გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.07.2018
საქმის ნომერი
020210017002215459
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო, სესხი
თარიღი
06.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე# 020210017002215459 (2/2279-17)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

06.07.2018 წ. ქ. ზუგდიდი

შესავალი ნაწილი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

მოსარჩელე შპს მისო ,,ე---------------’’

წარმომადგენელი ტ------–----------

მოპასუხე და-----------ა

დავის საგანი: სესხის დაფარვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

და-----------ასთვის 1000 ლარის დაკისრება.

 

მოსარჩელე ითხოვს ასევე საპროცესო ხარჯების საკითხის გადაწყვეტას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

წერილობით შესაგებელში მოპასუხე ნაწილობრივ ძირითადი თანხის ნაწილში ცნობს სარჩელს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.მოპასუხეზე ელექტრონულად დაფიქსირებული თანხმობის საფუძველზე დადებული სესხის ხელშეკრულებით გაიცა სესხი 500 ლარის ოდენობით 35 დღის ვადით.

 

3.2. მოსარჩელის გაანგარიშებით მოპასუხის დავალიანება სესხზე შეადგენს 1500 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 500 ლარი, საკომისიო 116,7 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი, პირგასამტეხლო 863,33 ლარი. თუმცა, საკომისიოს, ერთჯერადი ჯარიმის და პირგასამტეხლოს დარიცხვასთან დაკავშირებული მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი, შესაგებელი

- მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

- სესხის ხელშეკრულება

- ცნობა დავალიანების შესახებ

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სესხის ძირითადი თანხის ნაწილში, რადგან ამ ნაწილში მოპასუხემ ცნო სარჩელი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 623-ე, მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 102-ე,103-ე, 208-ე მუხლების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მხარეები თვითონ არიან ვალდებულნი წარუდგინონ მტკიცებულებები სასამართლოს.

 

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

დასახელებული კოდექსის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე ან მხარეები მორიგდებიან, მოსამართლე გამოიტანს განჩინებას საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. მორიგების შემთხვევაში ამავე განჩინებით სასამართლო დაამტკიცებს მორიგების პირობებს. იგივე წესი გავრცელდება სასამართლო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ ცნო სარჩელი ძირითადი თანხის ნაწილში, რის გამოც ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელეს დავის განხილვისთვის სახ. ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე შეტანილი აქვს სახ. ბაჟი 50 ლარი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესების გათვალისწინებით დაუკმაყოფილებელი მოთხოვნების ნაწილში გადახდება მოსარჩელეს სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ და დარჩება სახ. ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. და-----------ას შპს ,,ე---------------" სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი 500 ლარი.

3. სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

4. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 50 ლარი დარჩება სახ. ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მოსამართლე ირაკლი აბშილავა