განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100118002570153
№1/160-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 აგვისტო 2018 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის
ბრალდებულ - მი----– ხა------–---–ის
ადვოკატ - ომ---- ხა----–---–ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: მი----– ხა------–---–
მამის სახელი: სე-----
დაბადებული: 1--------- წელს
პირადი ნომერი: 3----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: ლაგოდეხის რაიონი სოფელი გე-–----
ფაქტობრივად მცხოვრები: ლაგოდეხის რაიონი სოფელი ნი--------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მე-2 ნ-წილის „ბ“ ქვეპუნქტით.
კვალიფიკაცია: მი----– ხა------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ
1. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნი-------ში, 2016 წლის შემოდგომიდან, მი----– ხა------–---–ი სისტემატურად ახორციელებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლის - სვ----–--- რე-------ას მიმართ, რამაც მისი ტანჯვა გამოიწვია, ხოლო 2018 წლის 8 აპრილს, საღამოს საათებში, თავისივე საცხოვრებელ სახლში მი----– ხა------–---–მა, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების თანდასწრებით, ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლის სვ----–--- რე-------ას მიმართ. კერძოდ, ხელი მოუჭრა მას ყურზე და უკბინა შუბლზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. მი----– ხა------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 12 ივნისს, საღამოს საათებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნი-------ში, მი----– ხა------–---–მა თავის არეში თავი დაარტყა მეუღლეს - სვ----–--- რე-------ას, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მი----– ხა------–---–ი 2018 წლის 13 ივნისს 00:30 საათზე დააკავეს და ამავე დღეს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2016 წლის შემოდგომიდან, მი----– ხა------–---–ი სისტემატურად ახორციელებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლის - სვ----–--- რე-------ას მიმართ, რამაც მისი ტანჯვა გამოიწვია, ხოლო 2018 წლის 8 აპრილს, საღამოს საათებში, თავისივე საცხოვრებელ სახლში მი----– ხა------–---–მა, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების თანდასწრებით, ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლის სვ----–--- რე-------ას მიმართ. კერძოდ, ხელი მოუჭრა მას ყურზე და უკბინა შუბლზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. 2018 წლის 12 ივნისს, საღამოს საათებში, მი----– ხა------–---–მა თავის არეში თავი დაარტყა მეუღლეს - სვ----–--- რე-------ას, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა,რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი
(2018 წლის 12 ივნისის ეპიზოდი)
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - დაზარალებულ სვ----–--- რე-------ას, ან- ცი----–--ის, ზა--- ხა------–---–ის, სე----- შუ-----ის, ეკ- ღვ--–--ის, თავად ბრალდებულ მი----– ხა------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2018 წლის 12 ივნისს, საღამოს საათებში, მი----– ხა------–---–მა თავის არეში თავი დაარტყა მეუღლეს - სვ----–--- რე-------ას, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა,რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი
(2018 წლის 8 აპრილის ეპიზოდი)
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - დაზარალებულ სვ----–--- რე-------ას, ან- ცი----–--ის, ზა--- ხა------–---–ის, სე----- შუ-----ის, ეკ- ღვ--–--ის, თავად ბრალდებულ მი----– ხა------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2016 წლის შემოდგომიდან, მი----– ხა------–---–ი სისტემატურად ახორციელებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლის - სვ----–--- რე-------ას მიმართ, რამაც მისი ტანჯვა გამოიწვია, ხოლო 2018 წლის 8 აპრილს, საღამოს საათებში, თავისივე საცხოვრებელ სახლში მი----– ხა------–---–მა, ხელი მოუჭრა სვ----–--- რე-------ას ყურზე და უკბინა შუბლზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით
მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - დაზარალებულ სვ----–--- რე-------ას, ან- ცი----–--ის, ზა--- ხა------–---–ის, სე----- შუ-----ის, ეკ- ღვ--–--ის, თავად ბრალდებულ მი----– ხა------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ეკ- ღვ--–--ის და და---- ხა------–---–ის დაბადების მოწმობის ასლები და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2018 წლის 8 აპრილს, მი----– ხა------–---–მა, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების - 8 წლის ეკ- ღვ--–--ის და 1 წლის და---- ხა------–---–ის თანდასწრებით, ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლის სვ----–--- რე-------ას მიმართ. კერძოდ, ხელი მოუჭრა მას ყურზე და უკბინა შუბლზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.
რაც შეეხება სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასეთი ქმედება დანაშაულის შემადგენლობას შექმნის მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას აქვს სისტემატური ხასიათი და იწვევს დაზარალებულის ტანჯვას.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული მუხლის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა, ოჯახში ძალადობის ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ამ მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მი----– ხა------–---–მა ჩაიდინა :
1. ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 12 ივნისის ეპიზოდი).
2. ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. (2018 წლის 8 აპრილის ეპიზოდი).
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
მი----– ხა------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
მი----– ხა------–---–ის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
მი----– ხა------–---–ის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაულის ორი ეპიზოდი. ორივე შემთხვევაში დაზარალებული მეუღლე - სვ----–--- რე-------აა. დაზარალებულს მი----– ხა------–---–თან პრეტენზია არ გააჩნია.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მი----– ხა------–---–ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის პირობებში. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მი----– ხა------–---–ი წარსულში ნასამართლევი არ არის განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან, მის მიმართ შესაძლებელია დანიშნული სასჯელის სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად პირობით მსჯავრად ჩათვლა.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
1. მი----– ხა------–---–ს ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.
2. 2018 წლის 7 აგვისტოს, წინასასამართლო სხდომაზე მი----– ხა------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეიცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პირადი თავდებობით. მი----– ხა------–---–ი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მი----– ხა------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.
მი----– ხა------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, მი----– ხა------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.
აღკვეთის ღონისძიება პირადი თავდებობა გაუქმდეს და მი----– ხა------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 13 ივნისის 00:30 საათიდან 2018 წლის 7 აგვისტოს ჩათვლით.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი