გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
820210018002437883 (2-268/18)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20 ივლისი. 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი რუსუდან სანიკიძე
მოსარჩელე - სს ,, კრ----------ი'';
წარმომადგენელი- რა--------–--ში
მოპასუხე: მა-–---------–--აძე,წარმომადგენელი: ნო----------ძე
მოპასუხეები - რ----- ბ---–---ძე, თ-------–--აძე, თ----- ბ---–---ძე, ნ------- ბ---–---ძე, ირ---–------–-ძე,დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს მა-–---------–--აძეს, რ----- ბ---–---ძეს, თ-------–--აძეს, თ----- ბ---–---ძეს, ნ------- ბ---–---ძეს და ირ---–------–-ძეს სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,კრ----------ის” სასარგებლოდ დავალიანების გადახდა 22 292.624 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხა არის 16275.59 აშშ დოლარი, სარგებელი 5226.98 აშშ დოლარი, ჯარიმა -0.27% -27.20 აშშ დოლარი, ჯარიმა პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 5%-ის ოდენობით შეადგენს 28.43 აშშ დოლარს.
1.2. მოპასუხეებს მა-–---------–--აძეს, რ----- ბ---–---ძეს, თ-------–--აძეს, თ----- ბ---–---ძეს, ნ------- ბ---–---ძეს და ირ---–------–-ძეს სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,კრ----------ის” სასარგებლოდ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საერთო ჯამში 1 689.31 ლარის ოდენობით (1639.31 ლარი სახელმწიფო ბაჟი, 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის).
1.3. მოხდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების - მიწის ნაკვეთის 1 802.00 კვ.მ. და საცხოვრებელი სახლის საერთო ფართით: 255.80 კვ.მ. მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მ----; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 22.28.0--3-- იძულებითი რეალიზაცია აუქციონის გზით;
1.4. იმ შემთხვევაში თუკი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხები არასაკმარისი იქნება იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, ვალდებულება არ ჩაითვალოს სრულად შესრულებაულად და დარჩენილი დავალიანების გადახდევინებისათვის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები განხორცილედეს მოპასუხეების მა-–---------–--აძის, რ----- ბ---–---ძის, ნ------- ბ---–---ძის, თ-------–--აძის, თ----- ბ---–---ძის და ირ---–------–-ძის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებ(ებ)იდან.
1.5. დაეკსროთ მოპასუხეებს მა-–---------–--აძეს, რ----- ბ---–---ძეს, ნ------- ბ---–---ძეს, თ-------–--აძეს, თ----- ბ---–---ძეს და ირ---–------–-ძეს სოლიდარულად სს „კრ----------ის“ სასარგებლოდ ჩვენს მიერ გაწეული ხარჯის 32.00 (ოცდათორმეტი ლარი და 00 თეთრი) ლარის გადახდა. საიდანაც 11 ლარი არის საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადებისათვის გადახდილი ხარჯი, ხოლო 21 ლარი კი არის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების საჯარო რეესრტრში რეგისტრაციის მიზნით გადახდილი საჯარო რეესტრის მოსაკრებელი.
