განაჩენი

სისხლის სამართლის 10.08.2018
საქმის ნომერი
180100118002530347
დავის ტიპი
276 1
თარიღი
10.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/1---1-

(გამოძიების N0----------- )

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

მცხეთის რაიონული სასამართლო

 

1-------------, 201- წელი ქ. მცხეთა

 

მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი

სხდომის მდივანი დიანა რთველიაშვილი,ბრალდების მხარე -

სტაჟიორ-პროკურორი გი------ წო–----–------,დაცვის მხარე -

ბრალდებული გი------ სი----------, დაბადებული 199- წლის 20 ს-----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი N1----------, ნასამართლობის ა--------, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქა-–--- დუ–----, ს---–-----------------–--------,კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 2-6-ე მუხლის პირველი ნაწილი,სხდომის სახე - ღია,გამოარკვია:

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

1.1 201- წლის 1---------, ღამით მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 2--ე კოლომეტრზე ,,ო---–--------’’-ს მარკის საკუთარი ავტომობილით, სახ. ნომერი C--------- მოძრავმა გი------ სი----------მ დაარღვია გზებზე მოძრაობის უსაფრთხოების წესები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა აღნიშნულ საავტომობილო გზაზე არსებულ ქვეითთა გადასასვლელის მონიშვნაზე ქვეითად მოძრავ გ----------------–---–-, რომელმაც შეჯახების შედეგად მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. მტკიცებულებათა ერთობლიობა

2.1 საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა გი------ სი----------მ თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ სრულად ეთანხმება ბრალდების ფაბულას ბრალად შერაცხული დანაშაულის მის მიერ ჩადენის თაობაზე.

2.2 სასამართლოს დასკვნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2-6-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის გი------ ს-----------ს მიერ ჩადენის თაობაზე, გარდა ზემოაღნიშნულისა, აგრეთვე ბრალდებულ გი------ ს-----------ს აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, ურთიერთთავსებად შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს თანდართული სქემით, დაზარალებულ გი------ ჩ-------–---–-- ჩვენებას, მოწმეების გი------ მ------–---–-- და პ---------–---–-- ჩვენებებს, ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ბრალად შერაცხული დანაშაულის გი------ ს-----------ს მიერ ჩადენას.

2.3 ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და სანდოობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლევის გარეშე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ გი------ სი---------- მართავდა რა ავტომობილს, დაარღვია გზებზე მოძრაობის უსაფრთხოების წესები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ანუ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2-6-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასჯელის განსაზღვრა:

3.1 სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. ამ ფონზე სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

3.2 ბრალდებულ გი------ სი----------ს პასუხისმგებლობას უმსუბუქებს ის გარემოებანი, რომ გულწრფელად აღიარა ბრალად შერაცხული დანაშაული, ინანიებს ჩანადენს. მასვე პასუხისმგებლობას უმძიმებს ის გარემოება, რომ დაზარალებულისთვის არ აუნაზღაურებია მიყენებული მატერიალური ზიანი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13, 258-ე-259-ე, 2-1-2-4-ე, 2-7-ე, 2-9-ე და 281-ე და 283-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

4.1 გი------ სი---------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2-6-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად. გამოსაცდელ ვადად კი დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42 -ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

4.2 ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

4.3 გი------ ს-----------ს ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

4.4 გაუქმდეს გი------ ს-----------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს გი------ სი----------ს ( პირადი ნომერი N1----------) დაუბრუნდეს ამ საქმეზე მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით სს ,,საქართველოს ბანკში’’ 201- წლის 3-----–--ს შეტანილი საგირავნო თანხა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

4.5 განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

 

4.6 განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გ. რობაქიძის 7ა) საააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვ. ფუხაშვილი