გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.08.2018
საქმის ნომერი
330210018002507980
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
10.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1---------

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10 აგვისტო, 20-- წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გენადი მაკარიძე

სხდომის მდივანი თეკლა გრიგალაშვილი

მოსარჩელე - ლე-–-----------–---–ი.

წარმომადგენელი - თ-- კვი---------ი.

მოპასუხე - სსიპ სა---–-–-------------------------–----------ო.

წარმომადგენელი - მა----მ ცხ--------–---–ი.

დავის საგანი - საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა.

1.1. უმკვიდროდ იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ტექ. ბიუროში ალ---------------------ის სახელზე რიცხული 1---- ნაწილი საცხოვრებელი სადგომის მდებარე ქ. თბილისი, ო--------------------- №1--–- და უმკვიდროდ ცნობილი უძრავი ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს ლე-–-----------–---–ს.

 

სარჩელში აღნიშნულია, რომ უძრავი ქონება მდებარე თბილისი, ო--------------------- ქ. №--- 1---- წილი საკუთრების უფლებით აღრიცხულია 19-- წლის 3 ო----------- გარდაცვლილი ალ---------------------ის სახელზე. ამ უკანასკნელისაგან აღნიშნული საცხოვრებელი სადგომი მოსარჩელის ოჯახმა მუდმივი დათმობის საფუძველზე შეიძინა 19---იან წლებში. უძრავი ქონება სარეგისტრაციო სამსახურში არ არის რეგისტრირებული საკუთრების უფლებით, 19-- წლიდან მოსარჩელე ჩაწერილია ამავე მისამართზე, ცხოვრობს მუდმივად და იხდის კომუნალურ გადასახადებს. ალ---------------------ს გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეები არ დარჩენია, შესაბამისად მის სახელზე რიცხული ქონება წარმოადგენს უმკვიდრო ქონებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

2.1. მოპასუხე სსიპ სა---–-–-------------------------–----------ოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები.

3.1. უდაო ფაქტობრივი გარემოებები.

3.1.1. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა დახასიათების შესაბამისად უძრავი ქონება მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ო--------------------- №--- ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო სამეურნეო, ფაქტიური ფართობი 567 კვ. მეტრი; ლიტერი ,,გ-ბ’’ (დამხმარე) - უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 16 კვ. მეტრი; ლიტერი ,,ა’’ (საცხოვრებელი) - უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი - საერთო ფართი 225,69 კვ. მეტრი, საცხოვრებელი ფართი 162,93 კვ. მეტრი, დამხმარე ფართი 62,76 კვ. მეტრი; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 8,50 კვ. მეტრი; ლიტერი ,,გ’’ (დამხმარე) - 19 კვ. მეტრი - აღრიცხულია რო-----ნ ხა-----–---ს (16/81 წილი), რა---– ხა-----–---ს (2---- წილი) და ალ---------------------ის (1---- წილი) სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა დახასიათება (ს.ფ. 15-16);

 

3.1.2. დადგენილია, რომ ალ---------------------ი გარდაიცვალა 19-- წლის 3 ო-----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 18);

 

3.1.3. დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 20-- წლის 7 ი----- გაცემული №1------ ცნობის შესაბამისად ერთიან ელექტრონულ სამკვიდრო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია 19-- წლის 3 ო----------- გარდაცვლილი ალ---------ე ან------ს ძე სა---------ს სამკვიდრო ქონებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 20-- წლის 7 ი------ №1------ ცნობა (ს.ფ. 19);

 

3.1.4. დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 20-- წლის 7 ი------ გაცემული №1------ ცნობის შესაბამისად ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი ალ---------ე ან------ს ძე სა---------ს სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 20-- წლის 7 ი------ №1------ ცნობა (ს.ფ. 20);

 

3.1.5. დადგენილია, რომ ლე-–-----------–---–ი 19-- წლის 18 მ-------- რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, ო--------------------- №--. ამავე მისამართზეა რეგისტრირებული 19-- წლის 3 დ------------ ლე-–-----------–---–ის დედა ან---ა ბა-------–---–ი.

 

დადგენლია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულია ,,ქ. თბილისი, ო--------------------- №--’’-ის სააღრიცხვო მასალა, რომელშიც ასევე ფიქსირდება მისამართი ,,ბო-–------------ი №--’’

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 20-- წლის 29 მარტის საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 21-24);

- სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის მოწმობა №0---------- (ს.ფ. 25);

- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 20-- წლის 5 ი------ საინფორმაციო ბარათი;

- ლე-–-----------–---–ის დაბადების მოწმობა;

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-- წლის 1 ა--------- №3----- მიმართვა (ს.ფ. 28);

 

3.1.6. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით ,,თბილისი ო--------------------- №1--–-’’ მდებარე უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალაში წარმოდგენილია 19-- წლის 30 დ--------- №2----- მემკვიდრეობის მოწმობა, ნოტარიუსი კუხ--–--–---–ი, რომლის შესაბამისად, აღნიშნულ უძრავ ნივთზე, 1---- წილზე, საკუთრების უფლება გადაეცა ალ---------------------ს.

 

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, ტექნიკური აღრიცხვის არქივში აღრიცხულ ალ---------------------ის კუთვნილ წილზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ქალაქი თბილისი, ო--------------------- №--- არ განხორციელებულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-- წლის 12 ი------ №2----- მიმართვა (ს.ფ. 17);

 

3.1.7. დადგენილია, რომ ან---ა ბა-------–---–ი თანახმაა უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ო--------------------- №--- საკუთრების უფლებით დარეგისტრირდეს მისი ერთადერთი შვილის ლე-–-----------–---–ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ან---ა ბა-------–---–ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება;

- ლე-–-----------–---–ის დაბადების მოწმობა;

- მოსარჩელის (წარმომადგენლის) ახსნა-განმარტება;

 

3.2. სადაო ფაქტობრივი გარემოებები.

3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა დახასიათების შესაბამისად უძრავი ქონება მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ო--------------------- №--- ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო სამეურნეო, ფაქტიური ფართობი 567 კვ. მეტრი; ლიტერი ,,გ-ბ’’ (დამხმარე) - უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 16 კვ. მეტრი; ლიტერი ,,ა’’ (საცხოვრებელი) - უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი - საერთო ფართი 225,69 კვ. მეტრი, საცხოვრებელი ფართი 162,93 კვ. მეტრი, დამხმარე ფართი 62,76 კვ. მეტრი; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 8,50 კვ. მეტრი; ლიტერი ,,გ’’ (დამხმარე) - 19 კვ. მეტრი - აღრიცხულია რო-----ნ ხა-----–---ს (16/81 წილი), რა---– ხა-----–---ს (2---- წილი) და ალ---------------------ი (1---- წილი) სახელზე.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით ,,თბილისი ო--------------------- №1--–-’’ მდებარე უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალაში წარმოდგენილია 19-- წლის 30 დ--------- №2----- მემკვიდრეობის მოწმობა, ნოტარიუსი კუხ--–--–---–ი, რომლის შესაბამისად, აღნიშნულ უძრავ ნივთზე, 1---- წილზე, საკუთრების უფლება გადაეცა ალ---------------------ს.

 

მხარეთა შორის დავას არ იწვევს ასევე ის გარემოება, რომ ალ---------------------ი გარდაიცვალა 19-- წლის 3 ო----------- და სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ცნობების შესაბამისად ერთიან ელექტრონულ სამკვიდრო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია ალ---------------------ის სამკვიდრო ქონებაზე და მისი სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.

 

საქმეში წარმოდგენილი სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათებით დასტურდება, რომ მოსარჩელის დედა ან---ა ბა-------–---–ი 19-- წლის 3 დ------------ რეგისტრირებულია მისამართზე ო--------------------- №--. ამავე მისამართზეა რეგისტრირებული თავად მოსარჩელე 19-- წლიდან.

 

საქმეში წარმოდგენილია სს ,,თელასი’’-ს მიერ 20-- წლის 19 ი----- გაცემული მიმართვა, რომლითაც დგინდება, რომ კომპანიის მონაცემთა ბაზაში 19-- წლის მონაცემებით №0------ სააბონენტო ბარათზე სს ,,თელასი’’-ს აბონენტად ფიქსირდება ლე-–-----–---–---–ი, მისამართი ბო-–------------ი №-- (სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის №0---------- მოწმობით დასტურდება, რომ ლე-–-----–---–---–მა შეიცვალა გვარი და გახდა ლე-–-----------–---–ი). ამავე ცნობის თანახმად 19-- წლამდე ინფორმაცია სს ,,თელასში’’ არ ინახება ხანდაზმულობის გამო (ს.ფ. 27).

 

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექ. ბიუროს ცნობა დახასიათების შესაბამისად ალ---------------------ის სახელზე უძრავი ნივთი მდებარე მისამართზე ო--------------------- №--- რეგისტრირებულია 19-- წლის 30 დ--------- სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე (ალ---------------------ი გარდაცვლილია 19-- წლის 3 ო-----------), სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 19-- წლის 27 მ----, ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე უძრავ ნივთზე, გაცემულია ტექნიკური პასპორტი ალ---------ე ან------ს ძე სა---------ს სახელზე, ანუ სამკვიდრო მოწმობის გაცემამდე სამი წლით ადრე. ამასთან საქმეში წარმოდგენილია ტექბიუროში დაცული ჩაწერის ბარათი, რომლის თანახმად მისამართზე ო--------------------- №-- ჩაწერილი ა----ნ მხოლოდ ალ---------ე ან------ს ძე სა--------ი და მისი დედა მა---- სა--------ი. საქმეში წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობით ირკვევა, რომ მა---- სა--------ი გარდაცვლილია 19-- წლის 24 ი--–---.