1.6. დაეკისროს მოპასუხე მალზახ ბ---–---ძეს სს „კრ----------ის“ სასარგებლოდ 3 667.99 (სამიათას ექვსასსამოცდაშვიდი ლარი და 99 თეთრი) ლარის გადახდა. საიდანაც ძირი თანხა არის 2 737.80 ლარი; სარგებელი - 495.42 ლარი; სიცოცხლის დაზღვევა - 94.14 ლარი; ჯარიმა პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 5 ლარი; ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 335.63 ლარი;
1.7. დაეკისროს მოპასუხე მალზახ ბ---–---ძეს სს „კრ----------ის“ სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟის 110.04 (ასათი ლარი და 04 თეთრი) ლარის გადახდა;
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2014 წლის 03 იანვარს მხარეებს შპს „მი-----------------------------–-----------სა“ და მსესხებელ მა-–---------–--აძეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სესხის ხაზით მომსახურეობაზე, რომლის შესაბამისადაც „გამსესხებელი“ თანახმაა პერიოდულად განიხილოს „მსესხებლისათვის“ სესხის გამოყოფის საკითხი. ამასთან „გამსესხებელი“ უხსნის „მსესხებელს“ ფორმალური სესხის ხაზს, რომლის მაქსიმალური თანხა/ოდენობა შეადგენს 50 000 ლარს. მაქსიმალური თანხა შეიძლება გაიცეს რამოდენიმეჯერ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ამასთან სესხის ხაზის ხელშეკრულების მოქმედების ვადა არის 240 თვე და მოქმედებს 2034 წლის 03 იანვრამდე. აღნიშნული ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაცემული ნებისმიერი სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილ იქნა მა-–---------–--აძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით _ მიწის ნაკვეთით 1 802.00 კვ.მ. და საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით: 255.80 კვ.მ. მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მ----; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 22.28.0--3--; უზრუნველყოფის დოკუმენტი _ იპოთეკის ხელშეკრულება N 20140103MBOLQ- I შედგენილ იქნა 2014 წლის 03 იანვარს და დამოწმებული იქნა საჯარო რეესტრის მიერ 2014 წლის 03 იანვარს, ხოლო რეგისტრაციის უფლება წარმოიშვა 2014 წლის 03 იანვარსვე. აღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულება კანონის მოთხოვნის შესაბამისად რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში და რაზედაც საჯარო რეესტრის მიერ გაიცა შესაბამისი ამონაწერი.
2016 წლის 28 სექტემბერს მა-–---------–--აძესთან გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მსესხებელმა მა-–---------–--აძემ სესხის სახით მიიღო 20 500.00 ა.შ.შ. დოლარი. სესხის მოქმედების ვადა იყო 60 თვე. სესხი იყო სარგებლიანი, სესხის კლებადი საპროცენტო განაკვეთი შეადგენს ყოველთვიურ 1.33%-ს; სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით, რომელიც თან ერთვის სესხის ხელშეკრულებას და მისი განუყოფელი ნაწილია სარგებლის ოდენობა საერთო ჯამში შეადგენდა 9 504.10 ა.შ.შ. დოლარს. სესხის ხელშეკრულებითა და სესხის გადახდის გრაფიკით, ასევე გათვალისწინებულია მსესხებლის დაზღვევისათვის გადასახდელი სადაზღვეო პრემიის ოდენობაც რომელიც შეადგენდა 1 024.80 ა.შ.შ. დოლარს. მსესხებელს სეხის გადახდა უნდა ეწარმოებინა სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, რომლის მიხედვითაც მსესხებელმა აიღო ვალდებულება ყოველთვიურად, 517.17 ა.შ.შ. დოლარის გადახდის გზით საერთო ჯამში გადაუხადოს „გამსესხებელს“ 31 028.90 ა.შ.შ. დოლარი. სესხის ხელშეკრულების 3.15 პუნქტით გათვალისწინებულია ჯარიმები დაგვიანებაზე, რომლის მიხედვითაც გადახდის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში პირველ ვადაგადცილებულ დღეზე დაერიცხება ჯარიმა გადასახდელი ძირი თანხის 5%, ხოლო თუკი 5% 5 ლარზე ნაკლებია მაშინ პირველ ვადაგადაცილეულ დღეზე დაერიცხება 5 ლარი, ხოლო ყოველ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა 0.27%-ის ოდენობით მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში.
2016 wlis 28 სექტემბერს მსესხებელ მა-–---------–--აძის თავდებ პირებთან ნ------- ბ---–---ძესთან, ირ---–------–-ძესთან, თ-------–--აძესთან და თ----- ბ---–---ძესთან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც მათ აიღეს ვალდებულება თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი გამსესხებლის წინაშე, ძირითადი მსესხებლის მა-–---------–--აძის მიერ ნაკისრ ვალდებულებაზე, კერძოდ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე, სესხის ძირითად თანხაზე 20,500.00 აშშ დოლარზე, მასზე დარიცხულ პროცენტებზე 9 504.10 აშშ დოლარი სესხის ხელშეკურულებით მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვეო პრემიის გადასახდელებზე 1 024.80 აშშ დოლარზე და საკომისო გადასახადებზე რაც მთლიანობაში შეადგენს 31,028.90 აშშ დოლარს, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოებზე. ასევე თავდებობის ხელშეკრულება დაიდო რ----- ბ---–---ძესთანაც 2016 წლის 12 სექტემბერს, რომლის მიხედვითაც თუკი ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 თვის განმავლობაში მა-–---------–--აძე აიღებს სესხს, თავდები იღებს ვალდებულებას თავდებად დაუდგეს და სოლიდარულად აგოს პასუხი გამსესხებლის წინაშე, როგორც ძირი თანხის, ასევე პროცენტების, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის, მომსახურების ყოველწლიური გადასახადებისა და გადაუხდელობის გამო ჯარიმების გადახდაზე.
