გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
160210017002210315
N 2/1187-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
03 ივლისი, 2018 წელი ქ. ბოლნისი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ია ლაბაძე
სხდომის მდივანი სალომე ჯელიაშვილი
მოსარჩელე - ლო-----------------ი
წარმომადგენლები: სა----------–-----------ა, ლა-–----–--–---–ი
მოპასუხე - ელ----------–-----------ი
წარმომადგენელი - კო–--------------ი
თარჯიმნები: ნა--–-------------ა, ევ------------------ი, სუ-------------–---–ი
დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1. მოსარჩელე ლო-----------------ის სასარგებლოდ მოპასუხე ელ----------–-----------ისათვის 2318 ლარის გადახდის დაკისრება;
ლო-----------------ის სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2014 წლის 05 დეკემბერს, ლო-----------------მა ელ----------–-----------ს მიჰყიდა 2 სული მსხვილფეხა პირუტყვი 2318 ლარად. ნასყიდობის საფასური ელ----------–-----------ს რამოდენიმე დღეში უნდა გადაეხადა. მოპასუხეს ნასყიდობის საფასური მოსარჩელისათვის არ გადაუხდია (იხ. სარჩელი).
2. მოპასუხე ელ----------–-----------ის პოზიცია
წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხე ელ----------–-----------მა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მას მსხვილფეხა პირუტყვი არ შეუძენია და შესაბამისად, არ გააჩნია დავალიანება (იხ. შესაგებელი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში წარმოდგენილი არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე მხარე მოთხოვნის საფუძვლად უთითებს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებაზე; მხარეთა შორის სადავოდ არის გამხდარი გარიგების დადების ფაქტი. კერძოდ, მოსარჩელე მხარე თანხის დაკისრების მოთხოვნას ამყარებს მხარეთა ზეპირ შეთანხმებაზე, რომლის თანახმადაც მოპასუხემ, 2014 წლის 05 დეკემბერს 2318 ლარად შეიძინა 2 სული მსხვილფეხა პირუტყვი. მოპასუხეს, ზეპირი გარიგების საფუძველზე ნასყიდობის ფასი უნდა გადაეხადა რამდენიმე დღეში, რაც მის მიერ არ შესრულებულა.
მოპასუხე მხარე უარყოფს მოსარჩელესთან ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტს და მიუთითებს, რომ მხარეთა შორის არანაირ შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, ნასყიდობის ხელშეკრულების შესახებ გარიგების დადების ფაქტის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელე მხარეს. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარიგების დადების მიზნით გამოვლენილი ნების შინაარსი.
მხარეთა შორის ნასყიდობის შესახებ გარიგების დადების ფაქტის დადგენის მიზნით მოსარჩელე მხარემ მიუთითა მოწმის - ნუ----------------------ის ჩვენებაზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ნუ----------------------ი, რომელმაც განმარტა, რომ როგორც მისთვის არის ცნობილი ლო-----------------ისგან ელ----------–-----------მა შეიძინა ორი სული ძროხა. ლო-----------------ი მასთან ინახავდა საქონელს. ელ----------–-----------მა მისი აწგარდაცვლილი შვილის ორმოცთან დაკავშირებით შეიძინა ძროხები. ძროხები ელ----------–-----------ს თავად მიუყვანა დამხმარე პირებთან ერთად, ოჯახის წევრების გადაწყვეტილებით, რომელსაც ელ----------–-----------იც ესწრებოდა. უშუალოდ ელ----------–-----------ისგან მითითება ძროხებთან დაკავშირებით არ მიუღია (იხ. 03.07.2018წ. სხდომის ოქმი 15:34:54-15:54:50).
საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ნასყიდობის ზეპირი გარიგების დადების მიზნით სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმის ჩვენებას, ვინაიდან, დაკითხული მოწმის ჩვენებით არ დგინდება მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ნასყიდობის ხელშეკრულების არსებითი პირობებია შეთანხმება ნასყიდობის საგანზე და ფასზე. დაკითხული მოწმის ჩვენებით არ დგინდება მსხვილფეხა პირუტყვის შეძენის მიზნით გარიგებაში ელ----------–-----------ის მონაწილეობა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს ერთი მხრივ, ლო-----------------სა და მეორე მხრივ, ელ----------–-----------ს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტს.
ზემოთ მითითებული ნორმების საფუძველზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მიზნით მხარეთა შორის გარიგების დადების ფაქტის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელე მხარეს, მან კი სასამართლოს ვერ წარმოუდგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა სარჩელში მითითებულ გარემოებებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმის ჩვენება (იხ. 03.07.2018წ. სხდომის ოქმი 15:34:54-15:54:50)
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 50-ე, 477-ე, 327-ე, 53-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თანხის დაკისრება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. სწორედ ეს ორი ვალდებულებაა ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეებისათვის პირველადი ინტერესის საგანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ნასყიდობის ხელშეკრულების არსებითი პირობებია შეთანხმება კონკრეტულ ნივთსა და ფასზე. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, გარიგება არ არსებობს, თუ არც გარეგნული გამოხატვიდან და არც სხვა გარემოებებიდან არ შეიძლება ზუსტად დადგინდეს გარიგების შინაარსი.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი ნაწილდება შემდეგი სახით: ხელშეკრულების დადებისა და ვალდებულების არსებობის ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავს შესრულებას ან აძლევს შესრულების დაყოვნების უფლებას (იხ. 13.11.2017წ. სუსგ Nას-599-558-2017). სასამართლო, მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზეც მას უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ლო-----------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ლო-----------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ია ლაბაძე