ შესრულებაზე.

 

მოპასუხე მხარე ფაქტობრივად არ შედავებია შეგებებული სარჩელის ავტორს იმაში, რომ მან განახორციელა სადავო სამუშაოები და შესაგებელი დაამყარა ხელშეკრულების წერილობითი ფორმის დაუცველობასა და მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.

 

უპირველეს ყოვლისა, სასამართლო მიუთითებს, რომ სსკ-ის 24-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოები სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები. შესაბამისად, წინამდებარე დავის გადასაწყვეტად სასამართლო იყენებს არა საჯარო კანონმდებლობას, არამედ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის მარეგულირებელ კერძოსამართლებრივ რეგულაციებს. .

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით. გარიგება წერილობითი ფორმით შეიძლება დაიდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები, მსგავსი ურთიერთობებისათვის წერილობითი ფორმის დაცვის სავალდებულოობას არ ითვალისწინებს. აღნიშნულიდან გამომდინარე,ს----------–-----------–---------------ოსათვის თანხის დაკისრების, როგორც იურიდიული შედეგის დადგომა, დამოკიდებულია სამართლებრივად მნიშვნელოვანი შემდეგი ფაქტების დადგენაზე: დაიდო თუ არა მხარეთა შორის ზეპირი ხელშეკრულება და რა პირობებით.

 

სასამართლო აქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყველა იმ სამართალურთიერთობაში, რომელშიც სახელმწიფო მონაწილეობს, ნდობისა და კეთილსინდისიერების ხარისხი განსაკუთრებულად მაღალია, უფრო მეტიც, მიუხედავად სამართალურთიერთობის კერძოსამართლებრივი ბუნებისა, კერძო სამართლის სუბიექტების მხრიდან კონტრაჰენტი ძლიერი მხარის, სახელმწიფოს ქმედებების მიმართ კანონიერი ნდობის პრინციპი მოქმედებს, რაც ეფუძნება, სახელმწიფოს, როგორც გარიგების ძლიერი მხარის ვალდებულებას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით დაიცვას ყველა პირის ქონებრივი უფლებები.

 

სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია კონკრეტული უფლება-მოვალეობები, მენარდე ვალდებულია შეასრულოს გარკვეული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური. ნარდობის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა მხარეების მიერ არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან. არსებითად კი, მიიჩნევა მენარდის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე შეთანხმება.

 

ვინაიდან მოპასუხისათვის შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მოთხოვნას მოსარჩელე სახელშეკრულებო (ნარდობის) სამართლის ნორმებს აფუძნებს სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელ (მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებს) ფაქტობრივ წინაპირობებს წარმოადგენს: მხარეთა შორის ნამდვილი ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე უფლება-მოვალეობების წარმოშობა, მენარდის მიერ სამუშაოს შესრულება, დამკვეთის მიერ შესრულების მიღება და მენარდისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადახდა.

 

სასამართლო მიუთითებს: მართალია მხარეთა შორის წერილობით გაფორმებული ხელშეკრულება/შეთანხმების ოქმი, რაც დაადასტურებდა მხარეთა შეთანხმებას კონკრეტული შესასრულებებლი სამუშაოების თაობაზე, არ არსებობს თუმცა საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გადაწყვეტილების 3.2.2 პუნქტში განვითარებული მსჯელობის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ქ.თბილისში, ვ---------–------------------–--ის შიდა გზების მოწყობის სამუშაოების თაობაზე მხარეებს შორის არსებით პირობებზე შეთანხმება, 2007 წლის 21 მარტს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულების ფარგლებში, ხოლო სსიპ ლ.სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 17.07.13 წ N--------- ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ შ--------–-----–--------------–------–------"-ის მიერ თბილისში, ვ---------–------------------–--ის შიდა გზაზე და ტროტუარზე დაგებული ა/ბეტონის მოსაწყობად ჩატარებული სამუშაოების საერთო ღირებულებამ დარიცხვითა და დღგ-ს ჩათვლით შეადგინა 150581.05 ლარი, რაც ს----------–-----------–---------------ოს მიერ ანაზღაურებული არ არის.

 

შესაბამისად, საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად სასამართლო ასკვნის, რომ სახეზეა სსკ-ის 629-ე მუხლის საფუძველზე, შ--------–-----–--------------–------–------"-ის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი და ს----------–-----------–---------------ო ვალდებულია შეგებებული სარჩელის ავტორს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაოების ღირებულება 150581.05 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადგინდებოდა, რომ მხარეთა შორის დავა არ გამომდინარეობდა ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, მოთხოვნა მაინც განხორციელებადი იქნებოდა მოთხოვნის არასახელშეკრულებო საფუძვლით, სამოქალაქო კოდექსის 976-ე და 979-ე მუხლებით გათვალისწინებულ ნორმათა დანაწესის საფუძველზე. კერძოდ, სასამართლო მიუთითებს შესრულების კონდიქციაზე, რომელიც გულისხმობს სხვა პირის ქონების შეგნებულ და მიზანმიმართულ გაზრდას, ისე რომ შემსრულებელი ფაქტობრივად არარსებულ ვალდებულებას ასრულებს. გასათვალისწინებელია, რომ ამ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი გადაწყდება სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მესამე ნაწილით, რომლის საფუძველზეც ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს 1- წელს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

აღნიშნული ნორმათა დანაწესისა და წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, ვინაიდან ს----------–-----------–---------------ოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და იგი კანონის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხე - შ-------–-----–----------------–------–------”-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 420.65 ლარის ოდენობით გადახდა; შ-------–-----–----------------–------–------”-ის შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილების გამო ს----------–-----------–---------------ოს შ-------–-----–----------------–------–------”-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 4517.43 ლარის ანაზღაურება.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

რამდენადაც წინამდებარე გადაწყვეტილებით ს----------–-----------–---------------ოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის საფუძველზე, არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------ის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ს----------–-----------–---------------ოს სარჩელი მოპასუხე შ-------–-----–----------------–------–------”-ს მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.2. შ-------–-----–----------------–------–------”-ს მოსარჩელე ს----------–-----------–---------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს 14021.7 ლარის გადახდა.

 

2. შ-------–-----–----------------–------–------”-ის შეგებებული სარჩელი მოპასუხე ს----------–-----------–---------------ოს მიმართ დაკმაყოფილდეს.

 

2.1.. ს----------–-----------–---------------ოს შ-------–-----–----------------–------–------”-ის სასარგებლოდ დაეკისროს 150581.05 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე შ-------–-----–----------------–------–------”-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 420.65 ლარის გადახდა.

 

4. ს----------–-----------–---------------ოს შ-------–-----–----------------–------–------”-ის სასარგებლოდ დაეკისროს შეგებებულ სარჩელზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 4517.43 ლარის ანაზღაურება.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მმომოსამართლე ნინო მამულაშვილი