მსესხებლის და თავდებების მიერ დარღვეულ იქნა მათთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობები, მოპასუხეები რამდენჯერმე იქნენ გაფრთხილებულნი, როგორც ვალდებულების შესრულებაზე ასევე იპოთეკით დატვირთული ქონების მოსალოდნელ რეალიზაციაზე, მაგრამ ვალდებულება მაინც არ იქნა შესრულებული.
გარდა აღნიშნულისა, მოპასუხე მა-–---------–--აძეს 2016 წლის 16 დეკემბერს სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული აქვს განვადების ბარათი და 2017 წლის 06 ნოემბერს გაიცა სესხი 311.60 ლარის ოდენობით, საიდანაც ამჟამინდელი გადასახადი შეადგენს 375.79 ლარს.
ასევე მა-–---------–--აძეს 2017 წლის 03 დეკემბერს გაფორმებული განვადების ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული აქვს სესხი საქონლის განვადების შესაძენად, სესხის მოცულობა შეადგენს 1 698.92 ლარს, მსესხებელს სეხის გადახდა უნდა ეწარმოებინა სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, რაც არ შეასრულა და აქვს დავალიანება 1 959.78 ლარი.
2017 წლის 19 დეკემებერს მოპასუხე მა-–---------–--აძესთან და სს "კრ----------ს" შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მსესხებელზე გაიცა სესხი 1000.00 ლარი, 24 თვის ვადით. მსესხებელს სესხის გადახდა უნდა ეწარმოებინა სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, რომლის მიხედვითაც მსესხებელმა აიღო ვალდებულება ყოველთვიურად ყოველი თვის 03 რიცხვში 67.58 ლარის გადახდის გზით საერთო ჯამში გადაუხადოს „გამსესხებელს“ საერთო ჯამში 1 621.41 ლარი. მოპასუხის მიერ არც ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ იქნა შესრულებული. მოსარჩელე ითხოვს სასამართლომ დააკისროს მოპასუხეებს ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხების გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მა-–---------–--აძე და მისი ადვოკატი წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით ნაწილობრივ ცნობენ სარჩელის მოთხოვნას. მა-–---------–--აძე თანახმაა თვითონ გადაიხადოს სესხის ძირი თანხა 16 275,59 აშშ დოლარი, ხოლო თავდებობის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან უშუალო მსესხებელი თვითონ არის და თანხის გადახდაც მას უნდა დაეკისროს. მოპასუხის ამ პოზიციას იზიარებს სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მოპასუხე ნ------- ბ---–---ძე.
2.2. მოპასუხეებს: რ----- ბ---–---ძეს, თ-------–--აძეს, თ----- ბ---–---ძეს და ირ---–------–-ძეს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან და პოზიცია არ დაუფიქსირებიათ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 03 იანვარს მხარეებს შპს „მი-----------------------------–-----------სა“ და მსესხებელ მა-–---------–--აძეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სესხის ხაზით მომსახურეობაზე, რომლის შესაბამისადაც „გამსესხებელი“ თანახმაა პერიოდულად განიხილოს „მსესხებლისათვის“ სესხის გამოყოფის საკითხი. ამასთან „გამსესხებელი“ უხსნის „მსესხებელს“ ფორმალური სესხის ხაზს, რომლის მაქსიმალური თანხა/ოდენობა შეადგენს 50 000 ლარს. მაქსიმალური თანხა შეიძლება გაიცეს რამოდენიმეჯერ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ამასთან სესხის ხაზის ხელშეკრულების მოქმედების ვადა არის 240 თვე და მოქმედებს 2034 წლის 03 იანვრამდე. აღნიშნული ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაცემული ნებისმიერი სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილ იქნა მა-–---------–--აძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით _ მიწის ნაკვეთით 1 802.00 კვ.მ. და საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით: 255.80 კვ.მ. მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მ----; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 22.28.0--3--; უზრუნველყოფის დოკუმენტი _ იპოთეკის ხელშეკრულება N 20140103MBOLQ- I შედგენილ იქნა 2014 წლის 03 იანვარს და დამოწმებული იქნა საჯარო რეესტრის მიერ 2014 წლის 03 იანვარს, ხოლო რეგისტრაციის უფლება წარმოიშვა 2014 წლის 03 იანვარსვე. აღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულება კანონის მოთხოვნის შესაბამისად რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში და რაზედაც საჯარო რეესტრის მიერ გაიცა შესაბამისი ამონაწერი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2014 წლის 03 იანვრის ხელშეკრულება სესხის ხაზით მომსახურეობაზე.(ს.ფ. 37-40)
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 42-43)
3.1.2. 2016 წლის 28 სექტემბერს შპს „მი-----------------------------–-----------სა“ და მა-–---------–--აძეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მსესხებელმა მა-–---------–--აძემ სესხის სახით მიიღო 20 500.00 ა.შ.შ. დოლარი. სესხის მოქედების ვადა იყო 60 თვე. სესხი იყო სარგებლიანი, სესხის კლებადი საპროცენტო განაკვეთი შეადგენს ყოველთვიურ 1.33%-ს; სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით. სარგებლის ოდენობა საერთო ჯამში შეადგენდა 9 504.10 ა.შ.შ. დოლარს. სესხის ხელშეკრულებითა და სესხის გადახდის გრაფიკით, ასევე გათვალისწინებულია მსესხებლის დაზღვევისათვის გადასახდელი სადაზღვეო პრემიის ოდენობაც, რომელიც შეადგენდა 1 024.80 ა.შ.შ. დოლარს. მსესხებელს სეხის გადახდა უნდა ეწარმოებინა სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, რომლის მიხედვითაც მსესხებელმა აიღო ვალდებულება ყოველთვიურად, 517.17 ა.შ.შ. დოლარის გადახდის გზით საერთო ჯამში გადაუხადოს „გამსესხებელს“ 31 028.90 ა.შ.შ. დოლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
-2016 წლის 28 სექტემბრის სესხის ხელშეკრულება (46-50)
-სესხის გადახდის გრაფიკი (44-45)
3.1.3. 2016 wlis 28 სექტემბერს მსესხებელ მა-–---------–--აძის თავდებ პირებთან ნ------- ბ---–---ძესთან, ირ---–------–-ძესთან, თ-------–--აძესთან და თ----- ბ---–---ძესთან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც მათ აიღეს ვალდებულება თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი გამსესხებლის წინაშე, ძირითადი მსესხებლის მა-–---------–--აძის მიერ ნაკისრ ვალდებულებაზე, კერძოდ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე, სესხის ძირითად თანხაზე 20,500.00 აშშ დოლარზე, მასზე დარიცხულ პროცენტებზე 9 504.10 აშშ დოლარი სესხის ხელშეკურულებით მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვეო პრემიის გადასახდელებზე 1 024.80 აშშ დოლარზე და საკომისო გადასახადებზე რაც მთლიანობაში შეადგენს 31,028.90 აშშ დოლარს, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოებზე. ასევე თავდებობის ხელშეკრულება დაიდო რ----- ბ---–---ძესთანაც 2016 წლის 12 სექტემბერს, რომლის მიხედვითაც თუკი ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 თვის განმავლობაში მ.ბ---–---ძე აიღებს სესხს, თავდები იღებს ვალდებულებას თავდებად დაუდგეს და სოლიდარულად აგოს პასუხი გამსესხებლის წინაშე, როგორც ძირი თანხის, ასევე პროცენტების, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის, მომსახურების ყოველწლიური გადასახადებისა და გადაუხდელობის გამო ჯარიმების გადახდაზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
