გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.08.2018
საქმის ნომერი
841210018002435237
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
03.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

841210018002435237

საქმე N2/65-18 წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

03 აგვისტო 2018 წელი ქ. ტყიბული

ტყიბულის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი ფატი მინდიაშვილი

მოსარჩელე: სს ,,თი---- ბა---’’;

წარმომადგენელი: ლე-–- ბა----–---;

მოპასუხე: გი-----ი შა-–-----ი;

დავის საგანი: საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე გი-----ი შა-–-----ს მოსარჩელე სს ,,თ------------’’' სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 2725.22 ლარის გადახდა, საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა - 1999.88 ლარი და ჯარიმა 725.34 ლარი.

1.2. მოპასუხე გი-----ი შა-–-----ს მოსარჩელე სს ,,თ------------’’' სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან 2017 წლის 26 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1999.88 ლარზე, აღსრულებამდე დასარიცხი პირგასამტეხლოს ყოველდღიური 0.5% გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა.

 

სარჩელის მიხედვით, სს ,,თი---- ბან--ა’’ და გი-----ი შა-–-----ს შორის 2017 წლის 26 აპრილს სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საბანკო კრედიტის N4062533-8902064 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2400 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 361 დღე (12 გადახდა). კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 22 რიცხვში 201.5 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

გი-----ი შა-–-----ის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2017 წლის 22 ივლისს და აღარ მომხდარა გადახდა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისათვის არსებული დავალიანების დაკისრება. 2018 წლის 30 იანვრის მდგომარეობით მოპასუხეს 2017 წლის 26 აპრილს საბანკო კრედიტის N4062533-8902064 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 2725.22 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 1999.88 ლარი, ჯარიმა 725.34 ლარი.

მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე მეორე სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში შეამცირა 300 ლარამდე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე გი-----ი შა-–-----მა შესაგებელი არ წარმოადგინა, თუმცა სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნას ეთანხმება მხოლოდ ძირის 1999.88 ლარის ნაწილში, ამ თანხის გადახდასაც შესძლებს თვეში მხოლოდ 50 ლარის ოდენობით, დანარჩენი ნაწილის გადახდაზე კი უარს აცხადებს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.

3.1.1. მოპასუხე გი-----ი შა-–-----სა და მოსარჩელე სს ,,თი---- ბან--’’ შორის 2017 წლის 26 აპრილს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N 4062533-8902064, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 2400 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 361 დღე (12 გადახდა). კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 22 რიცხვში 201.5 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ.15- 20).

-

3.1.2 მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და შეთანხმებულ ვადაში სესხის თანხა არ იქნა დაფარული. 2018 წლის 30 იანვრის მდგომარეობით, გი-----ი შა-–-----ის დავალიანება სს ,,თ------------’’ მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 2725.72 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა -1999.88 ლარი, პირგასამტეხლო - 725.34 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანების სესახებ (ს.ფ. 21)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. მოპასუხე არ დაეთანხმა პირგასამტეხლოს დაკისრებას, რაც სამართლებრივად შესაფასებელი საკითხია.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,თ------------’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანე-–-

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე გი-----ი შა-–-----სა და მოსარჩელე სს ,,თი---- ბან--’’ შორის 2017 წლის 26 აპრილს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N 4062533-8902064, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 2400 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 361 დღე (12 გადახდა). კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 22 რიცხვში 201.5 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სარჩელის აღიარების შემთხვევაში, სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ეფუძნება მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე გი-----ი შა-–-----მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხემ განმარტა, რომ ცნობს სარჩელს სესხის თანხის დავალიანების - 1999.88 ლარის ფარგლებში. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მხარეთა შორის გაფორემებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იყო ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები და არ გადაუხდია დავალიანება, შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველი სახეზეა. მოპასუხემ სარჩელი პირგასამტეხლოს ნაწილში არ ცნო, თუმცა უარის თქმის მიზეზი არ დაუსაბუთებია და არც რაიმე ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებია. მიუხედავად ამისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა იმსჯელოს პირგასამტეხლოს ოდენობაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლიდან გამომდინარე, რომლის თანახმადაც, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას, ვალდებულების დარღვევამდე იგი ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა, თუმცა მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს მოპასუხისთვის დაკისრება დაუშვებელია და უნდა მოხდეს მისი შემცირება, კერძოდ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 200 ლარი, ხოლო მეორე სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე 100 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 111.75 ლარი, ადვოკატის მომსახურებისათვის 149 ლარი. ვინაიდან მოპასუხემ ძირითადი თანხის ნაწილში (1999.98 ლარი) სარჩელი ცნო, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 59.99 ლარი. ამასთან მოსარჩელემ მოთხოვნა შეამცირა 700 ლარით, რის გამოც 21 ლარი ასევე უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სარჩელი დამატებით დაკმაყოფილდა 300 ლარის ნაწილში, რის გამოც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხის 9 ლარის გადახდა. სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილის პროპორციულად კი 21.76 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა 2299.98 ლარის ფარგლებში, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის 4% - 91.99 ლარი, რაც წარმოადგენს ადვოკატის მომსახურების თანხას.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანე-–- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 269-ე, 364-ე, 369-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს „თ------------“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

1.1. მოპასუხე გი-----ი შა-–-----ს მოსარჩელე სს ,,თ------------’’' სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 2199.98 ლარის გადახდა, საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა - 1999.88 ლარი და ჯარიმა 200 ლარი.

1.2. მოპასუხე გი-----ი შა-–-----ს მოსარჩელე სს ,,თ------------’’' სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან 2017 წლის 26 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1999.88 ლარზე, აღსრულებამდე დასარიცხი პირგასამტეხლოს ყოველდღიური 0.5% გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 100 ლარისა.

2. მოპასუხე გი-----ი შა-–-----ს მოსარჩელე სს ,,თ------------’’' სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა 9 ლარი და ადვოკატის მომსახურების თანხა 91.99 ლარი.

3. მოსარჩელე სს ,,თი---- ბან--’’ დაუბრუნდეს 2018 წლის 19 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 111.75 ლარიდან 80.99 ლარი ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიში TBCBGE22, სახელმწიფო ხაზინა ბა---ს კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300183150;

4. გადაწვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპე-–-ციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ტყიბულის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ციცინო კიკვაძე