გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.07.2018
საქმის ნომერი
160310018002261001
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
04.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 160310018002261001

N3/10-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელი

4 ივლისი, 2018 წელი, ქ. ბოლნისი

 

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ხათუნა ნადიბაიძე

სხდომის მდივანი ელენე თაგაური, ნათია მიქელაძე

 

მოსარჩელე - ვე---------------ა;

წარმომადგენელი - ოთ---------–---–ი, დი----------–--–-–--ლი;

მოპასუხე - მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია;

წარმომადგენელი - ინ----------–--ლი;

 

დავის საგანი - მუშაობის ფაქტის აღიარება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

ვე---------------ას (კასუმოვა) 1982 წლის 1 თებერვლიდან - 1983 წლის 23 აგვისტომდე ,,მუღანლოს მეცხოველობის მეურნეობის მარნეულის რაიონის კომპლექსში“ ბუღალტრის თანამდებობაზე მუშაობის აღიარება და 1983 წლის 23 აგვისტოდან - 1992 წლის 1 აპრილამდე ,,მუღანლოს მეცხოველობის მეურნეობის მარნეულის რაიონის კომპლექსში“ ეკომონისტის თანამდებობაზე მუშაობის აღიარება;

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში ,,მუღანლოს მეცხოველეობის მეურნეობის მარნეულის რაიონის კომპლექსი“-ს დოკუმენტაცია არ ინახება, რის გამოც მერია მოკლებულია შესაძლებლობას, უარყოს ან დაადასტუროს მოსარჩელის მოთხოვნა.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 1982 წლის 1 თებერვლიდან - 1983 წლის 23 აგვისტომდე ვე---------------ა (კასუმოვა) მუშაობდა ,,მუღანლოს მეცხოველობის მეურნეობის მარნეულის რაიონის კომპლექსში“ ბუღალტრის თანამდებობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელი განმარტება - სარჩელი;

- შრომის წიგნაკი;

- მოწმეების - გუ–------–----ვა, ას-------------ის ჩვენებები (2018 წლის 8 ივნისის სხდომის ოქმი).

 

3.1.2. 1983 წლის 23 აგვისტოდან - 1992 წლის 1 აპრილამდე ,,მუღანლოს მეცხოველობის მეურნეობის მარნეულის რაიონის კომპლექსში“ ვე---------------ა მუშაობდა ეკომონისტის თანამდებობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელი განმარტება - სარჩელი;

- შრომის წიგნაკი;

- მოწმეების - გუ–------–----ვა, ას-------------ის ჩვენებები (2018 წლის 8 ივნისის სხდომის ოქმი).

 

3.1.3. მოწმე გუ–------–----ვას ჩვენებით, იგი მუშაობდა ,,მუღანლოს მეცხოველობის მეურნეობის მარნეულის რაიონის კომპლექსში“, მოწმემ დაადასტურა, რომ ვე---------------ა 1983 წლის 23 აგვისტოდან - 1992 წლის 1 აპრილამდე ნამდვილად მუშაობდა ამავე სამსახურში ეკონომისტის დამხმარედ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

მოწმის ჩვენება - იხ.: სხდომის ოქმი;

 

3.1.4. მოწმე ას-------------ის ჩვენებით, ვე---------------ასთან ერთად მუშაობდა ,,მუღანლოს მეცხოველობის მეურნეობის მარნეულის რაიონის კომპლექსში“, მოწმემ დაადასტურა, რომ ვე---------------ა 1983 წლის 23 აგვისტოდან - 1992 წლის 1 აპრილამდე ,,მუღანლოს მეცხოველობის მეურნეობის მარნეულის რაიონის კომპლექსში“ ვე---------------ნა მუშაობდა ეკონომისტის თანამდებობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

მოწმის ჩვენება - იხ.: სხდომის ოქმი;

 

3.1.5. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის წერილის თანახმად, მარნეულის რაიონის მუღანლოს მეცხოველეობის მეურნეობისა და მარნეულის რაიონის მუღანლოს მეცხოველეობის მეურნეობასთან არსებული საბავშვო ბაღის დოკუმენტები (სახელფასო ბარათები, ბრძანების წიგნები) ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცვაზე არ შესულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2018 წლის 2 მაისის სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის წერილი;