-თავდებების განცხადებები (ს.ფ. 50.53.56.59.62)
- თავდებობის ხელშეკრულებები. (ს.ფ.51-52, 54-55, 57-58, 60-61, 63)
3.1.4. 2017 წლის 03 დეკემბერს, მოპასუხე მა-–---------–--აძეს და სს „კრ----------ს“ შორის გაფორმდა განვადების ხელშეკრულება N173372223868GZL, რომლის მიხედვითაც მა-–---------–--აძეზე გაიცა სესხი 1 698.92 ლარი, საქონლის განვადებით შესაძენად. სესხის ვადად განისაზღვრა 18 თვე და მსესხებლის მიერ, სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო 2019 წლის 11 ივნისის ჩათვლით. სესხის გადახდა უნდა განხორციელებულიყო თანდართული სესხის გრაფიკის მიხედვით. სესხი იყო უპროცენტო, მასში გათვალისწინებულია მსესხებლის დაზღვევისათვის გადასახდელი სადაზღვეო პრემიის ოდენობა 36.00 ლარი და მომსახურების საკომისიო თანხა 224.86 ლარი. სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული თანხების გადახდის გზით საერთო ჯამში უნდა გადაეხადა 1 959.78 ლარი. ხელშეკრულების მე-4 პუნქტში გათვალისწინებულია ჯარიმები დაგვიანებებზე, რომლის მიხედვითაც: სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხების გადაუხდელობის შემთხვევაში „მსესხებელს“ დაერიცხება პირგასსამტეხლო დარჩენილი სრული ძირი თანხის 0.41%-ის ოდენობით ყველ ვადაგადაცილებულ დღეზე მაქსიმუმ 275 დღისა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 03 დეკემბრის N173372223868GZL სესხის ხელშეკრულება(ს.ფ. 85-92)
-გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 94-95)
- განვადებით ნივთის გაცემის შესახებ ორდერი (ს.ფ. 93)
3.1.5. 2017 წლის 19 დეკემებერს მოპასუხე მა-–---------–--აძესა და სს "კრ----------ს" შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N173532273399ISC, რომლის მიხედვითაც მსესხებელზე გაიცა სესხი 1000.00 ლარი, 24 თვის ვადით. სესხი სარგებლიანია და და საერთო ჯამში შეადგენდა 560.45 ლარს. სესხის ხელშეკრულებითა და სესხის გადახდის გრაფიკით, ასევე გათვალისწინებულია მსესხებლის დაზღვევისათვის გადასახდელი სადაზღვეო პრემიის ოდენობაც, რომელიც შეადგენდა 60.56 ლარს. მსესხებელმა აიღო ვალდებულება ყოველთვიურად ყოველი თვის 03 რიცხვში 67.58 ლარის გადახდის გზით საერთო ჯამში გადაუხადოს გამსესხებელს 1 621.41 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 19 დეკემბრის სესხის ხელშეკრულება N173532273399ISC (ს.ფ. 97-102);
3.1.6. მოპასუხე მა-–---------–--აძეს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლების მიერ ხდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, რაც გამოიხატა კრედიტის დაფარვის გრაფიკისა და ხელშეკრულების ვადებისა და პირობების დარღვევაში. მსესხებელი და თავდები პირები რამდენჯერმე იქნენ გაფრთხილებულნი ბანკის მიერ, როგორც ვალდებულების შესრულებაზე ასევე იპოთეკით დატვირთული ქონების მოსალოდნელ რეალიზაციაზე, მაგრამ ვალდებულება მაინც არ იქნა შესრულებული. მოპასუხეების მა-–---------–--აძის, ნ------- ბ---–---ძის, ირ---–------–-ძის, თ-------–--აძის, თ----- ბ---–---ძის და რ----- ბ---–---ძის ამჟამინდელი დავალიანება 2016 წლის 28 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებისა და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს; 22 292.64 ა.შ.შ. დოლარს; საიდანაც გადაუხდელი ძირი თანხა არის 16 275.59 ა.შ.შ. დოლარი; დარჩენილი გადაუხდელი სარგებელი – 5 226.98 ა.შ.შ. დოლარი; დარჩენილი გადაუხდელი სადაზღვეო პრემია – 734.44 ა.შ.შ. დოლარი; ჯარიმა - 0.27% – 27.20 ა.შ.შ. დოლარი, ჯარიმა პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 5%-ის ოდენობით შეადგენს 28.43 ა.შ.შ დოლარს;
მა-–---------–--აძის დავალიანება სს „კრ----------ის“ მიმართ 2016 წლის 16 დეკემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან NWCC-38a9a57718 (განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ), 2017 წლის წლის 03 დეკემბრის N173372223868GZL განვადების ხელშეკრულებიდან და 2017 წლის 19 დეკემბრის N173532273399ISC სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შეადგენს საერთო ჯამში: 3 667.99 ლარს. საიდანაც ძირი თანხა არის 2 737.80 ლარი; სარგებელი - 495.42 ლარი; სიცოცხლის დაზღვევა - 94.14 ლარი; ჯარიმა პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 5 ლარი; ჯარიმა ყოველვადაგადაცილებულ დღეზე - 335.63 ლარი;
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- გაფრთხილება მიმდინარე დავალიანების დაფარვაზე.