 

ამასთან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექ. ბიუროს ცნობა დახასიათებაში არსებული ზემოაღნიშნული უზუსტობის მიუხედავად, ალ---------------------ის უფლება შედავებული არ არის, ზემოაღნიშნული ჩანაწერი ძალაშია და უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, ტექნიკური აღრიცხვის არქივში აღრიცხულ ალ---------------------ის კუთვნილ წილზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ განხორციელებულა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ტექ. ბიუროში ალ---------------------ის სახელზე რიცხული 1---- ნაწილი საცხოვრებელი სადგომის მდებარე ქ. თბილისი, ო--------------------- №1--–- არის უმკვიდრო და მოსარგებლე არის ლე-–-----------–---–ი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო გაეცნო სარჩელს, წარმოდგენილ წერილობით მასალებს, მხარეთა ახსნა-განმარტებებს და მიაჩნია, რომ ლე-–-----------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება.

6.1. საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.

 

ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებზე.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის დედა ან---ა ბა-------–---–ი 19-- წლის 3 დ------------ რეგისტრირებულია მისამართზე ო--------------------- №--. ამავე მისამართზეა რეგისტრირებული თავად მოსარჩელე 19-- წლიდან. ამასთან აღნიშნულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლის 1---- ნაწილი ტექბიუროს მონაცემების თანახმად აღრიცხულია ალ---------------------ის სახელზე. მოსარჩელის მითითებით ალ---------------------მა აღნიშნული საცხოვრებელი სადგომის მის კუთვნილი ნაწილი გარიგებით მიჰყიდა მოსარჩელის ოჯახს.

 

6.2. საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა.

 

საქმეში წარმოდგენილი სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათებით დასტურდება, რომ მოსარჩელის დედა ან---ა ბა-------–---–ი 19-- წლის 3 დ------------ რეგისტრირებულია მისამართზე ო--------------------- №--. ამავე მისამართზეა რეგისტრირებული თავად მოსარჩელე 19-- წლიდან.

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია სს ,,თელასი’’-ს მიერ 20-- წლის 19 ი----- გაცემული მიმართვა, რომლითაც დგინდება, რომ კომპანიის მონაცემთა ბაზაში 19-- წლის მონაცემებით №0------ სააბონენტო ბარათზე სს ,,თელასი’’-ს აბონენტად ფიქსირდება ლე-–-----–---–---–ი, მისამართი ბო-–------------ი №-- (სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის №0---------- მოწმობით დასტურდება, რომ ლე-–-----–---–---–მა შეიცვალა გვარი და გახდა ლე-–-----------–---–ი). ამავე ცნობის თანახმად 19-- წლამდე ინფორმაცია სს ,,თელასში’’ არ ინახება ხანდაზმულობის გამო (ს.ფ. 27).

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურებს მოსარჩელის ოჯახის მისამართზე - ო--------------------- №--- ცხოვრების ფაქტს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ ა----ნ, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ო--------------------- №--- ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო სამეურნეო, ფაქტიური ფართობი 567 კვ. მეტრი; ლიტერი ,,გ-ბ’’ (დამხმარე) - უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 16 კვ. მეტრი; ლიტერი ,,ა’’ (საცხოვრებელი) - უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი - საერთო ფართი 225,69 კვ. მეტრი, საცხოვრებელი ფართი 162,93 კვ. მეტრი, დამხმარე ფართი 62,76 კვ. მეტრი; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 8,50 კვ. მეტრი; ლიტერი ,,გ’’ (დამხმარე) - 19 კვ. მეტრი - აღრიცხულია რო-----ნ ხა-----–---ს (16/81 წილი), რა---– ხა-----–---ს (2---- წილი) და ალ---------------------ის (1---- წილი) სახელზე.

 

საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობით დასტურდება, რომ ალ---------------------ი გარდაიცვალა 19-- წლის 3 ო----------- და სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ცნობების შესაბამისად ერთიან ელექტრონულ სამკვიდრო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია ალ---------------------ის სამკვიდრო ქონებაზე და მისი სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით საჯარო რეესტრის ტექ. ბიუროში ალ---------------------ის სახელზე რიცხული 1---- ნაწილი საცხოვრებელი სადგომის მდებარე ქ. თბილისი, ო--------------------- №1--–- - ცნობილი უნდა იქნას უმკვიდროდ.

 

6.4. საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ ა----ნ, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი).

 

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს - უმკვიდროდ უნდა იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ტექ. ბიუროში ალ---------------------ის სახელზე რიცხული 1---- ნაწილი საცხოვრებელი სადგომის მდებარე ქ. თბილისი, ო--------------------- №1--–- და უმკვიდროდ ცნობილი უძრავი ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში უნდა გადაეცეს ლე-–-----------–---–ს.

 

7. საპროცესო ხარჯები.

მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ი” ქვეპუნქტის საფუძველზე. მოპასუხე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,უ” ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ლე-–-----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. უმკვიდროდ იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ტექ. ბიუროში ალ---------------------ის სახელზე რიცხული 1---- ნაწილი საცხოვრებელი სადგომის მდებარე ქ. თბილისი, ო--------------------- №1--–- და უმკვიდროდ ცნობილი უძრავი ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს ლე-–-----------–---–ს.

3. მხარეები გათავისუფლებული ა----ნ სახელმწიფი ბაჟის გადახდისაგან.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გენადი მაკარიძე