 

3.1.6. დადგენილია, რომ ვენერა რზა კიზი გასუმოვა 1982 წელს მიღებული იქნა საბავშო ბაღში მრეცხავის პოზიციაზე. 1983 წლიდან გადაყვანილი იქნა ეკონომისტის პოზიციაზე მუღანლოს საბ.კოლ. საქართველოს საბჭოთა კავშირის მარნეულის რაიონის კომპლექსში. 1992 წლიდან მიღებულ იქნა კომერციულ განყოფილებაში ბროკერის თანამდებობაზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

შრომის წიგნაკი;

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოება

საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესი კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

6. სამართლებრივი შეფასება

სასამართლო განმარტავს, რომ აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის სასამართლოს მიერ აღიარება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალიწინებული სარჩელის განხილვის საფუძველზე ხდება იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელეს შესაბამისი გადაწყვეტილების მიმართ გააჩნია სამართლებრივი ნორმებით დაცული, კანონიერი ინტერესი.

ამასთან, ზოგადი სახის აღიარებითი სარჩელის დასაბუთებულობას მოსარჩელის მიერ მითითებული, საჯარო სამართლის ნორმებიდან გამომდინარე, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ან არ არსებობის დადგენა განაპირობებს.

საქართველოს სსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი.

 

მტკიცებულებათა სახეებს წარმოადგენს მხარეთა (მესამე პირი) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტის დასკვნა. ძირითადად, მტკიცებულებათა შეგროვება შესაძლებელია ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილის სახით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს გარკვეული გარემოებების გარკვეული მტკიცებულებით დამტკიცებას (საქართვლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებას თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად, მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ.

 

მოწმეების გუ--–----–-----ას და ას-------------ას ჩვენებებით დასტურდება, რომ ვე---------------ა (კასუმოვა) მუშაობდა 1982 წლის 1 თებერვლიდან - 1983 წლის 23 აგვისტომდე ,,მუღანლოს მეცხოველობის მეურნეობის მარნეულის რაიონის კომპლექსში“ ბუღალტრის და 1983 წლის 23 აგვისტოდან - 1992 წლის 1 აპრილამდე ,,მუღანლოს მეცხოველობის მეურნეობის მარნეულის რაიონის კომპლექსში“ ეკომონისტის თანამდებობაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამოდინარე მუშაობის ფაქტის აღიარებას. მოსარჩელის მიერ დასახელებული პერიოდისა და საქმიანობის ხასიათის მხედველობაში მიღებით, მოპასუხე წარმოადგენს მისი შრომის სტაჟის დადგენაზე კომპეტენტურ ორგანოს, თუმცა დასტურდება, რომ მას არ გააჩნია მოსარჩელის შრომის სტაჟთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცემის შესაძლებლობა ობიექტური გარემოების - მონაცემთა ბაზის უქონლობის გამო, ამის შედეგად კი, ილახება მოსარჩელის კანონით განსაზღვრული უფლება.

ამდენად, ყოველივე ზემოთხსენებულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული უდავო ფაქტობრივი გარემოებების შეაფასებისა და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებათა გათვალისწინებით მოსარჩელემ წარმოადგინა მისი ნამუშევარი სტაჟის დამადასტურებელი მტკიცებულებანი, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.

 

7. საპროცესო ხარჯები

მოსარჩელე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ხოლო მოპასუხე - ”სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ”უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, 22-ე, 24-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა

 

1. ვე---------------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. აღიარებულ იქნეს, რომ ვე---------------ა (კასუმოვა) 1982 წლის 1 თებერვლიდან - 1983 წლის 23 აგვისტომდე მუშაობდა ,,მუღანლოს მეცხოველობის მეურნეობის მარნეულის რაიონის კომპლექსში“ ბუღალტრის თანამდებობაზე, ხოლო 1983 წლის 23 აგვისტოდან - 1992 წლის 1 აპრილამდე მუშაობდა ,,მუღანლოს მეცხოველობის მეურნეობის მარნეულის რაიონის კომპლექსში“ ეკომონისტად;

 

3. მოსარჩელეს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი გრ. რობაქიძის ქ. №7ა) ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა N113) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე ხათუნა ნადიბაიძე