-კრ----------ის ცნობები
3.1.7. 2016 წლის 09 სექტემბერს განხორციელდა შ.პ.ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს რეორგანიზაცია, რის საფუძველზესადაც შეიცვალა მისი სამართლებრივი ფორმა და ის დარეგისტრირდა როგორც სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო", ხოლო 2017 წლის მარტში შეიცვალა სახელი და ის სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა, როგორც სს `კრ----------ი~; შესაბამისად აღნიშნული გარემოება წარმოადგენს სარჩელის სასამართლოში წარმოდგენის მიზეზს სს `კრ----------ი~-ს სახელით; აღნიშნულის საფუძველზე ცვლილებები განხორციელდა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში და მა-–---------–--აძის ქონებაზე 2018 წლის 03 მაისი იპოთეკარად დარეგისტრირდა სს ,,კრ----------ი";
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სს ''კ--------------ს'' სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 867-ე, 623-ე, 361-ე, 873-ე, 891-ე, 463-ე, 465-ე, 403-ე, 404-ე, 417-ე, 418-ე მუხლებით.
- სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან. იგი ეფუძნება სესხის და თავდებობის ხელშეკრულებებს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სესხი არის სასყიდლიანი ურთიერთობა და გამსესხებლის უფლებას უპირისპირდება მოვალის ვალდებულება დააბრუნოს სესხის საგანი.
როგორც დადგენილია, მოსარჩელესა და მა-–---------–--აძეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელის მიერ მსესხებელზე გაიცა სესხი.
დადგენილია, რომ მსესხებელს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მა-–---------–--აძემ სარჩელი ცნო მის მიერ აღებული სესხების ძირითადი თანხის ნაწილში. იმავე კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამავე კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ხსენებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივი ცნობა, წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს ამ ნაწილში.
იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ მა-–---------–--აძემ სარჩელი ცნო სს „კრ----------ის“ მიმართ 2016 წლის 16 დეკემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან, 2017 წლის წლის 03 დეკემბრის განვადების ხელშეკრულებიდან და 2017 წლის 19 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის ნაწილში, აღნიშნული საკმარისი საფუძველია დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დასახელებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანებების თანხა.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ხელშეკრულება, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შედეგადაც არ მოხდა გადახდა.
დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია თანხის გადახდის გარფიკი, რაც აძლევს საფუძველს მოსარჩელეს მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა და თანხის დაბრუნება;
6.5. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1 ნაწილით “თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.”, ხოლო ამავე კოდექსის 895-ე მუხლით “თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.”
დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულების უზრუნვლყოფის მიზნით გაფორმებულ იქნა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც თავდებმა პირებმა - ნ------- ბ---–---ძემ, ირ---–------–-ძემ , თ-------–--აძემ და თ----- ბ---–---ძემ იკისრეს სოლიდარული თავდებობა ძირითად მოვალესთან მა-–---------–--აძესთან ერთად.
სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს, ხოლო 465-ე მუხლი ადგენს, რომ კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ისე ნაწილობრივ.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403 მუხლის თანახმად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ამავე კოდექსის 404 მუხლის თანახმად კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
6.7. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 1639.31 ლარი და 110.04 ლარის ოდენობით, სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, ასევე მოსარჩელის მიერ გაწეული იქნა სხვა ხარჯებიც.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ამდენად მოსარჩელის მიერ სარჩელის წარმოებაში მიღებისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის და სხვა სასამართლო თუ სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურებაც უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე 2018 წლის 08 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სს ,,კრ----------ის'' (ს/ნ 2--------- სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეებს მა-–---------–--აძეს (პ/ნ 6-----------), რ----- ბ---–---ძეს (პ/ნ6----------), თ-------–--აძეს (პ/ნ 6----------), თ----- ბ---–---ძეს (პ/ნ 6----------), ნ------- ბ---–---ძეს (პ/ნ 6----------), ირ---–------–-ძეს (პ/ნ 6----------), სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,კრ----------ის” სასარგებლოდ დავალიანების გადახდა 22 292.624 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხა არის 16275.59 აშშ დოლარი, სარგებელი 5226.98 აშშ დოლარი, ჯარიმა - 0.27%, 27.20 აშშ დოლარი, ჯარიმა პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 5%-ის ოდენობით შეადგენს 28.43 აშშ დოლარს.
3. მოპასუხეებს მა-–---------–--აძეს, რ----- ბ---–---ძეს, თ-------–--აძეს, თ----- ბ---–---ძეს, ნ------- ბ---–---ძეს, ირ---–------–-ძეს, სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,კრ----------ის” სასარგებლოდ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საერთო ჯამში 1 689.31 ლარის ოდენობით (1639.31 ლარი სახელმწიფო ბაჟი, 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის).
4. მოხდეს იპოთეკით დატვირთული უძრავ ქონების მიწის ნაკვეთის 1 802.00 კვ.მ. და საცხოვრებელი სახლის საერთო ფართით 255.80 კვ. მეტრი მდებარე ხელვაჩაურის რაიონი სოფელი მ---- მიწის(უძრავი ქონების ს/კ 22.28.0--3--) იძულებითი რეალიზაცია აუქციონის გზით.
5. იმ შემთხვევაში თუკი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხები არასაკმარისი იქნება იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, ვალდებულება არ ჩაითვალოს სრულად შესრულებულად და დარჩენილი დავალიანების გადახდევინებისათვის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები განხორცილედეს მოპასუხეების მა-–---------–--აძის, რ----- ბ---–---ძის, ნ------- ბ---–---ძის, თ-------–--აძის, თ----- ბ---–---ძის და ირ---–------–-ძის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებ(ებ)იდან.
6. დაეკსროთ მოპასუხეებს მა-–---------–--აძეს, რ----- ბ---–---ძეს, ნ------- ბ---–---ძეს, თ-------–--აძეს, თ----- ბ---–---ძეს და ირ---–------–-ძეს სოლიდარულად სს „კრ----------ის“ სასარგებლოდ გაწეული ხარჯის 32.00 (ოცდათორმეტი ლარი და 00 თეთრი) ლარის გადახდა. საიდანაც 11 ლარი არის საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადებისათვის გადახდილი ხარჯი, ხოლო 21 ლარი კი არის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების საჯარო რეესრტრში რეგისტრაციის მიზნით გადახდილი საჯარო რეესტრის მოსაკრებელი.
7. დაეკისროს მოპასუხე მალზახ ბ---–---ძეს სს „კრ----------ის“ სასარგებლოდ 3 667.99 (სამიათას ექვსასსამოცდაშვიდი ლარი და 99 თეთრი) ლარის გადახდა. საიდანაც ძირი თანხა არის 2 737.80 ლარი; სარგებელი - 495.42 ლარი; სიცოცხლის დაზღვევა - 94.14 ლარი; ჯარიმა პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 5 ლარი; ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 335.63 ლარი;
8. დაეკისროს მოპასუხე მალზახ ბ---–---ძეს სს „კრ----------ის“ სასარგებლოდ ჩვენს მიერ გადახდილი ბაჟის 110.04 (ასათი ლარი და 04 თეთრი) ლარის გადახდა;
9. 2018 წლის 08 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში.
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), მოსარჩელისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ხოლო მოპასუხისათვის სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქ. ბათუმი. ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358) მეშვეობით;
11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოში (მისამართი: ქ. ბათუმი. ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358)) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია
მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე