განაჩენი

სისხლის სამართლის 14.08.2018
საქმის ნომერი
340100118002526724
დავის ტიპი
126 2 ბ
თარიღი
14.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100118002526724

№1/146-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

14 აგვისტო 2018 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის

ბრალდებულ - ლე--- ზუ-----–---–ის

ადვოკატ - გია ფა------–---–ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)

 

ბრალდებული: ლე--- ზუ-----–---–ი

მამის სახელი: იო----

დაბადებული: 1-----–-–---------------–-

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ნასამართლეობა: ნასამართლევი

რეგისტრირებული: გურჯაანის რაიონი სოფელი ახ-–--ი

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ყვარელი, დ--------------–---–-------------

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

კვალიფიკაცია: ლე--- ზუ-----–---–ს ბრალი ედება მასში, რომ

1. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნების თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის იანვრის თვეში, ლე--- ზუ-----–---–მა, ქ. ყვარელში, დ--------------–---–--------------ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილის, 30.07.2001 წელს დაბადებული ლე--–- ზუ-----–---–ის თანდასწრებით, სცემა ცოლს, ვა---- მა------ეს, რომელსაც სხეულის სხვადასხვა მიდამოებში ხელის მრავალჯერადი დარტყმის შედეგად მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნების თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატება შემდეგში: 2018 წლის 27 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ლე--- ზუ-----–---–მა, ქ. ყვარელში დ--------------–---–--------------ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილების, 4 წლის ლი--- ზუ-----–---–ისა და 2 წლის მა----- ზუ-----–---–ის თანდასწრებით, სცემა ცოლს ვა---- მა------ეს, რომელსაც სხეულის სხვადასხვა მიდამოებში, ხელის მრავალჯერადი დარტყმის შედეგად, მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

 

ლე--- ზუ-----–---–ი 2018 წლის 28 მაისს 01:45 საათზე დააკავეს და 2018 წლის 29 მაისს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’“ ქვეპუნქტით.(ორი ეპიზოდი)

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

1. 2017 წლის იანვრის თვეში, ლე--- ზუ-----–---–მა, ქ. ყვარელში, დ--------------–---–--------------ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილის, 30.07.2001 წელს დაბადებული ლე--–- ზუ-----–---–ის თანდასწრებით, სცემა ცოლს, ვა---- მა------ეს, რომელსაც სხეულის სხვადასხვა მიდამოებში ხელის მრავალჯერადი დარტყმის შედეგად მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

2. 2018 წლის 27 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ლე--- ზუ-----–---–მა, ქ. ყვარელში დ--------------–---–--------------ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილების, 4 წლის ლი--- ზუ-----–---–ისა და 2 წლის მა----- ზუ-----–---–ის თანდასწრებით, სცემა ცოლს ვა---- მა------ეს, რომელსაც სხეულის სხვადასხვა მიდამოებში, ხელის მრავალჯერადი დარტყმის შედეგად, მიაყენა ფი---კური ტკივილი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა,რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი

(2017 წლის იანვრის ეპიზოდი)

 

3. მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - დაზარალებულ ვა---- მა------ის, მა----- ღო---–---–ის, აკ--- ლო---ის, ლე--–- ზუ-----–---–ის, არ---– ზუ-----–---–ის, თავად ბრალდებულ ლე--- ზუ-----–---–ის ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2017 წლის იანვარში ლე--- ზუ-----–---–მა სცემა ცოლს, ვა---- მა------ეს, რომელსაც სხეულის სხვადასხვა მიდამოებში ხელის მრავალჯერადი დარტყმის შედეგად მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით

მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ ვა---- მა------ის, მა----- ღო---–---–ის, აკ--- ლო---ის, ლე--–- ზუ-----–---–ის, არ---– ზუ-----–---–ის, თავად ბრალდებულ ლე--- ზუ-----–---–ის ჩვენებებით, დაბადების მოწმობის ასლით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ლე--- ზუ-----–---–მა, სცემა ცოლს, ვა---- მა------ეს, რომელსაც სხეულის სხვადასხვა მიდამოებში ხელის მრავალჯერადი დარტყმის შედეგად მიაყენა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს ესწრებოდა მათი არასრულწლოვანი შვილი - 30.07.2001 წელს დაბადებული ლე--–- ზუ-----–---–ი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.

 

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

აღნიშნული მუხლის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა, ოჯახში ძალადობის ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

ამ მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.

 

მოცემულ შემთხვევაში ლე--- ზუ-----–---–ის მიერ მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ესწრებოდა მათი არასრულწლოვანი შვილი - 15 წლის ლე--–- ზუ-----–---–ი.

 

2. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა,რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი

(2018 წლის 27 მაისის ეპიზოდი)

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - დაზარალებულ ვა---- მა------ის, მა----- ღო---–---–ის, აკ--- ლო---ის, ლე--–- ზუ-----–---–ის, არ---– ზუ-----–---–ის, თავად ბრალდებულ ლე--- ზუ-----–---–ის ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2018 წლის 27 მაისს, ლე--- ზუ-----–---–მა, სცემა ცოლს ვა---- მა------ეს, რომელსაც სხეულის სხვადასხვა მიდამოებში, ხელის მრავალჯერადი დარტყმის შედეგად, მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

 

ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით

მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ ვა---- მა------ის, მა----- ღო---–---–ის, აკ--- ლო---ის, ლე--–- ზუ-----–---–ის, არ---– ზუ-----–---–ის, თავად ბრალდებულ ლე--- ზუ-----–---–ის ჩვენებებით, ლი--- და მა----- ზუ-----–---–ების დაბადების მოწმობების ასლებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ლე--- ზუ-----–---–მა, არასრულწლოვანი შვილების, 4 წლის ლი--- ზუ-----–---–ისა და 2 წლის მა----- ზუ-----–---–ის თანდასწრებით, სცემა ცოლს ვა---- მა------ეს, რომელსაც სხეულის სხვადასხვა მიდამოებში, ხელის მრავალჯერადი დარტყმის შედეგად, მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.

 

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

აღნიშნული მუხლის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა, ოჯახში ძალადობის ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

ამ მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.

 

მოცემულ შემთხვევაში ლე--- ზუ-----–---–ის მიერ მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ესწრებოდნენ მათი არასრულწლოვანი შვილები - 4 წლის ლი--- ზუ-----–---–ი და 2 წლის მა----- ზუ-----–---–ი.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლე--- ზუ-----–---–მა ჩაიდინა :

1. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნების თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. (2017 წლის იანვრის ეპიზოდი)

2. ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. (2018 წლის 27 მაისის ეპიზოდი).

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ლე--- ზუ-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ნასამართლობა.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

ლე--- ზუ-----–---–ის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

ლე--- ზუ-----–---–ის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაულის ორი ეპიზოდი, რომელშიც დაზარალებული ოჯახის წევრი - მეუღლეა.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ლე--- ზუ-----–---–ი ხუთი შვილის მამა და ოჯახის ერთადერთი მარჩენალია. იგი არ არის ნასამართლევი, თანამშრომლობს გამოძიებასთან და აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ჩადენილია დანაშაულის ორი ეპიზოდი, აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

 

სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლე--- ზუ-----–---–ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახედ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის პირობებში.

 

სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ლე--- ზუ-----–---–ის მიერ 2017 წლის იანვრის თვის დანაშაულის ეპიზოდი არ არის ნასამართლობის პერიოდში ჩადენილი, ხოლო 2018 წლის 27 მაისის ეპიზოდი ჩადენილია პირობითი მსჯავრის მოქმედების ვადაში.

 

2018 წლის 27 მაისს ჩადენილი დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის რეციდივს, რაც გულისხმობს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, სასამართლო 2018 წლის 27 მაისს ჩადენილი დანაშაულისათვის მიზანშეწონილად მიიჩნევს სასჯელის სახედ და ზომად ორი წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას.

 

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან დანაშაულის ერთი ეპიზოდი ჩადენილია პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში, სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესი და უნდა გაუქმდეს ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 1 მაისის განაჩენით ლე--- ზუ-----–---–ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი.

 

გარდა ამისა, სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ დანაშაულის ორივე ეპიზოდი მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლოს ანიჭებს უფლებასმოსილებას, რომ განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ვინაიდან, ლე--- ზუ-----–---–ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეში ყველა აღნიშნული პირობა დაკმაყოფილებულია, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მის მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი და დანიშნული სასჯელის ნახევარი ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

ლე--- ზუ-----–---–ს ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლე--- ზუ-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის იანვრის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი.

 

ლე--- ზუ-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 27 მაისის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი. საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ლე--- ზუ-----–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი. საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 1 მაისის განაჩენით ლე--- ზუ-----–---–ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი. საბოლოოდ, ლე--- ზუ-----–---–ს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი. საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.

 

აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და ლე--- ზუ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 28 მაისის 01:45 საათიდან.

 

თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი