გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
841210018002411766
საქმე N2/51-2018 წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20 ივლისი 2018 წელი ტყიბული
ტყიბულის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე - ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი - ფატი მინდიაშვილი
მოსარჩელე: შპს „ემ-- კრ-------“;
წარმომადგენელი: რ---–-ნდ ჭ--–იძე;
მოპასუხე: ა-- გ-----გაძე;
დავის საგანი: თანხის გადახდის დაკისრების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ა-- გ-----გაძეს მოსარჩელე შპს „ემ-- კრ-------ს'' სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1500 ლარის გადახდა, საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა - 500 ლარი, სარგებელი - 98 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი და პირგასამტეხლო - 882 ლარი.
სარჩელის მიხედვით, 2015 წლის 24 აგვისტოს მოპასუხე ა-- გ-----გაძესა და შპს ,,ემ-- კრ-------’’ შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაცემული იქნა თანხა 500 ლარის ოდენობით, 2015 წლის 23 სექტემბრამდე. კომპანიასა და მსესხებელს შორის ურთიერთობა რეგულირდება კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული სესხის ხელშეკრულებით, რომლის დადებაზე ნების გამოვლენაც მსესხებლის მიერ, მისი შინაარსის გაცნობის შემდგომ ხდება ელექტრონულად, რაც ავტომატურად უთანაბრდება მსესხებლის ხელისმოწერას და მსესხებელი იბოჭება მის მიერ ამ ფორმით გამოვლენილი ნებით. მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 500 ლარი და მასზე რიცხული სარგებელი 98 ლარი დაებრუნებინა 30 დღის ვადაში, მაგრამ აღნიშნულ ვადაში არ მომხდარა არც სესხის და არც მასზე რიცხული სარგებლის გადახდა. შესაბამისად, მსესხებელს ხელშეკრულების 7.4. პუნქტის საფუძველზე დაეკისრა ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარის ოდენობით და ამავე ხელშეკრულებით 7.5 პუნქტის საფუძველზე პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.5 პროცენტის ოდენობით, რამაც შეადგინა 882 ლარი.
მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ მომხდარა არსებული დავალიანების დაფარვა, რის გამოც კრედიტორი მოითხოვს მსესხებელს დაეკისროს არსებული დავალიანება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ა-- გ-----გაძემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო, თუმცა სასამართლო მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნას ეთანხმება მხოლოდ ძირი თანხის 500 ლარის, მასზედ რიცხული სარგებლის 98 ლარის და ერთჯერადი ჯარიმის 20 ლარის ნაწილში, დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდაზე კი უარს აცხადებს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. მოპასუხე ა-- გ-----გაძესა და მოსარჩელე შპს ,,ემ-- კრ-------’’ შორის გაფორმდა ონლაინ სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელმა მიიღო სესხი 500 ლარი, რომელზედაც ირიცხებოდა სარგებელი 98 ლარი, სესხის დაბრუნების ვადა იყო 30 დღე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ. 14-22 )
- საგადასახადო დავალება (ს.ფ. 34 ).
3.1.2. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და შეთანხმებულ ვადაში სესხის თანხა არ იქნა დაფარული. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს წარმოეშვა სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დავალიანება, ასევე დაერიცხა პირგასამტეხლო. 2018 წლის 24 აპრილის მდგომარეობით, ა-- გ-----გაძის დავალიანება შპს „ემ-- კრ-------ს“ მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 1500 ლარს. საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს - 500 ლარს, სარგებელს - 98 ლარს, ერთჯერადი ჯარიმა - 20 ლარს და პირგასამტეხლოს - 882 ლარს.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, პირგასამტეხლოს ნაწილში მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, რაც წარმოადგენს სამართლებრივი შეფასების საკითხს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ემ-- კრ-------ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრ-------ს ხელშეკრულებით კრ-------ს გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრ------- სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ა-- გ-----გაძესა და მოსარჩელე შპს ,,ემ-- კრ-------’’ შორის გაფორმდა ონლაინ სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელმა მიიღო სესხი 500 ლარი, რომელზედაც ირიცხებოდა სარგებელი 98 ლარი, სესხის დაბრუნების ვადა იყო 30 დღე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სარჩელის აღიარების შემთხვევაში, სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ეფუძნება მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ა-- გ-----გაძემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხემ განმარტა, რომ ცნობს სარჩელს სესხის თანხის დავალიანების - 500 ლარის და პროცენტის - 98 ლარის, ერთჯერადი ჯარიმის 20 ლარის ნაწილში. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მხარეთა შორის გაფორემებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იყო ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები და არ გადაუხდია დავალიანება, შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველი სახეზეა. მოპასუხემ სარჩელი პირგასამტეხლოს ნაწილში არ ცნო, თუმცა უარის თქმის მიზეზი არ დაუსაბუთებია და არც რაიმე ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებია. მიუხედავად ამისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა იმსჯელოს პირგასამტეხლოს ოდენობაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლიდან გამომდინარე, რომლის თანახმადაც, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას, ვალდებულების დარღვევამდე იგი ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა, თუმცა მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს მოპასუხისთვის დაკისრება დაუშვებელია და უნდა მოხდეს მისი შემცირება, კერძოდ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო - 100 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 50 ლარი, ადვოკატის მომსახურებისათვის 42 ლარი. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, მოთხოვნის 47.86%, აქედან 618 ლარის ნაწილში (რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის 86.07%) მოპასუხემ სარჩელი ცნო, შესაბამისად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 20.59 ლარი, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 6.96 ლარი და ადვოკატის მომსახურების თანხა 28.72 ლარი. სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 22.45 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 269-ე, 53-ე, 364-ე, 369-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ემ-- კრ-------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. მოპასუხე ა-- გ-----გაძეს (პ/ნ 6-----------) შპს „ემ-- კრ-------ს სასარგებლოდ დაეკისროს 718 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 500 ლარი, პროცენტი - 98 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი და პირგასამტეხლო 100 ლარი.
1.2. მოპასუხე ა-- გ-----გაძეს შპს „ემ-- კრ-------ს“ სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 6.96 ლარის გადახდა.
1.3. მოპასუხე ა-- გ-----გაძეს შპს „ემ-- კრ-------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების 28.72 ლარის გადახდა.
2. შპს „ემ-- კრ-------ს“ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 22.45 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. მოსარჩელე შპს ,,ემ-- კრ-------’’ დაუბრუნდეს 2017 წლის 14 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (50) ლარიდან 20.59 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიში TBCBGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300273150;
3. გადაწვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ტყიბულის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ციცინო კიკვაძე