განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/282-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ახალციხის რაიონული სასამართლო
01 აგვისტო, 2018 წელი ქ.ახალციხე
მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი
სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი - გ------------–---–---–-
დაცვის მხარე - ბრალდებული - ნ-----------–-–---–- - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 0-.0-.1--- წელს, პ/ნ 0---------- მცხ. ა-------ს რ-ნი, სოფ. უ-–-.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 0-------, დაახლოებით 09:00 საათზე, ა-------ს რაიონის სოფელ უ-–-ში საცხოვრებელ სახლში, ნ-----------–-–---–მა საყოფაცხოვრებო საკითხზე უთანხმოების ნიადაგზე რძალს მ--------------------–--ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ორჯერ დაარტყა ჯოხი ფეხის არეში, ასევე ე.წ. „ქაფჩა“ ჩაარტყა თავის არეში, რის გამოც დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ნ-----------–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დასტურდება შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:
დაზარალებულ მ--------------------–--ის ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 0------- დაახლოებით 09:00 საათზე იგი იმყოფებოდა სახლში, ასევე სახლში იმყოფებოდნენ ნ-----------–-–---–- და რ------------–-–---–- და მისი შვილები. როდესაც მისი შვილმა, ნ-----------–-–---–მა თავი ვერ შეიკავა და ძირს დაეცა, მის ასაყენებლად მივიდა მისი ბებია, ნ-----------–-–---–- და მ--------------------–--ეს დაუწყო ჩხუბი, თუ რატომ ურტყავდა ბავშვს და მისთვის თავი დაენებებინა, ამ კამათში ჩაერთო მისი მამამთილი რ------------–-–---–-ც, რომელიც ეჩხუბებოდა მას და ჩხუბის და ყვირილის დროს მცირე ზომის ხის ჯოხი გამოართვა მეუღლეს ნ-----------–-–---–ს და მ--------------------–--ეს დაარტყა წელის არეში, შემდეგ დარტყმისგან ინერციით მოტრიალდა იგი, ხელში ეკავა ქათმის კვერცხი, რომელიც მიარტყა სახეში, ამაზე გაბრაზდა რ------------–-–---–- და ხელი აარტყა ნიკაპის არეში, მას უნდოდა თავი დაეცვა, რადგან აღარ დაერტყა მისთვის კიდევ და მან ხელი მოკიდა გულმკერდის არეში ტანსაცმელზე, რა დროსაც რ------------–-–---–მაც მოკიდა ძლიერად ხელი, რის გამოც იგი წაიქცა რ------------–-–---–ს აღარ დაურტყამს, მაგრამ ნ-----------–-–---–მა წაქცეულზე თავისი ხის ჯოხით ორჯერ დაარტყა ფეხის არეში. საღამოს კიდევ მოუვიდათ კამათი მ--------------------–--ეს და ნ-----------–-–---–ს, რა დროსაც ნ-----------–-–---–ს ხელში ეკავა რკინის საჭმლის მოსარევი და ამოსაღები ე.წ. „ქაფჩა“ და მან ერთხელ ჩაარტყა თავის არეში, დარტყმისგან იგი წაიქცა ძირს.
იხ.ტ.1 ს.ფ. 3-6, 50-51.
რ------------–-–---–-ს ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 0------- დაახლოებით 09:00 საათზე მ--------------------–--ემ თავის შვილს ნ-----------–-–---–ს გაბრაზებულმა დაუწყო ცემა, სახეში და ტანის არეში ურტყავდა ხელებს, ამ დროს რ------------–-–---–- იცავდა ბავშვს, რომ არ ეცემა, ხელები დაუკავა მ--------------------–--ეს, ძალით გამოიყვანა გვერდზე, რა დროსაც მან სახეში დაარტყა ქათმის კვერცხი, იგი გაღიზიანდა და უთხრა როგორ გაბედა ეს, მაგრამ მას ხელი არ დაუკარებია და არც დაურტყავს. მათთან ერთად ასევე იმყოფებოდა ნ-----------–-–---–-ც, რომელიც შენიშვნას აძლევდა მ--------------------–--ეს, მას არ დაუნახავს დაარტყა თუ არა ნ-----------–-–---–მა ხის ჯოხი, რომელიც მას ეკავა ხელში. შემდეგ საღამოს კიდევ მოუვიდათ კამათი, მაგრამ ნ-----------–-–---–ს მ--------------------–--ისათვის არ დაურტყამს.
იხ.ტ.1 ს.ფ. 20-22
2018 წლის 0---------------------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად მ--------------------–--ის სხეულზე არსებული სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
იხ.ტ.1 ს.ფ. 17-19.
ნ-----------–-–---–-ს მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა -ე---------------------–--ის, ნ------------–-ს, ნ------------–---–-ს, პ--------------–-–---–-ს გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებებით, ნ-----------–-–---–-ს ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, დადგენილება სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.
ბრალდებულმა ნ-----------–-–---–მა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ ნ-----------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
4.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები
ნ-----------–-–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5.სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას, შეურიგდა დაზარალებულებს, რომელთაც ბრალდებულის მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნიათ. განაგრძობენ ოჯახურ თანაცხოვრებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ნ-----------–-–---–ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოსახდელად სასამართლო დაადგენს გამოსაცდელ ვადას, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
6.ნივთიერი მტკიცებულება:
ხის ჯოხი, რომელიც ინახება შსს ა-------ს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ-----------–-–---–- (პ/№0----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელი 01 წელი ჩაეთვალოს პირობით, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 წელი.
2. ნ-----------–-–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო, რომელიც არაა უზრუნველყოფილი, გაუქმდეს.
3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
4. ნივთიერი მტკიცებულება: ხის ჯოხი, რომელიც ინახება შსს ა-------ს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი