განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/1---1-
(გამოძიების N025040418001 )
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
მცხეთის რაიონული სასამართლო
14----------- , 201- წელი ქ. მცხეთა
მოსამართლე ვ-–--------–---–-
სხდომის მდივანი დ------------–--–---–-,ბრალდების მხარე -
სტაჟიორ-პროკურორი - გი------ გა------–---–-,დაცვის მხარე -
ბრალდებული მა-–---- ჯო--------, დაბადებული 197- წლის 26 თებერვალს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი N0----------- დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ--–---------–-------------------------------------–---------------------------
ქმედების კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილი,ადვოკატი - და--------------------
სხდომის სახე - ღია,გამოარკვია:
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.1 სასამართლომ დაადგინა:
201- წლის 04 აპრილს ქალაქ დ--–---–-, ი.ს----–-----------–- მდებარე სასტუმრო ,,---–--------------–--’’ სამზარეულო ოთახში მა-–---- ჯო--------მ ამავე სასტუმროს დირექტორის ლ--–------------- მიმართ განახორციელა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, მა-–---- ჯო--------მ გაშლილი ხელი დაარტყა ლ--–------------- სახის არეში მარცხენა მხარეს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გადავარდა სკამიდან და დავარდა იატაკზე, ხოლო მა-–---- ჯო--------მ წაქცეულ ლ--–------------- კვლავ რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახისა და თავის არეში. აღნიშნულის შემდგომ მა-–---- ჯო--------მ საკონფერენციო ოთახში გასულ ლ--–------------- ჯერ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა - აგინებდა, მოიხსენიებდა მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით, შემდეგ კი კვლავ განახორციელა მასზე ფიზიკური ძალადობა, კვლავ რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახისა და თავის არეში. მა-–---- ჯ----------ს მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად ლ--–------------- განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მა-–---- ჯო--------მ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 01 ივნისის რედაქცია).
2.1 საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა მა-–---- ჯო--------მ თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ ეთანხმება ბრალდების შესახებ დადგენილებას ბრალად შერაცხული დანაშაულის მის მიერ ჩადენის თაობაზე ადასტურებს, რომ სცემა დაზარალებული თუმცა არა იმ ინტენსივობით როგორც ბრალდების ფაბულაშია მითითებული, ჩანადენს გულწრფელად ინანიებს.
2.2 სასამართლოს დასკვნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის მა-–---- ჯ----------ს მიერ ჩადენის თაობაზე, გარდა ზემოაღნიშნულისა, აგრეთვე ბრალდებულ მა-–---- ჯ----------ს აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, ურთიერთთავსებად შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ლ--–------------- ჩვენებას, არასრულწლოვანი მოწმეების ე-------------------–---------------–--–---–----------------–------ ჩვენებებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ბრალად შერაცხული დანაშაულის მა-–---- ჯ----------ს მიერ ჩადენას.
2.3 ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და სანდოობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლევის გარეშე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ მა-–---- ჯო--------მ ჩაიდინა ცემა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც შედეგად არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ანუ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 - ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 01 ივნისის რედაქცია).
სასჯელის განსაზღვრა:
3.1 სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. ამ ფონზე სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
3.2 ბრალდებულ მა-–---- ჯო--------ს პასუხისმგებლობას უმსუბუქებს ის გარემოებანი, რომ გულწრფელად აღიარა ბრალად შერაცხული დანაშაული, ინანიებს ჩანადენს, დაზარალებულის თანხმობის შემთხვევაში გამოთქვამს მისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის მზადყოფნას. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია, სადაც მა-–---- ჯო-------- 2008 წლიდან 2017 წლამდე გ-------–-------------ს პოზიციაზე მუშაობდა, მას ახასიათებს დადებითად. მა-–---- ჯო--------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი არ გააჩნია.
3.3 მა-–---- ჯ----------ს მიერ ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივი შეფასების დროს სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დამძიმდა დასახელებული მუხლის 201- წლის 30 მაისის რედაქციის შესაბამისად რამდენადაც სანქციას დაემატა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, როგორც დამატებითი სასჯელი. აღნიშნულიდან გამომდინარე მა-–---- ჯ----------ს მიერ ჩადენილი დანაშაული უნდა დაკვალიფიცირდეს ამ დანაშაულის ჩადენის დროისათვის მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 01 ივნისის რედაქცია).
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13, 258-ე-259-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე და 281-ე და 283-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
4.1 მა-–---- ჯო-------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 01 ივნისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
4.2 მსჯავრდებულ მა-–---- ჯ----------ს მიერ ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4.3 გაუქმდეს მა-–---- ჯ----------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს ვა------- ჯო--------ს, პირადი ნომერი 0----------- დაუბრუნდეს ამ საქმეზე სს ,, საქართველოს ბანკში’’ 201- წლის 06 ივლისს შეტანილი საგირავნო თანხა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
4.4 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებები: ორი ცალი ,,სიდი’’ დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის მოცემულ საქმეს მისი (საქმის) შენახვის ვადით.
4.5 განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.
4.6 განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გ. რობაქიძის 7ა) საააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვ-–--------–---–-