განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/276-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ
ახალციხის რაიონული სასამართლო
01 აგვისტო, 2018 წელი ქ.ახალციხე
მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი
სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი - კ---------–---–---–-
დაცვის მხარე - ბრალდებული - ვ-–------------------ - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 2--1-.1--- წელს, პ/ნ 1---------- მცხ. ქ. ბ----------, მ-------ს ქ. Nº4-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1.2018 წლის 2-------, ღამის საათებში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ვ-–------------------ მივიდა თავის საცხოვრებელ სახლში მისამართზე ქ. ბ----------, მ-------ს ქუჩა Nº4--ში, მისი არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის გამო დედამ დ-----–-----------მ გამოთქვა უკმაყოფილება, აღნიშნულით განაწყენებულმა ვ-–-------------------მ არასრულწლოვანი შვილის ბ------------ის თანდასწრებით დედას მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში, რის გამოც დ-----–-----------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
3. პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
ვ-–------------------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით;
აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დასტურდება შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:
დაზარალებულ დ-----–----------ის ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 2------- დაახლოებით 23:00 საათზე იგი იმყოფებოდა სახლში გ-----------------სთან და შვილიშვილთან ბ------------ესთან ერთად, რა დროსაც ეზოდან შემოესმა ყვირილისა და გინების ხმა, ხმაზე იცნო, რომ იყო მისი შვილი ვ-–------------------, რომელიც როდესაც სახლში მივიდა დედას დ-----–-----------ს დაუწყო გინება, სრულიად უმიზეზოდ, მან უთხრა, რომ დამშვიდებულიყო, შემდეგ მოსთხოვა, რომ შიოდა და საჭმელი გაემზადებინა. მან კვლავ გააგრძელა გინება, აგინებდა მამას, გ-----------------ს, იგი მოუწოდებდა, რომ დამშვიდებულიყო, ამ დროს მოულოდნელად წამოხტა ფეხზე და გაშლილი ხელი მთელი გამეტებით დაარტყა სახეში, კერძოდ, მარჯვენა ლოყის მიდამოში. მან დარტყმის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
იხ. ტომი -1, ს.ფ. 76-79;
გ----------------ის ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 2------- დაახლოებით 23:00 საათზე იგი სახლში იმყოფებოდა დ-----–-----------სთან და შვილიშვილ, ბ------------ესთან ერთად, შემდეგ მან გაიგო ვ-–-----------------ის გინებისა და ყვირილის ხმა, იგი აგინებდა დედას, დ-----–-----------ს, რომელიც ცდილობდა, რომ დაემშვიდებინა. გ-----------------ც ცდილობდა დაემშვიდებინა ვ-–------------------, მაგრამ იგი არ მშვიდდებოდა და მასაც დაუწყო გინება. ვ-–------------------ მოულოდნელად წამოდგა და მთელი ძალით გაშლილი მარცხენა ხელი ერთხელ დაარტყა სახეში დ-----–-----------ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
იხ. ტომი 1, ს.ფ. 29-31;
ბ------------ის ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 2------- დაახლოებით 23:00 საათზე, იგი იმყოფებოდა სახლში დ-----–-----------სთან და გ-----------------სთან ერთად, რა დროსაც ეზოდან გაიგო ვ-–-----------------ის ყვირილისა და გინების ხმა, როდესაც სახლში შემოვიდა დ-----–-----------ს დაუწყო ლანძღვა-გინება, სრულიად უმიზეზოდ. იგი მოულოდნელად წამოდგა სკამიდან და მძლავრად გაქნეული მარცხენა ხელი დაარტყა დ-----–-----------ს სახეში, მარჯვენა ლოყაში, რის გამოც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.
იხ. ტომი 1, ს.ფ. 52-54;
ვ-–------------------მ სასამართლო სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.
ვ-–-----------------ის მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: შეტყობინებით დანაშაულის ჩადენის შესახებ, დაკავების ოქმით, სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების ოქმით, დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ, ვ-–-----------------ის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, განჩინებით აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ-–------------------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული;
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ვ-–------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის არაფხიზელ მდგომარეობაში ჩადენა, წარსულში განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობა.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ვ-–------------------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ვ-–-----------------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ-–------------------ (პ/№1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
2. ვ-–-----------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 2------------
3 განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი